ბლოგი

ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი

ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი

ფეისბუქზე გაზიარება

თუ მოკლევადიანი განშორების შემდეგ მამაკაცმა მორიელმა გამოგიცხადათ, რომ თქვენთან სამუდამოდ დაშრებას აპირებს, ნუ იჩქარებთ ნერვიულობის დაწყებას, რადგან მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ სამყარო თავზე ჩამოგექცათ, არსებობს გამოსავალი.

ზოგადად, როცა საკითხი წყვილის დაშორებას და მათ მიერ მიღებულ გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ეხება, რომელიმე მხარის დაბრუნების თემა აქტუალური აღარ არის ხოლმე. და მაინც, თუ საკითხი ისე დადგა, რომ საჭიროა დაიბრუნოთ და გაინტერესებთ, როგორ უნდა დაიბრუნოთ კონკრეტულად მამაკაცი მორიელი, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის და მიყევით კითხვას, რომ ჩვენი რჩევები პრაქტიკაში გამოიყენოთ. 

 

როგორია მამაკაცი მორიელი?

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ძლიერი, პრინციპული, შემოქმედი და უშიშარია. მან იცის რაც უნდა, ეჭვი არასოდეს ეპარება საკუთარ სურვილებსა და მიზნებში. ქმედებებში გადამწვეტი ნაბიჯების გადადგმას ამჯობინებს, მას ვერასოდეს დაინახავთ ჩამომჯდარს და ცხოვრებაზე მოწუწუნეს. თუ რამე ცუდად მიდის, ის იწყებს მოქმედებას, მკაფიო და რაციონალური ნაბიჯების გადადგმას. მორიელი შინაგანად ძლიერია და სხვებისგანაც ამას მოითხოვს, ქალების მხრიდან ცრემლების ღვრა არ უყვარს. გარდა ამისა, საიმედო მეგობარია, რომელიც ყოველთვის მოვა თქვენს დასახმარებლად. 


მამაკაცი მორიელის ასტროლოგიური პორტრეტი

 

ის ჭკვიანი და პრინციპულია. ასეთ ადამიანებზე ხშირად ამბობენ, რომ სხვების ამოცნობა შეუძლია თითქმის უშეცდომოდ და ადამიანებს სკანერივით ხედავს. ეს უნარები მორიელს ეხმარება ადვილად აღმოაჩინოს სხვების სუსტი წერტილები, და აქ იკვეთება მისი არც თუ ისე დადებითი თვისება - ამ ყოველივეს მორიელი სათავისოდ იყენებს და ადამიანებით მანიპულირებს. 

მორიელს ყოველთვის აქვს საკუთარი აზრი, რომელიც მისთვის პრიორიტეტულია ნებისმიერ სიტუაციაში და იქცევა ყოველთვის ისე, როგორც თავად თვლის საჭიროდ. მორიელი არასოდეს ითვალისწინებს სხვების აზრს და რჩევებს, მას თავისებური, სხვებისთვის საკმაოდ გაუგებარი მორალი აქვს. 

სხვა თვისებებიდან, რაც მორიელს ახასიათებს, შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

  • არიან ქარიზმატულები და მიმზიდველები

  • სექსი მათთვის პირველ ადგილზე დგას ცხოვრებაში 

  • მეწყვილედ თავისი სტანდარტებით შერჩეულ იდეალურ ქალს ირჩევენ 

  • აკონტროლებენ ყველას და ყველაფერს 

  • არ პატიობენ ღალატს და ტყუილს 

  • საქმოსნები არიან და ჰაერზე სიტყვებს არასოდეს ისვრიან 

  • არ ეგუებიან წნეხს და ამის ნებისმიერ მცდელობას დასაწყისშივე აშთობენ 

 

რას გირჩევთ ასტროფსიქოლოგი მორიელი მამაკაცის დასაბრუნებლად

 

ამ მამაკაცთან თანაცხოვრება ატრაქციონს ჰგავს. გარკვეული დროის მანძილზე ყველაფერი შეიძლება კარგად და გაწონასწორებულად იყოს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგაყენოთ ფაქტის წინაშე და გამოგიცხადოთ, რომ გშორდებათ. საჭიროა გაარკვიოთ რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე და გააზრებული გეგმის მიხედვით იმოქედოთ.

ასევე უნდა მოახდინოთ კონფლიქტის ანალიზი. უნდა გაიხსენოთ ყველა მომენტი და დეტალი, რას შეიძლებოდა მოეხდინა მასზე უარყოფითი გავლენა და რა შეიძლება სწყენოდა თქვენგან. უნდა გახსოვდეთ, რომ მორიელი ყოველთვის აკვირდება ადამიანს, იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით უარყოფითს და საწყენს და სამაგიეროს გადახდისთვის ემზადება. უპასუხოდ არასოდეს არავის ტოვებს. თუ მას ჰკითხავთ რა მოხდა, რატომ გადაწყვიტა ასე, გიპასუხებთ, რომ თავად დაფიქრდეთ და მიხვდებით. ასეთ დროს, არავითარ შემთხვევაში არ სთხოვოთ პატიება და დამნაშავის პოზიცია არ დაიჭიროთ. ეს კიდევ უფრო გაუმყარებს რწმენას, რომ ნამდვილად მტყუანი ხართ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მორიელი ხშირად ახდენს ისეთი სიტუაციის პროვოცირებას, როცა დაშორებას თამაშობს, რომ თქვენი რეაქცია დაინახოს. ასეთ დროს საუკეთესო საპასუხო ქცევა იქნება განაწყენებული და შეურაცხყოფილი ადამიანი დაანახოთ, მაშინაც კი, თუ რამეში ტყუიხართ და გარკვეული პაუზის შემდეგ კეთილი მგზავრობა უსურვოთ. 

 

ქმედებები

 

გარკვეული დროის შემდეგ, როცა ემოციები და ვნებები დაცხრება, სცადეთ გულახდილი საუბარი, დაძაბულობის გარეშე. სწორდ ამ დროს შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვა და დაინტერესდეთ, რამ გამოიწვია მისი ასეთი ქმედება. თუმცა, ამ საუბრისთვის ზედმიწევნით კარგად უნდა მოემზადოთ: 

  • -კარგად უნდა გაიაზროთ მოვლენების განვითარების ყველა ვარიანტი.

  • -გაიხსენოთ და გაითვალისწინოთ ყველა დეტალი, რაც ამ მამაკაცში ბრაზს და უნდობლობას იწვევს. 

  • -ნებისმიერ შეკთხვაზე ღად და პოზიციის დაუფარავად პასუხის გასაცემად განეწყოთ. 

  • თუ მოლაპარაკება წარმატებით ჩაივლის, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ მსგავსი რამ სამომავლოდ აღარ განმეორდეს, რისთვისაც სავარაუდოდ პირადი ინტერესების შევიწროვება და ბევრი რამის დათმობაც კი მოგიწევთ.

 

მოლაპარაკება

 

თუ მორიელი გარკვეულ მოთხოვნებს წაგიყენებთ, ურთიერთობების შესანარჩუნებლად მოგიწევთ დათანხმება, ისე არაფერი გამოვა. ქალი კარგად უნდა დაფიქრდეს, ნამდვილად ძლიერ ყუვარს მორიელი მამაკაცი თუ არა, რომ მის გვერდით ყოფნის სანაცვლოდ საკუთარი ინტერესების დათმობა უღირდეს. 

მორიელი მამაკაცის პირობების მიღების შემდეგ, ქალს მოუწევს საკუთარ გარეგნობასა და ქცევას უფრო მეტი დრო დაუთმოს და აკონტროლოს. თუ მას რამე არ აკმაყოფილებდა და არ მოსწონდა, უმჯობესია გამოასწოროთ. მამაკცი მორიელი პერფექციონისტია, ნებისმიერ საკითხში მას უყვარს როცა ყველაფერი არის იდეალურად. 

 

უსაფრთხო ქცევა

 

შერიგების შემდეგ უმჯობესია პარტნიორს დიდი დრო დაუთმოთ, ყურადღება მიაქციოთ და იზრუნოთ მასზე. არასოდეს მოუწყოთ ისტერიკა, ცრემლების და ყვირილის თანხლებით - ეს უკუეფექტს გამოიწვევს. მასთან ურთიერთობაში პაუზის დაჭერა გაცილებით ეფექტურია. როცა ქარიშხალი ჩადგება, მშვიდად და საკუთარი თავმოყვარეობის სრული დაცვით განუცხადეთ, რომ არასწორი იყო. 

 

მამაკაცი მოერილის დაბრუნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 

ანუ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს, როგორ შეუძლია მისი დაბრუნება. 

 

მაშ ასე:

 

ვერძი

ამ ქალბატონს მორიელის დაბრუნების შანსი იმ შემთხვევაში აქვს, თუ უფრო მშვიდი და რბილი გახდება. 

 

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალისთვის აუცილებელია საკუთარ ხასიათზე მუშაობა. საკუთარი თავით ტკბობის ჩვევა უნდა მოიშოროს, ეჭვიანობაც აკონტროლოს და დაივიწყოს ისტერიკა და სკანდალების მოწყობა. 

 

ტყუპები

ქალბატონებს, რომლებიც ამ ნიშანს ატარებენ, ახასიათებთ ფანტაზიორობა და წვრილმანებში კირკიტი. მორიელის დაბრუნებისთვის მათ დასჭირდებათ შეთხზული ისტორიების მოყოლისთვის, ფაქტების შელამაზებისა და თვალთმაქცობისთვის თავის დანებება. 

 

კიბო

ბუტიაობა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა კიბო ქალის ყველაზე დიდი მტერია. თუ მას სურს საყვარელი მამაკაცი მორიელი დაიბრუნოს, მოუწევს თვითშეფასების ამაღლება და წვრილმანეზე განაწყენებისთვის თავის დანებება. 

 

ლომი

ამ მეფურად გამორჩეული ნიშნის ქალბატონს მორიელის დაბრუნება და მისი შენარჩუნება შეეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას პირველობას დაუთმობს. ასევე ლომს დასჭირდება მოზომოს თავისი ჭკუის დამრიგებლური დამოკიდებულება და სიჯიუტე.
 

ქალწული

ყველაზე მეტად მორიელის დაბრუნება სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს გაუჭირდება. მისი მეწვრილმანეობა და პედანტიზმი მორიელისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. თუ მორიელის დაბრუნებას მაინც გადაწყვეტს, მოუწევს ძირფესვიანად გადახედოს თავის ცხოვრებისეულ შეხედულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თითის განძრევასაც კი არ აქვს აზრი. 

 

სასწორი

სამართლიანობის სიმბოლოს ქვეშ დაბადებულ ქალს, მორიელის დასაბრუნებლად მოუწევს მის ეშმაკობებსა და ხშირ შემთხვევაში უსამართლო ქმედებებთან შეგუება, ასევე თავისი შემდარებლობით დამოკიდებულებისა და ყველაფრის სასწორის პინაზე დადების ჩვევის გვერდით გაწევა. ამ მაკაცის დასაბრუნებლად საჭიროა სასწორი უფრო თამამი და გადაწყვეტილების სწრაფად მიმღები გახდეს. 

 

მორიელი

მამაკცი მორიელი არავითარ შემთხვევაში არ აიტანს მის გვერდით ისეთი ქალის არსებობას, რომელსაც ზუსტად მის მსგავსად ახასიათებს მოულოდნელი, ხისტი და თავშეუკავებელი ქცევა. თავისივე ნიშნის მატარებელ მამაკაცთან კამათის ან დაშორების შემდეგ ურთიერთობების დალაგებისთვის ამ ქალბატონს დასჭირდება სრულად გადახედოს საკუთარი ქცევას. 

 

მშვილდოსანი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს მოუწევს საკუთარი „ბედაურების“ მოთოკვა, ანუ შეტევაზე გადასვლის, იმპულსურობისა და ფეთქებადობის გაკონტროლება - ეს მის პიროვნებას მეტ ქალურობას შემატებს და მხოლოდ ასე შეძლებს ის მორიელი მამაკაცის დაბრუნებას. 

 

თხის რქა

თუკი თხის რქა შეძლებს სიჯიუტე და ურთიერთობებში ცივი, ხისტი დამოკიდებულების შეცვლას სითბოთი და ოდნავ მეტი მორჩილების გამოხატვით, ასევე თუ მეტად მიმტევებელი იქნება მორიელის მიერ ჩადენილი წვრილმანი „ცოდვების“ მიმართ, მაშინ აქვს შანსი საყვარელი მამაკაცი დაიბრუნოს. 

 

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელმა ქალმა, სანამ მორიელი მამაკაცის დაბრუნებაზე ზრუნვას დაიწყებს, კარგად უნდა იფიქროს საკუთარ ცხოვრებაში პრიორიტეტების დალაგებაზე. ის ვერასოდეს დაიბრუნებს მას, თუ დროის უდიდეს ნაწილს მხოლოდ სამსახურს და კარიერას დაუთმობს. 

 

თევზები

ამ ქალბატონებს არ აწყდენათ შიშის დაძლევა და თავგადასავლებით სავსე მომენტებით ტკბობის სწავლა, რადგან მორიელთან თანაცხოვრება მოულოდნელობებითა და ვნებებით არის სავსე. თუ თევზები არ ისწავლის დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, მორიელთან ურთიერთობაში არასოდეს გამოუვა რამე.

 

თუ თქვენი რჩეული მორიელია და სიტუაცია იქამდეა მისული, რომ მისი დაბრუნება გსურთ, გაითვალისწინეთ ასტროფსიქოლოგის რჩევები და გახსოვდეთ - რა მიზეზითაც არ უნდა მომხდარიყო მორიელ მამაკაცთან დაშორება, არასოდეს არ უნდა გაეკიდოთ მას, არ სთხოვოთ პატიება და არ დაანახოთ ცრემლები, რადგან ეს გაამწვავებს სიტუაციას. უმჯობესია დაანახოთ, რომ ძლიერი ხართ, რომ უმკლავდებით ნებისმიერ სიტუაციას და ის თითქოს არც კი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში. 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
ყველა ადამიანს აქვს თავისი ციფრული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი