ბლოგი

5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები

5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები

ფეისბუქზე გაზიარება

უმჯობესია სხვების შეცდომებზე სწავლა, რადგან საკუთარზე - გაცილებით მტკივნეულია...

 

სამწუხაროდ, ქალები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რადგან თვლიან, რომ მამაკაცებიც ისე გრძნობენ და აღიქვამენ სამყაროს, როგორც თავად. მოლოდინების კრახს კი მხოლოდ იმედგაცრუება და ტკივილი მოაქვს.

 

ურთიერთობებთან დაკავშირებული სულიერი ტრავმებისგან თავის დასაცავად,  პირველ რიგში, აუცილებელია სხვების, და არა საკუთარ შეცდომებზე სწავლა. ლოგიკურია, თუ ხორცსაკეპში თითს ჩავყოფთ - ეს ძალიან მტკივნეული იქნება. შესაბამისად, საჭიროა მოწყობილობა მოვიხმაროთ ინსტრუქციის შესაბამისად, ანუ მისი თვისებების თანახმად.

 

წარმოგიდგენთ იმ ძირითადი ხაფანგების ჩამონათვალს, რომლებიც ურთიერთობებში არსებობენ და სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა, სხვების შეცდომების შემდეგაც ვერ ახერხებს ისწავლოს და თავი დაიცვას მათგან. გაეცანით ჩამონათვალს და გაითვალისწინეთ რჩევები, რათა შეძლოთ ნაკლები ტკივილით და მეტი ბედნიერებით ცხოვრება.  

 

ხაფანგი 1

 

ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს - თუ მამაკაცი ყურადღებას იჩენს, ცდილობს მის წრესთან დაახლოვებას, თუ შეხვედრისაც თვალები უბრწყინავს, ესეიგი შეყვარებულია. ამიტომ, აუცილებლად იქორწინებენ და ბედნიერად იცხოვრებენ.

 

ურთიერთობის დასაწყისში, როცა გრძნობები ინტენსიურია, აუცილებელია გახსოვდეთ რა განსხვავებაა «შეყვარებულსა» და «სიყვარულს» და მათი გარჩევაც უნდა შეგეძლოთ. სიყვარული გულისხმობს პატივისცემას, მისი გრძნობების და მოთხოვნილებების. ასევე, რიგი ნაკლოვანებების ქონის უფლების დატოვებას.

 

ხაფანგი 2

 

ქალების უმრავლესობა თვლის - თუ მამაკაცი რაიმეს დაპირდა, მასთან ერთად იოცნება სამომავლო გეგმებზე, ისაუბრა მიზნებსა და სურვილებზე, ეს აუცილებლად განხორციელდება.

 

რა თქმა უნდა, ქალები სკეპტიკოსებად არ უნდა გადავქცნენ, რომლებიც მხოლოდ მატყუარებს დაინახავენ მამაკაცებში, თუმცა, ამავდროულად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გახდნენ საკუთარი ოპტიმიზმის მსხვერპლები და ნებისმიერი მამაკაცი სიტყვის შემსრულებლად არ ჩათვალონ მანამ, სანამ საქმით რაიმეს არ დაუმტკიცებენ.

 

ხაფანგი 3

 

ქალების უმრავლესობა თვლის - თუ იზრუნებენ, ბევრ რამეს გაუკეთებენ მამაკაცს, დაუთმობენ მეტ დროს, გადაჭრიან მის პრობლემებს და არაფერს მოითხოვენ სამაგიეროდ, აუცილებლად მიიღებენ კაცის მხრიდან დაფასებას და ერთგულებას.

 

იმისათვის, რომ ურთიერთობებისას მსგავს სიტუაციაში ქალმა შეძლოს საკუთარი მოთხოვნილებების და მოლოდინების დაკმაყოფილება, ჯერ თავად უნდა გაარკვიოს კარგად თუ რა სურს და შემდეგ ხმამაღლა განაცხადოს ამის შესახებ (მნიშვნელოვანია, რომ თხოვნა პრეტენზიაში არ გადაიზარდოს). გაცვლითი ბალანსის დამყარება - საკმაოდ შრომატევადი საქმეა ურთიერთობებში.

 

ხაფანგი 4

 

ქალების უმრავლესობა თვლის - თუ მამაკაცი ატყუებს, ღალატობს ან უპატივცემულობას იჩენს, მას ეს უნდა მოითმინოს, რადგან თავად აირჩია ასეთი კაცი და ეს ბედისწერაა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა ატაროს. რომ ჭეშმარიტი სიყვარული მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, რასაც ქალები საყვარელი მამაკაცის გამო იღებენ.

 

რაც უფრო მეტად იგრძნობს მამაკაცი დაუსჯელობას და უპასუხისმგებლოდ მოქცევის უფლება ექნება, მით ნაკლებად დააფასებს ქალს. დამცირებაზე ქალის რექაცია გამოხატავს მისი თავმოყვარეობის დონეს - ეს იმის ნიშანია, თუ რამდენად აფასებს ქალი საკუთარ თავს. ანუ, ქალმა ჯერ საკუთარი თავის დაფასება უნდა ისწავლოს და მხოლოდ შემდეგ შეძლებს ეს გამოხატოს, გადასცეს მამაკაცს და დანარჩენ სამყაროს, რომ მიიღოს სწორი უკუკავშირი.

 

ხაფანგი 5

 

ქალების უმრავლესობა  თვლის - თუ მამაკაცი სერიოზულად არ უყურებს, უმჯობესია მასთან კავშირის შენარჩუნება, ვიდრე საერთოდ არავის ყოლა და მარტოხელად ყოფნა.

 

ქალის ცნობიერება ცდილობს ცხოვრებისეული სიმარტოვე შეავსოს მაშინვე, როცა ის წარმოიშობა. თუმცა, სრუფასოვანი და სავსე ცხვორებით არსებობა მამაკაცის გარეშე, შესაძლოა უფრო ნაკლები ტკივილის და პრობლემების მომტანი იყოს ზოგიერთი ქალის ცხოვრებაში.

 

 

ნეგატიურ ნოტაზე რომ არ დავასრულოთ, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წარმოდგენილი რჩევები და შეეცადეთ ცხოვრებასაც და უშუალოდ მამაკაცს, საკუთარი თავი წარუდგინოთ ღირსეულად, აჩვენოთ, რომ არ აკნინებთ თქვენს თვისებებს, მოთხოვნილებებს და მოლოდინიც იგივე გაქვთ. ეს დაგეხმარებათ გარესამყაროსგან მიიღოთ მეტი პოზიტივი და ურთიერთობებიც სწორად წარმართოთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები. თქვენ მათ შორის ხართ?
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
ლომის ქვები
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!