ბლოგი

როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?

როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?

ფეისბუქზე გაზიარება

სახლი დაცული უნდა იყოს ნეგატივისგან. ჩვენ გეტყვით ზუსტად როგორ გააკეთოთ ეს.

 

სახლი ითვლება ადგილად, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, მოიპოვოთ ძალა და შთაგონებული იყოთ ახალი მიღწევებისთვის. მაგრამ ამისათვის ის უნდა იყოს სავსე სწორი ენერგიით, რადგან უარყოფითმა ენერგიამ შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ცხოვრებაზე. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იმუშაოთ სახლის პოზიტიური ენერგიით ავსებაზე და ეს ძალიან მარტივია.

 

ემოციები

უპირველეს ყოვლისა, დააკვირდით, რა ემოციებით ბრუნდებით სახლში. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მძიმე დღის შემდეგ ადამიანი ცუდ ხასიათზე მოდის და საღამოს დარჩენილ ნაწილსაც იმავე ხასიათზე ატარებს. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიიღოთ შხაპი და ჩამოიბანოთ ყველა ცუდი რამ, რაც დღის მანძილზე დაგემართათ. ნეგატივის მოშორება ასევე შეგიძლიათ დღიურში ჩანაწერების გაკეთებით. ასე მოქცევის შემთხვევაში, უარყოფითი ენერგია აღარ გადავა სახლის სივრცეში.

 

მოაწესრიგეთ საქმეები

არეულობა იზიდავს უარყოფით ენერგიას და შეიძლება თავი გაგრძნობინოთ ნაკლებად მოტივირებულად და საკმაოდ დეპრესიულად. მაგრამ თქვენი სახლის უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებით და გარემოს მოწესრიგებით, სახლში შეიტანთ პოზიტიური და შემოქმედებითი ენერგიის მთელ ნაკადს, ასევე შთაგონებას.

 

განათება და ჰაერი

ბუნებრივი სინათლის სიმრავლე სასარგებლო გავლენას ახდენს სახლის მცხოვრებთა კეთილდღეობაზე, ხელოვნური სინათლის სიჭარბე კი თავის ტკივილს და უძილობას იწვევს. შეეცადეთ ყოველთვის გადაწეული გქონდეთ ფარდების დღის განმავლობაში, აწიეთ ჟალუზები, რომ რაც შეიძლება მეტი მზის შუქი შემოვიდეს. რაც შეეხება ჰაერს, კომფორტული გარემოს შექმნის წინაპირობაა სუფთა ჰაერი და ამისთვის საჭიროა სივრცის რეგულარული განიავება.

 

ფერები

საიდუმლო არ არის, რომ ფერები პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის მდგომარეობაზე. ასე რომ, წითელი და ნარინჯისფერი ჩრდილების არსებობა საშუალებას მოგცემთ სახლი შეავსოთ ენერგიით. იგივე ეფექტი აქვს თეთრს. ყვითელი, თავის მხრივ, პროვოცირებს შემოქმედებით განვითარებას და უბრალოდ აუმჯობესებს განწყობას. მწვანე აძლიერებს, ხოლო ლურჯი ამშვიდებს და თრგუნავს აგრესიას. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია ინტერიერის გაფორმებისას.

 

ეთერზეთები და საკმეველი

ეთერზეთებისა და საკმევლის სურნელი წმენდს თქვენს სახლს და გეხმარებათ პოზიტიური ენერგიის მოზიდვაში, თუმცა, ეს ვარიანტი ყველასთვის შესაფერისი ან მისაღები არ არის. თუ მოგწონთ სურნელოვანი არომატები, საკმარისია შეიძინოთ რამდენიმე სახეობის ეთერზეთი, რომელთა მონაცვლეობა დროდადრო გაამრავალფეროვნებს და უფრო კომფორტულს გახდის სახლის გარემოს. საკმეველი, ჟასმინი ან სხვა სურნელოვანი არომატი შესანიშნავი ვარიანტია, რადგან ისინი ხელს უწყობენ სახლის აურის გაწმენდას და იცავენ მას უარყოფითი ენერგიის დაგროვებისგან.

 

დასპონსორებული ვიდეო:

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
ზოდიაქოს "ბავშვები"
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
რა არის ნატალური რუკა ?
მარტივი რჩევები 2023 წელს უფრო მეტი წარმატებისა და ბედნიერებისთვის
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?