კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს

რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს

ფეისბუქზე გაზიარება

ყველას ცხოვრებაში არის ცუდი დღეები და ამ დროს გვესაჭიროება განსაკუთრებული რამ, რაც დაგვეხმარება სიტუაცია ვმართოთ, ნეგატივის გავლენის ქვეშ ნაკლებად მოვექცეთ და სწრაფად შევძლოთ ენერგიისა და ძალების აღდგენა, რომ ახალი დღისთვის მოვემზადოთ.

 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ საჭიროებებს, რომელბიც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის აუცილებელია მძიმე სიტუაციაში ყოფნისას.

 

ვერძი - ფიზიკური აქტივობაა

ვერძისთვის ეს შეიძლება იყოს სირბილი, სპორტდარბაზში სიარული, სექსი ან თუნდაც ისეთი მარტივი რამ, როგორიც აგრესიული ვიდეო თამაშია. ყველაფერი დაგეხმარებათ დაძაბულობის მოსახსნასა და ორთქლის გამოშვებაში. თუ ვერძი შეუძლებს სტრესის ფიზიკურად განთავისუფლების საშუალება გამონახოს, მისი განწყობა გაუმჯობესდება მანამდე, სანამ ამის გაცნობიერებას მოასწრებს.

 

კურო - საკუთარი თავის განებივრება

როდესაც კუროს მძიმე დღე აქვს, საუკეთესო რამ არის საკუთარი თავის განებივრება. ეს შეიძლება იყოს სპა, მოგზაურობა, თავის მოვლის სხვა პროცედურები ან დასვენება სახლში, ჭიქა ღვინით ცხელ აბაზანაში. ცუდი დღე მას დიდხანს ვერ გაუფუჭებს განწყობას, რადგან კუროს შეუძლია სწრაფად დაივიწყოს ყველაზე ნეგატიური სიტუაციაც კი.

 

ტყუპები - ყურადღების გადატანა

ტყუპები გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით. დამოუკიდებელნი და ცნობისმოყვარეები არიან, მათ თითქმის ყოველთვის ჰყავთ სამეგობრო წრე, ვისთანაც ისაუბრებენ. თუ ყოველთვის მოახერხებენ თანამოაზრეებთან კონტაქტს, თუნდაც სოციალური ქსელით, იმისათვის, რომ რთული ვითარებიდან ყურადღება ცოტა ხნით მაინც გადაიტანონ, განწყობა სწრაფად გამოუსწორდებათ.

 

კირჩხიბი - გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანთან

კირჩხიბები მიჩვეულები არიან ყველაზე ზრუნვას, რის გამოც უჭირთ აღიარება, როცა პრობლემა თავად აქვთ. თუ კირჩხიბს ჰყავს სულიერი თანამოაზრე, მაშინ მას მხოლოდ ის სჭირდება, რომ ხმამაღლა თქვას რა აწუხებს. ამის შემდეგ თავს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობს.

 

ლომი - კარგი თვისებების გახსენება

მიუხედავად იმისა, რომ ლომი თავდაჯერებულია, ეს არ ნიშნავს მის დისტანცირებას ტოქსიკური ქცევების ან ადამიანებისგან. ნეგატიურ და აგრესიულ ადამიანთან შეხვედრისას მისი პოზიტიური მხარეები სრულიად კნინდება. სიღრმისეულად, ლომმა იცის საკუთარი უპირატესობების შესახებ, მაგრამ საჭიროა, რომ ეს ყველაფერი სხვებისგან მოისმინოს. ეს ლომისთვის იქნება ერთგვარი სტიმული და მამოტივირებელი, რადგან ის დაინახავს რომ ხალხი აღიარებს მის დადებით თვისებებს და თავად არ მოუგონია.

 

ქალწული - მყუდრო და მშვიდ გარემოში ყოფნა

მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს სისუსტის მხარეები, ქალწული სირთულეებისადმი სრულიად განსხვავებულ მიდგომას იჩენს. იმისდა მიუხედავად, რომ ხანდახან საღამომდე უნდათ წოლა, ქალწულებს მაინც ურჩევნიათ კონტროლი საკუთარ ხელში აიღონ. ისინი შეიძლება ვერ გაუმკლავდნენ პრობლემებს, მაგრამ ნამდვილად აქვთ დროის ეფექტურად გამოყენების ძალა მანამ, სანამ ყველაფერი ნორმის ფარგლებში დაბრუნდება.

 

სასწორი - საუკეთესო მეგობრებთან შეხვედრა

რაც შეეხება სასწორს, არსებობს სტერეოტიპი, რომ მათ არ სურთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ცუდი დღე აქვთ. მათ სჭირდებათ ძლიერი დასაყრდენი და ადამიანი, რომელიც ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შეძლებენ სირთულეებთან გამკლავებას. ამ როლისთვის კი ყველაზე მეტად შესაფერისი უახლოესი მეგობრები არიან.

 

მორიელი - განმარტოვება

ცუდ დღეს მორიელს სახლში დარჩენა და განმარტოვება შველის. მას ასევე შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, წავიდეს სამოგზაუროდ და გარშემორტყმული იყოს უცხო ადამიანებით. ამ ყველაფერს აკეთბს გასრთობის მიზნით ან უბრალოდ სტრესისგან თავის დასაღწევად. ნებისმიერ შემთხვევაში, მორიელის გონება დაისვენებს, როცა ის სხვა განმარტოვდება ან უცხო ადამიანების გარემოცვაში იქნება.

 

მშვილდოსანი - მოგზაურობა

თუ მშვილდოსანს ცუდი დღე აქვს, მას განტვირთვის სურვილი უჩნდება. ამ ადამიანებს არ ეშინიათ სადმე მარტო გასვლის, მაგრამ უარს არც მეგობრების გარემოცვაში ყოფნაზე ამბობენ. მას უყვარს უცნობი ადგილების შესწავლა, სიახლეები და პოზიტიურ საკითხებზე ფოკუსირება და არა იმაზე, რაც მას ძალიან ეხმარება რთული ვითარებიდან გამოსვლაში.

 

თხის რქა - წარმატების შეხსენება

თხის რქებს შეუძლიათ საკუთარ თავზე უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება, რის გამოც მათ ხშირად აქვთ მძიმე და სტრესული დღეები. როდესაც დაძაბულობა მძაფრდება, საკმარისია მიღწეულის წარმატების და შედეგების შეხსენება, რამაც შეიძლება გსასწაულები მოახდინოს მათ განწყობაზე. თუ თხის რქა მოისმენს ვინმესგან ქებას მისი მისამართით, ეს მისთვის სასიამოვნო იქნება და ცუდი განწყობის დაძლევაშიც დაეხმარება.

 

მერწყული - ფილოსოფიური თეორიების განხილვა

მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს პრობლემების აღიარება, მერწყულმა იცის, რომ ამისგან არ არის დაზღვეული. მძიმე სიტუაციაში ყოფნისას მისი განწყობის ამაღლების საუკეთესო გზა გლობალური მასშტაბის პრობლემების განხილვაშია. ზოგისთვის ეს შეიძლება დამთრგუნველი ჩანდეს, მაგრამ მერწყული იყენებს ამას, როგორც ფაქტს იმის შესახებ, რომ სამყაროს მასზე უარესი პრობლემები აქვს. მსგავსი მიდგომა საშუალებას აძლევს მერწყულს ფართო იდეების და კომპლექსური თეორიების გენერაცია მოახდინოს და სხვა ადამიანებთან ერთად განიხილოს.

 

თევზები - დამხმარე, გამგები ადამიანი

თევზები მიჩვეულები არიან სხვა ადამიანების დახმარებას, თუ გრძნობენ, რომ პრობლემის წინაშე დგანან. მათ კარგად იციან საკუთარი და სხვების ემოციები. როდესაც თევზებს ცუდი დღე აქვთ, ეშინიათ გრძნობების წინაშე მარტო დარჩენის. ამიტომ, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს, დამხმარე და გამგები, თანამგრძნობი ადამიანის გამოჩენაა, რომელიც ჰკითხავს, ​​როგორ გრძნობენ თავს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ სხვების შეწუხება, მაგრამ თუ რთულ დროს ვინმე დაელაპარაკება, მაშინვე თავს უკეთესად გრძნობენ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ხიფათი ელით ივლისში
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
ფერების ჰოროსკოპი: რა ფერი უხდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები