ბლოგი

რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?

რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?

ფეისბუქზე გაზიარება

თევზები შესანიშნავი, კარგად აღზრდილი და მზრუნველი ზოდიაქოს ნიშანია, მაგრამ ბევრი ადამიანი არასწორედ იგებს ამ მოწყვლად ადამიანებს. აი რატომაც თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანია გაგებისთვის..

თევზებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, ძალიან ემოციურები არიან, და ასევე ამ ნიშნის წარმომადგენლები ფარულობით გამოირჩევიან. ესენი არიან სათუთი, მოსიყვარულე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც ფლობენ „ოქროს გულს“, მაგრამ ამ ყველაფერთან ისინი ხშირად ხდებიან საკუთარი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების და ფიქრების მსხვერპლი. ისინი საკუთარი ოცნებებსა და ფანტაზიებში ცხოვრობენ და უყვართ რეალობიდან წასვლა, ურჩევნიათ საკუთარი ღრმა შინაგანი სამყაროს შემეცნებით დაკავდნენ. ტევზები, უპირობოდ, მეოცნებეთა ნიშანია, ასევე დაჯილდოებული არიან ძლიერი შემოქმედებითი თვისებით.

თუმცა, ისინი ხშირად გრძნობენ თავს გაუგებრად გარშემომყოფების მიერ, და ადვილად შეიძლება ჩავარდნენ დეპრესიაში, თუ გრძნობენ, რომ მათი ხმა გაუგონარი დარჩა.

თევზებს, ცხადია, აქვთ რაღაც, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ სამყაროსთვის. და ჩვენ ყველა შევძლებდით ბევრის სწავლა ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან, რომლებიც ფლობენ ინტუიციის ძალას, რა თქმა უნდა, თუ ვეცდებით მათ გაგებას.

რატომ არიანი ტევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?

 

ისინი საკუთარ თავში დიდ ამოცანას ინახავენ

ისინი, ცხადია, მიისწრაფიან იმისკენ, რომ ხალხმა მოუსმინოს მათ, მაგრამ ხშირად მათ არ ყოფნით სიტყვები საკუთარი გრძნობების და სურვილების გამოსახატავად. ისინი დროის უმეტეს ნაწილში საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, რაც ართულებს მათთან კონტაქტის დამყარების პროცესს. თევზები აუცილებლად გაიხსნებიან, ბოლოსდაბოლოს, უნდა მივცეთ მათ ცოტა დრო. უბრალოდ მოეპყარით მათ სიყვარულით, პატივისცემითა და გაგებით, ამის ჯილდო კი გახდება მათი ნდობა, რომელსაც შეიძენთ უმოკლეს ვადაში. უნდა გვესმოდეს, რომ მათი მგრძნობიარე ბუნება არც ისე იშვიათად მარცხს განიცდის ცხოვრების წინაშე, რაც უბიძგებთ მათ, იპოვონ ნუგეში ოცნებებსა და შემოქმედებაში.

დაელაპარაკეთ მათ ხელოვნებაზე, წარმოსახვის უნარზე, ან რომელიმე სხვა შემოქმედებით პროცესზე, და ტქვენ დაინახავთ, როგორ გამოცოცხლდებიან და სიამოვნებით დაგელაპარაკებიან!

 

თევზებს უყვართ რეალობიდან გაქცევა

თევზებს შეუძლიათ მალე დაკარგონ ინტერესი თანამედროვე სამყაროს მიმართ, რადგან მათ არ გამოსდით, დაემორჩილონ მის წესებს. მათ არ აქვთ უნარი, დიდხანს გაუძლონ იმ ტემპს, რომელშიც მოძრაობს მთელი დანარჩენი სამყარო, ამიტომ ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევისას, ისინი ცდილობენ გაიქცნენ საკუტარი სურვილების და ოცნებების სამყაროში, სადაც თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. თევზებს არ უნდათ, თავი მოაჩვენონ გულგრილად ან უხეშებად, მაგრამ გარშემო სამყარო ძალიან ღლის მათ, და ართმევს შთაგონებას. თუ ამას გაიგებთ, თქვენ ბევრად მარტივად აღიქვამთ იმ მომენტებს, როცა თქვენი მეგობრები-თევზები მიდიან თავიანთი ფანტაზიების სამყაროში.

 

მათ სურთ, უფრო ახლოს იყვნენ ადამიანებთან, მაგრამ ეშინიათ ფსიქოლოგიური ტრავმის მიღების

მთელი საქმე ის არის, რომ თევზები პასუხისმგებელი და მზრუნველი ადამიანები არიან, და ხშირად ადამიანები სარგებლობენ მათი სიკეთით. მათ სურთ ახლო ურთიერთობა, მაგრამ რადგან წარსულში უწევდათ „დაწვა“, ისინი ვერ აძლევენ ტავს უფლებას, ბოლომდე გაიხსნან, იმ შიშით, რომ მათ ისევ ატკენენ. მაგრამ თუ იქნებით საკმარისად მგრძნობიარე, მაშინ თქვენ გაგიჩნდებათ შანსი, აღმოაჩინოთ თქვენთვის მათთან ურთიერთობის მთელი სილამაზე, იქნება ეს რომანტიკული თუ მეგობრული.

 

მათ არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების დამალვა

თევზები ძალიან ემოციური ქმნილებები არიან, რომლებიც მზად არიან მისცენ თავის რჩეულს მთელი თავისი გული. მათი გადაჭარბებული შეყვარება მარტივად ტრიალდება ფსიქოლოგიურ ტრავმებად. ამასთან, ისინი ცდილობენ, დაინახონ ადამიანებში საუკეთესო, იმის შემდეგაც კი, როცა მათ ატკენინეს. თუმცა, თუ მათ რამე ცუდს გაუკეთებთ, ისინი გაპატიებენ, მაგრამ არ დაივიწყებენ. ტევზებს აქვთ ძალიან დიდი მოლოდინები ურთიერთობისგან, რასაც ხშირად მიყავთ შემდგომი იმედგაცრუებისკენ. მათ უნდათ, სჯეროდეთ ადამიანების საუკეთესოსი, მაგრამ ამდენი „დაწვის“ შემდეგ, ისინი იგებენ, რომ მათი მოთმინება და იმედი დნება.

 

მათ ესაჭიროებათ მარტოობა

თევზები ადვილად იჟღინთებაინ თანამედროვე სამყაროს ნეგატივით, და შემდეგ მათ ძალიან დიდი დრო უნდათ, რომ მოიშორონ თავიდან მთელი დაგროვილი უარყოფითი ენერგია. თუმცა, ამასთან ერთად, ისინი ელოდებიან მხარდაჭერას, ერთად ქმედებას და სიყვარულს ახლობლებისგან, ამიტომ მათ სჭირდებათ ჯანსაღი ბალანსი მარტოობასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას შორის. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ თევზებისთვის, მეგობარი თუ მეორე ნახევარი, არასდროს არ გაუშვათ ძალიან შორს თქვენგან. ბოლოსდაბოლოს, თევზები ვერ გადარჩება ურთიერთობის გარეშე, მაგრამ ასევე მათ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მარტოობის გარეშე. პატივისცემით მოეკიდეთ მათ მოთხოვნას, იყვნენ მარტო და შეახსენეთ, რომ ტქვენ ყოველთვის ახლოს იქნებით, და ამით თქვენ მათ ნამდვილად ბედნიერს გახდით.

 

ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან

თევზებს უყვართ მჭიდრო ურთიერთობები, მაგრამ თავისი არსით, მათთვის ყოველთვის უფრო მარტივია, იმოქმედონ მარტო. ხშირად ურთიერთობისგან ძალიან ბევრს ელოდებიან, და უბრალოდ მათ სჭირდებათ ცოტა დრო, რომ დაისვენონ და კონცენტრირდნენ იმაზე, რაც მათ ბედნიერს ხდის. მათ არ სურთ სხვებიგან დაშორება, მაგრამ ხანდახან მათ არ ყოფნიტ საკმარისი ძალა ვინმესთან ურთიერთობის მხარდასაჭერად, მაგრამ ხალხს ეს არ ესმის და საკუთარ თავზე იღებენ. მათ არ უყვართ სხვებზე დაყრდნობა, და ურჩევნიათ გამოიყენონ თავისი ძალა და რესურსი იმის მისაღებად, რაც სჭირდებათ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
რა არ უყვართ ტყუპებს?
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
3 მწარე სიმართლე სიყვარულის მოზიდვაზე
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
რა ვაჩუქოთ ვერძს?
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე