ბლოგი

ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება


ასტროლოგები ხშირად ყვებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების თავსებადობის შესახებ, თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი ნიშნის მატარებელი ადამიანისთვის შეიძლება სწორი „გასაღები“-ს მოძებნა. წარმოგიდგენთ ინტიმური საიდუმლოების ამოხსნის ინსტრუქციას ქალის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, რაც დაგეხმარებათ ნებისმიერ მათგანთან სწორი მიდგომა შეარჩიოთ და ურთიერთბის დასამყარებელი მცდელობები შედეგიანი იყოს. 

მაშ ასე, მამაკაცებო:

 

ვერძი

 

ქალ ვერძს ძლიერ და გულწრფელად უყვარდება. მისთვის ეს გრძნობა პირველ ადგილზე დგას. სასიყვარულო ურთიერთობებს ინტენსიურად აგებენ. თუ მასთან კამათი გიწევთ, უმჯობესია ბოლო სიტყვა მისი იყოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ჯიუტი და წინააღმდეგობრივია, ამიტომ, მისთვის აკრძალვები, მბრძანებლური ტონი და ხისტი მითითებები მიუღებელია და ვითარებას მხოლოდ დაძაბავს. თუ ვერძი გაღიზიანებული ან განაწყენებულია, დრო მიეცით და დაელოდეთ, რომ დამშვიდდეს. წყენა თავად გადაუვლის და მოვა. ვერძების ხასიათის მთავარი ნიშანია სიამაყე. ძალიან უჭირთ გადააბიჯონ მას, რის გამოც,ხშირად პრობელმები აქვთ ურთიერთობაში. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან მიზანდასახულია და შეუპოვრად მიიწევს სასურველისკენ. სწორედ ამიტომ, ხშირად მათგან დგება კარგი მეწარმე-ბიზნესმენი, ცნობილი ადვოკატი და ძლიერი ორგანიზატორი. ისინ გულწრფელად თვლიან, რომ თუ იმას არ აკეთებ, რაც გიყვარს - ეს ცოდვაა! თუ ვერძთან სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ, გაგიმართლათ - თქვენ ნახეთ თანამგზავრი, რომელიც მზად არის ნებისმიერი საკთხი მოაგვაროს და ამავდროულად დარჩეს ერთგული, ვნებიანი და თავდაჯერებული მეწყვილე. 

 

კურო

 

როგორც წესი, ქალი კუროები მშვიდები, წყნარები, მატერიალურები არიან და იშვიათად ავლენენ ძლიერ ემოციას. ისტერიკას არასოდეს აწყობს. ზოგჯერ საკუთარ თავს ავლენს როგორც აგრესიული და ხისტი ადამიანი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვინმე მის პროვოცირებას ახდენს. კურო ქალი ძალიან მესაკუთრე და მომთხოვნია, შეიძლება ითქვას ეჭვიანიც, ამიტომ, უბრალო ფლირტის შემთხვევაშიც კი, მამაკაცს მის წინაშე თავის სერიზულად მართლება და უდანაშაულობის დამტკიცება მოუწევს. კურო ქალი ძალიან ელეგანტურია, მას უყვარს როცა მის სხეულზე ცოტა სამოსია. ფიზიკურად ის ყოველთვის ფორმაშია და მამაკაცებს ეს მხედველობიდან არასოდეს რჩებათ. მეოცნებე არ არის, მას ურჩევნია მყარად იდგეს მიწაზე და იყოს რეალისტი. მისი ქცევა, ყოველთვის საღ აზრს ეფუძნება. საუკეთესო გემოვნება აქვს, მათ შორის საკვებში, მუსიკასა და სექსშიც. ბევრს არ მიირთმევს და არ უყვარს მლაშე და სანელებლებით გაჯერებული კერძები. ხელოვნების დიდი დამფასებელია. ქალ კუროსთან ერთად ხშირად უნდა იაროთ მუზეუმებსა და გალერეებში. სიჩქარე არ უყვარს, ამიტომ, თუ რამეს აძალებენ და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ მისგან, ეს ძალიან აღიზიანებს. პრეტენზიული არ არის და არც წუწუნი უყვარს. უბედური ქალის როლი მას ნამდვილად არ მოერგება და არც მამაკაცის ძლიერი მხარი სჭირდება თავის ჩამოსადებად და საქვითინოდ. სირთულეებთან და პრობლემებთან გამკლავებას ყველთვის საკუთარი ძალით ცდილობს და ახერხებს კიდეც. ხვალინდელი დღის არ ეშინია და მისთვის ხასიათის გაფუჭება ძალიან რთულია. 

 

ტყუპები

 

ახლობლებისა და მეგობრების აზრი მისთვის უბრალო ფონია. ქალი ტყუპები ამ ყველაფერს სერიოზულად არასოდეს უყურებს. ის ისე იქცევა, როგორც თავად თვლის სწორად და როგორც მას სურს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელ ქალთან სერიოზული ურთიერთობის აგება ძალიან რთულია: ძნელია მისი გაგება, რა სურს, რა მოსწონს და ა.შ. ტყუპები ქალი ძალიან მიმზიდველი, მხიარული და ენერგიულია, უყვარს ხმაურიანი გასართობი საღამოები და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. ის მუდმივად ექსპერიომენტებს ატარებს. ძალიან ვნებიანი და მოუსვენარია. თუმცა, გაორებული ხასიათის გამო, ხშირად პრობლემებს იქმნის ცხოვრებაში. ტყუპები ქალი, ეს არის ადამიანი, რომელიც სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, მაგრამ არ ეშინია ყველაფერი ხელახლა დაიწყოს. როცა ცუდ ხასიათზე იქნება, მის გასამხიარულებლად საუკეთესო საშუალებაა სითბოს და სიყვარულის გამოხატვა, ან სულ ცოტა ხნით ოჯახური საზრუნავისგან მისი გათავისუფლება. 

 

კიბო

 

არცერთი სხვა ზოდიაქოს ნიშანი ქალი არ არის ასეთი ვნებიანი, რომანტიკული და „კომფორტული“ თავისი პარტნიორი მამაკაცისთვის, როგორც ქალი კიბო. ის ყოველთვის მზად არის სითბო და სიყვარული გამოხატოს საყვარელი ადამიანის მიმართ. ყოველთვის მზად არის მოუმზადოს რამე გემრიელი ან უბრალოდ მოეხვიოს და მხარდაჭერა გამოხატოს რთულ მომენტში მის გასამხნევებლად. თავის მხრივ, მის მიმართაც ზუსტად იგივე დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ ქალ კიბოსთან, იცოდეთ, რომ მასზე ზრუნვა, სითბოს და სიყვარულის გამოხატვა მუდმივად მოგიწევთ, რადგან კიბო ქალი ძალიან ნაზი, ემოციური და გულჩათხრობილია. ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს პლანეტა მთვარე, შესაბამისად მისი ხასიათიც საკმაოდ ცვალებადია. დღეს მოსიყვარულე და თბილი კიბო, ხვალ შეიძლება დაუნდობელი და აგრესიული გახდეს, თავსაც დაგესხათ, მაგრამ ეს დროებითია და ასეთ მომენტში, უმჯობესია არ აყვეთ. კიბო ქალი თავის მხრივ ერთგულია და პარტნიორისგანაც მოითხოვს ერთგულებას. ეჭვიანობს მხოლოდ მაშინ, როცა ამის საბაბს აძლევენ და ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდება მამაკაცი, თუკი კიბოს ეჭვები გამართლდა - ღალატს არ გაპატიებთ და არც დაგინდობთ. 

 

ლომი

 

ქალი ლომი ძვირფასი ქვასავით არის. მას სჭირდება სიყვარული, პატივისცემა, შექება და ზოგადად, მამაკაცი მისით მუდმივად აღფრთოვანებული უნდა იყოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალს უყვარს დომინანტობა, არ ახასიათებს მორჩილება და არ პატიობს ღალატს. საწოლშიც მისი წესები უნდა მოქმედებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნება არ აგცდებათ. ლომს მდიდრული და ფუფუნებით სავსე ცხოვრება მოსწონს. მამაკაცი მის გვერდით ყოფნას მხოლოდ მაშინ იმსახურებს, თუ ფინანსურად უზრუნველყოფილია და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. გარდა ამისა, უნდა დაუმტკიცოთ, რომ ვნებიანი საყვარელიც ხართ. თუ ლომი ქალი სექსუალურად ვერ დააკმაყოფილეთ, ფინანსური მდგომარეობა ვერ გიშველით - ის ახალი პარტნიორის ძებნას დაიწყებს. 

 

ქალწული

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის სახელმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ - ეს არის ქალი, რომელიც მზად არის ყველაფერი იმიატოვოს თავისი ვნების ობიექტის გამო და ყურადღება არ მიაქციოს გარშემომყოფთა კომენტარებს. ურთიერთობაში ის პირველ რიგში გულახდილობას აფასებს და საკუთარ თავს, ყველაზე და ყვეალფერზე მაღლა აყენებს. ქალწული ქალი ვნებიანი საყვარელია, მაგრამ თავიდან ზედმეტად თავდაჭერილი და მორიდებულია, ამიტომ მამაკაცმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი ნდობის მოსაპოვებლად, შეეცადოს მოუხსნას კომპლექსები და შემდეგ უკვე ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვდეთ, ქალწულს არ უყვარს როცა ვინმე აკრიტიკებს, თუმცა, მისი მხრიდან მწვავე კრიტიკის მოსმენა ხშირად მოგიწევთ - განსაკუთრებით სექსუალურ საკითხებში, თუკი რამე არასწორად ან არასათანადოდ გააკეთეთ.

წვრილმანები და ნდობა - ეს ორი საკითხი ქალწული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გაითვალისწინეთ მასთან ურთიერთობაში. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალი ძალიან პასუხისმგებლიანია და ის შეეფერება იმ მამაკაცს, რომელიც აფასებს კომფორტს სასიყვარულო ურთიერთობებში.
 

სასწორი

 

თუ თქვენ გჭირდებათ ქალი, რომელსაც შეუძლია გაუთავებლად ისაუბროს ნებისმიერ საკთხზე, მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ სალაპარაკო აღარაფერზეა - სასწორი ქალი უნდა აირჩიოთ. ზოდიაქოს ეს ნიშანი არის ბედნიერებისა და ბალანსის გარანტი. მან კარგად იცის როგორ გამოვალინოს თავისი ქალურობა, მიმზიდველობა და სექსუალურობა. სასწორი ქალი ინტელექტუალური ნიშანია. მას უყვარს ხალხის გარემოცვაში ყოფნა, ახალი ნაცნობების გაჩენა, ხალისიანი და აქტიური წვეულებები. ადვილად პოულობენ საერთო ენას სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან. ერთადერთი უაყოფითი თვისება, რაც სასწორ ქალს აქვს, არის ყოყმანი, მას გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. 

 

მორიელი

 

ეს ქალები მალავენ თავის შინაგან სამყაროს, იდუმალებით მოცულები არიან და გულთან ახლოს დიდი ხნის დაკვირვების შედეგად შერჩეულ მამაკაცს უშვებენ. ზოგჯერ მორიელი ქალი ძალიან ნაზი, სუსტი არსება ჩანს, მაგრამ არ შეცდეთ, ამის უკან იმალება უდიდესი ენერგეტიკის, ზოგჯერ აგრესიის და დომინანტობის მოყვარე პიროვნება. საწოლიც მათთვის ის ადგილია, სადაც წამყვან როლში არიან. ქვეცნობიერად, მორიელი ქალი მუდმივად ცდილობს აშკარად დაანახოს ყველას, ვინ არის მთავარი, მათ შორის პარტნიორსაც. მთლიანობაში, მორიელი ძალიან ლოიალური ნიშანია, მაგრამ ვერ იტანს სუსტ ადამიანებს. ამიტომ, მათ წინაშე არასოდეს გამოავლინოთ სისუსტე, შიში და ორჭოფობა. საყვარელი ადამიანის გასაბედნიერებლად, მორიელი ქალი ყველაფერს აკეთებს. ის ძალიან ეჭვიანია, ამიტომ, პარტნიორ მამაკაცს დაკვირვება და სიფრთხილე მართებს. თუ მასთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ყველა დადებით თვისებასთან ერთად, ქალი მორიელი ძალიან სახიფათო არსებაა და მისი კლანჭებიდან თავის დაღწევა იოლი ნამდვილად არ იქნება.
 

მშვილდოსანი

 

თავისი გულახდილობით, ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ნიშანია. მშვილდოსანი ქალები შეიძლება ყოველთვის იმას არ ამბობდნენ, რისი მოსმენაც თქვენ გსურთ, სამაგიეროდ რასაც ამბობენ არის სიმართლე და პირდაპირი ნათქვამი. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარეა, ამიტომ, მასთან თანაცხოვრებისას ნუ შეეცდებით შეზღუდოთ რამეში. ასევე არ გირჩევთ მათი წყობიდან გამოყვანას - განრისხებული მშვილდოსანი ქალი, არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია... ისინი ქალების იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ცხოვრების ბოლომდე მიყვებიან ბავშვობის მეგობრები. ქალი მშვილდოსანი ელეგანტური, მოხდენილი და მიმზიდველია. ასევე კარგად ესმით ურთიერთობებში როგორ უნდა მოიქცნენ. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალს პრობლემები ექმნება ცხოვრებაში ან პირად ურთიერთობებში, შინაგანად ის ძალიან განიცდის, მაგრამ გარეგნულად ამას ვერასოდეს შეატყობს ვინმე. ვერცერთი სხვა ზოდიაქოს ნიშანი ვერ იქნება ისეთი ვნებიანი საყვარელი, როგორც ქალი მშვილდოსანი. მან კარგად იცის რა განსხვავებაა გართობასა და ნამდვილ გრძნობას შორის.
 

თხის რქა

 

არ არსებობს რაიმე სახის საქმე, რომელსაც თხის რქა ქალები შეუშინდებიან. მათ ყოველთვის ყველაფერი გათვლილი და დაგეგმილი აქვთ. თხის რქას უყვარს წინსვლა და საკუთარი მიღწევების აღნიშვნა. ძალიან დამაჯერებელი მოსაუბრეები არიან, ასევე იციან სხვისი არგუმენტების მოსმენა და მიღება. ამ ქალებს კარგად ესმით, რომ მამაკაცის აღსაფრთოვანებლად საჭიროა გარკვეული ძალისხმევა. როცა მის მცდელობას მამაკაცის მხრიდან გამოხმაურება აქვს, ყურადღებას აქცევს და აქებს - ქალი თხის რქა შინაგანად უფრო იხსნება, თბილი და მოსიყვარულე ხდება. ასევე არ ზოგავს თავს საწოლში, რათა პარტნიორს დაანახოს, რომ შეუძლია სექსუალურ ურთიერთბაშიც შეუდარებელი იყოს. 

 

მერწყული

 

ძალიან მოსიყვარულე ქალია მერწყული. თუ ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მთელი ცხოვრება შეუძლია მისი ერთგული დარჩეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალს საკუთარი სივრცე სჭირდება, რომ საშუალება ჰქონდეს განმარტვოდეს და გარკვეული თავისუფლება იგრძნოს. ამის გარეშე, მისი ვნება და ცეცხლი მალე ჩაქრება და თქვენს გვერდით ყოფნის სურვილი გაუქრება. მერწყული ქალი ვერ ეგუება ნერვულად გაუწონასწორებელ ადამიანებს. მშვიდი გარემო - ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის უმთავრესია ცხოვრებაში. თუ თქვენ გადაწყვიტეთ რომანი გააბათ მერწყულ ქალთან, წაგებული არ დარჩებით და მალე დარწმუნდებით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ, რადგან მისი გვერდით ყოფნით თქვენ ცხოვრება ახალ და საინტერესო საფეხურზე გადავა, თავს მსუბუქად, მხიარულად და ბედნიერად იგრძნობთ. 

 

თევზები

 

ეს არის 100%-ით ქალური ნიშანი. ისინი ძალიან აფასებენ, როცა მამაკაცი მათ დაცულობის გრძნობას უჩენს და მფარველობას უწევს. ყველაზე მეტად კი ის უყვართ, როცა მამაკაცი მათი სილამაზით და ქალურობით იხიბლება. რამდენი ხანიც არ უდნა იცნობდეთ ქალ თევზებს, ის ყოველთვის გაგაოცებთ და ყოველი შეხვედრა იქნება რაიმე სიახლით სავსე. ქალი თევზები ძალიან გრძნობიარე და ემოციურია, ამიტომ, მასთან სიფთხილით და ყურადღებით მოქცევაა საჭირო. ზოდიაქოს ეს ნიშანი დეპრესიისკენ მიდრეკილია, ამიტომ, მამაკაცი, რომელიც მეწყვილედ ქალ თევზებს აირჩევს, უნდა იყოს აქტიური, ხალისიანი, თბილი და ემოციურად გახსნილი. 

 


 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა აფეთქების ზღვრამდე მიდიან
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
სტიქიების მიმოხილვა
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ