კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს

როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს

ფეისბუქზე გაზიარება

ამ შეკითხვას ხშირად სვამენ ის ქალბატონები, როელთა რჩეულიც ეს გაწონასწორებული და ტაქტიკური ადამიანია. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები, პირველივე შეხვედრისას იმსახურებენ ნდობას. მათ გვერდით ნებისმიერი ქალი თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მამაკაც ქალწულს ქალის მიმართ ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს, თუკი ის ფიქრობს, რომ ამ ქალის არჩევას აპირებს ცხვორების მეგზურად.

 

რას წარმოადგენს მამაკაცი ქალწული?

 

ის პრაქტიკული, ორგანიზებული და საიმედოა. მამაკაც ქალწულებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი ქვის კედელივით არიან და მათთან თავს დაცულად გრძნობ. მათ ყოველთვის კარგი შემოსავალი აქვთ და კარიერულ კიბეზეც სწრაფად მიიწევენ მაღლა. ქალწულისგან მაღალფარდოვან და მხატვრულ ტექსტებს ქალი ნაკლებად უნდა ელოდოს, რადგან ის ძალიან თავშეკავებულია ემოციების გამოვლენაში, თუმცა ნამდვილი სიყვარული მართლა შეუძლია და ამას არა სიტყვებით, არამედ საქმით ამტკიცებს. სწორედ ეს თვისება ხდის მას პოპულარულს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. 

 

ზოგადი დახასიათება

 

მამაკაცი-ქალწული ფლობს ღირსებათა მთელ ნაკრებს - ის ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პუნქტუალური და საიმედოა. ყოველივე ეს ეხმარება დასახული მიზნების მიღწევაში. ის არასოდეს მეწვრილმანეობს. როცა სამოქმედო გეგმას ადგენს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დასაწყისიდან ბოლომდე მივიდეს. 

 

გარეგნობა

 

მამაკაცი-ქალწულის ჩაცმის სტილი უფრო კლასიკურია და უნაკლო. ის ყოველთვის მოვლილი და მოწესრიგებულია. აკურატულობა და სისუფთავე - ამ ნიშნის დამახასიათებელი მთავარი თვისებებია. 

 

ხასიათი

 

ქცევასა და საუბარშიც ქალწული ისეთივე მოწესრიგებულია, როგორც ჩაცმაში. თუმცა, როცა მას აგდებით, მოუფრთხილებლად ან გამაღიზიანებლად ექცევიან და ის იძულებულია ამ თემას შეეხოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს, სჯობს უფრთხილდეთ, რადგან გაბრაზებული და ნაწყენი ქალწული ნამდვილად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ის ყველაზე მცირედ წვრილმანსაც კი გაგახსენებთ, რაც თქვენ შეიძლება არც კი გახსოვდეთ. ასეთი ზედმიწევნით თანმიმდევრობა და სიზუსტე, ქალწულს ხშირად ხელს უშლის ურთიერთობების აგებაში. მაგრამ, ამავდროულად, ეს ადამიანი ძალიან სუფთა და საიმედოა, მას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ენდოთ. 

 

როგორი ქალები მოსწონს მამაკაც ქალწულს?

 

ამ მამაკაცისთვის იდეალს წარმოადგენს ქალი, რომელსაც აქვს მრავალმხრივი ინტერესები, კარგი გარეგნობა და კორექტული ქცევა. ასევე, მისი რჩეული უნდა იყოს მოსიყვარულე და თვინიერი. ქალმა უნდა იცოდეს:

 

  • ოჯახში სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნა;

  • მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქცევა;

  • საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა;

  • ყველაფრის კარგად აწონ-დაწონვა და გააზრება;

  • ერთგულება და თავდადება, საყვარლი მამაკაცის უსიტყვოდ გაგება.

 

შეყვარებული მამაკაცი-ქალწულის ქცევები და ნიშნები

 

მამაკაც-ქალწულს ახასიათებს თავის სასიყვარულო ობეიქტზე დაკვირვება, ამიტომ, დიდხანს თავს იკავებს და არ გამოგიტყდებათ გრძნობებში. ის, როგორც ვთქვით ძალიან პრაქტიკული ადამიანია, ამიტომ იცის, რომ ადრე თუ გვიან, ადამიანი თავის რეალურ სახეს ვერ დამალავს და სწორედ ამიტომ, გარკვეულ დროს იღებს ვნების ობეიქტის შესასწავლად. 

თუ ქალს სურს გაიგოს შეყვარებულია თუ არა მასში მამაკაცი-ქალწული, საჭიროა ერთი წესის გათავისება: მამაკცი-ქალწული უბრალოდ უნდა შეიგრძნოთ, გაუგოთ არა ერთი სიტყვით, არამედ ერთი შეხედვით. შესაბამისად, თავშეკავებული ქალწულის გრძნობების ამოცნობა მოგიწევთ მათ ქცევებზე დაკვირვებით. 

 

როგორ უნდა დაიპრყოთ მამაკაცი-ქალწულის გული?

 

ქვემოთ წარმოგიდგენთ რამოდენიმე წესს, რომლებიც დაგეხმარებათ მამაკაცი-ქალწულის გულის დაპყრობაში: 

  1. მის გვერდით საჭროა მოიქცეთ ძალიან დავდაჭერილად და მორიდებულად. უპირველეს ყოველისა, ქალმა უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ყველა ის თვისება, რაც მამაკაც-ქალწულს ქალში მოსწონს, მას გააჩნია დაბადებიდანვე. 

  2. მამაკაცი-ქალწული კონსერვატორია. ის უპირატესობას ანიჭებს ყველა საკითხში თავდაჭერილობასა და კლასიკას. გამომწვევი, ეპატაჟური გარეგნობა, რა თქმა უდნა ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ საჭირო ეფექტს არ გამოიწვევს. 

  3. ქალი, რომელსაც სურს თავი შეაყრვაროს მამაკაც-ქალწულს, უნდა იყოს განათლებული, განვითარებული და კარგი მოსაუბრე. საუბრისას საერთო თემების ნახვა და მსჯელობის უნარი, ქალისთვის დამატებითი მომენტი იქნება მამაკაცი-ქალწულის მისდამი დადებითან განწყობისთვის. 

  4. გარდა განათლებისა და განვითარების ქონისა, ქალი, რომელსაც სურს მამაკაც-ქალწულს თავი შეაყვაროს, უნდა ფლობდეს იუმორის გრძნობას და შეეძლოს საკუთარ ნაკლზე გაღიმება. ამ მამაკაცთან ურთიერთობისას ხშირად მოგიწევთ მწარე იუმორისა და ირონიული კომენტარების მოსმენა, ამიტომ რეაგირება ადეკვატური უნდა იქონიოთ. 

როგორი ქალებისთვის არ ღირს მამაკაც-ქალწულთან კავშირი

 

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ თვისებებს, რომლებსაც მამაკაცი-ქალწული არასოდეს შეეგუება ქალში: 

  • დაბნეულობა, მოუწესრიგებლობა და აგდებული დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ;

  • უყურადღებობა და ზედაპირულობა. 

მამაკაცი-ქალწულის თავსებადობა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის მატარებელ ქალებთან


კურო

 

ამ ნიშანთან ქალწულ-მამაკაცს ექნება ხანგრძლივი და მყარი კავშირი. ისინი ერთი სტიქიის წარმომადგენლები არიან და ბევრი საერთო აქვთ. ზოდიაქოდან ყველაზე მყარი კავშირი სწორედ ეს არის. 

 

ტყუპები

 

სრულიად გაურკვეველი კავშირია, რომელშიც ორივე მხარე არეული და გაუწონასწორებელია. მათი ერთად ყოფნა უბრალოდ დროის ხარჯვაა და სასიკეთო ამისგან არაფერი გამოვა. 

 

კიბო

 

ზოდიაქოს ამ ნიშანთან კავშირი კარგია, მათ შორის სრული ურთიერთგაგება სუფევს და მიზნების მისაღწევად ერთად ილტვიან. ურთიერთობებს ვნება აკლია, ისინი გაწონასწორებული და მშვიდები არიან. თუმცა, ამ წყვილს სრულიად აკმაყოფილებს ის, რაც აქვთ. 

 

ლომი

 

ამ წყვილის არსებობა, უბრალოდ დაუშვებელია. ისინი სრულ წინააღდეგობაში მოდიან ერთმანეთთან, ამიტომ არაფერი მათი კავშირიდან არ გამოვა. ერთად-ერთი კარგი, რაც ამ წყვილს შეიძლება ჰქონდეთ, ეს არის მეგობრობა. 

 

ქალწული

 

რთული კავშირია. ბევრი საერთო ნიშან-თვისების მიუხედავად, ამ წყვილში არ იქნება კომპრომისის და ურთიერთგაგების ადგილი.

 

სასწორი

 

ისინი ძალიან განსხვავებული ტიპაჟები არიან, თუმცა მთლიანობაში კავშირი ცუდი არ არის, გარკვეულწილად ავსებენ კიდეც ერთმანეთს და შეუძლიათ სასარგებლო რჩევები მისცენ, ან აზრები გაუზიარონ. 

 

მორიელი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს, მარტივად შეუძლია თავი შეაყვაროს ქალწულს. თუ ისინი ეცდებიან ერთმანეთს კარგად გაუგონ და ურთიერთობა დაალაგონ, დანარჩენ საკითხებს უკვე თავისუფლად გაუმკლავდებიან. სულიერი სიძლიერე და მიზანდასახულობა ამ ორ ნიშანს მჭიდროდ აკავშირებს ერთმანეთთან. 

 

მშვილდოსანი

 

ამ წყვილში პირველი ადგილი უჭირავს სექსუალურ თავსებადობას და თანაბარ მიზიდულობას. მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, ამიტომ თანაცხოვრება არ გაუჭირდებათ. 

 

თხის რქა

 

საკმაოდ გავრცელებეული ოჯახური წყვილია. საერთო ინტერესები, მიზანდასახულობა და წინსვლის ჟინი - თხის რქას და ქალწულს იდეალურ წყვილად აქცევს. თხის რქა ქალთან კავშირში, მამაკაცი-ქალწული უფრო პატივმოყვარე ხდება. ქალი თხის რქა მას მატებს გამარჯვების ძალას და წყურვილს, და კაერიერული მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება.

 

მერწყული

 

ეს კავშირი მარტივად მყარდება, მაგრამ იშვიათად არის ხანგრძლივი. მერწყულის ემოციურობა ხშირ შემთხვევაში აფრთხობს მამაკაც-ქალწულს. თავის მხრივ კი მერწყული ქალი ასეთ მამაკაცს გულგრილობაში, სიძუნწესა და უემოციურობაში ადანაშაულებს. წარმატებული თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს წყვილი ერთმანეთს მიიღებს ისეთს, როგორიც არიან.

 

თევზები

 

ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებია, თუმცა, კარგად თუ მოინდომებენ, შეუძლიათ შეავსონ ერთმანეთი. ბედნიერბა მათ კავშირში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორივე იმუშავებს საკუთარ ნაკლზე და პიროვნულ განვითარებაზე. ერთმანეთისთვის ხელის შეწყობის მცდელობა უშედეგო არ იქნება და ოჯახური კავშირიც უფრო მყარი და საიმედო გახდება. 

 

საერთოდ ასეა, ვარსკვლავები ვარაუდობენ, ხოლო ადამიანები განაგებენ - ეს გამოთქმა იმას გულისხმობს, რომ თითოეული ჩვენგანი თავად არის საკუთარი ბედის და ცხოვრების პატრონი. ასტროლოგიურ პორტრეტებსა და პროგნოზებში წარმოდგენილია მხოლოდ ის მინიშნებები და  ინფორმაცია, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია ამა თუ იმ დასკვნის გაკეთება. არცერთი, ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპიც კი, არ იძლევა იმის გარანტირებულ რეცეპტს, თუ როგორ შეიძლება რომელიმე მამაკაცს ან ქალს თავი შეაყვაროთ. ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დაპროგრამება და ზუსტი გათვლა წარმოუდგენელია, ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ყოველთვის ხდება გაუთვალისწიენებელი მოვლენები, რომლის დროსაც მოქმედება საჭიროა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. 

 

 

გისურვებთ ბედნიერ მომავალს, თქვენს შესაფერის და თქვენთვის სასურველ ადამიანთან ერთად!

 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ლომის ქვები
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი