ბლოგი

ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ

ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

WARNING: ამ პოსტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ თხის რქებზე. მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა დახასიათება დაემთხვეს. თუ თხის რქა ხართ და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე არაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.

სიჯიუტე, სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, კარიერიზმი, კრიტიკული აზროვნება, ემოციური ჩაკეტილობა, სარკაზმი - ეს ტიპიური თხის რქის მახასიათებლებია.

თხის რქა ზოდიაქოს მე-10 ნიშანია, რომელიც სატურნის მმართველობის და მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება. სატურნს კოსმიურ მოსამართლეს უწოდებენ, სწორედ ამიტომაა, რომ ბევრ თხის რქას იზიდავს იურიდიული სფერო. თხის რქისგან შესანიშნავი მოსამართლე დადგებოდა. ის ვერ იტანს ტყუილს, ძალიან მკაცრი და ჯიუტი ხასიათი მას დაეხმარება ნებისმიერი ეჭვმიტანილი "გამოტეხოს". თხის რქა საკმაოდ ჩაკეტილი ნიშანია, იშვიათად გამოხატავს ემოციებს, მხოლოდ სახლში, როდესაც მარტოა ოთახში და მას ვერავინ ხედავს. ამ "ცივსისხლიანი" ნიღბის ქვეშ ძალზედ მგრძნობიარე, თვითკრიტიკული, კომპლექსებით აღსავსე, მაგრამ ამაყი პერსონა იმალება. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს კომპლექსები ეხმარება ამ ზოდიაქოს ნიშანს განვითარებაში. როდესაც მას ეუბნებიან:"შენ ამას ვერ შეძლებ!", ის ამას ორჯერ გააკეთებს, სულ 5 წელი რომ დასჭირდეს ამის გასაკეთებლად. ეს მიზანდასახული, ჯიუტი თხა, მართლაც "რქებით გაიტანს" თავისას, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამისთვის. ის გამოირჩევა საოცარი ამტანობით, რაც მას ეხმარება წარმატების ეკლიან გზაზე ამაყად იაროს. თხის რქები ძალიან მტკივნეულად განიცდიად განშორებას, ნებისმიერი უიღბლო სიყვარული მათთვის სამუდამო ცხოვრებისეული ტრავმაა და თუ გგონიათ, რომ მათი ცივი სახეების მიღმა არანაირი ემოცია და მხოლოდ აისბერგი და ნიჰილიზმია, ძალიან ცდებით. მათ საოცრად გამოსდით ემოციების დამალვა, ტიპიურ თხის რქას ვერც შეატყობ დეპრესიას და ცრემლებს, ვინაიდან ისინი თავიანთ დარდს სარკაზმით და იუმორით ნიღბავენ, ზოგი კი - უბრალოდ მთელი დღე ჩუმადაა და არ შემოვა თქვენთან კონტაქტში.
საოცარი ქარიზმის და იუმორის გრძნობის მიუხედავად, ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია პესიმიზმი, დეპრესიულობა. ისინი ამ პერიოდების დროს საკუთარ თავში უფრო მეტად იკეტებიან, ცდილობენ თავიანთი "სისუსტეები" არავის არ დაანახონ და ბოლომდე შეინარჩუნონ "რკინის ნერვების მქონე ადამიანის" სახელი.

 

კარიერმიზმი:

ტიპიური თხის რქა მართლაც კარიერისტი და მატერიალისტია. ის რეალისტია და პრაგმატულად უყურებს მომავალს. მას არავის იმედი არ აქვს საკუთარი თავის გარდა, სწორედ ამიტომ, ის სულაც არ ჩქარობს ოჯახის შექმნას, ბევრი თხის რქა არც ქმნის ოჯახს და მარტო ცხოვრებას ამჯობინებს. მათთვის კარიერა და სოციალური სტატუსი ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

 

მიზანდასახულობა:

თხის რქის ზოდიაქო აგრესიული და მებრძოლი პლანეტის - მარსის ეკზალტაციაა. შეგახსენებთ, რომ მარსი ასევე მართავს მორიელს და ვერძს. აქ სხვაობა იმაშია, რომ თხის რქებისთვის დამახასიათებელია "ცივი აგრესიულობა", მაგალითად, თუ ვერძი, რომელსაც ასევე მარსი მართავს, მომენტალურად ფეთქდება, თხის რქას ამისთვის დრო სჭირდება. ის არ ფეთქდება, უბრალოდ "ცივად აწევს წარბს" და ირგვლივ ყველას დააშოშმინებს თავისი მკაცრი მზერით.

 

სიყვარული:

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არა მარსზე გაფრენა, არამედ თხის რქისთვის თავის შეყვარებაა. ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მაღალი მოთხოვნები მომავალი პარტნიორის მიმართ. ისინი სიყვარულსაც პრაგმატულად უდგებიან და ეძებენ "თავისი დონის" წარმატებულ და პასუხისმგებლიან ადამიანებს ხანგრძლივი, სერიოზული ურთიერთობებისთვის. მათ თავისი კრიტერიუმები აქვთ, რომლის დაკმაყოფილებაც ალბათ ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია.

 

სტატიის ავტორია, ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
ზოდიაქოს ეს ნიშნები არაფერს ივიწყებენ
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
5 რჩევა მარტოხელებისთვის
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი