ბლოგი

ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე

ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე

ფეისბუქზე გაზიარება

თუ ქვემოთ ჩამოთვლილ სისუსტეებს წაიკთხავთ, რომლებიც მშვილდოსნებს, ტყუპებსა და კუროებს ახასიათებთ, შეძლებთ ძალიან მარტივად, ყოველგვარი ინტიმის გარეშე, გავლენა მოახდინოთ და მართოთ ეს ნიშნები. 

მშვილდოსანი

ეს ადამიანები ხშირად თავად იქმნიან პრობლემებს, თან არაფრისგან და მადლობელი უნდა იყვნენ საკუთარი ენთუზიაზმის, რომელიც ყოველთვის ეხმარება მსგავს სიტუაციებთან გამკლავებაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ სხვებისთვის ჭკუის სწავლება მაშინ, როცა თავად კონკრეტულ სიტუაციაში დიდს არაფერს წარმოადგენენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკმაოდ წარმატებით გამოსდით! თუ მშვილდოსანზე გავლენის მოპოვება გსურთ, დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა არ დაგჭირდებათ - უბრალოდ გაიცინეთ მის ხუმრობებზე, შიგადაშიგ ჩართეთ აღმაფრთოვანებელ-დამაზუსტებელი ფრაზები, როგორიცაა: «მართლა?», «რას ამბობ?» — და «საქმე მოგებული» გაქვთ! მშვილდოსნებს იმდენად უყვართ საკუთარი თავი, რომ აზრადაც არ მოსდით როგორ ღლიან გარშემომყოფებს. გამომდინარე იქედან, რომ მშვილდოსნების გულებს ხშირად სჭირდებათ ცვლილებები - სამსახურის, მეგობრების და პარტნიორის შეცვლა, მათ ცხოვრებაში ძალიან ჩვეულებრივი მოვლენებია.

კურო

ერთი შეხედვით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდ პიროვნებებად ჩანან, ვისთვისაც სულიერი წონასწორობის დარღვევას ვერავინ შეძლებს. სინამდვილეში, ეს დროისა და გარემოებების საკითხია. როგორც კი ვინმე შეეცდება შეეხოს კუროს პირად ინტერესებს, ეს იგივეა, რომ ხარის ცხვირწინ წითელი ნაჭერი ააფრიალოს. კურო შეიძლება იმაზეც კი აფეთქდეს, თუკი ვინმემ ლარნაკიდან ბოლო კანფეტი აიღო, რომლითაც თავად სურდა პირის ჩატკბარუნება. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ რეალობაში იხილოთ როგორ გადაიქცევა ხბო კუროდ, რომელიც თვალებით ნაპწერწკლებს ყრის! და კიდევ ერთი რამ, კუროები ძალიან პრაგმატულები და მატერიალისტები არიან, მათ ძალიან უყვართ ფული, ანგარიში და სამართლიანობა. ვალის დაბრუნებას ყოველთვის ზუსტად ითხოვენ. ბიზნესში კუროები მოუსვენრები არიან, რის გამოც მათ პარტნიორებს ხშირად რთული პერიოდი აქვთ. სასიყვარულო არენაზე, კუროებისთვის აუცილებელია ჯადოსნური ბიძგი, რაც შეიძლება იყოს ღირსეული კონკურენტი ან პრეტენზიული რჩეული. 

ტყუპები

გაორებული ნატურა, რაც ტყუპების მახასიათბელი ნიშანია, საკუთარ თავს ხშირად ახსენებს მის გარშემომყოფებს. ის ფაქტი, რომ ტყუპები ცნობილი ჭორიკნები არიან, პატარა ბავშვმაც იცის. ყველაფერი, რის გენერირებასაც ახდენენ ტყუპები თავიანთ ცნობიერებაში ამა თუ იმ ადამიანზე, თვლიან, რომ ეს არის ინფორმაციის ყველაზე ობიექტური წყარო. გამოგონილი ამბებისა და ჭორების გავრცელებისას ისინი ყოველთვის მშრალი ამოდიან წყლიდან და ამასთან, ახერხებენ, რომ სხვა ადამიანები გახლართონ ისეთ ინტრიგებში, რომელთა წარმოდგენაც კი რთულია! ტყუპების თავში ერთმანეთს გამუდმებით ებრძვის ორი პიროვნება - ერთი ამბობს სულ სხვას, მეორე კი სულ სხვა რამეს... ტყუპებთან თქვენი მესამე ნაცნობის განხილვისას ძალიან ფრთხილად იყავით, რადგან ხვალ შეიძლება თქვენს შესახებ მოისმინოთ მისგან წამოსულ „სასწაული“ ინფრომაცია. სიყვარულში ტყუპები ზუსტად იგივენაირად იქცევიან, როგორც სხვა შემთხვევებში - ხლართავენ ინტრიგებს და აწყობენ ფსიქოლოგიურ გამოცდებს თავიანთი რჩეულისთვის — ეს მათთვის უმარტივესია, მათ ეს იციან, ეხერხებათ და პრაქტიკაშიც დაუზარელად იყენებენ. 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც გამდიდრება ელით 2023-ში
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ