ბლოგი

ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ეს ადამიანები ავთვისებიანები არიან და შეუძლიათ დაგარწმუნოთ, რომ მათ ცხოვრებაში არსებული ყველა უბედურების მიზეზი თქვენ ხართ...

ემოციური ვამპირები შეიძლება ზოდიაქოს ყველა ნიშნით დაიბადონ, თუმცა, ყველაზე ხშირად, ისინი სწორედ იმ თანავარსკვლავედის ქვეშ იბადებიან, რომლებსაც გაეცნობით ქვემოთ, თუ კითხვას განაგრძობთ. მათთან ხანმოკლე ურთიერთბის შემდეგაც კი, თქვენ იგრძნობთ დაღლილობას და ემოციურ სიცარიელეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ადამიანები ზოგჯერ ვერც კი აცნობიერებენ საკუთარ ბნელ მხარეს.

 

კურო


კურო მუდმივად საჭიროებს ახლობელი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერას და გამხნევებას, და ამას აღწევს ისე, როგორც შეუძლია. თუ გარემოებები მის მიერ დაგეგმილი სცენარით არ ვითარდება, მაშინვე წყობიდან გამოდის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის გარშემო, სხვები ხშირად არიან დასტრესილები, რადგან კუროებისგან მუდმივად საყვედური ისმის გარემოებებსა და სხვებთან დაკავშირებით.

 

ქალწული

 

თავდაჯერებული ქალწულების ცხოვრება ამერიკულ სათავგადასავლო ჟანრის ფილმს ჰგავს. მათ უნიკალური თვისება აქვთ იმისა, რომ დანაშაული სხვას გადააბრალონ და საკუთარი შეცდომები ასე გადაფარონ. ამას მაშინაც კი აკეთებენ, როცა იციან, რომ შედეგი შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს.

 

კირჩხიბი

 

ცხოვრების რაღაც მომენტში, კირჩხიბები აუცილებლად ხდებიან ემოციური ვამპირები. იმისათვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, მათ ემოციური საკვები სჭირდებათ. თუმცა, ამ ყველაფრის უსიამოვნო შედეგები ყველა მათგანისთვის კარგად არის ცნობილი, ვისაც ახლო შეხება ჰქონია კირჩხიბებთან.

 

მშვილდოსანი

 

ერთი თვისება ხდის მშვილდოსანს თვითნაბად ემოციურ ვამპირად - საქმე ეხება ადამიანის სულში ღრმად ჩაწვდომის და შემდეგ ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის უნარს, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს აქვს. მშვილდოსანთან ურთიერთობისას ადამიანი გრძნობს აღმაფრენას და მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი იმსხვრევა და მიტოვებული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვერნაირ საბაბს ვერ ხედავს.

 

ვერძი

 

ვერძებს ბრაზის, სიავის და ნეგატივის გადმოფრქვევა ახასიათებთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე. ისინი მუდმივად სცდებიან ჩარჩოებს, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხია ახლობლებისთვის და ძალიან ნეგატიურად მოქმედებს მათზე. ვერძების გულმოდგინე მცდელობა, ენერგია რაიმე პოზიტიურზე მიმართონ - კრახით სრულდება. სწორედ ამიტომ, უმთავრესი ამოცანაა, რომ მათთან ურთიერთობისას დააწესოთ მკაცრი საზღვრები და გამოიჩინოთ სიმტკიცე, რათა წერტილი დაუსვათ ვერძების, როგორც ემოციური ვამპირების ქცევას.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად
8 მიზეზი თუ რატომაა თხის რქა საოცარი ადამიანი
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მარტოობა არ ემუქრებათ სიბერეში
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველას აღიზიანებენ
რას ფიქრობს თხისრქა?
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
12 მომაკვდინებელი ცოდვა
ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალები იმდენად არაჩვეულებრივი არიან, რომ თქვენ სამუდამოდ ხდებით მასზე მიჯაჭვული
მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ