ბლოგი

ნატალური რუკა

ნატალური რუკა

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგია (ნატალური რუკა) შეისწავლის კონკრეტულ ადამიანზე ყველა ცნობილი თანავარსკვლავედის, პლანეტის, ასტეროიდების ზეგავლენას, რომლებიც მისი დაბადების მომენტში ცაზე იყვნენ. უძველეს დროში, იმპერატორები და მხედართმთავრები უხვად აჯილდოვებდნენ გამოცდილ ასტროლოგებს, რომლებიც მათ პირად ჰოროსკოპს ადგენდნენ. როგორც სამყაროს ნაწილს, ადამიანს გააჩნია თავისი ინდივიდუალობა, რომელიც დაკავშირებულია მის ბედზე მრავალი პლანეტის გავლენასთან. ყველაფერი ეს ჩადებულია პერსონალურ ჰოროსკოპში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასტროლოგია (ნატალური რუკა) იძლევა ერთიან წარმოდგენას კოსმოსის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დროის მონაკვეთში. ეს საკმაოდ რთული ურთიერთკავშირებია და პერსონალური ჰოროსკოპის სწორად შედგენაზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ქცევა და მისწრაფება. პროგნოზის მაქსიმალური სიზუსტით შედგენა და პასუხის გაცემა შეკითხვაზე: „რა არის ნატალური რუკა“ - შეუძლია მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. ამიტომ, დაბადების ჰოროსკოპის შედგენა, მხოლოდ თავის სფეროში მაღალი რეპუტაციის მქონე ასტროლოგს უნდა მივანდოთ. 

 

ნატალური რუკა... რას წარმოადგენს ის?

 

ეს არის სქემა, რომელიც რომელიც მოგვითხრობს ადამიანის როგორ დადებით მხარეებსა და წარმატების მიზეზებზე, ასევე ბევრ სხვა რამზე, რისგანაც განპირობებულია მისი ბედი. ამ რუკას შეუძლია თავისუფლად გვიკარნახოს როგორ მოვაგვაროთ ცხოვრებისეული პრობლემები. მაგალითად, მისი დახმარებით შეიძლება გავიგოთ ბიზნესის დაწყების ოპტიმალური დრო, ხელმძღვანელთან ურთიერთობის ფორმა, დასასვენებლად წასვლა - ერთი სიტყვით, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ყველა მოვლენა. ნატალურ რუკებს აქვთ კიდევ ერთი ფასეული თვისება, მათი დახმარებით შესაძლებელია პარტნიორების თავსებადობის იმაზე უფრო ზსუტად დადგენა, ვიდრე ჰოროსკოპით. ამისათვის, დგება ორივე ადამიანის რუკა ცალ-ცალკე და შემდეგ ხდება მათი შედარება.

რუკის შესადგენად აუცილებელია პირადი მონაცემები - მინიმალური ინფორმაცია მაინც. თქვენ დაგჭირდებათ დაბადების თარიღის, დაბადების დროისა და ადგილის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროფესიონალი ასტროლოგისთვის. რას მოგცემთ ეს ყველაფერი? უპირველეს ყოველისა, საკუთარი თავის უკეთესად გაგებას შეძლებთ. ამის შემდეგ, ბუნებრივი შესაძლებლობები დაგეხმარებათ დასახული მიზნების მიღწევაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომელთა უნარებისა და ნიჭის აღმოჩენა შესაძლებელი იქნება ადრეული ასაკიდან. ეს ასევე საშუალებას მოგცემთ მათი ინდივიდუალური განვითარებისთვის სწორი გზა შეარჩიოთ.

უმთავრესი მომენტი არის ნამდვილი პროფესიონალისთვი მიმართვა, რათა მან ზუსტი პროგნოზის მოცემა, მისი სწორად გაშიფვრა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა შეძლოს.

 

საინტერესო ვიდეო:  

 

რა ხმებს გამოსცემენ პლანეტები?

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
იუპიტერი ჰოროსკოპში
რა ვაჩუქოთ ლომს
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს