ბლოგი

სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

გინდა გავიგოთ ვინ, რა სამარცხვინო საიდუმლოებებს მალავს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

 

ვერძი

თუ კი გყავს ვერძი მეგობარი შეამჩნევდი, რომ, როცა რამეს უყვები ამბის დასრულებას არ გაცდის. სულ თვითონ უნდა ლაპარაკი და ისტორიების მოყოლა. ეს იმიტომ, რომ ვერძებს მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ამბავს თავისებურად ალამაზებენ და აბუქებენ. იმდენ დეტალს ამატებენ, რომ სრულიად ახალ ამბავს ქმნიან. კიდევ უფრო საოცრება ისაა, რომ ამ შეთხზული ამბის თავადაც სჯერათ. ნარცისიზმზე და თავმომწონეობაზე აღარაფერს ვიტყვი. თავადაც კარგად იცის, რამდენად გიჟდებიან საკუთარ თავზე.

 

კურო

ვის არ უყვარს კომფორტი და კარგი ცხოვრება, მაგრამ კუროსავით არც ერთს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნამდვილი გურმანები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, გიჟდებიან ჭამაზე. შეუძლიათ შუა ღამით მხოლოდ იმის გამო გაიღვიძონ და ადგნენ, რომ მაცივრიდან ყველაფერი გამოზიდონ. სხვათა შორის მათი მადიანობა სექსუალურ ცხოვრებაზე აისახება. არც ისე იშვიათად, ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ, რათა თავიანთი სექსუალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ.

 

ტყუპები

ტყუპები იმდენს ლაპარაკობენ და ჭორაობენ ენაზე ტყავი რატომ არ სძვრებათ არ ვიცი. შეუძლიათ ზურგს უკან ისე გაჭორონ ადამიანი ვითომც არაფერი. ჭორაობა კიდევ არაფერი, ბევრად უფრო სამარცხვინოა ის, რომ თუ კი საჭორაო თემა გამოელევათ შეუძლიათ თავად შეთხზან რაიმე ჭორი და თავადვე ააგორონ მთელს ქალაქში.

 

 

კირჩხიბი

ამ ნიშნის ადამიანები ნამდვილი მანიპულატორები არიან. შეუძლიათ მთელი ინფორმაცია ისე გამოგტყუონ აზრზეც ვერ მოხვიდე რა მოხდა. ის სითბო და მზრუნველობა, რასაც ისინი სხვების მიმართ, მათშორის შენს მიმართაც, იჩენენ მხოლოდ და მხოლოდ სატყუარაა. გარდა ამისა ისინი საკმაოდ დეპრესიულები არიან. დეპრესიაში სამარცხვინო არაფერია, მაგრამ სამარცხვინოა ის თუ, როგორ გამოხატავენ ამას. იმის გამო, რომ ისინი ცუდად არიან უნდათ ყველა ცუდად იყოს და ყველა მათთან ერთად განიცდიდეს მის ცუდად ყოფნას.

 

ლომი

გიჟდებიან, როცა საკუთარ უპირატესობას ამტკიცებენ. მათთვის მთავარია სხვებზე მაღლა იდგნენ, ამისთვის კი არაფერზე დაიხევენ უკან. მოსწონთ, როდესაც გარშემომყოფებს მათი შურთ და ცდილობენ მიბაძონ. მოკლედ, მუდამ პირველობა უნდათ. საახლობლოში თუ კი გყავს ვინმე ლომი კარგად გეცოდინება თუ, რამდენად ეგოისტები არიან ისინი. მოკლედ, მთავარია თავი არ დაუხარო თორე ხო იცი ტილს ფეხზე თუ დაისვამ თავზე აგაცოცდება”.

 

ქალწული

მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. აქვთ მიზანი და მისი შესრულებისთვის შეუძლიათ ნებისმიერ ხერხს მიმართონ. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ამისთვის საჭირო, საკუთარი ბედნიერების გაწირვა, სხვების გაწირვა თუ ა.შ. ყველაზე ცუდი, რაც მათ ახასიათებთ ეს არის სხვა ადამიანების გამოყენება. უყვართ, როდესაც საკუთარი მიზნებისთვის სხვებს იყენებენ და მათ ხარჯზე იღებენ სასურველ შედეგს. არ გირჩევდი ქალწულების განაწყენებას, ქორწილამდე ნამდვილად არ დაივიწყებენ და რა დროს ან როგორ გადაგიხდიან სამაგიეროს რა იცი? ამიტო ჯობს მათთან კონფლიქტს ერიდო.

 

 

სასწორი

ნამდვილი მექალთანეები, მეკაცთანეები ან ორივე ერთად არიან. მათი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება ერთ ადამიანს არ შეუძლია. ამიტომაც ჰყავს 1,2,3... პარტნიორი. არ შეუძლიათ ერთგულება და ერთ ადამიანთან ყოფნა. ყოველთვის ეძებენ დამატებით ადამიანს - საყვარელს, რომელიც ეროტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. საინტერესო ისაა, რომ ამ საყვარელს ისე დაგიმალავენ, რომ ვერც ვერაფერს გაიგებ. გარდა სექსისა, ასევე ძალიან უყვართ ფული.

 

მორიელი

მათი ცხოვრებისეული მოწოდებაა გარშემო ყველას დამორჩილება. არიან უბადლო მანიპულატორები და ადამიანებს, როგორც მარიონეტებს ისე ექცევიან. ეს პროცესი მათთვის ყველაზე სასიამოვნოა - ატარონ ყველა თავის ჭკუაზე. ეს მხოლოდ რასაც ავლენენ, ისე ფანტაზიებში კიდევ უარესებს აკეთებენ. მოკლედ, დაუნდობლები და სასტიკები არიან.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები თითქოს ძალიან კონტაქტურები და მეგობრულები არიან, თუმცა მათთან ურთიერთობა სახიფათოა. უყვართ ინტრიგების ჩახლართვა. მაგალითად: შეუძლიათ წააჩხუბონ ადამიანები და მერე დადგნენ იქვე და უყურონ სეირს. ამასთანავე არ არიან სანდოები. შეიძლება პარტნიორი ისე “აგახიონ” თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ან საიდუმლო უთხრა და იმან ყველას მოსდონ. განა განზრახ აკეთებენ ამ ყველაფერს და შენთვის ცუდი უნდათ?! რა ქნან, უბრალოდ ასე გამოსდით.

 

 

თხისრქა

ყველაზე ხარბი ზოდიაქოს ნიშანია. ფული ყველას უყვარს, მაგრამ ამათთვის მთავარი მხოლოდ ფულია. გიჟდებიან ძვირფასეულობაზე. შეუძლიათ ისხდნენ და საათობით უყურონ რაიმე ძვირფასს ნივთს. ფულის გამო გაწირავენ ყველას და ყველაფერს. ფულის სესხება თუ დაგჭირდა თხისრქას არ სთხოვო, რადგან

  1. დიდი ალბათობით არც გასესხებს იმიტომ, რომ არ უყვარს ფულის, თუნდაც დროებით, გაცემა და
  2. შეიძლება გასესხონ, მაგრამ უზარმაზარი პროცენტით.

 

მერწყული

უყვართ ადამიანების გამოყენება და ამის გამო კი სინდისი დიდად არ აწუხებთ. თუ რაიმეში ხეირს ვერ ხედავენ არ გააკეთებენ. სულ ფიქრობენ, “მე ამით რა მოგება?” ანუ სულ უნდათ, რომ თვითონ იყვნენ კმაყოფილები და მხოლოდ ისეთი რამე აკეთონ, რაც მხოლოდ თვითონ ანიჭებთ სიამოვნებას. გარდა ამისა არც თუ ისე ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. აქვთ მიდრეკილება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ამასთანავე ნებისყოფა საერთოდ არ აქვთ.

 

თევზები

თევზები ნამდვილი ფანტაზიორები არიან. რა ხდება მათ გონებაში მგონი მათთვისაც გაუგებარია. ფანტაზიორობენ ყველაზე და ყველაფერზე. ასევე უყვართ სხვის ხარჯზე ცხოვრება. არ უნდათ წვალება და თუ კი სხვა აცხოვრებს რატომაც არა? შეიძლება თავისი “მარჩენალი” საერთოდაც არ ეხატებოდეთ გულზე და რეალურად სხვას ეტრფოდნენ, მაგრამ იტანენ. მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდათ "იმ ხელს უკბინონ, რომელიც აჭმევთ."

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ამ ზოდიაქოს ნიშნებისთვის ყველაზე რთულია ქორწინებაზე „კი“-ს თქმა
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ