ბლოგი

რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ

რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ

ფეისბუქზე გაზიარება

სიყვარული სერიოზული საქმეა. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ საკუთარი შეხედულებები სიყვარულზე, თუ როგორ გამოხატონ ის და როგორ მიიღონ სხვისგან.

 

ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აუხსნათ სიყვარული კირჩხიბს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ არც მას და არც საკუთარ თავს.

 

არ იჩქაროთ

 

კირჩხიბი ჩვეულებრივ მოღუშულ კიბორჩხალას ჰგავს: ის იმალება ჯავშანში და ცდილობს თავი დაიცვას ემოციური ზეგავლენისგან. ამიტომ, თუ შეგიყვარდებათ, არ უნდა იჩქაროთ. შეისწავლეთ მისი ბუნება, დაიწყეთ თითქმის შეუმჩნეველი (თავიდან) ნაბიჯების გადადგმა მარტივად და ფრთხილად. თუ ზედმეტად იაქტიურებთ, გარისკავთ კირჩხიბის დაკარგვით (ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში).

 

მეტი რომანტიკა

 

კირჩხიბები საშინელი რომანტიკოსები არიან. ამიტომ, თუ გსურთ მათი გულის მოგება - უმღერეთ სერენადები, წაუკითხეთ ლექსები და გაუკეთეთ საჩუქრები. არანაირი უხეშობა - მეტი მანერები, თავაზიანი დამოკიდებულება და რეალური გრძნობები. ოღონდ ნაზი, რომანტიული გზით: გახსოვდეთ, რომ კირჩხიბები ვერ იტანენ აჩქარებას და ზეწოლას.

 

საიმედოობა

 

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ცვალებადია. მას სჭირდება ძლიერი დასაყრდენი და მხარდაჭერა, ვინც ამას გაუწევს, შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში დაიპყროს მისი გული. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შესთავაზეთ დახმარება, ფინანსური დახმარება (თავიდან უარს იტყვიან, მაგრამ გაითვალისწინებენ), გართობა და რაც მთავარია, საიმედო ურთიერთობა.

 

ინიციატივები

 

კირჩხიბებისგან ინიციატივას ნუ დაელოდებით, აიღეთ სიტუაცია თქვენს ხელში: მიწერეთ, დაურეკეთ, დაუნიშნეთ პაემნები - თუმცა, აკვიატებისა და ზეწოლის გარეშე. ზოგადად კირჩხიბზე შეყვარებულებს წონასწორობის პოვნა სჭირდებათ – ის კი აუცილებლად დატოვებს თავის ნაჭუჭს და თქვენს მკლავებში აღმოჩნდება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
იუპიტერი ჰოროსკოპში
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც-სასწორს?
სტიქიების მიმოხილვა
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ ანგრევს გაუცნობიერებლად პირად ურთიერთობებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
მთვარე ჰოროსკოპში
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც 2021 წელს ბედნიერი იქნებიან
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე