ბლოგი

როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე

როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე

ფეისბუქზე გაზიარება

მშობლებს არ ირჩევენ... თუ მაინც ირჩევენ?

 

ალბათ, გაგიგიათ სიზმრების შესახებ, რომლებშიც მომავალი მშობლები ჯერ კიდევ არდაბადებულ შვილებს ხედავენ. ასეთი რამ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს, და თქვენს სხეულზე, გონებასა და სულში შეიძლება წაუშლელი კვალი დატოვოს. ბევრი დედა ჰყვება, როგორ დაესიზმრათ მათი პირველი შვილის სახელი ან როგორ მიანიშნა ინტუიციამ მომავალი შვილების სქესზე და პიროვნულ თვისებებზეც კი.

 

ასეთი მიხვედრები არ შეუძლება იყოს უბრალო დამთხვევა. ეს ის წამებია, როდესაც სულები თვითონ არჩევენ, როგორი იქნება მათი ფიზიკური გარემოცვა, მათ შორის მშობლები და ოჯახი, სადაც გაჩნდებიან.

 

სულების გადასახლების შესახებ თეორიები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იყო პოპულარული და დღემდე არ დაკარგეს თავისი პოპულარობა. სულის მისი ფიზიკური გარსისგან განცალკევების შემდეგ, ის საიქიოში გადადის, რათა თავისი სულიერი გამოცდილება გააზიაროს. ცხოვრებისეული ციკლი დასრულებულად ითვლება, როდესაც სული მზადაა, კვლავ დატოვოს სულიერი განზომილება და ახალი მიწიერი ცხოვრება დაიწყოს.

 

ღვთაებრივი ცოდნის დახმარებით, რომელიც სულმა მიიღო სამყაროს სულიერ განზომილებაში ყოფნის დროს, ის ახლა ახალ გამოცდილებას ეძებს- იმას, სადაც  წარსული შეცდომების გამოსწორებას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ახალი ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღებას შეძლებდა. გადასვლის პროცესი ასეთ ევოლუციურ მიდგომასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

 

ესე იგი, ნამდვილად ვარჩევთ თუ არა ჩვენ თვითონ ჩვენს მშობლებს? ერთი შეხედვით, ეს კითხვა შეიძლება უცნაური მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასეა. როგორც კი სული სულიერი განზომილების დატოვების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, კიდევ ერთი ცხოვრების გულისთვის, უბრალო მომაკვდავის სახით, ის თავისი დაბადებისთვის უფრო ხელსაყრელი დროის, ადგილის და ადამიანების შერჩევას ცდილობს. ეს პროცესი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.

 

მომავალ მშობლებს სულის სურვილი განსაზღვრავს.

უმეტესწილად, სულის მიერ ახალი მშობლების შერჩევა დასახული მიზნების მიღწევისკენ მის მისწრაფზებაზე, ამა თუ იმ ცხოვრების სტილზე და ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ ადრე სული ცხოვრობდა ოჯახში, რომელშიც მხოლოდ ერთი შვილი იყო, ახლა მას შეუძლია ისეთი ოჯახის არჩევა, რომელშიც და/ძმა ეყოლება.

 

და პირიქით, სულს შეიძლება იმავე გამოცდილების გადატანა მოუნდეს, მაგრამ, ამასთან, თავისი ცხოვრების სტილის შეცვლაც. აი რას აყალიბებს სულის ხასიათი დაბადებისას. მეტიც, სწორედ ეს უწყობს ხელს მრავალფეროვნებას და დედამიწაზე თითოეული სულის ინდივიდუალურობას.

 

კავშირის დამყარება, ძირითადად, მხოლოდ მიზანზე არის დამოკიდებული

შესაძლებელია, გაგიგიათ, თუ როგორ ლაპარაკობენ მშობლები ისეთი გრძნობის შესახებ, თითქოს მათი არდაბადებული შვილი ელოდება მათ, რათა ამ სამყაროს მისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს მოევლინოს. ასეთი სიგნალები სხვა სამყაროდან შეიძლება სხვადასხვა ასაკში მივიღოთ, სულის დანიშნულების შესაბამისად.

 

ასე, სულს შეუძლია თავისთვის მიზნის არჩევა, რომლის მიღწევასაც მთელ თავის ახალ მიწიერ ცხოვრებას მიუძღვნის. ეს ყველა მის გადაწყვეტილებაზე მოახდენს გავლენას, რაც დაბადების დროის, ადგილის, ოჯახის და ა.შ. შერჩევას მოიცავს.

 

მიზნები შეიძლება იყოს პირადი, ასევე- დაშვებულ შეცდომებზე ან წინა ცხოვრებაში წარუმატებელ მცდელობებზე დაფუძნებული . ასე, წარმოიდგინეთ, რომ წინა ცხოვრებაში უბედური ბავშვობა გქონდათ. ახლა თქვენს სულს ამის კომპენსირება შეუძლია.

 

მშობლებმა ასევე თავისი როლი უნდა შეასრულონ.

ამის დაჯერება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მშობლები ჩასახვის დროს ძალიან ძლიერ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი სული გახდება მათი ოჯახის ნაწილი. საქმე ისაა, რომ სულიერ განზომილებაში მყოფ სულებს შეუძლიათ ადამიანების მიერ გამოსხივებული ენერგიის შთანთქმა.

 

ჩასახვის პროცესამდე ან მის დროს მშობლებს, კერძოდ დედებს, შეუძლიათ იმ პიროვნული თვისებების არჩევა, რომლებსაც მათი შვილი უნდა ფლობდეს. ასეთი უნარი თითქმის მაგნიტივით მუშაობს, რადგანაც დაუბადებელი სულები ადამიანების მიერ გამოსხივებული ენერგიისგან ირჩევენ იმას, რომელიც მათ ყველაზე მეტად შეესაბამება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თავის პარტნიორს ზედმეტად ძლიერ მიეჯაჭვებიან
ორი წუთის წესი
ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს გატკენენ