ბლოგი

10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის

10 რამ, რაზეც უარი უნდა თქვათ ბედნიერებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ამბობენ, რომ ბედნიერება არჩევანის საკითხია.

სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ჩვენს ცხოვრებას ისე ვირთულებთ, რომ ვკარგავთ ბედნიერების შეგრძნების უნარს მაშინაც კი, როდესაც ის ჩვენს თვალწინ არის.

როგორ დავიწყოთ ცხოვრება ნულიდან?
ამ სტატიაში მოცემულია 10 რამ, რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ ბედნიერი იყოთ.

 

  1. სხვისი აზრის გამო ნერვიულობა - ეს ცოტა არალოგიკურია, რადგან ადამიანები კვლავ იმ პირველყოფილი ინსტინქტების მატარებელი არსებები არიან, რომლებსაც არ სურთ, რომტომიდან გააძევონ. თუმცა, ზედმეტი ფიქრი იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, უბრალოდ ენერგიის ფუჭად კარგვაა. თქვენ არასოდეს მოეწონებით ყველას, ამიტომ, ნაკლებად უნდა ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები.
  2. სხვების ჭკუაზე სიარული - თუ არ ცხოვრობთ საკუთარი გეგმებით და პრინციპებით, თქვენი „ტომი“ უბრალოდ ვერ გიპოვნით.  გახდით საკუთარი „მე“-ს საუკეთესო ვერსია და შეძლებთ მათ მოზიდვას, ვინც თქვენს გარშემო უნდა იყოს.
  3. ჭორები - შეგიძლიათ 100%-ით დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი ვისაც თქვენთან ჭორაობა უყვარს, ზურგს უკან ჭორებს ავრცელებენ თქენზეც. ჭორების დაჯერება ჰგავს დოღში ფსონის იმ ცხენზე დადებას, რომელიც არასოდეს გინახავთ.
  4. განცდები - ენერგია პიროვნების აზრების თანმდევია, განცდები ჩვენს დროსა და ენერგიას მიმართავს იმაზე, რაც არ გვინდა. ისწავლეთ წარსულის დავიწყება, გასაშვების გაშვება და ნდობა.
  5. მერყეობა - როდესაც საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, გვეჩვენება, რომ ყველა ასე იქცევა. მაგრამ პლანეტაზე თქვენი, როგორც პიროვნების, მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს. იყავით უნიკალური, მართეთ საკუთარი „მე“ და შეწყვიტეთ ბევრი ფიქრი. სხვებისთვის არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ.
  6. ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა - სნამდვილეში, ადამიანების უმეტესობა იმდენად არის ორიენტირებული საკუთარ ცხოვრებაზე, რომ რეალურად არც კი აინტერესებთ თქვენ რას აკეთებთ. ასე რომ, უბრალოდ მოეშვით ამაზე ფიქრს და მიიღეთ სიტუაცია უფრო მარტივად.
  7. წარსული - ყველას გვტკენია გული, გვწყენია რაღაც მშობლებისგან და გაგვივლია ჩვენი წილი ჯოჯოხეთი. ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის რაღაცას ან გვაძლიერებს.
  8. უსარგებლო ხარჯები - მარტივი ცხოვრება მეტ სივრცეს გვაძლევს. ზედმეტი ხარჯებით და სახლის "აუცილებელი" ნივთებით შევსებით, ჩვენ მხოლოდ ვართულებთ მას. ეს ის შემთხვევაა, როცა „ნაკლები არის მეტი“.
  9. რისხვა - ბრაზი და რისხვა ადამიანს იმ ხელს „უწვავს“, რომელსაც ეყრდნობა. ამიტომ ეცადეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ მისგან.
  10. კონტროლი - კონტროლი არის ილუზია, რადგან ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ სამყაროში, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია. ისწავლეთ ცვლილებების და სიახლის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცრი შეხედულებები სწრაფად დაგაბერებთ. ისწავლეთ ზედმეტისგან გათავისუფლება.

 

მუსიკა კარგი განწყობისთვის:

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
2025 წელი — გველის წელი: რა გველის და როგორ უნდა შევხვდეთ?
რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს
რა გვაძლევს რეალურად გამდიდრების საშუალებას?
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც თავის პარტნიორს ზედმეტად ძლიერ მიეჯაჭვებიან
ყველაზე შრომისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნები
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...