ბლოგი

ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის

ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

კარგად დაფიქრდით მანამ, სანამ მათ აზრს გაითვალისწინებთ.
 

ვახშამი თუ სასმელი? ქუსლიანი თუ დაბალძირიანი? მესიჯი თუ ზარი? - ურთიერთობების ყველაზე მარტივ ეტაპებზეც კი, შეიძლება უამრავი შეკითხვა გაჩნდეს და ადამიანი ყოველთვის ვერ იქნება დარწმუნებული საკუთარ თავში, არ ექნება შესაბამისი პასუხი. სწორედ ამიტომ, ხშირად მივმართავთ ახლობლებს და მეგობრებს რჩევებისთვის, საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად… თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას რჩევები უნდა გავითვალისწიენოთ ან იგივე გავაკეთოთ, რაც მათ, რადგან არსებობენ ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომელთა აზრი სასიყვარულო ურთიერთობებზე და მითუმეტეს რჩევები, შეიძლება ძალიან ცუდი, დამაზიანებელი და საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.

 

ვინ არიან ისინი?

 

ვერძი

 

ვერძი შეიძლება იყოს ძალიან გაუაზრებელი, სასიყვარულო ურთიერთობებში და პაემნის დროს.

ვერძების პრინციპი შემდეგია: ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც მოუნდებათ და როცა მოუნდებათ. თუ თქვენც ასეთივე იმპულსური და უშიშარი ხართ, შეიძლება მათი რჩევები გამოგადგეთ კიდეც.

ვერძები გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებენ და არსებულ გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედებენ მაშინაც კი, თუ ეს გრძნობები ზედაპირულია. ვერძებს მართავს პლანეტა მარსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფეთქებადი არიან და გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე იღებენ. გაითვალისწინეთ ეს, თუ მათ აზრს სრულად იზიარებთ.

თუ საკუთარ ურთიერთობაში ცოტა მეტი სიმძაფრის დამატება გსურთ, მაშინ ვერძები კარგი მრჩეველები იქნებიან, რადგან კარგად იციან, როგორ დადგან შოუ და ვითარება ექსტრემალური გახადონ, საკუთარ ვნებებსა და ემოციებზე დაფუძნებული ქცევით. თუმცა, თუკი არ ხართ რისკიანი ქცევისთვის განწყობილი, სჯობს რჩევებისთვის სხვას მიმართოთ - ისეთ ადამიანს, ვისაც შედარებით გააზრებული და ტაქტიკური მიდგომა აქვს.

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბები ხშირად აძლევენ უფლებას ემოციებს, რომ გონება და საღი აზრი დაუბინდოთ.

კირჩხიბები საუკეთესოები არიან ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნასა და მათ ემოციურ მხარდაჭერაში - ეს თვისება მათ გამორჩეულს ხდის და თავისუფლად შეგიძლიათ მათ დაეყრდნოთ, მათი იმედი გქონდეთ ნებისმიერი ვითარებაში. თუმცა, როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, კირჩხიბების რჩევები, შეიძლება საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყოველთვის კეთილი სურვილით და კარგი განწყობით არიან.

კირჩხიბები ძალიან მგრძნობიარე არსებები არიან, ამიტომ, პირადი ურთიერთბები და სასიყვარულო გრძნობები და განცდები, მათთვის ძალიან სუბიექტური საკითხია და შეიძლება საღ აზრს და რაციონალურობას მოკლებული იყოს. მათ ძალიან უჭირთ გამიჯნონ საკუთარი ემოციური განცდები ან წარსული გულისტკივილი მიმდინარე სიტუაციისგან მაშინაც კი, როცა სულ სხვა ვითარებაა. ამიტომ, მათგან რჩევების მიღებისას, ეს დეტალები გაითვალისწინეთ.

 

იხილეთ და გამოიწერეთ ჩვენი ასტროლოგიური YouTube არხი

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
რჩევები, რომლებიც ამოაყირავებს თქვენს ცხოვრებას
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
ნიშნები რომლებსაც არ უნდა ეკამათო!
კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!