ბლოგი

როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად

როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად

ფეისბუქზე გაზიარება

მოემზადეთ იმისთვის, რომ მოწყენა არ მოგიწევთ

 

2021 წელს ხარის მმართველობის დრო დადგება. ექსპერტები გვიყვებიან, რითი გამოირჩევა ეს აღმოსავლური ნიშანი, როგორია მისი ენერგეტიკა და რას შეიძლება ველოდოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

 

ხარის წელს ენერგეტიკა და ცხოვრების ტონუსი უნდა გაზარდოთ. ეს ძალიან ენერგოშთანმთქმელი დროა, როდესაც შეიძლება ბევრი მოულოდნელი რამ მოხდეს. მოემზადეთ იმისთვის, რომ მოწყენა არ მოგიწევთ.

 

2021 წლის დახასიათება

აღმოსავლური ჰოროსკოპისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი აღმოჩნდება ცხოველი თილისმას სტიქია. ხარი თეთრი იქნება, ანუ 2021 წელს მეტალის სტიქია მართავს.

 

ხარი- წინსვლის, ცხოვრების შეცვლის, შეტრიალებების და დიდი ცვლილებების სიმბოლოა. მეტალი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობას, მდგრადობას განასახიერებს. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა სიტუაცია მოხდება, რომელშიც ნებისყოფა და გამარჯვების სურვილი უნდა გამოამჟღავნოთ.

 

2021 წელს ყველაზე იღბლიანი  ძლიერი, შეუდრეკელი და ამბიციური პიროვნებები იქნებიან, რომლებიც თამამად წინ წავლენ, ყველა დაბრკოლების გადალახვით. ამასთან სასურველია, გარშემომყოფების დახმარებით არ ისარგებლოთ და დამოუკიდებლობა გამოიჩინოთ. ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება- არა მარტო კარიერას ან ფულს.

 

სამუშაო, ფინანსები და საქმეები აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

მეტალის ხარი - იდეალური დროა იდეების დაწინაურებისთვის, ბიზნესის გახსნისთვის, ახალი სამუშაოს ძებნისთვის. მანამ სანამ წინ მოძრაობას დაიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მიმართულების განსაზღვრა. სწორედ ამიტომ ექსპერტები ყველა ადამიანს ურჩევენ, ჯერ მიზნები დაისახონ და საქმეები დაგეგმონ, და მერე იმოქმედონ.

 

თუ გარისკავთ და ერთდროულად რამდენიმე საქმეს მოკიდებთ ხელს ისე, რომ საბოლოო მიზანი არ იცით, შეიძლება არასწორი გზით წახვიდეთ და იმედი გაგიცრუვდეთ. 2021 წელს სწრაფად, მაგრამ გონივრულად უნდა იმოქმედოთ.

 

აღინიშნება, რომ 2021 წელი ძვირადღირებული ნივთების ყიდვისთვის იდეალური დრო გახდება . შეგიძლიათ თამამად იყიდოთ ყველაფერი, რაც გადაადგილებას ეხება, ველოსიპედის ან მანქანის მსგავსი, მოგზაურობებსა და დასვენებაზე დაიხარჯოთ. სახსრების სასარგებლო დაბანდება ახალი ემოციების და გამოცდილების მიღება გახდება.

 

ასევე ეს წელი შეიძლება საკმაოდ კონკურენტული აღმოჩნდეს. ბევრ ადამიანს მოუნდება, გარშემომყოფებს აჯობოს. მიზანი არა წარმატების მიღწევა, არამედ დანარჩენების გასწრება იქნება. პირველი ჯილდოს აღების ეს არაჯანსაღი სურვილი შეიძლება პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს.

 

ურთიერთობა და სიყვარული 2021 წელს

2021 წელს „ხარი რქებით უნდა დაიჭიროთ“. ეს სიყვარულის სფეროსთვის განსაკუთრებით აქტუალურია. თუ ვინმე მოგეწონებათ, იმოქმედეთ. მიდით ადამიანთან და აუხსენით თქვენი გრძნობები პირდაპირ, თამაშის და პირფერობის გარეშე. ხარის წელიწადში შეიძლება სიყვარულის ახსნა და ხელის თხოვნა. ოჯახურ ცხოვრებასა და ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარია- არ მოიტყუოთ და ყალბი არ იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წყენას და ნეგატივს შეხვდეთ.

 

ასევე 2021 წელს ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ მოქმედება, თუ რომელიმე ადამიანთან ურთიერთობა არ გსურთ. რაც უფრო დიდხანს მოითმენთ ნეგატივს მეგობრობასა ან სიყვარულში, მით უარესად აისახება ეს თვითშეფასებაზე. ყველასთვის, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, სასურველია შეთავსებადობის წინასწარ შეფასება.

 

ხარის წელიწადში ადამიანები შეიძლება ფიცხი გახდნენ. ისინი, ვინც ისედაც ასეთია, უფრო აფეთქებადი გახდებიან გარშემომყოფთათვის. მეორე მხრივ, 2021 წელს ადამიანები უფრო იშვიათად იქნებიან პირფერი და გარშემომყოფებისგან ნაკლებად დამალავენ სიმართლეს და ემოციებს . ხარი ემოციების გამოხატვისკენ გიბიძგებთ, შედეგებზე დაუფიქრებლად. ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელ სიუხეშეს უნდა დააკვირდეთ და მისი პირველმიზეზი გაიგოთ.

 

განწყობა და ჯანმრთელობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

ამ კუთხით ყველაფერი ძალიან მარტივია. თქვენს სურვილებს უნდა მიყვეთ, მაგრამ არა ბრმად და იმპულსურად. აუცილებელია ენერგიის და დროის ფრთხილად დახარჯვა, პრიორიტეტების სწორი დაყენებით.

 

თუ ძალიან ბევრს იმუშავებთ და ძლიერ დაიღლებით, შეიძლება იღბალი დაკარგოთ. ხარის წელიწადში ძალა ტალღისებურად მოდის და ასევე მიდის, თუ მას არასწორად დახარჯავთ. საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და დასვენების შესახებ არ დაგავიწყდეთ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
6 ყველაზე გულკეთილი ზოდიაქოს ნიშანი
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
ყველაზე მიმზიდველი ადამიანების 14 თვისება
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
ზოდიაქოს ნიშნები და ფლირტი
2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?
თხის რქების განსაკუთრებულობის 8 ნიშანი
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დასახელდა ყველაზე ინფანტილური ზოდიაქოს ნიშნები
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
საუკეთესო აქტივობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით