ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ

ფეისბუქზე გაზიარება

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ლამაზები ან ჭკვიანები არიან ისინი. მათი ურთიერთობები იშვიათად არის ბედნიერი...

 

ვერძი: მოერიდეთ კიბოს

თქვენ ზედმეტად პირდაპირი და უსამართლო სიტყვების წარმოთქმისკენ მიდრეკილი ხართ, კირჩხიბს კი ეს სძულს. ის ემოციური ნიშანია და არასოდეს იცის რას აპირებთ, როცა მხარდაჭერა სჭირდება. თქვენ მხრიდან მრავალგზის ნათქვამი ტყუილი, კირჩხიბს უკარგავს თქვენან კომუნიკაციის მოთხოვნილებას და მხოლოდ გაღიზიანებს.

 

კურო: მოერიდეთ მშვილდოსანს

ამ ორი პერსონაჟის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ნამდვილი სკანდალი. კურო ჯიუტია, მშვილდოსანი კი სპონტანური და ამ უზარმაზარი განსხვავების გადალახვის ალბათობა ძალიან მცირეა.

 

ტყუპები: მოერიდეთ ქალწულს

საქმე იმაში არ არის, რომ ქალწულებს აკლიათ ინტელექტი და სულიერება თქვენთან სწორი კომუნიკაციისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათი ემოციები და აზრები ძალიან ჩაკეტილია, მაშინ როცა თქვენ ყოველთვის ღიად ამბობთ იმას, რასაც ფიქრობთ. ტყუპებს უყვარს აქტივობა, მხიარულ კამპანიაში ყოფნა, ქალწულები კი უბრალოდ ზედმეტად მშვიდი და თავშეკავებულები არიან.

 

კირჩხიბი: მოერიდეთ მერწყულს

თქვენ არ იცით როგორ დამალოთ გრძნობები. კირჩხიბი თანამგრძნობი და კარგი ინტუიციის მქონეა, რომელსაც სჯერა, რომ ყველა ადამიანი ასეთი უნდა იყოს. მერწყულს კი, პირიქით, არ უყვარს ემოციის გამოვლენა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის გულგრილია თქვენს მიმართ. მან უბრალოდ არ იცის როგორ გამოხატოს სწორად შინაგანი განწყობა.

 

ლომი: მოერიდეთ ვერძს

თქვენ ცხოვრობთ იმისთვის, რომ იყოთ ყურადღების ცენტრში. ვერძს კი უყვარს კონკურენცია და ამის საშუალებას ალბათ ნაკლებად მოგცემთ. ის ყველაფერში შეგეჯიბრებათ და თქვენზე გამარჯვება არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის. ლომს გჭირდება ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს და არა ის, ვინც ყოველ ჯერზე ჯიბრში ჩაუდგება.

 

ქალწული: მოერიდეთ კირჩხიბს

თქვენ ხართ ძალიან კრიტიკული და არა მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ. ამან შეიძლება გამოიწვიოს კირჩხიბთან ურთიერთობისას სერიოზული პრობლემები მაშინაც კი, როცა მას რჩევას მისცემთ ან კონსტრუქციულად გააკრიტიკებთ.

 

სასწორი: მოერიდეთ მორიელს

მოგწონთ, როცა ურთიერთობა ჰარმონიაშია და ყველაფერი მშვიდობიანად მიდის. თქვენი მიზანია ნებისმიერ ფასად აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციის განვითარება. მორიელს კი უყვარს დრამა, ძლიერი ემოციები და უსაზღვრო ვნება. მაგრამ თქვენ უბრალოდ ვერ უმკლავდებით ამ ემოციების დამანგრეველ ძალას.

 

მორიელი: მოერიდეთ ლომს

ამ ნიშნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ყველაფერზე შეთანხმდნენ, ყოველთვის საპირისპირო მხარეს დგებიან. მორიელი და ლომი ქარიზმატულები და მგზნებარე ნიშნები არიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს მანამ, სანამ რომელიმე მათგანი მუხლებზე არ დადგება.

 

მშვილდოსანი: მოერიდეთ თხის რქას

ჩიტივით თავისუფლად გრძნობთ თავს და ეს მიუღებელია თხის რქისთვის, რომელსაც უყვარს კონტროლი. ამ ნიშანს არ ესმის თქვენი მომთაბარე ცხოვრების წესი, ის თქვენ სულელად გთვლით.

 

თხის რქა: მოერიდეთ ვერძს

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ორი ძალიან შრომისმოყვარე და მიზანმიმართული ხართ, ვერძს თქვენი პედანტურობა აღიზიანებს, რადგან თვლის, რომ ამაზე დრო არ უნდა დახარჯოს. ვერძს სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე - ის არსებობს აწმყოში და ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის, ამიტომ არ უყვარს ლოდინი.

 

მერწყული: მოერიდეთ კუროს

ძალიან მოუსვენარი ბუნება გაქვთ, ამიტომ დროდადრო დრამატულად გრძნობთ თავს. კუროს კი სტაბილურობა მოსწონს. მას ასევე არ სურს რაღაცის შეცვლა, თუ ყველაფერი კარგად მიდის. ეს ზოდიაქოს ნიშანი არ არის საკმარისად მოქნილი და გახსნილი თქვენი იდეების მისაღებად.

 

თევზები: მოერიდეთ მერწყულს

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით გეჩვენებათ, თითქოს ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, მერწყულს უჭირს ემოციებთან გამკლავება. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება მოგისმინოთ და დაინტერესებული იყოს ყველაფრით, რაც ხდება თქვენს ცხოვრებას. მერწყული ზედმეტად მერყევია, რომ ეს ყველაფერი შეძლოს და სტაბილურობა შეინარჩუნოს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
დედამთილების დახასიათება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
მორიელი - ზოდიაქოს ნიშნის ბედის ჯვარი
ზოდიაქო და სიმღერა
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
ფრთხილად იყავი: ამ ზოდიაქოს ნიშნებმა არ იციან, როგორ შეინახონ საიდუმლოებები!