ბლოგი

ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?

ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?

ფეისბუქზე გაზიარება

ოდესმე დაინტერესებულხართ ანგელოზოების ნუმეროლოგიით? ამ სტატიაში მოგიყვებით სხვადასხვა რიცხვების მნიშვნელობაზე და სულიერ სამყაროსთან მათ კავშირზე.

 

ანგელოზების ნუმეროლოგია - ეს არის ციფრების კომბინაცია, რომლებიც ატარებენ გარკვეულ გზავნილებს ან შეტყობინებებს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან. თითოეულ რიცხვს აქვს თავისი ენერგია და ასხივებს გარკვეულ ვიბრაციას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს მდგომარეობაზე, ფიქრებსა და ქმედებებზე.

 

დეტალები

 

როცა ხედავთ განმეორებად ან გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებულ ციფრებს, ეს შეიძლება იყოს ანგელოზებისგან გამოგზავნილი ნიშანი, რომლებსაც სურთ მიიპყრონ თქვენი ყურადღება რაიმე მნიშვნელოვანზე ან დაგიდასტუროთ, რომ თქვენი არჩევანის სისწორე. ანგელოზებმა შეიძლება სხვადასხვა საშუალებები გამოიყენონ კომუნიკაციისთვის, როგორიცაა სიმღერა, სიზმარი, ბუმბული, მონეტები ან ელექტროენერგია. მაგრამ ციფრები, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი საშუალებაა ჩვენთვის ზეციური გზავნილების გადმოსაცემად.

 

იმისათვის, რომ გავიგოთ, რის თქმას ცდილობენ ანგელოზები, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ კონტექსტს, რომელშიც ამ ციფრებს ვხედავთ, ასევე, საკუთარ შეგრძნებებსა და აზრებს იმ მომენტში. ასევე, კარგი იქნება, რომ თავიდანვე გავარკვიოთ ამა თუ იმ ციფრების და მათი კომბინაციების მნიშვნელობა.

 

მაგალითად:

 

  • 000 - ანგელოზები ცდილობენ დაგანახონ, რომ გარკვეული თანხმობა გჭირდებათ მათი მხრიდან. თქვენ გადაიტანეთ რაღაც ცუდი, ამიტომ, ისინი ეცდებიან მხარი დაგიჭირონ და გაგაძლიერონ.
  • 111 - ნიშნავს, რომ საჭიროა აკონტროლოთ საკუთარი ფიქრები და იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში.
  • 222 - ნიშნავს, რომ მალე თქვენი იდეები რეალიზდება და საჭიროა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროთ მათზე მუშაობა.
  • 333 - ნიშნავს, რომ თქვენს გვერდით არიან პროფესიონალი და კეთილისმოსურნე ადამიანები, რომლებიც გეხმარებიან და მხარს გიჭერენ.
  • 444 - ნიშნავს, რომ ანგელოზები გფარავენ და უხვად გიგზავნიან საკუთარ წყალობას, ლოცვას, სიყვარულს და გიცავენ.
  • 555 - ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხები მოხდება. ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად და ზოგად ცხოვრებაზე.
  • 666 - ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად კონცეტრირებული ხართ ცხოვრების მატერიალურ ასპექტებზე და გჭირდებათ მეტი სულიერება.
  • 777 - ნიშნავს, რომ თქვენ სწორ გზას ადგახართ და მიყვებით ცხოვრების მიზანს.
  • 888 - ნიშნავს, რომ მიაღწიეთ ბალანსს სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის და მალე მიიღებთ ჯილდოს ამ ყველაფრისთვის.
  • 999 - ნიშნავს, რომ თქვენ ასრულებთ ცხოვრების რაღაც ეტაბს და მზად ხართ ახლის დასაწყებად.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
ისინი არასდროს პატიობენ: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისთვისაც ღალატი სამყაროს დასასრულია
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
დაიმახსოვრეთ 6 ჯადოსნური ზმნა, რომლებზეც დგას სამყარო
როგორი იქნება 2021 წელი, აღმოსავლური კალენდრის თანახმად
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
როგორები არიან სექსში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?