ბლოგი

რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს

რა უნდა იცოდეს ქალმა, სანამ ვერძ მამაკაცს შეიყვარებს

ფეისბუქზე გაზიარება

რა საიდუმლოს მალავს ეს ცეცხლოვანი ნიშანი იცით? თუ თქვენი ინტერესის ობიექტია ვერძი, აუცილებლად უნდა იცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ, რაც ამ სტატიაშია წარმოდგენილი და შეეცადოთ მაქსიმალურად გამოიყენოთ პრაქტიკაში მასთან ურთიერთობისას.

 

ვერძი ცეცხლის ნიშანია და ძალიან ცხელი და ემოციურია. მის ცხოვრებაში ჩვეული მოვლენებია სკანდალი, ეჭვიანობა, სცენები, ჩხუბი. სანამ დრო გაქვთ იფიქრეთ, მზად ხართ თუ არა ასეთ ემოციურ ფონს გაუძლოთ და აიტანოთ.

 

ვერძი ცვალებადია. ადვილად აენთება და ადვილადვე ცხრება. უმჯობესია წინასწარ გაიგოთ მის წარსულ ურთიერთობებზე და რამდენად არის მათი აღდგენის შანსი, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი ამბიციები, სურვილები და მოთხოვნებია და არ დაგიდევთ სხვის ინტერესებს.

 

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიფიქრებიათ, იცოდეთ, რომ ვერძებს უყვართ მიუწვდომელი იდეალები. მის თვალში მოთხოვნადი უნდა იყოთ, გარემოცული კოლეგებით, თაყვანისმცემლებით, იდეალური, ლამაზი და შეუვალი - ესაა თვისებები, რაც ვერძს იზიდავს. ამ შემთხვევაში არის შანსი, რომ ურთიერთობა გაგრძელდება.

 

ვერძს ასევე უყვარს განათლებული, ერუდირებული, იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები, თუმცა, ვერ ურთიერთობს ზედმეტად სერიოზულ ქალებს. ამიტომ, მასთან ურთიერთობა თუ გსურთ, უნდა იყოთ მსუბუქი, ლიტერატურასა და მეცნიერებაში გათვითცნობიერებული, იცოდეთ კინოსა და ესტრადის სიახლეები. ასევე, მზადყოფნა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ გაიზიაროთ ვერძის ინტერესებიც.

 

ვერძს სჭირდება, რომ მისით და მის მიერ გაკეთებული საქმით ყოველთვის აღფრთოვანდეთ. პრობლემა ისაა, რომ მასთან ურთიერთობისას ხშირად მოგიწევთ უსამართლობისთვის თვალის გასწორება, უხეში ქცევის პირისპირ დადგომა და სტრესში ჩავარდნა. მაგრამ თუ უკვე გადაწყვიტეთ მის გვერდით ყოფნა, გიყვართ და თვლით, რომ გრძნობები ძლიერია - დაიკავეთ ერთგული მეგობრის და დამცველის პოზიცია. მას ეს ძალიან მოსწონს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ყველა ადამიანს აქვს თავისი ციფრული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?
რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?
პარტნიორი, რომელსაც იმსახურებ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები