კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები

რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენ გეტყვით, რომელ სახლებში ამჯობინებენ ცხოვრებას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები. როგორი ინტერიერი და ხედი აქვთ ფანჯრიდან და რა ფართობია მათთვის მისაღები.

 

ვერძი

 

ვერძებს ნაკლებად აინტერესებთ ინტერიერის სილამაზე და ფასადი... მისთვის მთავარია იყოს დაცული ყველანაირად. ამიტომ, პირველი, რასაც ვერძი ახალ ბინაში შესვლისას გააკეთებს, არის ფანჯრებზე ჯავშნიანი კარების და გისოსების დამონტაჟება და სიგნალიზაციის სისტემის მოწყობა. მისთვის მთავარი კომფორტი სწორედ ეს არის.

 

კურო

 

კუროს სახლში ბევრი ავეჯია, განსაკუთრებით კარადები, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი თავის ადგილზეა, სახლი კომფორტული და მყუდროა. მისაღებში კუროს უნდა ჰქონდეს ბუხარი და ნახატები, დეკორაციები, კედლის მხატვრობა, რომ ყველაფერი პროპორციული იყოს. მისთვის ყველაზე იდეალურია საკუთარი სახლი, რათა შეძლოს მეტი ხის ნივთების, ჩუქურთმების, დიდი ეზოს, ფანჯრის მიღმა ლამაზი პეიზაჟის ქონა. კუროს ასევე ძალიან უყვარს ბაღი.

 

ტყუპები

 

ტყუპები სახლს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მათთვის იქ ყველაფერი გაუგებარია, მხოლოდ მაგიდასა და წიგნების ადგილი ზრუნავენ. მათ შეუძლიათ დასახლდნენ ჰოსტელშც კიი, თუ ოთახი არის ფართო და ნათელი. რაც მთავარია, ფანჯრიდან საინტერესო ხედი უნდა ჩანდეს. ტყუპების საცხოვრებელი სასურველია იყოს გადატვირთულ ქუჩასა და მაღალ სართულზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მეზობლები და მათთან ურთიერთობა!

 

კირჩხიბი

 

ოჯახური კერის მოყვარულები არიან, უნდათ საკუთარი სახლი, სასურველია ცალკე ეზოთი, წყნარ ადგილას, აურზაურის გარეშე. ბევრი ანტიკვარიატი სახლში - კირჩხიბის დიდი გატაცებაა. ზოდიაქოს ამ ნიშანს ასევე უყვარს ნათესავებთან ურთიერთობა და სტუმრიანობა. ის ყოველთვის მყუდრო გარემოს და ოჯახური იდილიის შექმნას ცდილობს. ამის გარეშე კირჩხიბის ცხოვრება წარმოუდგენელია.

 

ლომი

 

ლომს უყვარს სახლის გარემო, მაგრამ ყველაფერი მდიდრული უნდა იყოს და გარემო სასახლეს ჰგავდეს. საცხოვრებელი სასურველია ახლოს იყოს ქალაქის ცენტრალურ მოედანთან და დატვირთულ ადგილებთან. ლომს ძალიან უყვას ზამთრის ბაღი, ბევრი შინაური ცხოველი, დიდი აივანი, თვალსაჩინოდ მოწყობილი სავარჯიშო და გასართობი მოედნები - ერთი სიტყვით სრული სილამაზე!

 

ქალწული

 

ქალწულს სჭირდება პატარა გერმანული სოფელი, სადაც იქნება სისუფთავე, კომფორტი და წესრიგი! საცხოვრებელი სახლი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სტერილურად სუფთა უნდა იყოს! ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეზობლებმა ფანჯრიდან კარგად დაინახონ, რა ლამაზია ყველაფერი მის სახლში! ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ასევე სერიოზული საკითხია ადგილმდებარეობა - ქალწულის სახლთან ახლოს უნდა იყოს საავადმყოფო, სავაჭრო ცენტრი და სპორტული დარბაზი.

 

სასწორები

 

სასწორის სახლი ძალიან დახვეწილი უნდა იყოს. სასურველია მახლობლად იყოს ქალაქის პარკი, სადაც იკრიბებიან მხატვრები. ასევე, ზღვა ან მდინარე. სასწორისთვის იდეალური ცხოვრების ნაწილია აივანზე მეგობრებთან ერთად შეკრება, ჩაის დალევა, მუსიკის მოსმენა და მარადიულ თემებზე საუბარი...

 

მორიელი

 

მორიელს ძალიან უყვარს ფუფუნების საგნები, საიდუმლო ოთახები, ფარული კარები, მეტი მისტიკა ირგვლივ და ლაბირინთები. თუმცა, ამ ყველაფერს ნიღბავს, მალავს ისე, რომ არც გარედან ჩანს და თავადაც არ ახდენს ამის საჯაროდ დემონსტრირებას.

 

მშვილდოსანი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ყველაზე კომფორტული მოგზაურობაში ცხოვრების გატარებაა. თუმცა, არც სახლის გარემოზე ამბობს უარს. მისთვის მნიშვნელოვანია სახლში ჰქონდეს მეტი წიგნი, ახლოს იყოს ეკლესია (მშვილდოსნები ძალიან სულიერები არიან), ზღვა, მდინარე, ან ბაღი ეგზოტიკური მცენარეებით და სპორტული მოედანი ფანჯრის მიღმა!

 

თხის რქა

 

მას სჭირდება არა სახლი, არამედ ციხესიმაგრე, სადაც მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს, სადაც შეძლებს შვილების უსაფრთხოდ და კომფორტულად აღზრდას, კულინარიით და ა.შ. მცენარეები, როგორც წესი, არ არის, ფანჯრიდანაც კი ხედი არ აწუხებს, მაგრამ თხის რქებს ჩვეულებრივ აქვთ დაჩა ხეხილით სავსე ბაღით!

 

მერწყული

 

თუ მერწყულის სახლიდან ხედი არც თუ ისე კარგია, ის ფანჯრებს ვიტრაჟებით დახურავს! ზოდიაქოს ამ ნიშნის სახლში ყოველთვის ბევრი თანამედროვე ტექნოლოგიის გაჯეტია. ჭერი ძალიან მაღალი უნდა იყოს, სახლის დეკორაციები კი მაქსიმალურად არასტანდარტული. მერწყულს ძალიან უყვარს მინის ნაკეთობები.

 

თევზები

 

თევზების სახლი რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს წყალთან! სასურველია მოპირდაპირე ქუჩაზე იყოს ეკლესია, მუზეუმი, თეატრი ან საკონცერტო დარბაზი. მნიშვნელოვანია, რომ სახლში იყოს ბევრი უცნაური ფიგურა, უცნაური ხელოვნების ნიმუშები, დიდი ოთახები, ვერანდა და ეზოს. ზოგადად, თევზების სახლის გარემო ქაოტურია, მაგრამ მყუდრო.

 

გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები და შეეცადეთ იზრუნოთ ოჯახურ კეთილდღეობაზე – ადრე თუ გვიან ის ზუსტად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაფერისი გახდება.

 

უძრავი ქონების საუკეთესო YouTube არხი: ღირს თუ არა

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კურო
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იშვიათად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
სტიქიების მიმოხილვა
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
სრულყოფილი ცხოვრების 3 წესი
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო