კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ქალწულის ქვები

ქალწულის ქვები

ფეისბუქზე გაზიარება

„ხოლო მარტინა მოქსოვს“,- მღერის ერთი საბავშვო ფილმის გმირი. ამ უბრალოდ სიმღერის სიტყვები პასუხობს ადამიანის ხასიათის არსს, რომელიც დაიბადა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ. იყოს თოვლი, იყოს წყალდიდობა- მაინც მომჭირნე ქალწული დაკავდება საქმით და წარმატებას მიაღწევს მასში!

სპილენძის მთის დიასახლისი გულუხვი ხელით დააბნევს ქალწულის წინაშე ქვებს არჩევანზე, რათა მან შეძლოს თავისი მიზნების მიღწევა. საგანძურს შორის ქალწულმა უნდა აირჩიოს ქვა-თილისმები: სარდიონი, საფირონი, ზურმუხტი, იასპი, ნეფრიტი, ვეფხვის თვალი, ,თის ბროლი, ონიქსი, ავანტიურინი, ქრიზოლიტი, მალაქიტი, ალმასი.

 

ქალწულის ქვების მოკლე ძირითადი თვისებები

 

  • სარდიონი- დაიცავს ქალწულს დამსხვრეული გულისგან.
  • საფირონი- დაეხმარება ჭეშმარიტების, სამართლიანობის და მართლმსაჯულების ძიებაში.
  • ზურმუხტი- მფარველობს დედებს, ეხმარება საყვარლის არჩევაში.
  • იასპი- მიუტანს ქალწულს ჯანმრთელობას და ბედნიერებას სიყვარულში.
  • ნეფრიტი- ქალწულისთვის არის სასიყვარულო თილისმა, მიუტანს დღეგრძელობას, იღბალს და სიმდიდრეს.
  • ვეფხვის თვალი- მისცემს ქალწულს ძალას წესრიგის დამყარებისთვის როგორ გარეთ, ისე თავის შიგნით.
  • მთის ბროლი- მიანიჭებს ჰარმონიას, დაეხმარება მაღალი მისწრაფებების განხორციელებაში.
  • ონიქსი- დაიცავს გათვალვისგან და ეხმარება სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში.
  • ავანტიურინი- დაიცავს ქალწულს ნერვული აშლილობისგან, მიანიჭებს სიმშვიდეს და გამბედაობას.
  • ქრიზოლიტი- დაეხმარება სხეულსა და სულში წესრიგის დამყარებაში.
  • მალაქიტი- მისცემს ქალწულს რჩევას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
  • ალმასი- მიანიჭებს ხასიათის სიმტკიცეს, ჩუქნის წარმატებას ყველა საწყისში.

 

სარდიონი

ქალწული ცხოვრობს სიყვარულის მოლოდინში და ყოველთვის მზადაა გაუხსნას თავისი გული, გარეგანი თავდაჭერილობის და თავშეკავების უკან იმალება ნაზი გრძნობები, როგორც მაღალი ღომის უკან- აყვავებული ბაღი. ბევრი მისი ნაყოფისგან, რომელიც ლანდავს მზეზე, გვაგონებს სარდიონს. ბეჭედს ამ ქვით ატარებდა ბაირონი. ბეჭედზე სარდიონით ლექსიც დაწერილა: „ღალატისგან, თავდავიწყებისგან დამიცავს ჩემი თილისმა!“. სარდიონი არ მისცემს ქალწულის გულის დამსხვრევის საშუალებას.

საფირონი

ქალღმერთი ასტრეა, როდესაც გაემგზავრა ცაში, შეეხო ქალწულის თანავარსკვლავედს, რომელიც მას კომპანიონად ეჩვენება სამართლიანობის დადგენის რთულ საქმეში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ქალწულის ნიშნის ქვეშ, არა მარტო მტკივნეულად აღიქვამენ უსამართლობას, არამედ მიილტვიან აღადგინონ ჭეშმარიტება. ქალწული თავის საფულესაც დაიცავს, თუ ბაზარზე მოატყუეს, თავისი კლიენტების ინტერესებსაც, თუ მათ წარადგენს სასამართლოში. ქალწულის დამხმარე ჭეშმარიტების და მართლმსაჯულების ძიებაში იქნება ყვიტელი საფირონი.

ზურმუხტი

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ზურმუხტებზე, რომელიც ეკუთვნოდა პადიშახ შახ-ჯახანს, რომელმაც ააშენა ტაჯ-მაჰალი, იყო გამოჭრილი ტექსტები. არავინ იცის, რაზეა ისინი, მაგრამ ყველასთვის ცნობილია მისი დიდი სიყვარული და თავის შეწირვა, რომლის ძეგლად დგას ცნობილი მავზოლეუმი, რომელიც ვარდისფრად გადაიქცევა აისის და დაისის სხივებში.

ქალწულს ასევე შეუძლია სიყვარულის გულისთვის აღმართოს სასახლე- თავის სულში. ხოლო შესაბამისი ობიექტის, ნახვაში, რომელიც პოემის ღირსი იქნება, მას დაეხმარება ზურმუხტი. ამას გარდა, ზურმუხტი სიმბოლურად გამოხატავს ნაყოფიერებას და მფარველობს დედებს.

იასპი

მცირე ზომის ძვირფასი ქვების ხელში მოჭერით, შეიძ₾ება შეიგრძნო ამოშვერილი ნახატი- ზუსტი და ტევადი, თითქოს ფრთოსანი გამოთქმა ან შელოცვა. ასეთ ამულეტებს ნახავთ მსოფლიოს დიდ მუზეუმებში. საუკეთესო მასალად ძვირფასი ქვისთვის ითვლება იასპი- ქალწულის ერთ-ერთი ქვა-დამცავი.

იასპის ძვირფასი ქვა, გვიანანტიკური ექიმი ალექსანდრეს სიტყვებით, თავიდან მოგაშორებთ კუჭის ტკივილს. სხვა ექიმი, მარცელ ემპირიკი, გვირჩევს ვატაროთ ეს ქვა კისერზე. იასპის ქვები კურნავს არა მარტო სხეულის, არამედ სულის ავადმყოფობებისგან, ხოლო ქვა ეროტის გამოსახულებით ითვლება სიყვარულის თილისმად. ქალწულს იასპი მოუტანს ჯანმრთელობას და ბედნიერებას სიყვარულში.

ნეფრიტი

რას აირჩევდა ქალწული: დღეგრძელობას თუ სიყვარულს, აყვავებას თუ სიმდიდრეს? ეს ხომ მხოლოდ ცოტაა იმ სიკეთეების გრძელი სიიდან, რომლის შეთავაზებაც ნეფრიტს შეუძლია. ნეფრიტისგან ამოჭრილი ატამი მოუტანს ქალწულს დღეგრძელობას, ხოლო იხვი-მანდრანი გახდება სიყვარულის თილისმა. ნეფრიტის ღამურა მოუტანს ქალწულს თავის ფრთებზე წარმატებას და დაეხმარება თავიდან მოაშოროს უსამოვნებები და მტრები, ხოლო ნეფრიტის თევზთან ამულეტის მფლობელთან მიცურავს სიმდიდრე.

ვეფხვის თვალი

ქალწულ მახვილი თვალი აქვს, როგორც ვეფხვს, თუ საქმე ეხება სახლში, სამსახურში და გულში წესრიგს. ისინი ყოველთვის ამჩნევენ  მიყრილ ნიტებს ოთახის კუთხეში ან საბუღალტრო ანგარიშში. ქალწულები პედანტური არიან, ისინი ირგვლივ წესრიგს ამყარებენ: გაწმენდენ ფანჯრებს და გაასუფთავებენ განზრახვებს, გაათავისუფლებენ გეგმებს ცრუ მიზნებისგან და მოითხოვენ გარშემომყოფთაგან სისუფთავეს ყველაფერში. თუნდაც პატარა თილისმა ვეფხვის თვალით მისცემს ქალწულს ძალას ამ დიდი დალაგებისთვის.

მთის ბროლი

ქალწულის ამაღლებული გრძნობები ითხოვს ციურ სისუფთავეს, რომელზეც ერთი მწერალი წერდა : „ მაღალი ნოტების ბროლი ეთერში“. ამავე დროს, ქალწული პრაქტიკულობა თავისას ირებს, და ის აუცილებლად ცდის გამოიყენოს ნებისმიერი  მონაპოვარი მეურნეობაში. ქალწულს სჭირდება ბროლის თილისმა, მასთან ის შეძლებს განახორციელოს პრაქტიკაში თავისი აზრები (მის გაგებაში) მაღალის შესახებ, და ამასთან გამოიყურებოდეს არა სასაცილოდ, არამედ პრაქტიკულად. სხვა სიტყვებით, ბროლი ანიჭებს ქალწულს ჰარმონიას.

ონიქსი

ონიქსი ითვლება ქალწულის ბედნიერ ქვად. რაში მდგომარეობს ეს ბედნიერება? ონიქსი დაიცავს სახლს და სამეურნეო ნაგებობებს ცეცხლისგან, რომელიც ასე უყვარს ქალწულს, და ამას გარდა შეინარჩუნებს მის შინაგან სიმშვიდეს, დაიცავს რა სულიერი ხანძრისა და სიცხისგან. ის გადაარჩენს მისი იმედის გემს, და საქანელას ბავშვური მოგონებებიდან. ეს ქვა დაიცავს ქალწულს გათვალვისგან და შეინარჩუნებს სულის სიმშვიდეს.

ავანტიურინი

ქალწულს აქვს ფხიზელი გონება, და ავნტიურინი შეხმატკბილებულია მასთან ამაში. ის წმენდს თავს გარე აზრებისგან, ეხმარება კონცენტრირებაში. ეს იმათი ქვაა, ვისაც რისკი უყვარს, მაგრამ არ თვრება საშიშროებისგან, იმის მიუხედავად, ეხება ის სიყვარულს თუ ფულზე კამათს.

ქალწული ფხიზლად გათვლის შესაძლებლობებს და გაბედულად ერთვება ნებისმიე საქმეში. მისთვის ეს არ არის ავანტიურა: რისკი დამოწმებულია, ის ხედავს სიტუაციას რამდენიმე ნაბიჯით წინ, ხოლო ავანტიურინი ამასთან დამატებით დაიცავს ნერვული აშლილობისგან. ქალწული გაემართება ლაშქრობაში თავისი ბედნიერებისთვის სრულიად მშვიდი და მომხიბლავი, ქვა ხომ კანის ფერსაც აუმჯობესებს.

ქრიზოლიტი

ქალწული არ კარგავს გონებას ჭრილობის დანახვისას, მაგრამ ყურადღებით უსმენს რჩევებს სამედიცინო თემებზე. უფრო მონდომებით შეიძენს ქრიზოლიტს, რომელიც ემსახურება ექიმად სხეულისთვისაც, და სულისთვისაც (აფრთხობს ბოროტ სულებს), და ბედისთვისაც ( მოაქვს იღბალი, მოიპოვებს გარშემომყოფთა კეთილგანწყობას). თავის სახლზე მზრუნველი ქალწული, და თილისმა ქრიზოლიტით, რომელიც იცავს სახლს ქურდებისა და ხანძრებისგან, ნახავენ საერთო ენას.

მალაქიტი

„თუ არ ვარ ავად, ექიმებს არ მივმართავ“, ასე ამბობენ ხოლმე. და სწორიცაა, თვლის ქალწული. ჯობია შეიძინო მალაქიტი პროფილაქტიკის გულისთვის. ქალწული ეძებს იმის გამრავლების ხერხებს, რაც უკვე აქვს. და ფიქრობს, როგორ განკარგოს სწორად ის, რასაც შეიძენს. თილისმა მალაქიტით დაეხმაება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ალმასი

„ დაე იყოს ქორწინება ისეთი მტკიცე, როგორიც ალმასია“,- ფიქრობს სიძე, როდესაც ჩუქნის ბეჭებს ბრილიანტით თავის საცოლეს. მაგრამ ალმასი არ არის მხოლოდ ძალაუფლების და მეუღლეთა ერთგულების სიმბოლო. ერთმა პოეტმა გამოხატა ამ ჯადოსნური კრისტალის კიდევ ერთი თვისება: „ნახშირი გადაიქცევა ალმასად“.

ადამიანის ხასიათში, რომელმაც შეიძინა ალმასი, ხდება საოცარი მეტამორფოზები. ქალწული, ამ ქვის ფლობით, მტკიცდება თავის განზრახვებში. ის იღებს გადაწყვეტილებებს და არ ეპარება ეჭვი. თილისმა ალმასით უზრუნველყოფს ყველა საწყისში წარმატებას.

 

ქვების საუკეთესო ფერები ქალწულისთვის:

 

ყვითელი, იისფერი ფერები

მერკური- დიდი ლოჯისტიკოსია, რომელმაც იცის სასიყვარულო გზავნილის მიწოდება და ეხმარება მიმწოდებელის და მყიდველის დაკავშრებას, სთავაზობს ქალწულს ყვითელი და იისფერი ელფერების ქვებს, ასევე ჭრელ მინერალებს.

  • აგატი დაიცავს ქალწულს სიცხეში წყურვილისან და ყინვაში გაყინვისგან. ამას გარდა, ის შეძლებს დღიურის გარეშე გამკლავებას, რადგან აგატი გააძლიერებს მეხსიერებას.
  • ძოწი დაეხმარება ქალწულს, კონცენტრირდეს მიზნის მიღწევაზე: ერთი მიზანი- ერთი ძალისხმევა.
  • ციტრინი გახდის ქალწულის თხოვნებს იმდენად დამაჯერებელს, რომ ადამიანები, რომლებსაც მიმართავს, ვალდებულებად მიიღებენ მის დახმარებას.
  • თოპაზი მიანიშნებს ქალწულს, როგორ ნახოს მეგობრები და გახდეს ოჯახის უფროსი, თანაც შეინრაჩუნოს ახლობელთა სიმშვიდე.

ქვები, რომლებიც უკუჩვენებითია ქალწულისთვის

ჩვენ მოგვწონს პატარა ფიგურების დათვალიერება პიტერ ბრეიგელი უმცროსის ტილოებზე: აი ფიჩხის შეკვრა , აი ქალები კალათებით. პედანტურობისკენ მიდრეკილი ქალწული გადათვლის მთელ ფიჩხს შეკვრაში და მარცვლებს კალათაში, გადაწერს ხელნაწერს, გააუმჯობესებს პროექტს, უსასრულოდ შეამოწმებს გათვლებს.

ძნელი იმის თქმა, სად მთავრდება პასუხისმგებლობა და იწყება პედანტურობა, მაგრამ ქალწული შეიძლება გაიჭედოს ნებისმიერი საქმის წინ, როგორც მაყურებელი ბრეიგელი უმცროსის ნახატების წინ. არ უნდა განვსაჯოთ ის ამისთვის, ისევე როგორც ცნობისმოყვარეობისთვის- ქალწულს უნდა უკეთესის გაკეთება.

  • ამეთვისტოს , რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ „ქვრივის ქვას“, შეუძლია მოუტანოს ქალწულს გაუზიარებელი სიყვარული, იმას კი, როგორც გედს, მხოლოდ ერთხელ უყვარდება. ჰაერის სტიქია, რომელსაც ეკუთვნის ეს ქვა, ზედმეტად განმუხტულია ქალწულის მჭიდრო გრძნობებისა და აზრებისთვის.
  • აქვამარინი ადუნებს სურვილებს- ასეთ დამხმარესტან ქალწული შეიძლება ცავარდეს სასოწარკვეთასა და ნაღველში.
  • ადულარი  არ გახდის ქალწულს უფრო რომანტიულს, გაურკვეველი აზრები და მისწრაფებები მხოლოდ გააღიზიანებს მას.

 

ოქრო და ვერცხლი ქალწულის სამკაულებისთვის

 

ოქრო

ოქრო ქალწულისთვის-ეს, პირველ რიგში, ნიშნობის ბეჭედია, და შემოდგომის ხეხილი, სადაც ირებს მოსავალს, თავის გულს ახარებს; ზომიერი კარავის წესრიგი და ბუხარსა და ღუმელში ალი, ბეჭედი ან ქინძისთავი. მას გაეხარდება, თუ აჩუქებენ ყვითელ ვარდებს, და უკეთესი- ოქროს სამკაულებს. ეს ლითონი მისთვის ყველაფერს ნიშნავს, რაც ასე ძალიან უყვარს: უსაფრტხოება, სიმდიდრე, სიყვარული და სიმყუდროვე.

ვერცხლი

ქალწულს სული უმღერის, როდესაც წმენდს სუფრის ვერცხლს, ბალთებს და სარკის ნივთებს. აქვე უნდა გავიხსენოთ ვერცხლის კანვა ზანდუკში, რომელიც დგას ვერცხლის ჭიქის დამჭერსა და საშაქრესთან ერთად. ის ინტერესით წაიკითხავს რომანში ვერცხლის სათამაშოზე, და შეჰყურებს ნატიფი ნამუშევრის ხელის დასაბანს მუზეუმში. ვერცხლი ქალწულისთვის ნიშნავს სინატიფეს და სინათლეს, დამუშავებული ლითონი ზუსტ თარგებში ყველაფერი ისეთივე ნათელია, როგორც მის წყნარ ცხოვრებაში.

რომაულ ბარილიეფებზე გეას, ყველაფერი ცოცხლის მფარველს, გამოხატავდნენ ბავშვებთან, ხილთან, ცხოველებთან ფეხებში. მერკური ცნობადია ფრთიანი ჩაფხუტით, სანდალებითა და კადუცეით. რას აირჩევს ქალწული? მისთვის არ აქვს  წინააღმდეგობრიობას ადგილი: ის მთელ კოსმოსს თვლის სახლად და მზადაა დაამყაროს მასში წესრიგი. მისთვის არ არსებობს მანძილი- არის მხოლოდ გზა, რომელსაც დაძლევს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთ სახლში?
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
თხის რქის ქვები
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ღალატს ვერ პატიობენ
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მაღალი ხელფასებით
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში