ბლოგი

როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?

როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?

ფეისბუქზე გაზიარება

მომავალი წლის მასპინძელი იქნება წყლის შავი კურდღელი. მისი მმართველობის პერიოდი, ჩინური კალენდრის მიხედვით, დაიწყება 2023 წლის 22 იანვარს და დასრულდება 2024 წლის 9 თებერვალს. ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ წელს, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ. გახსოვდეთ, თუ კურდღელს ასიამოვნებთ, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და შეძლებთ წარმატების და კეთილდღეობის მოზიდვას!

 

სამოსის სტილის შერჩევა კურდღლის ზოდიაქოს თვისების მიხედვით

 

ჩინურ ჰოროსკოპში კურდღელი ხასიათდება როგორც მშვიდი, მეგობრული, თავშეკავებული, მორიდებული და კეთილი ცხოველი. მას უყვარს უსაფრთხო გარემო და ყველაფერში კომფორტი. ამიტომ, თუ გინდათ, რომ მას ასიამოვნოთ, სამოსის შერჩევა უმჯობესია ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით:

-არ გამოიყენოთ ტყავი, ზედმეტად ბრჭყვიალა და გაფორმებული ნაჭერი;

-არ გამოიყენოთ ნატურალური ან ხელოვნური ბეწვი;

-უპირატესობა მიანიჭეთ ელეგანტურ და კლასიკურ სტილს;

-სამოსში გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილი, როგორიცაა: შიფონი, ბამბა, აბრეშუმი და ა.შ. ეს დამატებითი კომფორტის და თავისუფლების შეგრძნებას მოგანიჭებთ;

-რეკომენდირებული ფერებია: მწვანე, შავი, ლურჯი, ცისფერი. თავი აარიდეთ მუქი ყავისფერის, სტაფილოსფერის და თეთრის გამოყენებას.

ზოდიაქოს სტიქიების მიხედვით კი რეკომენდირებულია შემდეგი:



ჰაერის სტიქია (მერწყული, ტყუპები და სასწორი)

სამოსში გამოიყენეთ ღია ცისფერი ფერი.

 

წყლის სტიქია (თევზები, მორიელი და კირჩხიბი)

რეკომენდირებულია აქცენტი გააკეთოთ ლურჯის მუქ პალიტრაზე.

 

ცეცხლის სტიქია (მშვილდოსანი, ვერძი და ლომი)

შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ სამოსი და მასში შეიტანოთ წითელი ფერი.

 

მიწის სტიქია (თხის რქა, ქალწული და კურო)

სამოსში უმჯობესია გამოიყენოთ მწვანე და მისი პალიტრა.

 

კურდღლის გულის მოგება ასევე შეიძლება საახალწლო სუფრაზე მისი ფიგურის დადგმით. უკეთესი იქნება თუ გვერდით სტაფილოს დაუდებთ. როცა 12 საათის შესასრულებლად ზარი ჩამოკრავს, ჩაუთქვით სურვილი კურდღლის ფიგურასთან და ის აუცილებლად დაგეხმარებათ მის ასრულებაში! ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის ღამეს შეინარჩუნოთ კარგი განწყობა, გჯეროდეთ სურვილების ასრულების და გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
4 წყვილი, რომლებიც არასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს
10 ვარსკვლავური რჩევა ქალწულებთან ურთიერთობისთვის
6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
5 რჩევა მარტოხელებისთვის
რას ნანობენ ყველაზე მეტად მომაკვდავი ადამიანები
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!