ბლოგი

ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი

ასტროლოგებმა გაამხილეს საიდუმლო, როგორ დასრულდება 2022 წელი

ფეისბუქზე გაზიარება

მიმავლაი წლის ბოლო თვე გარკვეულწილად პესიმისტური განწყობის მომტანი იქნება. ყველას ენდომება სახლში თბილად დარჩენა და დასვენება. ასევე, მოსალოდნელია პანიკური შიშის გაჩენა მომავლის მიმართ. თუმცა, ასტროლოგებმა ისიც აღნიშნეს, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება სრულიად შესაძლებელია.

 

როგორ ცუდადაც არ უნდა იყოთ, საუკეთესო წამალი დეკემბრის სტრესისა და დეპრესიულობისთვის არის დღესასწაული!

 

რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ საახალწლო სამზადისი, საჩუქრების შერჩევა, მისალოცების დაგზავნა და ახლობლებისთვის სითბოს და სიყვარულის გაზიარებაც არ დაგავიწყდეთ. მოძებნეთ საახალწლო ფილმები, რომლებიც დამატებით საშუალება იქნება კარგი განწყობის შესაქმნელად და შიშების დასაძლევად. საქმიან სფეროში, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ 29 დეკემბრამდე, რადგან შემდეგ რეტროგრადული მერკურის პერიოდი მოდის, რომელიც ბიზნესში შეფერხებებს მოიტანს 18 იანვრამდე.

 

რაც შეეხება ჯანმრთელობას - განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ თირკმელებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. თუ ადრე რაიმე პრობლემა გქონდათ ამ მხრივ, შესაძლოა ამ წლის ბოლოს გარკვეულმა გართულებებმა იჩინოს თავი. მათ, ვინც დაბადებულია მაიმუნის, დრაკონის და ღორის წელში, აუცილებლად უნდა იფიქრონ მეორე ნახევრის მოძებნაზე და ამ მხრივ გააქტიურდნენ, რადგან ამ პერიოდში, ისინი იქნებიან მოხიბვლელები და მიზიზდველები როგორც არასდროს, ხოლო რომანტიკული განწყობა თვბის მეორე ნახევრიდან ბოლომდე თქვენთან იქნება.

 

თუ კურდღლის წელში დაიბადეთ, დეკემბრის მანძილზე სექსუალური თავგადასავლები არ მოგაკლდებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, არ ღირს მეორე ნახევრის ან პარტნიორის ფლირტით ცრუ-პროვოცირება.

 

ცხენის წელში დაბადებულთათვის საჭიროა დაფიქრება საკუთარ სიტყვებზე, რადგან წამოსროლილმა ფრაზებმა, შეიძლება სერიოზული პრობლემები მოგიტანოთ.

 

თხის წელში დაბადებულებს გაუჭირდებათ დეკემბრის მეორე ნახევარსა და მის დასასრულს გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, იმდენად ჩაეფლობიან საკუთარ შინაგან სამყაროში, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას ვერ შეძლებენ.

 

ვეფხვის, ცხენის და ძაღლის წელში დაბადებულები ფრთხილად უნდა იყონ მგზავრობისას, რადგან იზრდება საგზაო შემთხვევების და კიდურების ტრავმების მიღების ალბათობა. ასევე, საჭიროა ყველა დოკუმენტი ყურადღებით წაიკითხოთ, სანამ ხელს მოაწერთ.

 

დეკემბრის შუა ნაწილი შედარებით დატვირთული იქნება. ამ დროს უმჯობესია ზედმეტი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. ამის შედეგ, დადგება შედარებით წარმატებული პერიოდი. განწყობა ოპტიმისტურ ტალღაზე გადაერთვება ფაქტიურად ყველას, ადამიანები მიდრეკილი იქნებიან მოსმენის, გაგების და მეტი საზრიანობისკენ. შესყიდვებთან და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებელია დასრულდეს 29 დეკემბრამდე.

 

  • წარმატება და ფინანსრული ბონუსები ელით დეკემბრის ბოლოს ვერძებს.

 

  • რაც შეეხება კუროებს, ისინი შეეჯახებიან პირად ცხოვრებაში გარდატეხებს.

 

  • ტყუპებს ბიზნეს-პარტნიორებთან და მომხმარებლებთან აქტიური ურთიერთობა მოუწევთ.

 

  • კრიჩხიბები – დეკემბერში ყველაზე შრომისუნარიანები იქნებიან. რუტინა ბევრი ექნებათ, მაგრამ საბოლოოდ კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

 

  • ლომებს ელით წარმატება ინდივიდუალურ პროექტებში.

 

  • ქალწულები უნდა მოემზადონ გაზრდილი ხარჯებისთვის.

 

  • სასწორებს უამრავი შემოქმედებითი საქმე ექნებათ და სპორტით იქნებიან დაკავებული.

 

  • მორიელებს შანსი მიეცემათ ფინანსები გაზარდონ.

 

  • მშვილდოსნები შეძლებენ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი უნარები.

 

  • ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ დეკემბრის ბოლოსკენ დაგეგმონ მოგზაურობა.

 

  • მერწყულები მიიღებენ მსხვილ ბონუსებს, რომლებიც ნამდვილად დაიმსახურეს.

 

  • ხოლო თევზებმა კონცენტრირება უნდა მოახდინონ სამსახურსა და სოციალურ აქტივობაზე.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ხის მწვანე დრაკონი - ახალი 2024 წლის სიმბოლიკა და თავისებურებები
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
ორი წუთის წესი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე
დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
საიდან მოდის გენია? - ზოდიაქოს ყველაზე ნიჭიერი ნიშნები
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
აი, 10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს თევზები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
რატომ იცვლება ჩვენი ცხოვრებისეული გზა ყოველ 7 წელიწადში