ბლოგი

სანამ მორიელს შეიყვარებთ…

სანამ მორიელს შეიყვარებთ…

ფეისბუქზე გაზიარება

გაინტერესებთ რა უნდა გაითვალისწინოთ მანამ? მაშინ მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს, რომლებიც მორელს ეკუთვნის და თავად გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა მზად გაუმკლავდეთ მასთან თანაცხოვრების თანმხლებ სირთულეებს.

 

  • ის რადიკალურად შეცვლის თქვენი პიროვნების თავდაპირველ ვერსიას.

  • ის დაგანგრევთ შინაგანად და გადაგაწყობთ თავის ჭკუაზე.

  • ის სულ სხვა ადამიანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და მრავალსახიანია - რომელიც წარმოდგენილია ერთ პიროვნებაში. 

  • მას შეუძლია იყოს როგორც ყურადღების ცენტრში, ისე კარჩაკეტილად. 

  • ის ყოველთვის დაგარწმუნებთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ძირითადად მცდარია.

  • მისი სიყვარული ძალიან ხისტია, რადგან სათქმელს ყოველთვის პირდაპირ მოგახლით, თუნდაც ეს ძალიან მტკივნეული იყოს. მაგრამ ისიც იცის, რომ ტყუილი უფრო მტკივნეული იქნება. 

  • იმისათვის, რომ მისი დრო და ყურადღება მოიპოვოთ - ძალან ხანგრძლივი და დამღლელი შრომა დაგჭირდებათ. 

  • ის უხეში და ბასრია, მაგრამ მისი ნდობის მოპოვების შემთხვევაში მოყენებული ჭრილობები ნაკლებად მტკივნეული იქნება. 

  • ის ძალიან გულდასმით არჩვს ადამიანს, ვისთვისაც გულის გადაშლას აპირებს, ამიტომ გზად უამრავი ადამიანის გულს აყენებს მოუშუშებელ იარებს. 


არ შეიყვაროთ მორიელი, თუ ძალიან ამტანი არ ხართ, რადგან მისი გაძლება უსაზღვროდ გაგიჭირდებათ, უფრო სწორად - ვერ გაუძლებთ.
 

  • ის ძალიან ჯიუტია და ბრძოლაში გამარჯვებამდე იბრძვის, რისთვისაც ყველაფერზეა წამსვლელი. 

  • ის ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას და იმახსოვრებს, ამიტომ ნებისმიერ მომენტში უნდა ელოდოთ სამაგიეროს, განსაკუთრებით თუ ეს წყენას ეხება. 

  • მისი გავლენისგან გათავისუფლება შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ შეძლოთ. დაშორების შემდეგაც კი თქვენში დარჩება, თითქოს კანქვეშ ბუდობდეს... 

  • ის გაიძულებთ ეტალონად აღიაროთ და პატივი სცეთ.

  • არ შეიყვაროთ მორიელი, თუ გსურთ, რომ თქვენი გული და სული მის ფეხქვეშ არ გაითელოს.

 

უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ისევ ფიქრობთ? რა თქმა უნდა გულს ვერ უბრძანებ, თუმცა მხოლოდ გულით და გათიშული გონებით მიღებული გადაწყვეტილება ან გაკეთებული არჩევანი არასრულფასოვანი და შესაბამისად დიდწილად მცდარია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, უარის თქმას თუ ვერ ახერხებთ ამ არსებაზე, დრო მაინც მიეცით საკუთარ თავს, რომ მეტად გააანალიზოთ ვითარება.

 

რომელი ზოდიაქოს ნიშანიც არ უნდა აირჩიოთ, ჩვენი გუნდი გისურვებთ ბედნიერ და ხანგრძლივ ურთიერთობებს!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
გლამურული ჰოროსკოპი: ამ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქალები არიან სტილის დედოფლები
მთვარე ჰოროსკოპში
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
თხის რქის ქვები
ახალმთვარეობა 21.01.2023 - სრული გადატვირთვის და დიდი შესაძლებლობების პერიოდი
რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?