ბლოგი

ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან

ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან

ფეისბუქზე გაზიარება

კონფუცი უდიდესი ფილოსოფოსი და მწერალი იყო. მისი ფილოსოფია ფოკუსირებული იყო მორალურ საკითხებზე, როგორც პირადი, ისე საზოგადო თვალსაზრისით. კონფუცის სწავლება საზოგადოებრივი ურთიერთობების, სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ ძალიან პოპულარული გახდა ჩინეთში. 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ნათელ ცხოვრებისეულ მაგალითებს, რომლებიც ეფუძნება კონფუცის ფილოსოფიას. 

1. უბრალოდ გააგრძელეთ სვლა
«მნიშვნელობა არ აქვს რა სიჩქარით მიდიხართ მანამ, სანამ არ გაჩერდებით»
თუ თქვენ სწორი გზით სვლას განაგრძობთ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ დანიშნულების პუნქტს. რთული სამუშაო უნდა შესრულდეს თანმიმდევრობით. ადამიანი, რომელიც წარმატებას აღწევს - არის საკუთარი იდეისადმი ერთგული, მიუხედავად შექმნილი გარემოებებისა, ის მიიწევს წინ საკუთარი მიზნისკენ. 

2. მეგობრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ
«არასოდეს იმეგობროთ ადამიანთან, რომელიც თქვენზე უკეთესი არ არის»
თქვენი მეგობრები წარმოადგენენ თქვენი მომავლის ერთგვარ წინასწარმეტყველებას. თქვენ მიემართებით იქეთ, სადაც ისინი უკვე იმყოფებიან. ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ მოძებნოთ ისეთი მეგობრები, რომლებიც ზუსტად იმ მართულებით მოძრაობენ, რომელიც თქვენ აირჩიეთ. ამიტომ, მეგობრებად შემოიკრიბეთ გულანთებული ადმაიანები! 

3. ყველაფერი კარგისთვის საჭიროა გადახდა
«ადვილია გძულდეს და რთულია გიყვარდეს. ამას ეფუძნება ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი კარგის მიღწევა ძალიან რთულია და გაცილებით ადვილია რაიმე ცუდის მიღება»
ეს ბევრ რამეს ხსნის. ნეგატივის და ზიზღის გამოვლენა, თავის მართდლება ადვილია. სიყვარული, პატიება და სულგრძელობა დიდ გულს, გონებას და ძალას მოითხოვს. 

4. ჯერ საკუთარი ინსტრუმენტები მოამზადეთ
«ცხოვრებისეული მოლოდინი დამოკიდებულია გარჯასა და მცდელობაზე. ოსტატმა, რომელსაც საკუთარი ნამუშევრის გაუმჯობესება სურს, ჯერ ინსტრუმენტები უნდა მოამზადოს»
კონფუცი ამბობდა: «წარმატება დამოკიდებულია მოსამზადებელ სამუშაოზე და მის გარეშე აუცილებლად წარუმატებლობაა მოსალოდნელი». რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, თუ წარმატების მიღწევა გსურთ, საჭროა მოემზადოთ. და გახსოვდეთ - ყველაზე დიდმა წარუმატებლობამაც კი შესაძლოა დააჩქაროს გზა წარმატებისკენ.

5. არაფერია ცუდი იმაში, რომ შეცდით
შეცდომის დაშვება რაიმეს კეთებისას ბუნებრივია და ამაში ცუდი არაფერია, თუკი თქვენ არ იფიქრებთ მასზე. ნუ განიცდით წვრილმანებს. დაშვებული შეცდომები დანაშაული არ არის. ნუ მისცემთ შეცდომებს იმის უფლებას რომ ხასიათი, დღე ან ცხოვრება გაგიფუჭონ. ნუ მისცემთ უფლებას ნეგატივს მოიცვას თქვენი გონება. აღნიშნეთ თქვენი შეცდომები, ამაში ცუდი არაფერია! 

6. ყურადღება მიაქციეთ შედეგებს
«როცა გაბრაზებული ხართ, იფიქრეთ შედეგებზე»

სოლომონი ამბობდა: «მომთმენი ადამიანი გულადს სჯობს და ვინც თავს აკონტროლებს, ის ქალაქის დამპყრობელზე ძლიერია»-ო. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭიროა საკუთარი თავის მართვა და შედეგებზე ფიქრი. 

7. შეიტანეთ კორექტირება
«თუ ნათლად ხედავთ, რომ მიზნების მიღწევა შეუძლებელია, ნუ მოახდენთ მიზნების კორექტირებას - გააკორექტირეთ ქმედებები»

თუ თქვენი მიზნები ამ წელს შეუსრულებლად გეჩვენებათ, დროა თქვენი გეგმა შეადგინოთ მათი მიღწევის შესაძლებლობების შესაბამისად. წარუმატებლობა მიიღეთ როგორც ვარიანტი, მომართეთ საკუთარი წარმატების იალქნები და თამამად გაცურეთ მათ მისაღწევად. 

8. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანისგან ისწავლოთ
«თუ ორ სხვადასხვა ადამიანთან ერთად ვარ, თითოეული მათგანი შეიძლება იყოს ჩემი მასწავლებელი. მე ერთ-ერთ მათგანს მივბაძავ დადებით თვისებებში, ხოლო მეორესთვის დამახასიათბელ უარყოფით თვისებებს აღმოვფხვრი ჩემში».

თქვენ შეგიძლიათ და უნდა მიიღოთ გაკვეთილი ყველასგან, იქნება ის მატყუარა თუ წმინდანი. ყოველი სიცოცხლე - ეს არის ისტორია, რომელიც სავსეა შესაგროვებლად მომწიფებული გაკვეთილებით. მაგალითად, შეგიძლიათ რაიმე თქვენთვის კარგი და სასარგებლო აიღოთ უილ სმიტის ცხოვრების 7 გაკვეთილიდან ან ეინშტეინის ცხოვრების 10 ოქროს წესიდან. 

9. ყველაფერი ან არაფერი
«რასაც არ უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, აკეთეთ მთლი გულით»

დაიხარჯეთ ბოლომდე იმ საქმისთვის რასაც აკეთებთ, ან სართოდ არ მოჰკიდოთ ხელი. წარმატების მისაღწევად, მოგიწევთ გაიღოთ ყველაფერი საუკეთსო, რისი გაღებაც შეგიძლიათ და ამის შემდეგ მოახერხებთ მიზნის მიღწევას და სინანულის გარეშე ცხოვრებას. 
 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უყვართ ტყუპებს?
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
სასწორის მთავარი შეცდომები ურთიერთობის დამყარების დროს
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ვიბრაციების დონე იზრდება