ბლოგი

სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?

სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?

ფეისბუქზე გაზიარება

სახალისოა იმის გაგება, თუ რას ამბობენ პლანეტები თქვენს პიროვნებაზე. თავის მხრივ, თქვენ შეიძლება უბრალოდ აღმოაჩინოთ, რომ ასტროლოგიური განლაგება იძლევა სასარგებლო მითითებებს მრავალი ცხოვრებისეული არჩევანისთვის - მათ შორის სად უნდა იმოგზაუროთ და რომელი მიმართულება შეგეფერებათ თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე. მაგალითად, სტამბოლი, ყველაზე მეტად, შეეფერება ისეთ ნიშანს, რომელიც აფასებს სილამაზეს, უყვარს ცხოვრებით ტკბობა, სიამოვნებას იღებს პატარ-პატარა თითქოს უმნიშვენოლო, თუმცა მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის სასიამოვნო ფონის შემქმნელი მოვლენებისგან.

 

ზოდიაქოს ყველაზე გაწონასწორებული ნიშანი, რომლის ერთ-ერთ შესანიშნავ სამოგზაურო მიმართულებად სტამბოლი ითველა, სასწორია. სასწორები მსოფლიოს სამართლიანი მსაჯები არიან, რომლებიც აფასებენ წონასწორობას, მშვიდობასა და ჰარმონიას, და რადგანაც მათ ვენერა მართვს, უიმედო რომანტიკოსები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ ლამაზი ნივთების სიყვარულის გარეშე არსებობა. როგორც ჰაერის ინტელექტუალური ნიშანი, ისინი დიდი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები არიან და აფასებთ ყველაფერს, რაც დახვეწილად და კარგად არის შექმნილი.

 

მათ ცხოვრებაში სიმეტრიის ასეთი წყურვილით, ასტროლოგების რჩევით, ისინი უნდა გაემართონ მსოფლიოს ცენტრში: სტამბოლში, ქალაქში, რომელიც ორ კონტინენტზეა გადაჭიმული.

 

 

 

იქ, სადაც ევროპა და აზია ხვდება ერთმანეთს, დგას დიდებული სტამბოლი. ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ის ათასობით წლით თარიღდება და ამასთან, ბევრი ისტორიული ადგილი აქვს მოსანახულებელი. 

 

39 რაიონით, 15 მილიონი მაცხოვრებლითა და 1700-ზე მეტ წლიანი ისტორიით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ქალაქი, სადაც აქამდე გიმოგზაურიათ, რომელიც ყველას წარმოდგენაში რჩება როგორც განსაცვიფრებელი არქიტექტურის, უგემრიელესი კერძების და ყველაზე თბილი და სტუმართმოყვარე ხალხის სახლი. 

 

ნამდვილი გართობა იწყება მას შემდეგ, რაც აია სოფიას წინ აღმოჩნდებით ცხელი და ტკბილი ჩაის დასალევად. რაც შეეხება კერძებს, მათი გემო ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვებათ! 

 

თურქული სამზარეულო ოსმალეთის, ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლურ ტრადიციებისა და ბალკანეთის მემკვიდრეობას ეყრდნობა. ეს ნიშნავს იმას, რომ გემოს აფეთქებას ყოველ ლუკმაზე იგრძნობთ. კერძები და საჭმელები, გემრიელი საუზმე და ღვთიური სურნელის მქონე ქუჩები ყველა ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ.

 

ყოველთვის ისმის კითხვა: რომლეი უკეთესია, სტამბოლის აზიური მხარე თუ ევროპული?

 

ორივე, ორივე კარგია! აღსანიშნავია, არის გამორჩეული განსხვავება ევროპულ და აზიურ მხარეებს შორის, რაც მათ კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 

 


 

ფერადი არქიტექტურა, ფანჯრებიდან გადმოფენილი ტანსაცმელი, დროს გასატარებლად სახლის წინ გამოსული ადგილობრივი უხუცესები და მოდური კვარტლები საუკეთესო ღამის ცხოვრებით სტამბოლს ნამდვიალად საუკეთესო ადგილად აქცევს სასწორებისთვის.

 

სტამბოლში გამგზავრებას თქვენ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. პირდაპირი რეისები კი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ხორციელდება. 

 

დაგეგმეთ საუკეთესო მოგზაურობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ეწვიეთ ამ დაუვიწყარ ქალაქს, სადაც  სიამოვნებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე მიიღებთ ქალაქის ჯადოსნური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ მოქცეული.

 

ხოლო, თუ მოგზაურობის დაგეგმვა მარტივად გსურთ, ამისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევა:

 

ავიაბილეთბის დასაჯავშნად გამოიყენეთ საძიებო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ერთ სივრცეში გადახედოთ ყველა ავიაკომპანიის შემოთავაზებულ რეისებს და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით.


სწორედ ასეთ საძიებო სისტემას გთავაზობთ ავია.ჯი , რომლის მეშვეობითაც თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ აარჩიოთ თქვენს მოთხოვნილებებზე მორგებული რეისები და გაიმარტივოთ მოგზაურობა.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
როდის უნდა მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე?
დასახელებულია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორისაც იბადებიან მილიონერები
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
6 არაჩვეულებრივი, მაგრამ მოქმედი რჩევა ფულის მოზიდვისთვის
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
თხის რქის ქვები