ბლოგი

მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...

მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...

ფეისბუქზე გაზიარება

მათთვის მთავარია საკუთარი სურვილები და მისწრაფებები...

არსებობს სხვადასხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ მიდიან ადამიანები ღალატის გადაწყვეტილებამდე. თუმცა, ზოგიერთი, უმიზეზოდაც აკეთებს ამას. ერთგულება ასეთი ადამიანებისთვის - ცარიელი სიტყვებია. პირადი ინტერესები და სურვილები კი პრიორიტეტული...

ამ სტატიაში საუბარი იქნება სწორედ ზოდიაქოს იმ ნიშნის წარმომადგენელ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი ზემოთთქმული ეხება.

 

მორიელი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალებისთვის, პირველ ადგილზე დგას ძლიერი გრძნობები, ხოლო ისეთი პირობები, როგორიცაა ქორწინება და ერთგულება, მათ არ აღელვებთ. ქალი მორიელები მუდმივად საჭიროებენ ახალ შთაბეჭდილებებს და თავგადასავლებს. ერთი ადამიანის მიმართ ერთგულების შენარჩუნება, იშვიათ მათგანს ეხერხება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოფილი პარტნიორის მიმართ, გრძნობები განელებულია. თუმცა, დაქორწინების შემთხვევაში, ქალი მორიელები ძალიან დიდი სიფრთხილით და ყურადღებით უდგებიან ოჯახს და ნებისმიერი სახის ინტრიგა, თუ მსგავს რამეს ადგილი ექნება, მათი მხრიდან საგულდაგულოდ დაიმალება.

 

ქალწული

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს არ შეუძლიათ ბობოქარი რომანების, ფლირტის და ინტრიგების გარეშე ცხოვრება. თუმცა, ხანგრძლივი პერიოდით ერთ პარტნიორთან ურთიერთობას ერიდებიან. ქალი ქალწულები, ყოველგვარი სინანულის გარეშე წყვეტენ ურთიერთობას და ტოვებენ მას წარსულში ისე, რომ უკან არ უბურნდებიან. მაგრამ, როდესაც ისინი კანონიერ ქორწინებაში შედიან, მეუღლეს არ ღალატობენ რამოდენიმე მიზეზის გამო: პირველი - ქალწული ქალისთვის მნიშვნელოვანია რეპუტაცია; მეორე - ღალატი მისთვის უპატიებელი რამ არის და ამას საკუთარი თავის მიმართაც ითვალისწინებს; რაც შეეხება ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, როცა პარტნიორისთვის სამაგიეროს გადახდა სურს. თან, პარალელურ ურთიერთობას ისე კარგად შენიღბავს და დამალავს, რომ ოჯახის დანგრევისთვის არანაირი მიზეზი არ იქნება.

 

ტყუპები

 

ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები, ყველაზე მეტად ვერ იტანენ უღიმღამო ცხოვრებას, მოწყენილ სარამოებს და მომაბეზრებელ საუბრებს ერთი და იგივე ადამიანთან. ასეთი მონოტონურობისა და ერთფეროვნებისგან, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი ქალები, ხშირად ცდილობენ თავის არიდებას, გაქცევას და შესაბამისად, ისეთი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენას, რომელიც მზად არის მათ ცხოვრებაში მოაწყოს ნამდვილი დღესასწაული და გრძნობების ბუმი.

 

მერწყული

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები ვერ იტანენ, როცა სხვა ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი აზრი ან აიძულოს მის დაკრულზე იცეკვოს. ეს ადამიანები, საკმაოდ არაპროგნოზირებადი პიროვნებები არიან, რომლებიც ამჯობინებენ, რომ ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ. ამ მიზეზით, ისინი ყოველთვის თავად წყვეტენ, წავიდნენ ღალატზე თუ არა. თუ ინტრიგისთვის სერიოზული მიზეზები არ არსებობს, ამ გადაწყვეტილებას არც მიიღებს... მაგრამ, თუ მცირედი მიზეზი მაინც მიეცა, მას ვერავინ გააჩერებს. მერწყულები, განსაკუთრებით ქალები, ძალიან თავისუფლების მოყვარულები არიან. თუ მათ უფლებებს ვინმე შელახავს ან შეზღუდავს, ერთგულების მოლოდინი მათგან აღარ უნდა იქონიონ. თუ ქალი-მერწყული მეუღლეს ღალატზე გამოიჭერს - სამაგიეროს, აუცილებლად იგივე ფორმით გადაუხდის! თუმცა, ისეც ხდება, რომ ქალი მერწყულები, სრულიად უმიზეზოდაც ღალატობენ და ამ ნაბიჯს თავადაც ვერ უძებნიან ახსნას...

 

თხის რქა

 

თხის რქა-ს ნიშნით დაბადებული ქალები, რომანტიკულ ურთიერთობებში პირველ ადგილზე აყენებენ საკუთარ კომფორტს და სიამოვნებას. გრძნობები კი მათთვის მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, მათთვის უცხო არ არის ანგარებიანი ქორწინება. ხოლო იქ, სადაც სიყვარული არ არის, ქალი თხის რქასთვის ღალატიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების საფუძველი ნამდვილი სიყვარულია, ღალატს ასეთ დროს ადგილი არ ექნება მათი მხრიდან. თუმცა, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება იყოს გამონაკლისი. ფაქტია, რომ ქალი თხის რქა, ადვილად ეძლევა ვნებათაღელვას და როცა ის მოეძალება, ვერანაირად ახერხებს მასთან გამკლავებას, სანამ საწადელს არ აისრულებს...

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
თქვენი ცხოვრება ეს-ესაა შეიძენს ახალ განზომილებას: ნიშნები, რომლებიც მოასწავებენ ცვლილებებს
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვის საქმეში მუდმივად ყოფენ ცხვირს