ზოდიაქოს ეს ნიშანი რიგით მეცამეტეა, თუმცა დღეისათვის ცნობილ 12 ნიშანს შორის რატომღაც არ მოხვდა.
მითოლოგიაში, გველისმჭერის ანალოგი ღვთაება არის ასკლეპოსი, აპოლონის ვაჟი, რომელსაც შეეძლო მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენა. აიდმა, იცოდა რა, როგორ შესაძლებლობებს ფლობდა ასკლეპოსი, დაარწმუნა ზევსი, რომ მოეკლა ის ელვით. ზევსვმა ის მოკლა და გადაწყვიტა მკვდარი ასკლეპიასთვის ადგილი მიეჩინა ვარსკვლავებს შორის.
გველისმჭერის თანავარსკვლავედი ცნობილია უძველესი დროიდან და ლათინურად მისი სახელწოდება არის «Serpentarius», რაც ნიშნავს გველის მატარებელ ადამიანს. ის იმ 48 თანავარსკვლავედს შორის არის, რომელიც აღწერა ფთოლემეოსმა. გველისმჭერი გამოსახულია მამაკაცად, დიდი ზომის გველთ ხელში, რომელიც მის სხეულს ორად ყოფს. ასკლეპოსის გველი დღეს სამედიცინო სფეროს ნიშანს წარმოადგენს. ასტროლოგებმა ფორმალურად არ ჩართეს გველისმჭერი ზოდიაქოს წრეში, რადგან მზე ამ ნიშანში მხოლოდ 19 დღე იმყოფება. მათ ივარაუდეს, რომ მორიელის თანავარსკვლავედი პირდაპირ გადადის მშვილდოსანში, თუმცა, ეს ასე არ არის. მორიელის ასტრო-პერიოდის შემდეგ, მზე 19 დღის მანძილზე იმყოფება გველისმჭერის თანავარსკვლავედში მანამ, სანამ მშვილდოსანში გადავა.
ზოდიაქოს ნიშნები მთლიანობაში წარმოადგენენ მზისთვის ერთგვარ ბილიკს, სავალ გზას, რომელსაც ის ცაზე გადის ერთი წლის მანძილზე. ეს ნიშნები, სინამდვილეში არის სხვადასხვა თანავარსკვლავედი, რომლებიც იკავებენ ზეციურ სივრცეს, ხოლო მზე ეტაპობრვად გადადის ერთიდან მეორეში. თორემეტი ზოდიაქოს ნიშანი, ანუ თორმეტი თანავარსკვლავედი, ყველა ჩვენგანისთვის კარგად არის ცნობილი, ხოლო მეცამეტეს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფაქტიურად არავინ არ იცნობს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს უკავშირებენ იმხოტეპის სახელსაც. ეს იყო მამაკაცი, რომელიც ეგვიპტეში, ჩვ.წ.აღ.-მდე 27-ე საუკუნეში ცხოვრობდა, და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამავე პერსონაჟთან ძალიან ბევრი საერთო აქვს იუდეველი იაკობის შვილს - იოსებს. იმხოტეპს მიაწერენ უამრავ მიღწევებს, მათ შორის სამედიცინო სფეროში. ითვლება, რომ მან კაცობრიობას გამოჯანმრთელების უნარი მისცა. გველის ნიშანი, რომელიც დღეს მედიცინის სფეროს ლოგოა, თავიდანვე დაკავშირებული იყო იმხოტეპის სახელთან. საინტერესო ისტორიული კვეთა კი ისაა, რომ ძველი ბერძნებისთვის იმხოტეპი ცნობილი იყო სწორედ ასკლეპოსის სახელით. ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები აღწერს მითოლოგიაში ცნობილ სამივე გმირს - იმხოტეპს, ასკლეპოსს და იოსებს. ამ სტატიაში მოყვანილი ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც აერთიანებს ზემოთ ნახსენებ სამ მითოლოგიურ გმირს, შედგენილია ბეტი როდოსის მიერ.
სიზმრების ახსნის უნარი, უტყუარი წინათგრძობა
წარმატებისა და ბედნიერების მოზიდვის უნარი
მაღალი იდეალების მქონე ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში მუდმივად ეძებს სიმშვიდეს და ჰარმონიას
მედიცინისა და მეცნიერების შესწავლისა და ღრმა ცოდნის უნარი
ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ და სიბრძნის გაღრმავებისკენ. აქვს ხელმძღვანელობის უანრი და აძლიერებს გარშემომყოფებს
არქიტექტორი, მშენებელი, სიმაღლეებისკენ მისწრაფების სურვილის მქონე.
ფინანსური და საგადასახადო საქმის კარგი მცოდნე
ასტროლოგიის მიმართ დიდი მიდრეკილების უნარი, არის კარგი ექსტრასენსი
ოჯახს გვიან ასაკში ქმნის, მაგრამ მისი ოჯახი დიდი და მყარია
მისთვის წარმატების მომტანია ციფრი - 12
იდუმალი მტრები ჰყავს ოჯახსა და ახლო გარემოცვაში
არის შესანიშნავი მშობელი
ცხოვრებაში უმაღლესი თანამდებობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ მარადიული ხსოვნა უწერია
ბრძენი და გენიალურია
უყვარს ღია ფერის სამოსი, ძირითადად კუბოკრული
ვერძი = 19 აპრილი – 13 მაისი
კურო = 14 მაისი – 19 ივნისი
ტყუპები = 20 ივნისი – 20 ივლისი
კიბო = 21 ივლისი – 9 აგვისტო
ლომი = 10 აგვისტო – 15 სექტემბერი
ქალწული = 16 სექტემბერი – 30 ოქტომბერი
სასწორი = 31 ოქტომბერი – 22 ნოემბერი
სკორპიონი = 23 ნოემბერი – 29 ნოემბერი
გველისმჭერი = 30 ნოემბერი – 17 დეკემბერი
მშვილდოსანი = 18 დეკემბერი – 18 იანვარი
თხის რქა = 19 იანვარი – 15 თებერვალი
მერწყული = 16 თებერვალი – 11 მარტი
თევზები = 12 მარტი – 18 აპრილი