ბლოგი

ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა

ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა

ფეისბუქზე გაზიარება

«ჩემი საიდუმლო ძალიან მარტივია: ნათელი მხოლოდ გულია. ყველაზე მთავარს თვალებით ვერ დაინახავ», – ანტუან დე-სენტ ეგზიუპერი.

ზოგჯერ იმისთვის, რომ რამე დაინახოთ, უბრალოდ უნდა დახუჭოთ თვალები და გახსნათ გული. ეს ერთადერთი გზაა იმის გასაგებად, სინამდვილეში რა არის თქვენთვის მთავარი ამ ცხოვრებაში. ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გააქტიურებთ თქვენს შინაგან ხედვას და დააკმაყოფილებთ გულის სურვილებს, ჰორიზონტები გაფართოვდება და ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.

ნევროლოგების აზრით, ადამიანის ტვინი დღეში დაახლოებით 50 000 აზრს გამოიმუშავებს. თუმცა, მათი უმრავლესობა არის მექანიკური და მუდმივად განმეორებადი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვამუშავებთ უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციას, სულ უფრო ხშირად ვართ ფსიქოლოგიურად დაცლილი. თან იმდენად დატვირთული ვართ გარშემო მიმდინარე პროცესებით, რომ უნებლიედ ვახდენთ საკუთარი შინაგანი სამყაროს მდგომარეობის უგულებელყოფას.

ზოგჯერ ჩვენ ვიძირებით საკუთარ ფიქრებში, რასაც მივყავართ საკუთარი პრიორიტეტების უგულებელყოფამდე და ვწყვეტთ შინაგანი ხმის მოსმენას. ჩვენი მზერა იმდენად მკაცრად არის მიპყრობილი გარე სამყაროზე, რომ „ემოციურად ხელმოკლე“ ვხდებით და შესაბამისად, გვჭირდება დამატებითი საშუალება საკუთარი ბედნიერების საპოვნელად.

 

როცა თვალები იღლება ყურებით

 

გჯერათ თუ არა, ფაქტია, რომ ადამიანის გონება მიეჩვია შიდა კონფლიქტებს. ტვინს მუდმივად უწევს კონკრეტული სიტუაციაზე და მის მიერ გამოწვეულ სტიმულებზე მორგება. ჩვენ განვიცდით ზეწოლას სამსახურში, გვაქვს პრობლემები სახლში, გაგვაჩნია პირადი მისწრაფებები, ჩართული ვართ სოციალურ ურთიერთობებში - გარშემო ყოველთვის არის უამრავი პრობლემა, რომელსაც სჭირდება გადაჭრა, ემოციები, რომლებიც უნდა ვმართოთ, ჩავარდნები, რომლებიც უნდა შევავსოთ და ცხოვრებისეული „ხანძარი“, რომელიც უნდა ჩავაქროთ.

ყველა ამ გარემოებით წარმოქმნილი ფსიქოლოგიური დატვირთვა შეიძლება იყოს მუდმივი და ძალიან მძიმე. სწორედ ამის შემდეგ სტრესი იწყებს ტვინის მუშაობაზე გავლენის მოხდენას, რადგან თვალებს ამ დროს უკვე დაკარგული აქვთ ფოკუსი. ისინი კარგავენ პიროვნების ქვეცნობიერში ჩახედვის უნარსაც და ვეღარ აანალიზებენ, თუ რა არის ცხოვრებაში რეალურად მნიშვნელოვანი.

საინტერესო ფაქტია ის, რომ თუ თქვენ სტრესის ან შფოთვის გრძელვადიან პერიოდს გადიხართ, ნუშისებრი სხეული, რომელიც ტვინის შემადგენელი ნაწილია და პასუხისმგებელია შიშსა და ემოციებზე, იწყებს ზომაში შემცირებას. ეს სტრუქტურული ცვლილება პირდაპირ მოქმედებს პრეფრონტალურ ქერქზე, რომელიც უკავშირდება ტვინის უფრო რთულ ფუნქციებს, როგორიცაა ცნობიერება, კონცენტრაცია და გადაწყვეტილების მიღება.

ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქმე გვაქვს შფოთვასთან, სტრესთან და გამაღიზიანებელ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან, სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარება რთული ხდება. თავის ტვინის სტრუქტურაში მცირე ცვლილებები იწვევს ჩვენსა და ჩვენს ცნობიერებას შორის უხილავი კავშირის შეწყვეტას.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ტვინის ნეიროპლასტიკურობისა და საკუთარი სტრუქტურის დამოუკიდებლად შეცვლის ფარული უნარის შესახებ.  ვარჯიშების საშუალებით, როგორიცაა: მედიტაცია, ცნობიერების ტრენინგი და სხვა სტრატეგიები, ჩვენ შეგვიძლია კონცენტრაცია დავაბრუნოთ საკუთარ შინაგან სამყაროზე.

 

მადლიერი გონება - მშვიდი გონებაა

 

მადლიერი გონება - კარგად დასვენებული გონებაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეამჩნიოთ ის რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს ცოტა დაუჯერებელი ჩანს, რადგან ჩნდება შეკთხვა: როგორ შეიძლება მადლიერი იყოთ, თუ უკმაყოფილებას, მწუხარებას, ან გულგატეხილობას გრძნობთ? სწორედ ამიტომ, პირველი ლოგიკური ნაბიჯი არის საკუთარი თავის ყველანაიარი შინაგანი კონფლიქტისგან განთავისუფლება.

ემოციური ბრძოლების დასრულებისას, თქვენ იგრძნობთ სუფთა შინაგანი ენერგიის ნაკადს, რომელიც საჭიროა თავისუფალი იყოს ნებისმიერი გარე შეზღუდვებისა და სირთულეებისგან.

თითოეულ ჩვენგანს სურს ბედნიერება, სიმშვიდე და პოზიტიური ემოციები ტანჯვის გარეშე მოიპოვოს. მაგრამ უნდა გესმოდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: წვიმის გარეშე ცისარტყელა არ არსებობს.

 

დახუჭეთვალები იმისათვის, რომ დაინახოთ

 

თავდაპირველად ისწავლეთ აზრების გაკონტროლება. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ისინი პირდაპირ იმოქმედებენ თქვენს ემოციებსა და რეალობის აღქმაზე. შეეცადეთ მოიქცეთ შემდეგნაირად:

  • დახუჭეთ თვალები და გაათავისუფლეთ საკუთარი გონება პირობითი დაძაბულობისაგან, რომელიც ჩნდება შემდეგი ფიქრების წარმოშობისას: „იქ რომ ვყოფილიყავი“, „ეს რომ გამეკეთებინა“, „ბედნიერი ვიქნები, მხოლოდ მაშინ, როცა მისგან მივისმენ, რომ ვუყვარვარ“, „ამის შემდეგ თავს უკეთ ვიგრძნობ ” - და ასე შემდეგ.

 

  • თვალებდახუჭული დაპირდით საკუთარ თავს, რომ ისაუბრებთ აწმყო დროში: “მე მინდა”, ”მე შემიძლია”, ”მე ვაპირებ” და ა.შ.

 

  • არ დატოვოთ გონება ცარიელი, დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ გააცნობიეროთ სინამდვილეში რა არის მთავარი ცხოვრებაში. ეს არამარტო შეუძლებელია, არამედ უსარგებლოც. გონება უნდა იყოს სავსე პოზიტიური, შთამაგონებელი და სასარგებლო აზრებით.

 

  • იფიქრე პოზიტიურად. აზროვნების ეს სტილი არ დაგაბრმავებთ სინამდვილისა და რეალობის წინაშე. უფრო მეტიც, ეს თქვენს გონებასა და სულს შემატებს თავდაჯერებულობას და გაარღვევს უარყოფითი ან შემზღუდვი აზრების ნაკადს.

უბრალოდ სცადეთ. გამოიყენეთ თვალების დახუჭვის პრაქტიკა იმისათვის, რომ საბოლოოდ გაანათოთ საკუთარი შინაგანი სამყარო და დაიკმაყოფილოთ ისეთი ემოციური მოთხოვნილებები, რომლებსაც არასოდეს აქცევდით ყურადრებას, როგორც ძველ სათამაშოებს.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
დაშორების იდეალური მეთოდები
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს
ამის ყველას ეშინია: ყველაზე ცუდი, რაც ადამიანებს ახასიათებთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის კიბო საუკეთესო საყვარელი, ცოლი და ქმარი
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო