ბლოგი

შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება

შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება

ფეისბუქზე გაზიარება

არ შეგეშინდეთ, უარი თქვათ წარსულსა და არასაჭიროზე, რათა ჯილდოს სახით რამე უკეთესი მიიღოთ.

 

სრულიად შესაძლებელია, რომ ყველაფერს ვერ მიაღწიეთ, რაც დაგეგმილი გქონდათ ცხოვრების ამ ეტაპისთვის. არ გაგიცრუვდეთ იმედი. ასე იმიტომ ხდება, რომ ღმერთი გაკვეთილს გაძლევთ: არ იცხოვროთ მოლოდინებით. თავიდან აიცილეთ დროის ჩარჩოები.

 

თუ მეორე ნახევარი არ გყავთ, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი ნამდვილი სიყვარულის გაგებაში გეხმარებათ. ეს არის თქვენი დამოკიდებულება მეგობრების, ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს ის ვნებაა, რომელსაც გრძობთ ამ ადამიანებთან ერთად დროის გატარებისას, მუშაობისას და დასვენების მომენტში.

 

შესაძლოა, ღმერთს უნდა, გასწავლოთ, როგორ იცხოვროთ მხარდაჭერის გარეშე, რათა თქვენი პოტენციალის აღმოჩენა და მოგზაურობებისთვის დროის დათმობა შეძლოთ. თქვენ გაქვთ დრო თქვენი სულის და ცნობიერის შინაგანი სიღრმეების შესწავლისთვის. შესაძლოა, სასიყვარულო მიჯაჭვულობა- ეს ის არაა, რაც გჭირდებათ. რადგანაც,  დამოუკიდებლად ცხოვრება ჯერ კიდევ სასწავლი გაქვთ, სანამ თავის თავზე სხვა ადამიანის პასუხისმგებლობას აიღებთ.

 

შესაძლოა, მსგავსი გაკვეთილები უკვე არაერთხელ გამეორდა, რადგანაც თავის მაღლა დაჭერა და წარუმატებლობის დროს მედგრად ყოფნა უნდა ისწავლოთ. ცოტახანში გაიგებთ, როგორ უნდა შეეგუოთ იმედგაცრუებებს და ძალისხმევა დაატანოთ იმისთვის, რომ ისევ არ გაგიცრუვდეთ იმედი.

 

შესაძლოა, ღმერთი გეხმარებათ, მხოლოდ თქვენი მიზნებით არ იყოთ შეპყრობილი, რათა გარკვეული საგნების სერიოზულობა და მნიშვნელობა არ გააზვიადოთ. შესაძლოა, მხედველობიდან ყველაზე უბრალო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი  საგნები გრჩებათ. მათ კი შეუძლია თქვენი ცხოვრების მეტი სიხარულით ავსება. მიიღეთ ის ფაქტი, რომ ცხოვრება არ არის უსასრულო და უნდა დააფასოთ ის, რაც გაქვთ ახლა.

 

შესაძლოა,  ჯერ კიდევ არ მიგიღწევიათ სასურველისთვის, რადგანაც არ გისწავლიათ შეგუება და პატიება. არ შეგეშნდეთ, უარი თქვათ წარსულსა და არასაჭიროზე, რათა ჯილდოს სახით რამე უკეთესი მიიღოთ.

 

შესაძლოა,  ზედმეტად  დამოკიდებული ხართ წესრიგსა და დროზე, რომლებიც თქვენს განვითარებას აფერხებენ. უნდა გაიგოთ, რომ ზედმეტი კონტროლი ისეთივე მავნებელია, როგორც არეულდარეული ცხოვრება.

 

შეიძლება ისეც იყოს, რომ ღმერთი რაღაცას გადადებს იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ ჩადებული შრომის მნიშვნელობა, და რომ დააფასოთ ის, რასაც შემდგომში მიიღებთ. შესაძლოა, მას უნდა, რომ მადლიერი ადამიანი დარჩეთ, რომელმაც სწორად იცის იმის მიღება, რასაც ბედი ჩუქნის.

 

შესაძლოა, ღმერთს სურს, რომ მიიღოთ დრო თქვენი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის, და რომ ახალ ადამიანებს შეხვდეთ,  ახალი იდეები და ოცნებები გაგიჩნდეთ, რომლებიც ადრე მიუღწეველი გეჩვენებოდათ. შესაძლოა, დღევანდელი მუშაობა- ეს ის არ არის, რაც გჭირდებათ, და  თქვენს თავს გარკვეული გარემოებებით ზღუდავთ, თუმცა ამის შეცვლა შეგიძლიათ.

 

შესაძლოა, ღმერთს უნდა, რომ საკუთარი თავი და მთლიანად სამყარო გიყვარდეთ, რადგან ცხოვრება არასდროს იქნება იდეალური. და არ უნდა ელოდოთ რაღაცას მხოლოდ იმ იმედით, რომ ეს ამ წესს შეცვლის.

 

შესაძლოა, ღმერთი მოთმინებას გასწავლით. ამ ცხოვრებაში ყველაფერი თქვენი ძალაუფლების ქვეშ არ არის. მაგრამ სასურველის მიღწევა მოთმინების დახმარებით შეგიძლიათ, რადგანაც ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ღმერთის ხელშია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაცული გათვალვისგან
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მეწყული
ვენერა ჰოროსკოპში
5 რჩევა მარტოხელებისთვის