ბლოგი

5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ

5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ

ფეისბუქზე გაზიარება

ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როცა მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალა და სწორედ აქედან დაიწყებთ პიროვნულ ზრდას. თუმცა, ზოგჯერ განვითარებას და წინასვლას ახლავს ტკივილიც...

შესაძლოა არც კი დაკვირვებიხართ ცხოვრებასი მიმდინარე ცვლილებებს და გარდატეხებს, განსაკუთრებით კი მათ თანმდევ მოვლენებს. სწორედ ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ ცვლილებების, გარდატეხის და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყების წინაშე დგახართ.

1. ცხოვრება ძველებურად სიამოვნებას აღარ განიჭებთ

თუ გრძნობთ ნაკლებ ბედნიერებას, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გული მიგანიშნებთ წინსვლაზე, ცვლილებების განხორციელებაზე. 

შესაძლოა უკვე დადგა დრო, რომ პრიორიტეტებს გადახედოთ, მიზნები შეიცვალოთ ან მათი მიღწევის მეთოდები დახვეწოთ.

2. საკუთარი ქცევა გაზიანებთ

იმედგაცრუებასთან, ბრაზთან და სტრესთან გამკლავების მცდელობისას, თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ პირდაპირი კავშირი საკუთარი გრძნობებსა და ქცევას შორის.

თუ გამოსავალს ალკოჰოლის მიღებაში, ერთი ღამის ურთიერთობებში ან პრობლემებისგან გაქცევაში ხედავთ, ეს უკვე მიანიშნებს, რომ იდეალური მომენტი გაქვთ სერიოზული ცვლილებების განხორციელებისთვის. 

3. მეგობრული და რომანტიკული ურთიერთობები ჩიხში შევიდა

პარტნიორთან და მეგობრებთან თქვენი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თქვენ მათ უბრალოდ განსხვავებულად აღიქვამთ. 

თუ გეჩვენებათ, რომ ადრე უფრო ენდობოდით მათ, ახლა კი გრძნობთ, რომ მათთან ურთიერთობა ყველაზე ნაკლებად გსურთ - ეს მიანიშნებს, რომ დადგა დრო დაკავდეთ იმით რაც მოგწონთ და გაიცნოთ ახალი ადამიანები.

4. ყოველდღიური ცხოვრება არ გაკმაყოფილებთ

შესაძლოა, ადრე ხშირად იმზადებდით პოპკორნს და შეგეძლოთ მთელი დღე საყვარელი ფილმების ყურებაში გაგეტარებინათ. ახლა კი პირიქით, ეს ყველაფერი სიამოვნებას აღარ განიჭებთ და ამაში საინტერესოსაც ვერაფერს ხედავთ. 

მსგავსი მდგომარეობა მიანიშნებს, რომ დადგა დრო, მოძებნოთ რამე საინტერესო საქმიანობა ან ჰობი, რითაც თავისუფალ დროს დაკავდებით და სიამოვნებას მიიღებთ.

5. ურთიერთობაში ვერანაირ აზრს და ლოგიკას ვერ ხედავთ

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გარდატეხის და ცვლილების მომენტია - როცა თქვენ ურთიერთობას აღიქვამთ როგორც ერთ დიდ თამაშს. ასეთი დამოკიდებულების გაჩენა არის ნიშანი იმისა, რომ შინაგანად სრულიად აცდენილი ხართ არამარტო ჩვეული ცხოვრების რითმს, არამედ ჩვეულ კულტურასაც. 

კარგი იქნება, თუ გადახედავთ თქვენს ადგილს და სტატუსს იმ საზოგადოებაში, რომელთანაც ურთიერთობთ და დაფიქრდებით იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
„სიყვარულის მეფეები“ - მამაკაც ზოდიაქოს ნიშნებში
რა შეცდომებს უშვებენ თხის რქები ურთიერთობებში?
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2023 წლის ფინანსური ჰოროკოპი: ვინ გამდიდრდება?
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოველთვის იღებენ სასურველს
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
ვის, როგორ გადააქვს დაშორების ტკივილი?
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები