ბლოგი

გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით

გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

ნეგატიურ ადამიანებს შეუძლიათ გაანადგურონ ან ამოწურონ თქვენი ენერგია. ნუ მისცემთ მათ თქვენს „ზურგზე ტვირთად“ ჩამოკიდების უფლებას!
 

წარმოგიდგენთ ასეთი ადამიანების დახასიათებას, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, და აქვე გირჩევთ, რომ უმჯობესია შეზღუდოთ, თავი შეიკავოთ მათთან ურთიერთობისგან ან სულაც ამოშალოთ ისინიც თქვენი ცხოვრებიდან.

ვერძი

თქვენ პირველობის თანდაყოლილი მისწრაფება გაქვთ ყველა საკითხში, რომლითაც დაკავებული ხართ. ყველაზე ნაკლებად გჭირდებათ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს თავდაჯერებულობასა და წარმატებაში ეჭვს შეიტანენ, ან თქვენ დაგაეჭვებენ.

კურო

ინტუიცია არასოდეს გატყუებთ, თუმცა, საკუთარი ცხოვრებიდან უნდა ამოშალოთ ისინი, ვინც მუდმივად გატყუებთ და ანგრევს თქვენს სტაბილურობის შეგრძნებას. გარშემო შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ენდობით.

ტყუპები

მხიარული ადამიანი ხართ, რომელიც ფლობს გარკვეულწილად სტიქიურ ნატურას. ამიტომ, თქვენი ცხოვრებიდან მოიშორეთ ისინი, ვინც პოზიტიურ ენერგიას გართმევთ ან გაკრიტიკებთ იმის გამო, რომ დროის კარგად გატარება გეხერხებათ. გახსოვდეთ, რომ სრული უფლება გაქვთ იყოთ ის, ვინც ხართ და არავის აქვს უფლება მიგითითოთ ან გასწავლოთ, როგორ უნდა იცხოვროთ.

კიბო

თქვენ თამამად გამოხატავთ გრძნობებს ყველაფრის მიმართ, რაც გარშემო არსებობს - ეს თქვენი ბუნების ნაწილია. მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტი მათთან, ვინც ცდილობს შეგცვალოთ და მუდმივად გადანაშაულებთ ზედმეტი ემოციურობისთვის.

ლომი

თავდაჯერებული ადამიანი ხართ. ზუსტად იცით რა შეგიძლიათ და ამაყობთ საკუთარი მიღწევებით. მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავის და მიზნების რწმენა დაგაკარგვინონ.

ქალწული

თქვენ ღრმა ანალიზს უკეთებთ სრულიად ყველაფერს, რასაც ცხოვრების გზაზე ხედავთ. ასევე, ძალიან დიდი მიმღეობა გაქვთ ნეგატიური ადამიანების მიმართ. ამიტომ, საჭიროა მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და ჩამოიშროთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეცდომაში შეგიყვანონ ან ეჭვს ქვეშ დააყენონ თქვენი აზროვნების სტილი.

სასწორი

თქვენ დიდი უნარი გაქვთ არსებულ სიტუაციას სხვადასხვა მრიდან შეხედოთ და შეძლებისდაგვარად, ყოველთვის აირჩიოთ კომპრომისი. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ შეწყვეტთ ურთიერთობას კონფლიქტურ ადამიანებთან, ისეთებთან, რომლებიც კამათობენ მხოლოდ კამათისთვის და არა გადაწყვეტილების მოძებნისთვის.

მორიელი

გარკვეული სირთულეები გაქვთ ნდობის მხრივ. ამასთან, წარმოუდგენელი ინტუიციით გამოირჩევით - მიენდეთ მას. თუ გიჩნდებათ გრძნობა, რომ ვიღაც არასწორად ან უსამართლოდ იქცევა, როგორც წესი, ამაში არ ცდებით. ნუ გექნებათ ურთიერთობა მატყუარებთან, მაშინაც კი, თუ თავიდან სახელს მალავენ და მათთან კონტაქტი კომფორტული გეჩვენებათ.

მშვილდოსანი

თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, როგორც ჩიტი ზეცაში. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც გალიაში გამომწყვდევას გიპირებთ, მაშინაც კი, თუ ეს გალია მთლიანად ოქროსია...

თხის რქა

დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და ძალიან აფასებთ საკუთარ თვისებებს. ამიტომ, უსაფრთხო დისტანციაზე დადექით მათგან, ვინც შურის გამო ცდილობს ნიველირება გაუკეთოს თქვენს მიღწევებს და შესაძლებლობებს.

მერწყული

ყველაფერზე მეტად საკუთარ დამოუკიდებლობას აფასებთ. ამიტომ, გვერდი აუარეთ ყველას, ვინც ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელ სივრცეს არ გიტოვებთ. ნამდვილად არ ღირს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ვერ ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პერიოდულად მარტო, საკუთარ თავთან დარჩენა.

თევზები

თქვენ ყველაზე სასიამოვნო, მგრძნობიარე და კეთილი ნიშანი ხართ ზოდიაქოს თანავარსკვლავედში. ხშირად, საკუთარ გრძნობებზე მაღლა აყენებთ სხვებისას. უბრალოდ შეზღუდეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ცდილობს თქვენი გულისხმიერება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი სურვილების ასრულება შეუძლია 2023 წელს წყლის შავ კურდღელს?
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
სტიქიების მიმოხილვა
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი სიმსუქნისკენ
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს