ბლოგი

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?

ფეისბუქზე გაზიარება

შვებულება — მოდუნების, ძალების აღგენის და სასიამოვნო დასვენების დროა, თუმცა, არა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ზოგიერთისთვის, შვებულებაშიც კი აუცილებელია მუშაობა და ყოველდღიურ საკითხებზე ფიქრი. თუ სიტუაცია ნაცნობია თქვენთვის, შესაძლოა ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალშიც იპოვოთ საკუთარი თავი, სადაც წარმოდგენილია ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც არასოდეს ისვენებენ და დუნდებიან შვებულებაშიც კი.

 

ვერძი

ვერძები ცნობილი არიან შეუპოვრობით და პასუხისმგებლობით, რაც შვებულების დროსაც ვლინდება. თქვენთვის რთულია მოწყდეთ საქმეებს და მუდმივად ნოუთბუქი ან მობილური გიჭირავთ ხელში, რათა შეამოწმოთ ელ-ფოსტა, გქონდეთ ინფორმაცია იყოთ საქმის კურსში. თქვენთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ შვებულება — არამარტო გარემოს შეცვლაა, ის ძალების აღდგენისთვის და რეალურად მოდუნებისთვის არის საჭირო. მიმართეთ მედიტაციას, დატკბით ბუნებით და მიეცით საშუალება საკუთარ თავს დაისვენოთ ყოველდღიური საზრუნავისგან.

 

ტყუპები

ტყუპებისთვის შვებულება ხშირად ემსგავსება რუტინას და კიდევ უფრო დიდ სტრესს იღებენ, ვიდრე სამუშაო პერიოდში. მომზადება, დაგეგმვა, გამგზავრება — ყველაფერი ეს, ძალიან დამღლელია. თქვენთვის რთულია შვებულებით დატკბობა ყოველდღიური საზრუნავისა და სტრესის გამო, რაც მოგზაურობას უკავშირდება. შეეცადეთ მიდგომა შეცვალოთ: ნუ დაგეგმავთ შვებულების და დასვენების ყოველ წუთს და დატოვეთ ადგილი სპონტანურობისთვის. აირჩიეთ შედარებით მშვიდი ადგილი დასასვენებლად და მინიმუმადე დაიყვანეთ სტრესი, რომელსაც იწვევს მგზავრობა. შესაძლოა ეს დაგეხმაროთ და ამის შემდეგ შეიგრძნოთ ნამდვილი შვებულების გემო.

 

ქალწული

ქალწულები ყოველთვის ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ ყოველი შვებულებისგან. გეგმავენ მსუყე “პროგრამას” და სურთ, რომ ყველაფერი ნახონ და გასინჯონ. სწორედ ამიტომ, დასვენების ნაცვლად, გრძნობენ კიდევ უფრო მეტ დაღლილობას. ნუ შეგეშინდებათ რაიმეს გამოტოვების იმ გრძელი სიიდან, რომელიც წინასწარ შეადგინეთ — ზოგჯერ სჯობს კონცენტრირდეთ რამოდენიმე საუკეთესო ადგილზე ან ღირსშესანიშნაობაზე და მხოლოდ ისინი მოინახულოთ. მიეცით საკუთარ თავს შესვენების, ნელი ტემპით მოქმედების საშუალება და ნახავთ, რომ შესაძლებელია ნებისმიერი მომენტით დატკბეთ, შეიგრძნოთ ატმოსფერო და დაკავებული არ იყოთ მხოლოთ პუნქტების მონიშვნით თქვენს გრძელ სიაში.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის შვებულება ხშირად ასოცირდება ერთფეროვნებასა და მოწყენილობასთან. ვერ პოულობენ ბედნიერებას აუზთან უბრალოდ წოლასა და ქალქის დათვალიერებაში. თქვენ გჭირდებათ თავგადასავლები, ახალი შთაბეჭდილებები და უჩვეულო აქტივობები. იმისათვის, რომ თქვენი შვებულება ნამდვილად გასართობი იყოს, დაგეგმეთ ის თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე: მოსინჯეთ სპორტის ექსტრემალური სახეობები, შეისწავლეთ და დააგემოვნეთ ახალი სამზარეულო ან მოინახულეთ უნიკალური ღირსშესანიშნაობები. ახალი გამოცდილება და ემოციები — აი რა გახდის თქვენს შვებულებას ნამდვილად დაუვიწყარს!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
ნატალური რუკა
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი
17 საინტერესო ფაქტი ვერძების შესახებ
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ღალატობენ მეგობრებს
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ