კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ვერძის ქვები

ვერძის ქვები

ფეისბუქზე გაზიარება

ვერძის ქვები

ლეგენდის თანახმად, ვერძმა გადაუფრინა ზღვას ბედნიერების ძიებაში. ნუ თუ შეიძლება ჰქონდეს ამ ზოდიქოს ნიშანს ნაკლებად გლობალური გეგმები? მათ სწყურიათ მეტი გმირობა! „რაც ადამიანის ძალაშია, გპირდებით“,- თქვა შექსპირმა. და თუ ამბიციურ ვერძს მიუნდება მეტის გაკეთება, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის ძალაშია? თუ მას ასევე სჭირდება ზღვის გადაფრენა, ციხედარბაზის აშენება, მიუდგომელი პრინცის (პრინცესის) დაპყრობა? დამხმარეების გარეშე აქ არ გამოვა. ასეთი დამხმარეები ვერძისთვის არიან თილისმები: ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები.

ვერძის ძირითადი ქვები-თილისმები: ალმასი, ლალი, საფირონი, ზურმუხტი, ამეთვისტო, აგატი, მთის ბროლი, ძოწი, სარდიონი, იასპი, ქარვა, ნეფრიტი, როდონიტი, ლილაქვა.

 

ვერძის ქვების მოკლე ძირითადი თვისებები

საფირონი - აძლიერებს მხნეობას და სულის შემადგენელს.

ზურმუხტი - ეხმარება ორმხრივი სიყვარულის მიღწევაში, გახდის ვერძის გრძნობებს უფრო მუდმივს, და მას- უფრო რომანტიულს.

ძოწი - იცავს უსიამოვნებებისა და ჭრილობებისგან.

ამეთვისტო - აწონასწორებს, იკავებს იმპულსიური ქმედებებისა და შეუკავებელი სიტყვებისგან.

მთის ბროლი -ეხმარება ვერძს არ დაუშვას შეცდომები, შეინახოს აზრების და გრძნობების სისუფთავე, იაროს სწორ გზაზე.

სარდიონი - არბილებს მრისხანებას, ეხმარება სიყვარულში.

აგატი ­­-ეხმარება წარმატების მიღწევაში სამსახურსა და სწავლაში, ცოდნის ან ოსტატობის საიდუმლოების შეთვისებაში.

იასპი - აღადგენს ძალებს, აძლევს ენერგიას, ეხმარება წარმატების მიღწევასა და აყვავებაში.

ქარვა - ამძაფრებს ვერძის ინტუიციას, მუხტავს სიცოცხლის მომცემი მზის ენერგიით.

ნეფრიტი - ჩუქნის აყვავებას და იღბალს

როდონიტი - ათავისუფლებს ვერძს ნეგატივისგან, ეხმარება კარიერაში

ლილაქვა - უზრუნველყოფს ვერძს გარშემომყოფების მხარდაჭერით.

 

ალმასი

ამბიციური ვერძი ყოველთვის ფართოდ ოცნებობს, მაგრამ იმის აღსრულება, რაზეც იოცნება, ყოველთვის არ შეუძლია.  თუმცა უკან დახევას არ აპირებს. წინააღმდეგობა ამ შემთხვევაში გადაწყდება მარტივად: ვერძების გეგმები მარტივდება. მაგალითად, თუ ვერძმა გადაწყვიტა წიგნის დაწერა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა, წიგნის მაგივრად ბროშურას შეადგენს. ალმასი სჭრდება ვერძს იმისთვის, რომ დარჩეს მტკიცე თავის განზრახვებში. ალმასის ძალით მხარდაჭერილი, ის არ უღალატებს თავის გრანდიოზულ გეგმებს და ჩაფიქრებულს აღასრულებს.

ლალი

ლალი-„ მსოფლიოს სისხლი“. ეს არის მეომრების ქვა, რომელტათვის ლალის ფლობა ნიშნავს როგორც ჭარბ სისხლს, ისევე მისი დაღვრის მცდელობას. ვერძი ტავისი ბუნებით მეომარია, ცაზე ყველა პლანეტისგან ის პირველი შეამჩნევს მარსს. ცხადია, ყველა ვერძი არ გაეშურება ომისკენ, მაგრამ კამათში ჩართვაზე არც ერთი არ იტყვის უარს. ყველა საქმეში ლალის თილისმა მიანიჭებს ვერძს დარწმუნებას და სიმტკიცეს, რაც გამარჯვებაში დაეხმარება.

ბევრი ასევე ადარებს ლალს მოელვარე გულს, რომელსაც სიყვარული ამოძრავებს. ვნებიანი ვერძი მზადაა შეუყვარდეს ყოველ წუთს. შეყვარებულ ვერძს ლალი დაეხმარება, შეიძინოს ორმხრივობა. ამას გარდა, ეს საოცარი ქვა ფლობს უნივერსალურ გავლენას ადამიანის ორგანიზმზე: ჰიპოტონიკებს ეხმარება აწიოს წნევა კომფორტულ დონემდე, ხოლო ჰიპოერტონიკებს ( რომელთა შორის ხშირად გვხვდება ენერგიული ვერძები) ეხმარება შეინარჩუნოს წნევა ნორმაზე.

საფირონი

საფირონი- მისტიკოსთა ქვაა. ის ხშირად ალამაზებს ხელისუფლების რეგალიებს, სიმბოლურად გამოხატავს არამხოლოდ ძალის უფლებას, არამედ სულის დიდებულებას. თუ ვისაუბრებთ საფირონის გავლენაზე ვერძზე, მაშინ შეიძლება ზოგადად ვთქვათ, რომ ხულიგნისგან ის ამ თილისმა-ქვის კეთილმოქმედი გავლენის შედეგად ხდება რაინდი. ბუნებით თავხედი ვერძი, საფირონის მხარდაჭერაზე დაყრდნობით, შეიძლება ავიდეს ფიქრის ისეთ სიმაღლეებზე, რომლებზეც სხვები ვერც კი ბედავენ იოცნებონ!

ზურმუხტი

ნაზი ვენერა და მეომარი მარსი- მითოლოგიაში ეს ორი ღვთაება , რომლებიც გამოხატავენ მამაკაცის და ქალის საწყისს, მჭიდროდ არიან დაკავშირებული. თილისმა-ქვებს შორის, რომლებსაც მფარველობსპლანეტა ვენერა, ითველბა ზურმუხტი. ამავე ქვაზე პრეტენზია აქვს მარსს. როგორ მოხერხდა  საპირისპიროების შეთავსება? პასუხი მარტივია: ვენერას და მარსს აერთიანებს ერთი გრძნობა-სიყვარული. ვერძს, რომელაც აირჩია თავის თილისმად ზურმუხტი, გაუმართლებს სიყვარულში. ცეცხლოვან, ძლიერ გრძნობას ქვა შემატებს სინაზეს და დელიკატურობას, რომელიც აკლია ბობოქარ ვერძს.

ძოწი

ჯვაროსანი, ლაშქრობაში წასვლისას, იცვამდა ძოწის ბეჭედს, და იცოდა: ძოწი- დამცველია, ის იცავს ჭრილობებისგან. ერთი მხრივ, მოუსვენარ ვერძს ძალიან გამოადგებოდა ასეთი თილისმა. თუმცა ძოწს აქვს სხვა მხარეც: ეს ქვა ბადებს მატერიალური ხასიათის ვნებიან სურვილებს. ვერძი ამის გარეშეც მოქცეულის ქარბუქიანი ვნებების ქვეშ. სჭირდება ვერძს ასეთი სურვილების კატალიზატორი? თავად უნდა გადაწყვიტოს.

ამეთვისტო

ამეთვისტოს მოაქვს სიმშვიდე, აწონასწორებს ცხელ თავებს. ვერძს ზოგჯერ არ შეუძლია დროულად გაჩერდეს, ამიტომ არ შეუშლის ხელს მსგავსი „ მუხრუჭი“. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამეთვისტოს თილისმას მოქმედება ყველასთვის ინდივიდუალურია. თუ ვერძი გრძნობს, რომ ამეთვისტოს გამოჩენესთან ერთად მან დაიწყო აწონ-დაწონილი საქციელის ჩადენა, და მის ოჯახში მშვიდობამ დაისადგურა, აქვს აზრი ენდოს ამ ქვას.

მთის ბროლი

ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ მთის ბროლი არა არაფერი სხვა თუ არა გაქვავებული ყინული. საუკუნეთა განმავლობაში ამ ქვის გამჭვირვალობა სიმბოლურად გამოხატავდა ჩანაფიქრების სიწმინდეს. მთის ბროლი დადებითად მოქმედებს ვერძზე, აძლიერებს მის კეთილშობილ ბიძგებს და არბილებს ავანტიურიზმს. თილისმა მთის ბროლით აჩვენებს ვერძს სწორ მიმართულებას ცხოვრებაში, შეცდომებისგან თავს დააღწევინებს და უპატიოსნო ხალხისგან დაიცავს.

სარდიონი

სარდიონიარბილებს მრისხანებას და მფარველობს შეყვარებულებს. ბობოქარ ვერძს ძალიან მოუხდება თილისმას ასეთი თვისება, რადგან ის არის ხოლმე მეომარი სიყვარულშიც! ფიცხი ვერძი ძეძლებს, თავი აარიდოს ბევრ უსიამოვნებასა და შეცდომას, თუ მას დაიცავს სარდიონი.

აგატი

აგატი- სატურნის ქვაა. თუმცა ქვის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცისფერი აგატი განცალკევებით დგას- ის ემორჩილება მთვარეს. აღორძინების ეპოქის დიდებული იტალიელი ოსტატები თვლიდნენ სწორედ აგატს თავის თილისმას. თუ ვერძს უნდა მიაღწიოს წარმატებას რომელიმე საქმეში ან ოსტატობის საიდუმლოებებს დაეუფლოს, აგატზე უკეთეს დამხმარეს ვერ ნახავს. გამონაკლისს შეადგენს ცისფერი აგატი: მთვარეს შეუძლია შეაცდინოს ნებისმიერი, და თუ მის ქსელში ვერძი მოხვდება, ის შეეცდება კარგად შეიყავნოს შეცდომაში. სწორედ ამიტომ ცისფერი აგატი- არ არის მისთვის შესაბამისი თილისმა.

იასპი

იასპი დაკავშირებული სიმდიდრესთან ნაყოფიერებით. ძველ დროში ეს ქვა იცავდა გვალვისგან, ჰპირდებოდა უხვ მოსავალს, რის გამოც გახდა სიმდიდრის სიმბოლო. იასპის ტვისება, მოიტანოს სიმდიდრე დაკავშირებულია ჯანმრთელობასთანაც: ეს ქვა ანიჭებს მფლობელს ძალას, აშორებს დაღლილობას. ენერგიულ ვერძს სწორედ ეს სჭირდება, რადგან მას შეუძლია იმოქმედოს რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში. თილისმა იასპით დაეხმარება მას, აღადგინოს ძალები, როცა ისინი ზღვარზეა, ასევე- მიაღწიოს კეთილდღეობას.

ქარვა

ქარვა მჭიდროდ არის დაკავშირებული მზის მაცოცხლებელ ენერგიასთან. თითქოს ჩანს, ენერგიულ ვერძს ბევრი სასიცოცხლო ენერგია აქვს, თუმცა ის უხვად ხარჯავს მას აქეთ-იქეთ, და მას რეგულარულად სჭირდება „დატენვისთვის“ ენერგეტიკული „ბატარეა“. ქარვა- შესანიშნავი თილიმსაა, რომელიც დაეხმარება ვერძს, აღადგინოს ძალების დაცემა.

ამას გარდა, არ შეიძლება დაგვავიწყდეს: ოქროსფერ ქარვას ახსოვს დინოზავრების ეპოქა და დედამიწის ახალგაზრდობა, ის აღვიძებს წინაპართა მეხსიერებას. ქვის  ეს თვისება უხდება ვერძს, ხშირად ხელმძღვანელობს ინსტინქტებით თავის ქცევაში. თანამედროვე მაცხოვრებელი ემორჩილება გონებას და ავიწყდება, რომ ზოგჯერ უნდა ვენდოთ ინსტინქტებს. ისინი დაეხმარნენ ვერძის წინაპრებს, გადარჩენილიყვნენ, მასაც დაეხმარებიან.

მაღლა ცაში, ვერძის ტანავარსკვლავედში, კაშკაშებს ვარსკვლავი ხამალი, თეთრი ვარსკვლავები შერატანი და მეზარტიმი. მათი სინათლე ხომ არ ირეკლება ლალსა და ალმასში, საფირონსა და ძოწში? ხომ არ გააბეს ვარსკვლავებს და ძვირფას ქვებს შორის ულილავი სიმები? ადამიანს, დაბადებულს ვერძის ნიშნის ქვეშ, მოუწევს დაუკრას ამ ვარსკვლავურ არფაზე თავისი ბედის მელოდია.

ნეფრიტი

ნეფრიტის გასაოცარ თვისებებზე ყველაზე კარგად მოყვებიან ჩინეთში. ამ ქვისგან სხვადასხვა ფიგურებსა აკეთებენ, თითოეულ მათგანს აქვს თავისი მნიშვნელობა. თუ ადამიანს ჩუქნიან ნეფრიტის აყვავებულ ატამს- მაშინ მიმღებს ელოდება დღეგრძელობა. თუ მჩუქებელს მოაქვს ნეფრიტის მანდარინი, მაშინ საჩუქრის მიმღებს „აპროგრამებენ“ ორმხრივ სიყვარულზე. ნეფრიტს მოაქვს თან აყვავება, სიმდიდრე, იღბალი. ყველაფერი ეს არ იქნება ზედმეტი ვერძისთვის.

როდონიტი

როდონიტს მოაქვს ვერძისთვის სარგებელი, თუ მას ენდობა. ეს ქვა ეხმარება ნათელი აზრების გენერირებაში და ნეგატივისგან თავის დაღწევაში. ამ ძლევამოსილი თილისმას მხარდაჭერასთან ერთად იცვლება მოსფლმხედველობა. ვერძს, რომელსაც არ უყვარს დამორჩილება, როდონიტის მეშვეობით შეუძლია მოიშოროს დაძაბულობა ოჯახური ურთიერთობისგან, მოაგვაროს ურთიერთობა უფროსობასთან. ასეთ მწყობრზე შესაძლებელია სრწაფი კარიერული აფრენა!

ლილაქვა

ლაზურიტს აკავშირებენ პლანეტა ურანთან. ვერძს გამოგონებების და ექსცენტრიულობის ენა ესმის. უფრო აშკარა იქნება მისთვის ლილაქვის დახმარება, რომელიც მფარველობს გამომგონებლებს. გამოგონების მნიშვნელობა, პროგრესში წვლილის შეტანა დამოკიდებულია უკვე უშუალოდ თავად ვერძის ძალისხმევაზე. ხოლო ადამიანების დახმარებას, რომლებზეც იქნება დამოკიდებული გამოგონების წინსვლა, მისთვის  უზრუნველყოფს თილისმა-ლილაქვა. ამას გარდა, ლილაქვის დახმარებით ვერძისთვის სასარგებლო იქნება გააგრილოს თავისი ცხელი ხასიათი.

 

საუკეთესო ქვის ფერები ვერძისთვის

წითელი, სტაფილოსფერი ფერი

მარსი უყურებს ვერძს, თავის მეურვეობის ქვეშ მყოფს, წითელი ქვების მეშვეობით.

  • წითელი ალმასი ეხმარება ვერძს, არ გადაუხვიოს გზას, რომელიც ოცნებამდე მიყავს.
  • ლალი აცხელებს სისხლს და უბიძგებს ახალი ქმედებებისკენ.
  • ძოწი გააცხელებს ინტერესს სისცოცხლის მიმართ, დაეხმარება ვერძს ავიდეს კარიერულ კიბეზე.
  • სარდიონი დაეხმარება შეაკავოს სიყვარული
  • სტაფილოსფერი საფირონი ეხმარება საწყისში
  • ძოწისფერ-წიტელი საფირონი გაუმხელს ვერძს გარშემომყოფების ჩანაფიქრებს.
  • წითელი აგატი გააუმჯობესებს მეხსიერებას.
  • წითელი იასპი  ჰპირდება მრავალ ჯანმრთელ შთამომავლებს.
  • ჰემატიტი ეხმარება მამაცებს სიყვარულსა და ბრძოლაში.

 

ყვითელი ფერი

მზე ყვითელი ფერის მეშვეობით, რომელიც არის ქვებში, უხვად აზიარებს თავის მაცოცხლებელ სითბოს:

  • ქარვა  ემსახურება ვერძს როგორ ძალის წყარო.
  • ტურმალინი აღავსებს ენერგიით და ახალისებს გულს.

 

მწვანე და ცისფერი ფერი

ვენერა მწვანე და ცისფერი ელფერის ქვებში უღიმის ვერძს და მარსის სხვა  მეურვეობის ქვეშ მყოფებს:

  • ზურმუხტი  დაეხმარება ვერძს ისწავლოს ემოციების კონტროლი, მოათვინიეროს ვნება.
  • მალაქიტი ხელს უწყობს დღეგრძელობას.
  • ფირუზი დაეხმარება ვერძს განახორციელოს ის, რაც უწერია.
  • ნეფრიტი მოუტანს დამშვიდებას და კეთილდღეობას.

 

ქვები, რომლებიც  უკუჩვენებითია ვერძისთვის

ცნობისმოყვარე ვერძი ვერ ზის ერთ ადგილზე, მას ყველაფერი აინტერესებს. ის ბავშვივითაა, ყველაფერი ახლისკენ მიისწრაფვის, განურჩევლად, კანფეტია მის წინაშე თუ ბზიკი. უპირობოდ, ჯანმრთელი ავანტიურიზმი სასარგებლოა იქ, სადაც საჭიროა რისკი, თუმცა ცნობისმოყვარე ვერძი მზადაა გარისკოს ნებისმიერ საბაბზე. არაა გასაკვირი, რომ,  თავისი ბუნებით გატაცებული, ვერძი ზოგჯერ ხდება მანიპულატორების ნადავლი. არის ქვები, რომლებსაც შეუძლია გახდნენ ვერძისთვის სწორედ ისეთი „მანიპულატორები“, უმჯობესია შესაძლებლობისდაგვარად თავი აარიდოს მათ. ეს არის ავანტიურინი, მარგალიტი, მთვარის ქვა.

  • მარგალიტი- შეუძლია ვერძისთვის გამოიწვიოს მღელვარება, ეჭვიანობა, ეჭვები.
  • მთვარის ქვა- შეუძლია გამოიწვიოს ილუზიები, ცნობიერების არეულობა, თვითმოტყუება, სიტუაციის არაადეკვატური შეფასება.
  • ავანტიურინი- ამძაფრებს ვერძის აზარტულობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.

 

მარგალიტი

მარგალიტი ემსახურება ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინდიკატორად, ითვლება, რომ თუ ის კარგად ბრწყინვალებას, ესე იგი, ადამიანის ბედში რაღაც უწესრიგოდაა. ვერძს კი არ სჭირდება ეჭვები: მთელი თავისი სიმამაცით, ის საკმაოდ ეჭვიანია. მარგალიტ შეუძლია უბრალოდ დაბერდეს, ხოლო ვერძი დამაშინებელ დასკვნებს გამოიტანს. აი რატომაც ცვალებადი მარგალიტი არასდროს გახდება კარგი თილისმა ვერძისთვის.

 

მთის ქვა

მთის ქვასთან აკავშირებენ ნათელმხილველის უნარს, ვერძი კი ზედმეტად მიმნდობია და ცნობისმოყვარე. მთის ქვის მოქმედების ქვეშ მას შეუძლია დაიწყოს ილუზიური მომავლით ცხოვრება, და არა აწმყოთი. მთვარე შეეცდება დაიჭიროს ის თავის უთქმელობის და მინიშნებების ქსელებში, ისე რომ პირდაპირი ვერძი რისკავს შეეშალოს მარჯვენა და მარცხენა, ზედა და ქვედა თავის საქციელებში. მთვარეს, მთის ქვის მეშვეობით მოქმედებით, შეუძლია სრულიად შეცდომაში შეიყვანოს ის.

 

ავანტიურინი

ვერძი- გატაცებული პიროვნებაა, ის მიისწრაფვის ყველაფერი გამოსცადოს. მის ასეთ თვისებას ავანტიურინს შეუძლია გააძლიეროს. ავანტიურინი ხელს უწყობს კარტის მოთამაშეებს და სხვა სარისკო პროექტებს, თუმცა ვერძისთვის არავითარ შემთხვევაში არ უღირს ამის შემოწმება. რისკი- კეთილშობილი საქმეა, მხოლოდ თუ მხოლოდ ის დაფუძნებულია სწორ გათვლაზე. ავანტიურინი ქვაა, რომელთანაც შეიძლება გარისკო საქმიან ოპერაციაში, მაგრამ ხოლოდ თუ წარმატება გათვლილია მილიმეტრებში. ბუნებით აზარტული ვერძისთვის უმჯობესია სიფრთხილით მოეკიდოს ასეთ თილისმას- ამ მიდრეკილების გაძლიერება არ ღირს, ისედაც ძლიერია.

 

ვერცხლი და ოქრო ვერძის სამკაულებისთვის

 

ვერცხლი

მთვარე გემია, რომელიც ცურავს სიბნელეში, მისი ღუზა- იმედი, მისი იალქნები- სიმტკიცე. მთვარის ყურადრების მოქცევით ვერცხლის სამკაულით, ვერძი ამით მიისწრაფვის აღმოჩნდეს მყარ  გემბანზე: ის მზადაა თავგადასავლებისთვის, და დაე იღბალი გახდეს შკენტელი მის გემზე. ვერცხლის სამაჯური და ცეპი, ცხადია, მხოლოდ მოშორებით აგონებს ღუზას ჯაჭვს, მაგრამ სიმბოლოც ზოგჯერ საკმარისია, რათა გააღვიძოს სულში ძალები, რომლებსაც ის ნიშნავს.

ვერცხლის ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან კავშირში, გააძლიერებს ვერძის თავის თვისებებს, რომლებიც დაკავშირებულია ინტუიციასთან, გამჭრიახობასთან, ალღოსთან, ფანტაზიასთან.

 

ოქრო

ოქრო- მზის ელჩია. მისი რწმუნების სიგელები- ენერგია, რომელიც არის ვერძის არსი, ხოლოს ასევე სინათლე, რომელიც ასე სჭირდება ამ ცნობისმოყვარე და ოდნავ გულუბრყვილო ზოდიაქოს ნიშანს, რათა აარჩიოს სწორი მიმართულება თავისი მძლავრი ძალების გამოყენებისთვის. მისი დახმარებით ვერძი ხდება მეტეორით მართული!

ოქროს ცეპი და სამაჯური ამ შემთხვევაში ემსახურება აკუმულატორად, რომელიც იზიდავს მზის ენერგიას. ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან კავშირში ოქრო გააძლიერებს ვერძისთვის მის მტავარ დადებით თვისებებს, რომლებიც დაკავშირებულია განჭვრეტასთან.

თუ თქვენ გჭირდებათ ამხანაგი ლაშქრობისთვის, დაუძახეთ ვერძს: ის სატავეში ჩაუდგება. თუ მოიწყინეთ, დაუძახეთ ვერძს: ის არ მოიწყენს თვითონ და სხვებსაც არ მოაწყენინებს. თქვენ გაწყენინეს? დაუძახეთ ვერძს: ის გამოგესარჩლებათ. ჩაიფიქრეთ ახალი საქმე, მაგრამ არ იცით, როგორ დაიწყოთ? მოუყევით ვერძს: ის აიღებს ინიციატივას. მისი ენერგია ყველაფერს ეყოფა!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
ზოდიაქოს ნიშნების ფარული შიშები: აი რა უშლის მათ ხელს ურთიერთობებში გახსნაში
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
როგორ სამოსში უნდა შეხვდეთ ახალ 2023 წელს ზოდიაქოს მიხედვით, რათა ყველა სურვილი აგისრულდეთ?
რა ელით ჰოროსკოპის ნიშნებს 2024 წლის სექტემბერში?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
კატები გვიცავენ ბოროტი სულებისა და უარყოფითი ენერგიისგან
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები