ბლოგი

ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

შეცდომის დაშვება მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველგან ამდენი ცდუნებაა… შეიტყვეთ, თუ რა ცოდვები აქვს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს.

მშვილდოსანი - მრუშობა

მშვილდოსანს მხოლოდ ფლირტი უყვარს. მისთვის ადვილი არ არის იყოს ერთგული და ურთიერთობა დიდხანს შეინარჩუნოს. სიყვარულის მდგომარეობაშიც კი, მისი თვალები მუდმივად ეძებს მათ, ვისთანაც შეუძლია იფლირტაოს.

თევზები - სიზარმაცე

თევზებს უყვართ ღრუბლებში ფრენა. ზოგჯერ, როგორც ჩანს, ისინი ცხოვრობენ თავიანთ სამყაროში, რაც სრულებით არ ერწყმის სხვა ადამიანების სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ სხვები ბევრად წინ არიან წასულები, თევზები ადგილზე ჩერდებიან. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ზარმაცი ხალხის სახელით იცნობენ. 

ტყუპები - ტყუილი

ტყუპებს აქვთ საშინელი ჩვევა, რომ დაამახინჯონ ის ინფორმაცია, რომელიც უნდა გააზიარონ. მათ ყოველთვის აქვთ განსხვავებული შეხედულება, თუ რა მოხდა, რის შესახებაც მათ სურთ, რომ სხვებსაც მოუყვნენ. ტყუპები მოქმედებენ წესის ამ მიხედვით - თუ გსურთ რაიმე გააფუჭოთ - მოატყუეთ!

მერწყული - ქედმაღლობა

მერწყულს უყვარს იმაზე ფიქრი, რომ ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ მათ პატარა თითს უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენ ადამიანს, ვისთანაც ურთიერთობა უწევთ. მაგრამ ადამიანი, ვინც მსგავს რამეებს ამტკიცებს, სულ ცოტა უცნაურად გამოიყურება.

კირჩხიბი - დააყენეთ სხვები საკუთარ თავზე მაღლა

კირჩხიბის გვერდით მყოფ ადამიანს, რომელსაც ის შეიყვარებს, ყველაფერი ავიწყდება მსოფლიოში, რადგან მას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად მიიჩნევს. ისინი თავიანთ ქცევას ნორმალურად თვლიან, მაგრამ საჭიროა ამის გაგება - სხვებისადმი ასეთი დამოკიდებულება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ შეწყვიტეს საკუთარ თავზე ფიქრი. 

თხის რქა - გაუმაძღრობა

თხის რქას აქვს ჩვევა, რომ ბოლომდე იჯდეს ოფისში, რადგან ის მუდმივად დაკავებულია და კონკურენციას უწევს ყველას. ის ყოველთვის იმაზე ფიქრობს, როგორ გახდეს უკეთესი და როგორ მიიღოს მეტი. თხის რქამ არც კი იცის სად დახარჯოს აღებული ფული. ის უბრალოდ ამაყობს საკუთარი წარმატებით სხვა ადამიანების წინაშე.

ლომი - სიამაყე

ნარცისიზმის ზღვარზე ყოფნისას, ლომები მთელი თავისი საქციელით ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ღრმა ეგოისტები არიან, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს. ისინი ამპარტავნები და თავხედები არიან. ასე რომ, ზოგჯერ ისინიც კი, ვინც მათ უყვართ, ძალიან იღლებიან ლომებით.

კურო - სიბრიყვე / გადაჭარბება 

როდესაც ვახსენებთ "სიბრიყვეს", ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ საკვებს, არამედ ყველაფერს. კუროები შეყვარებულები არიან საკუთარ თავზე და დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ სარგებელზე. მათ ყველაფერში ჭარბი სიამოვნება უყვართ: იქნება ეს საკვები, სიყვარული თუ ძვირადღირებული მანქანა.

ქალწული - შური

როდესაც ქალწულები ფიქრობენ იმაზე, თუ რა სჭირდებათ ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიონ მას, ყოველთვის შურით უყურებენ სხვებს. მათ გამუდმებით შურთ სხვების, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა: შეუძლიათ ქალწულებს საერთოდ სიყვარული?

მორიელი - სისულელე

მორიელი თავის ცხოვრებაში ნებისმიერ ურთიერთობაზე მიდის. მაგრამ სანაცვლოდ ყველა იგივეს არ პასუხობს, რის შემდეგაც ის იწყებს მანიპულაციას, სწორედ ამიტომ მას ექმნება სიტუაციაზე და ხალხზე კონტროლის ილუზია.

სასწორი - ამაოება

სასწორებს, გარდა მათი სილამაზისა, პრაქტიკულად სხვა რამე არ აინტერესებთ. როდესაც სარკეში იყურებიან, მათ უკვე აქვთ მიზეზი განაგრძონ ცხოვრება. იმისდა მიუხედავად, რომ სასწორები დიდ დროს ხარჯავენ სარკის წინ, ისინი ასევე ცდილობენ იმუშაონ თავიანთ შინაგან სილამაზეზეც.

ვერძი - ბრაზი

ვერძს შეუძლია ძალიან გაბრაზდეს, შემდეგ კი მისი ქცევა არაპროგნოზირებადი ხდება. გაბრაზებული ვერძის წინაშე, შეიძლება, გამარჯობაც ვერ თქვათ. მათი რისხვა ხშირად წარმოუდგენლად სპონტანურია, მაგრამ მათ ბრაზს, თითქმის ყოველთვის სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს მორიელი
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
8 მიზეზი თუ რატომაა თხის რქა საოცარი ადამიანი
რა არის ნატალური რუკა ?
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც საუკეთესო ბოსები არიან
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც იშვიათად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისთვის
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი