გენიალურობა — კაცობრიობისთვის კვლავ ამოუხსნელ ფენომენად რჩება. რატომ არიან მთელი რიგი ადამიანები ბავშვობიდან გამორჩეული, ნაწილი კი მთელი ცხოვრება სწავლობს, ცდილობს, მაგრამ საშუალო დონეს ვერ სცდება? - ეს რთული შეკითხვაა, მაგრამ საინტერესო, რომელზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ვარსკვლავებს ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, მართლაც ბადებს ბრწყინვალე გონების პიროვნებებს, გენიალურ მუსიკოსებს, ნოვატორებს, გამომგონებლებს და ფილოსოფოსებს.
მოდი ერთად გავარკვიოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან თანდაყოლილი ნიჭის მქონე ადამიანები.
თუ გენიალურობა — არის აზროვნების სისწრაფე, ორიგინალურობა და კავშირების იქ დანახვა, სადაც სხვები მხოლოდ ქაოსს ხედავენ, მაშინ ტყუპებს კონკურენტი არ ყავთ. მათი მენტალური მოქნილობა გაოგნებას იწვევს. მათ შეუძლიათ წაიკითხონ, გააანალიზონ და დაიმახსოვრონ წამებში. სწორედ ტყუპების ნიშნის ქვეშ ხშირად იბადებიან პოლიგლოტები, ჟურნალისტები, გამომგონებლები და ინტელექტუალები.
მათი ნიჭი — მრავალფეროვნებაშია: ერთი და იგივე ადამიანს შეუძლია ერთდროულად იყოს მწერალიც, ლექტორიც და დიზაინერიც. ტყუპებს შეუძლიათ გააერთიანონ ცოდნა სხვადასხვა სფეროებიდან, რაც ხშირად ხდება გენიალური იდეების საფუძველი.
მერწყული — მომავლის ნიშანია და ეს არ არის პოეტური შეფასება. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, მიდრეკილნი არიან არასტანდარტული აზროვნებისკენ, ძალიან ღრმა სულიერი სამყარო და განვითარებული ინტუიცია აქვთ. ისინი პირველები ამბობენ იმას, რასაც სხვები წლების შემდეგ აცნობიერებენ. სწორედ მერწყულებს შორის არიან წინასწარმეტყველები, ნოვატორები, რეფორმატორები, გამომგონებლები და ახალი ეპოქის იდეოლოგები.
მერწყულებს ძლიერი წინათგრძნობა აქვთ, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, მეცნიერებაში, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. მათ არ ეშინიათ არსებულის და ძველის დანგრევა ახლის სანაცვლოდ და სწორედ ამიტომ, ხშირად ხდებიან რევოლუციონერები თავის სფეროში.
მერწყულებს შორის არიან — გალილეო გალილეი, ჩარლზ დარვინი, ვირჯინია ვულფი, ტომას ედისონი და ა.შ. მათი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რომ გენიალურობა მოითხოვს არამარტო გონებას, არამედ სითამამეს სისტემის წინააღმდეგ წასასვლელად.
თუ ნიჭიერება — არის საკითხის არსში ჩაწვდომის და ადამიანის ბუნების ატომების დონეზე ცოდნის შესაძლებლობა, მაშინ მორიელი — უკონკურენტო ლიდერია. ზოდიაქოს ეს ნიშანი ცნობილია თავისი ემოციური და ინტელექტუალური თვისებებით, თითქმის მისტიკური უნარებით სიმართლის დანახვის და არსის გაგების უნარით.
მორიელები არ არიან ზედაპირულები. მათი ნიჭიერება — არ ჩანს. ისინი არიან ფილოსოფოსები, ფსიქოანალიტიკოსები, რეჟისორები, მწერლები, მეცნიერები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ადამიანის შინაგან სამყაროსთან, კრიზისებთან, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული თემების კვლევით.
პაბლო პიკასო, ფიოდორ დოსტოევსკი, მარი კიური — ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც შეძლეს თავისი სფეროს მნიშვნელოვნად ტრანსფორმაცია.
გენიალურობა შეიძლება არამარტო აშკარა, არამედ შეიძლება იყოს ჩუმი, თითქმის შეუმჩნეველიც კი. ქალწულები — ინტელექტუალური პერფექციონისტები არიან, რომლებსაც ცოდნა და უნარები დაყავთ სრულყოფილ ოსტატობამდე. ისინი არ ილტვიან დიდებისკენ, მაგრამ ხშირად არიან დიდი აღმოჩენის ტვინი და მამოძრავებელი ძალა.
ქალწულების ძლიერი მხარეა — ლოგიკა, დეტალებისადმი ყურადღება და კრიტიკული აზროვნება. მათგან დგებიან გამოჩენილი ექიმები, პროგრამისტები, მათემატიკოსები, მკვლევარები, რედაქტორები და სტრატეგოსები. ქალწულების ნიჭი — მდგომარეობს სისტემური შეცდომების დანახვასა და მათი იუველირული სიზუსტით გამოსწორებაში. ცნობილ ქალწულებს შორის არიან — მაიკლ ფარადეი, სტივენ კინგი და ჟან-ჟაკ რუსო.
გენიალურობა — ეს არამარტო ნათელი გონებაა, არამედ შრომა და ეს თხის რქაზე უკეთ არავინ იცის. მათი ნიჭი ხშირად ვლინდება არა ბავშვობაშივე, არამედ ზრდასრულ ასაკში — გამძლეობის, დისციპლინის და რთული ინტელექტუალური კონსტრუქციების აგების უნიკალური შესაძლებლობის გამოჩენით.
თხის რქები — არიან სტრატეგოსები, იდეების არქიტექტორები და სისტემების შემქმნელები. ისინი შრომისას არ იტანებიან, რადგან მიყვებიან საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. მათი გენიალურობა მდგომარეობს მდგრადობაში, ღრმად და სტრუქტურიზებულად ფიქრის უნარსა და ოცნებების რეალობად ქცევის უნარში.
სტივენ ჰოკინგი, ისააკ ნიუტონი, დევიდ ბოუი — ამ ადამიანების ცხოვრება მოწმობს, რომ მკაცრი ფორმის უკანაც კი, შეიძლება იმალებოდეს უდიდესი ნიჭი და გენიალურობა.
ჩამონათვალში ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნების არყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ გენიალურები ან უნიჭოები არიან. ყველა ნიშანს აქვს თავისი პოტენციალი. მაგალითად:
უბრალოდ, ტყუპების, მორიელების, თხის რქების და მერწყულების შემთხვევაში — მენტალური ენერგიის შესაბამისობა სულიერ სიღრმესა და მტკიცე ხასიათთან, მათ განსაკუთრებულს ხდის და მათი იდეები ყოველთვის უსწრებს დროს.
გენიალურობა — არამარტო ბუნების საჩუქარი, არამედ გამოწვევაცაა. იყო გენიალური, ნიშნავს არასტანდარტულობას, სხვაგვარად ფიქრს, დანახვას და აღქმას. ასტროლოგია არ იძლევა საბოლოო ან გადამწყვეტ პასუხებს ამის თაობაზე, თუმცა, მინიშნებას ნამდვილად გვაძლევს, თუ რომელი მიმართულებით ვიმოძრაოთ, რათა გავხსნათ საკუთარი პოტენციალი, რომელიც სამყაროსგან გვაქვს.
გენიოსი შეიძლება იყოს ნებისმიერი, თუ შეძლებს თავისი საქმის პოვნას, საკუთარი თავის რწმენას და არ შეეშინდება იყოს განსხვავებული. ვარსკვლავები კი ამ გზაზე კარგი თანამგზავრის და კომპასის ფუნქციას შეასრულებენ.