ბლოგი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოველთვის იძიებენ შურს ყოფილებზე

ფეისბუქზე გაზიარება

წყვილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაშორდეს და ამ ყველაფერს განსხვავებული ფორმა ჰქონდეს: ზოგი ჩუმად შორდება, ზოგი იტანჯება, ზოგს კი არ შეუძლია, რომ წარსული მარტივად მოიტოვოს უკან.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ზოდიაქოს იმ ნიშნებზე, რომლებიც გამოირჩევიან ავი მეხსიერებით და შურისძიების წყურვილით - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ყოფილებს. ვინ არიან ისინი, რომელთა შურისძიება ყოველთვის დახვეწილი, სტრატეგიული და გარდაუვალია?

მორიელი

მორიელები - მანიპულაციის და დახვეწილი შურისძიების დიდოსტატები არიან. ისინი არ მოაწყობენ საჯარო დრამას, მაგრამ აუცილებლად მოძებნიან იმ ადამიანის დასჯის გზას, რომელმაც უღალატათ. მორიელები იშვიათად პატიობენ და თუ თავს გაჩვენებენ, რომ წყენა დაივიწყეს - არ დაიჯეროთ. მატი შურისძიება შეიძლება იყოს გათვლილი და ხანგრძლივი, რაც გამოიწვევს ადამიანის რეპუტაციის დანგრევას და მისი სუსტი წერტილებით მანიპულირებას.

ლომი

ლომები ვერ იტანენ ღალატს და არ პატიობენ მათ, ვინც მიატოვებთ. მათთვის შურისძიება იმის ჩვენების საშუალებაა ყოფილისთვის, თუ რამდენად კარგად და წარმატებულად გრძნობენ თავს, ყოფილის გარეშე. ისინი დემონსტაციულად იწყებენ ახალ ცხოვრებას, აქვეყნებენ პირადი ფოტოებს მოგზაურობიდან, საინტერესო ადგილებიდან, აღწევენ ახალ მწვერვალებს და ყველაფერ ამას აკეთებენ იმაზე გათვლით, რომ ყოფილი ნახავს და ინანებს მათთან დაშორებას. ლომები შურს იძიებენ ელეგანტურად - არა სკანდალებით, არამედ ტრიუმფით.

თხის რქა

თხის რქები ძალიან მშვიდები ჩანან, მაგრამ შინაგანად მათში დუღს ქარიშხალი. ისინი არასოდეს ივიწყებენ წყენას და წლობით გეგმავენ შურისძიებას. თხის რქები არასოდეს მოქმედებენ იმპულსურად - ისინი ელოდებიან შესაფერის მომენტს, აგროვებენ ინფორმაციას და საჭირო დროს გადადიან იერიშზე. მათი შურისძიება შეიძლება უკავშირდებოდეს კარიერას, ფულს ან სტატუსს: თხის რქები არამხოლოდ დაიბრუნებენ რაც მათ ეკუთვნით, არამედ ისე გააკეთებენ, რომ ყოფილი აუცილებლად ინანებს მათთან დაშორებას.

ვერძი

ვერძები - ფეთქებადი და ვნებიანი პიროვნებები არიან, რომლებსაც თავის შეკავება ძალიან უჭირთ, თუ აწყენინეს. მათი შურისძიება შეიძლება ძალიან სწრაფი, სასტიკი, ემოციური და სკანდალური იყოს. მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი საჯაროდ გააკეთონ: დაწერონ პოსტი სოციალურ ქსელში, საჯაროდ დაწვან ყოფილის ნივტები ან მალევე დაიწყონ ახალი ურთიერთობა, რათა ყოფილი აეჭვიანონ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი ბრაზი ისევე მალე ქრება, როგორც ჩნდება, მაგრამ, სანამ ის აქტიურია - ყოფილისთვის უმჯობესია თავი შორს დაიჭიროს.

დასკვნა

ფაქტია, რომ ყველა წყვილი არ შეორდება მშვიდობიანად და ზემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნები, სწორედ ის კატეგორიაა, ვინც წარსულს მარტივად არ ივიწყებს. თუ თქვენი ყოფილი არის მორიელი, ლომი, თხის რქა ან ვერძი - მზად იყავით:

მათი შურისძიება შეიძლება ადრე თუ გვიან გარდაუვლად აღსრულდეს!

 

ასევე იხილეთ ვიდეო - ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი
ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას
ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები ნამდვილი კოშმარია ქალებისთვის
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
ყველაზე უემოციო ნიშნები
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
ყველა ადამიანს აქვს თავისი ციფრული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის