ბლოგი

მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

თუ მკაცრ დირექტორზე ვსაუბრობთ, ალბათ ჯობია თხისრქაზე საუბრით დავიწყოთ, რადგან ისეთი მომთხოვნი დირექტორი, როგორიც თხისრქაა, სხვა არ შეგხვდებათ. ის ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანია, არასდროს უწევს ტონს, თუ თქვენი საქმისადმი გულგრილობა არ დაინახა. არასდროს შეგაქებთ, პირფერობაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მუდმივად იცავს დისტანციას ყველასთან და საშინლად სძულს ფამილარობა. თანამშრომლების წახალისება მისი საქმე არ არის, თუმცა თუ დაიმსახურეთ, შრომას არ დაგიკარგავთ. მისთვის დრო ფულია, ამიტომ ყოველთვის საქმით დაკავებულ თანამშრომლებს უნდა ხედავდეს.

თუ მაინცდამაინც გადაწყვიტეთ, რომ თქვენს თხისრქა დირექტორს თავი მოაწონოთ, აუცილებლად იზრუნეთ თქვენი ჩაცმის სტილზე, მუდმივად მოწესრიგებული მიდით სამსახურში, კარგი სუნამოც მიიპკურეთ, ეს თხისრქებისთვის ხარისხის ხაზგასმაა. როგორ ახლოსაც უნდა იყოთ მასთან, ეცადეთ ხალხში მიმართოთ ოფიციალურად. თუ თქვენ ზემოთხსენებულს პირნათლად შეასრულებთ, სტაბილური სამსახური გარანტირებული გექნებათ.

 

თუკი თქვენი უფროსი კუროა, ასე მარტივადაც ნუ შეხედავთ ამ საკითხს და ნუ ისარგებლებთ მისი ამოუწურავი მოთმინების უნარით. გაიხსნეთ ხარი, რომელიც წყნარად დგას, მაგრამ ერთ წამში შეიძლება გეძგეროს და რქებზე წამოგიცვას. 

ერთი შეხედვით უპრობლემო კუროს, ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, მაგრამ მის მიდგომებს სიფრთხილით და ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. თუ მიგიღოთ ერთგულ თანამშრომლად, ჩათვალეთ, რომ გვერდიდან არ მოგიცილებთ, მაგრამ თუ დაგიწუნათ და პირში მოგახალათ სათქმელი ჯობია ახალი სამსახური მოძებნოთ, რადგან კურო რასაც ფიქრობს პირდაპირ ამბობს.

 

თუ კირჩხიბთან გადაწყვიტეთ მუშაობის დაწყება, გაითვალისწინეთ, რომ ხუმრობა სულაც არ არის. უკეთესი იქნება თუ სერიოზული შრომისთვის მოემზადებით, რადგან კიბოები ზარმაც ადამიანებს ვერ იტანენ. გახსოვდეთ, ის ფულისთვის შრომობს, ფული კი მისი სტაბილური ცხოვრების გარანტია. მისთვის მეტი მუშაობა, მეტი ფულის შოვნას უდრის.

მიუხედავად მისი მკაცრი მიდგომებისა, თავისი ინტუიციის წყალობით ყოველთვის ხვდება რა გჭირდებათ და როგორც შეუძლია ეხმარება თანამშრომლებს.

თუ სამუშაოს მარტივად ათვისება, განვითარება და სწავლა გსურთ, კირჩხიბი სწორებ ის უფროსია თქვენთვის, რომელიც გჭირდებათ. გაიზიარეთ მისი მიდგომები და ნამდვილად მიაღწევთ მაღალ საფეხურებს უსწრაფეს დროში.

თუ მასთან ხუმრობას გადაწყვეტთ, სჯობს სამუშაო საათების შემდგომ გადადოთ, რადგან 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი მისთვის იმდენად წმინდაა, რომ არ მოცდება გართობისთვის. სამსახურის გარეთ კარგი იუმორიც აქვს, კარგი მეგობარიცაა და კარგი მოლხენაც შეუძლია თქვენთან ერთად. ოღონდ... ვიმეორებ, სამუშაო საათების შემდეგ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
ბოლომდე ერთგულები: ამ ზოდიაქოს ნიშნებს ეზიზღებათ ღალატი
რა უნდა გადავყაროთ და გავიტანოთ სახლიდან სანამ 2023 წელი დადგება?
მთვარე ჰოროსკოპში
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი
რა არის ნატალური რუკა ?
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
5 რჩევა მარტოხელებისთვის
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს