ბლოგი

ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა

ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა

ფეისბუქზე გაზიარება

ყველაზე გულუხვი მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშნის მატარებელი მამაკაცები, რომლებიც საყვარელი ადამიანისთვის არაფერს იშურებენ და სიამოვნებით უკეთებენ მათ სიურპრიზებს, რაც მეორე ნახევრის მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.

ეს მამაკაცები არიან:

 

ლომი

 

საიდუმლო არ არის, რომ ლომებს ფუფუნება და სიმდიდრე უყვართ. ამ ნიშნის მატარებელ მამაკაცებს ფულის შოვნის დიდი უნარი აქვთ და კიდევ უფრო დიდი - მათი ხარჯვის. ისინი ბოლომდე გულუხვები არიან და ფული არ ენანებათ არც საკუთარი თავის და არც საყვარელი ქალისთვის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს ლამაზად, ამიტომ, სიამოვნებით ყიდულობენ მოდურ და ლამაზ სამოსს, ძვირადღირებულ სუნამოს და ძვირფას სამკაულს პარტნიორი ქალისთვის. მათ ძალიან კარგად იციან ქალის მოვლა - სწორედ ამიტომ, ლომები ამ რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.

 

ვერძი

 

ვერძ მამაკაცებს ძალიან მოსწონთ აღმატებულ პოზიციაში ყოფნა სხვებთან შედარებით, ეს კი ნიშნავს, რომ ამის მიღწევას ყველა გზით შეძლებენ. ვერძი მამაკაცები დარწმუნებული არიან, რომ ძვირადღირებული მაქანა, აქსესუარები, მოდური სამოსი - არის ის, რაც დაეხმარებათ მიზნის მიღწევაში. ცხოვრების თანამგზავრსაც იგივე პრინციპით ირჩევენ - ის უნდა იყოს აქტიური, იდუმალი, ვნებიანი და მიმზიდველი ქალი. მისით გარშემო ყველა აღფრთოვანებული უნდა იყოს. ასეთი ქალისთვის ვერძი მამაკაცები მზად არიან ბოლომდე დაიხარჯონ, რადგან იციან, რომ მისი სრუფასოვანი ცხოვრების უზრუნველყოფას ეს ნამდვილად სჭირდება.

 

მშვილდოსანი

 

ცეცხლოვანმა მშვილდოსნებმა ზუსტად იციან, რომ ქალს ფული უნდა დაახარჯო. ეს მამაკაცები, მშვენივრად ხვდებიან, რომ ლამაზი ქალის ყოლა ძვირი ჯდება. ერთი სიტყვით, ასეთი პარტნიორი ქალი ახდენს მათ მოტივაციას სამომავლო გულუხვობის გამოჩენაზე. რაც უფრო კარგი ქალი ყავთ გვერდით, მით მეტად ეცდება მშვიდოსანი მის უზრუნველყოფას ყველაფრით. საყვარელი ქალის გარდა, მშვილდოსნები ფულს არ იშურებენ საკუთარი თავის და ახლობელი ადამიანებისთვისაც.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მაღალი ხელფასებით
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
რა აბრაზებს ქალწულებს?
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც არ შეუძლიათ გრძელვადიან ურთიერთობებში ყოფნა
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
ზოდიაქოს ყველაზე ჩაკეტილი ნიშანი
ღვთაებრივი ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს