ბლოგი

3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით

3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით

ფეისბუქზე გაზიარება

არ გააღვიძოთ მათში მხეცი!

 

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს როგორც კარგი, ისე სუსტი მხარეები. მაგალითად, ზოგიერთს სუსტი ნერვები აქვს. ისინი თორმეტამდე ვერ დათვლიან მანამ, სანამ თავის ემოციებს არ გამოათავისუფლებენ, ანუ თავისი ინფორმაციის ნაკადს საერთოდ არ ფილტრავენ. იმის მიუხედავად, რომ მათ შეიძლება ინანონ თავისი უგუნურების გამო, თავშეკავება მაინც არ იციან.

 

რომელი ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლიათ თავისი თავის კონტროლი? გაიცანით...

 

ვერძი

 

არც კი სცადოთ მისი გადარწმუნება. ვერძი ნამდვილად ყველაზე თავშეუკავებელი ზოდიაქოს ნიშანია, რაც გასაკვირი არ არის: მისი მმართველი პლანეტაა მარსი, ომის ღმერთი.

 

ვერძი ძალიან ხშირად გამოდის მწყობრიდან და თავის ცუდ ხასიათს აჩვენებს. თანაც, მას დამშვიდება უჭირს, მოლაპარაკება და თავისი შეცდომების აღიარება არ შეუძლია.

 

ლომი

 

როდესაც მას ვაკვირდებით, შეიძლება შეცდომით ვიფიქროთ, რომ ის საერთოდ არ არის აგრესიული და უმიზეზოდ სკანდალს არ მოაწყობს. დიახ, ლომი სხვის კამათში არ ერევა და, უმეტეს შემთხვევაში, მას არ აინტერესებს, ირგვლივ რა ხდება, სანამ... ტახტზე იმყოფება და თავს ჯუნგლების მეფედ გრძნობს.

 

მაგრამ თუ ვინმე, თუნდაც გაუცნობიერებლად, მისი ტახტის შერყევას შეეცდება, ჩხუბი გარანტირებულია. ასეთ შემთხვევებში ლომი შურს იძიებს და ძალიან საზიზღარი ხდება. ვერც კი წარმოიდგენთ კატასტროფის მასშტაბს, თუ კი მის გზას გადაუვლით.

 

მშვილდოსანი

 

როდესაც მშვილდოსანი მიზანში ისვრის, მას მიზნის აცილება არ უყვარს. თუ ვინმე მის გაჩერებას შეეცდება, მშვილდოსანი ძალიან აგრესიული ხდება. მშვილდოსანს მაღალი თვითშეფასება აქვს და სიტყვა „კომპრომისი“ მისთვის უცნობია.

 

მშვილდოსანი ცეცხლოვანი ნიშანია, რაც ნიშნავს, რომ მას ძლიერი ტემპერამენტი აქვს, ის ვნებიანი და არც ისე ტაქტიანია. თუ მის გზაზე დადგომას შეეცდებით, ის მთელ თავის ნეგატიურ ენერგიას თქვენზე მიმართავს. ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნოა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
როგორ გაიგოთ, რომ ეს არის თქვენი ცხოვრების სიყვარული: გადაწყვეტილება თქვენს დაბადებამდე ბევრად ადრე იყო მიღებული
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
პლანეტები ჰოროსკოპში
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით