ბლოგი

ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე

ცოტა რამ ტიპიურ ვერძებზე

ფეისბუქზე გაზიარება

ამ ბლოგში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ ვერძებზე. მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა დახასიათება დაემთხვეს. თუ ხართ ვერძი და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე არაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.

ბავშვურად ფიცხი, მოუქნელი, პირდაპირი, ექსცენტრიული, მიზანდასახული, მებრძოლი და მარტოსული. ეს ზოდიაქოს პირველი ნიშნის - ტიპიური ვერძის მახასიათებლებია.

დავიწყოთ მმართველი პლანეტებით.ვერძს მართავს კაცური, დამანგრეველი ძალის მატარებელი წითელი პლანეტა - მარსი, რომელიც მას მუდმივ მოუსვენრობას, ამაღლებულ ტემპერამენტს და პირველობის ჩაუქრობელ სურვილს აძლევს. ზოდიაქო "ვერძი" ლათინურად ჟღერს, როგორც "Aries" ("ომის ღმერთი"). ეს სახელი პირდაპირ კავშირშია მითოლოგიასთან. ზევსის შვილი სახელად "არისი", რომელსაც უყვარდა სისხლი, ადამიანების წამება, იყო დაუნდობელი, ითვლება ომის ღმერთად. (დაუნდობლობამ არ გაგაკვირვოთ, ვინაიდან პლანეტა მარსი ასევე მართავს ზოდიაქოს ნიშან - მორიელს). მარსის და მზის მმართველობის ქვეშ დაბადებული ჯიუტი ვერძი საკმაოდ მოუქნელი ხასიათის მატარებელია. ოდესმე გინახავთ, როგორ სასაცილოდ ცდილობს შეყვარებული ვერძი მისთვის უჩვეულო რომანტიული ჯენტლმენის როლის მორგებას? ეს სანახაობა ნამდვილი კომიკური სკეტჩია! ის მოუქნელად, მოუხერხებლად დააბოტებს, შეიძლება ხელიდან გაუვარდეთ კიდეც, მაგრამ თანდაყოლილი სისწრაფის დახმარებით იმწამსვე აგაყენებთ...ხშირად თვალებშიც ვერ გიყურებთ იმდენად იმორცხვება, მაქსიმალურად ცდილობს კომპლიმენტი გინების და უხამსი სიტყვების გარეშე გითხრათ, მაგრამ შეიძლება ერთი ორი "აუ რა ლამაზი ხარ ამის დედაშ****ი" წამოცდეს, მაგრამ ამას ისე საყვარლად იტყვის, მართლაც მთელი გულით, რომ ვერც გაუბრაზდები. ვერძი პირადად ჩემთვის ასოცირდება "Beauty and The Beast"ის პერსონაჟად, "ურჩხული" პრინცი, რომელიც შორიდან ძალიან საშიშია, სასაცილოდ მოუქნელი, თავიდან უხეშია, მაგრამ ახლოს რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ისეთი "ცხელი" გული, როგორიც ვერძს აქვს - იშვიათია. თუ უყვარს, უყვარს ბოლომდე. თავის თავს ბოლომდე მოგიძღვნის და შენგან იგივეს მოელის, მაგრამ სავსებით სამართლიანად! ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თუ როგორია ვერძი სინამდვილეში. რომ ჩავუღრმავდეთ მათ შინაგან სამყაროს, ემოციებს, რომლებსაც ისინი ხშირად არასწორად, მოუქნელად გვაწვდიან, უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ვერძი არის - ბავშვი. დიახ, დიახ, ნამდვილი ბავშვი, რომელიც მუდამ გაიძახის "მინდა, აუ დეე, მიყიდე, მინდა". გაბრაზებული ვერძი ჰგავს ბავშვს, რომელსაც არ მისცეს ის კანფეტი, რომელიც უნდოდა. გაბრაზებაც ძალიან ბავშვურად, გაზვიადებულად მოსდით ხოლმე, ამას რომ გააცნობიერებთ აღარც გაბრაზდებით მის მართლაც "ბავშვურ აფსიხებებზე". ვერძები ძალიან ემოციურები არიან, ყველა სიტყვა სწყინთ, მაგრამ ხშირად მათ სათუთ ბუნებას, ვერ იგებენ, ვერ ხედავენ...მათ ხშირად ვერ იღებს საზოგადოება. "ის გიჟია!" - ხშირად გაიგებთ ამ ფრაზას ტიპიურ ვერძზე (რომელსაც მარსიც ვერძში ექნება). საზოგადოება ვერ იღებს გულწრფელ და პირდაპირ ადამიანებს. ვერძი ყველაზე გულწრფელი ნიშანია, განსაკუთრებით თუ მარსიც ამ ნიშანში აქვს. მისთვის მლიქვნელობა არაა დამახასიათებელი (თუ თევზების ან კირჩხიბის გავლენა არ აქვს).
ძალიან ხშირად ისინი მარტოსულები არიან, "მარტოსული ბაიკერი" ესაა ვერძის ტიპაჟი. ბევრი მათ ვერ უგებს, ბევრიც ერიდება ფეთქებადი ხასიათის გამო, ხშირად მათ არავინ არ ჰყავთ გვერდში მდგომი, ამას არ გამოხატავენ, მაგრამ განიცდიან საკუთარ ემოციურ მარტოობას და გულწრფელად უკვირთ, რატომ არ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მას გაუგებს და მიიღებს ისეთს, როგორიცაა.
ვერძებს აქვთ ძალიან სუსტი თავი, ხშირია შაკიკი, ასევე კბილის ტკივილი. რთულია მათ აიძულოთ წავიდნენ სტომატოლოგთან, ისინი ვერ იტანენ კბილის ტკივილს და ექიმთან "ტრავმულ" ვიზიტებს. აქვთ საკმაოდ სუსტი ნერვები, მოუსვენრობა და სურვილი პროცედურა ძალიან სწრაფად დასრულდეს, მათ ხელს უშლის ნებისმიერ პროცედურებზე. რჩევა: თუ ექიმი ხართ, გირჩევთ დააძინოთ ვერძი, ისე არ მოისვენებს და თქვენც ნერვებს მოგიშლით. #ასტროიუმორი

 

ვერძი და მოდა:
ტიპიურ ვერძებს უყვართ წითელი, მუქი შინდისფერი და ასევე სხვა მკვეთრი ფერების გამოყენება ჩაცმულობაში, განსაკუთრებით ვერძ ქალებს. ყოველდღიურად გამოიყენებენ სპორტულ, თავისუფალ სტილს. რა თქმა უნდა ეს ვენერას მდებარეობაზეცაა დამოკიდებული.

 

ვერძი და სიყვარული:
როგოც უკვე მიხვდით, ვერძი მაქსიმალისტია - ან 100% ან 0%. თუ უყვარს, უყვარს ბოლომდე (განსაკუთრებით თუ ვენერაც ვერძშია) მთელი სულით და ხორცით, თუ არ უყვარს, მაშინ საერთოდ არაფერს არ გრძნობს. იმპულსურობა და ცეცხლი ამ ნიშანს გრძნობებშიც ახასიათებს.

 

სტატიის ავტორია, ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
უტკბესი, თან ძალიან საშიში - ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ მიიღონ ის, რაც მათ სურთ
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა სიკეთესაც სხვები იყენებენ
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით
4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
ზოდიაქოს 6 ყველაზე მძიმე ხასიათის მქონე ნიშანი
რატომ არიანი თევზები ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი გაგებისთვის?
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ქალწული