ბლოგი

პლუტონი ჰოროსკოპში

პლუტონი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

პლუტონი მართავს მორიელის ზოდიაქოს ნიშანს

 

პლუტონი- ეს არის ცვლილებების და ტრანსფორმაციების, ძველი წესრიგის განადგურების და ახლის დაბადების პლანეტა. პლუტონს ტყუილა არ უწოდებენ ქმნადობის პლანეტას და დიდებულ შექმნელს, ნებისმიერი შემოქმედების პროცესი ხომ არსებული შეზღუდვების და წესების ჩარჩოების მიღმა გასვლაა, თავისი საკუტარი პატარა სამყაროს შექმნაა თავიდან. პლუტონი დევიზია : „მე ვქმნი ახალს!“.

ადამიანის ჰოროსკოპში პლუტონს შემოაქვს დესტაბილიზებული საწყისი, უბიძგებს მას არ ისიამოვნოს იმით, რაც აქვს, იყოს ნოვატორი და პირველაღმომჩენი, ეძებოს ახალი გზები და ახალი ფორმები, განახორციელოს ღრმა ცვლილებები თავის პიროვნებასა ან თავის ცხოვრებაში.

შემოქმედების წყურვილის გარდა, პლუტონი ჰოროსკოპში განასახიერებს ძლევამოსილების, ძალაუფლების წყურვილს, აძლევს ბოლომდე მისვლის შეუდრეკელ ენერგიას. პლუტონის ენერგია ჰგავს ატომური ბირთვის ენერგიას- მას აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი.

ეს პლანეტა წარმოადგენს ასევე ბრბოს ან მთელი ხალხების ქვეცნობიერს და შეუძლია ოსტატურად მართოს ისინი, სწორ ღილაკებზე დაჭერით და საჭირო ბერკეტების ამოძრავებით.

ტრანსფორმაციის, ცვლილებების და აღორძინების პლანეტა, პლუტონი უბიძგებს ადამიანებს, ვის ჰოროსკოპშიც ის იკავებს ძლიერ პოზიციას, გამოვიდნენ იმის ფარგლებს გარეთ, რაც ცნობილია სამყაროს შესახებ, არ დაკარგონ ამ რთულ პროცესში საკუთარი თავი, და შედეგად - აღორძინდნენ ძლიერებად და განახლებულად.

 

პლუტონის გავლენა მორიელის ჰოროსკოპზე

 

პლანეტა პლუტონი არის მორიელის ზოდიაქალური ნიშნის თანამმართველი ( მეომარ მარსსთან ერთად) . მორიელის ხასიათს პლუტონი ანიჭებს შემოქმედებისთვის დამახასიათებელ დასახულ მიზანზე კონცენტრირების უნარს, როგორი მიზანიც არ უნდა იყოს ის. სანამ მისი ზეამოცანა არ იქნება გადაწყვეტილი, მორიელს პლუტონის გავლენის ქვეშ შეუძლია დაავიწყდეს ყველაფერი, უკუაგდოს ცხოვრების ყველა სიხარული და „მეორეხასისხოვანი“ პრობლემეი, საკვების ან დასვენების მსგავსი.

სწორედ პლუტონის მის ჰოროსკოპში ყოფნის წყალობით, მორიელისთვის არ არსებობს ავტორიტეტები, შაბლონები და დაწერილი წესები. ის, და მხოლოდ ის, არის თავისი თავის ავტორიტეტი. ამ თვისების გარეშე მორიელი ვერ წავიდოდა წინ, ყველაფრის მიუხედავად, ზოგჯერ- საზოგადოებრივი აზრის, სამეცნიერო პოსტულატების და ფიზიკის კანონების წინააღმდეგ. სიარული, გზის ხელისმოკიდებით გაკვალვით, მაცდუნებელ ხელმოუკიდებელ ყამირზე, სხვების მიერ ნასიარულები გზებიდან შორს.

 

პლუტონის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედში:

 

ყოვლისმომცველი შემოქმედებითი საწყისი, ნულიდან ქმნადობის უნარი, თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში თავდაჯერებულობა, შინაგანი თავისუფლება, აზროვნების სრული თავისუფლება, უდიდესი სასიცოცხლო რესურსები, ბოლომდე მისვლის ენერგია, მიზანდასახულობა.

ზოდიაქოს ნიშანში, რომელშიც პლუტონი არის მმართველი პლანეტა (მორიელი), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ნათლად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში პლუტონის და სხვა პლანეტების  გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

 

პლუტონის სუსტი მხარეები

 

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ეს ძლიერი მხარეების უკანა მხარეა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებებში. პირველაღმომჩენი პლუტონისთვის ეს შეიძლება იყოს ძლევამოსილებისკენ სწრაფვა, არა მხოლოდ ქმნადობის, არამედ განადგურების უნარი, იმპულსიობა, თავშეუკავებლობა, არსეული წყობით და ნივთების მდებარეობით უკმაყოფილება.

 

პლუტონის მოქცევის პერიოდი

 

პლუტონი- ყველაზე გარე, ყველაზე მოშორებული პლანეტაა მზისგან მზის სისტემაში ( უკანასკნელი ასტრონომიული დაზუსტებით არა მთლად პლანეტა და არა მთლად მზის სისტემის: ახლა მას მიაკუთვნებენ ჯუჯა პლანეტების თანრიგს კოიპერის სისტემაში), და ამიტომაც ყველაზე ნელი. ყველაზე ზოდიაქოს ნიშანზე მისი გავლის პერიოდი უდრის 248 წელს! რადგან პლუტონი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, 1930 წელს, მისი ასტროლოგიური გავლენა არ არის ბოლომდე შესწავლილი.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ვაჩუქოთ თხის რქას
ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
ლომის ქვები
ოთხი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც გულს დაგიმსხვრევენ
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში თან გვახლდეს