ბლოგი

2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან

2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან

ფეისბუქზე გაზიარება

შეაბიჯეთ ახალ, 2024 წელს ვარსკვლავური სიბრძნით!

ცნობილმა ავსტრალიელმა ასტროლოგმა - ანჯელინა პერლმა, რომელიც ცნობილია თავისი პროფესიონალიზმითა და ოპტიმისტური პროგნოზებით, შეადგინა 2024 წლის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და წარმოადგინა ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები, რათა შევძლოთ მზადყოფნა, ცხოვრებისგან შექმნილი ყველა სიტუაციისთვის.

 

ანჯელინა პერლი მომსახურებას უწევს ცნობილ და გავლენიან ადამიანებს. ის მუდმივად ესწრება საერთაშორისო ასტროლოგიურ კონფერენციებს ავსტრალიაში, აშშ-სა და ევროპაში. ასევე, დიდი პოპულარობით სარგებლოს მისი YouTube არხი, სადაც ის რეგულარულად აქვეყნებს ასტროლოგიურ რჩევებს.

 

ამ ჰოროსკოპში, ცნობილმა ასტროლოგმა წარმოადგინა უნიკალური ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის.

 

მაშ ასე:

 

ვერძი

ახალ წელს გექნებათ ახალი მიზნები და ოცნებები, რომლებსაც მიაღწევთ ახალი ურთიერთობებისა და ნაცნობობის დახმარებით. წელს, როგორც არასდროს, მზად იქნებით ყველაფერი გააკეთოთ სასურველის მისაღებად - და მიიღებთ კიდეც!

 

კურო

ახალი სტატუსი ან ახალი კარიერული შესაძლებლობები, ასევე შემოსავლის ზრდა - ამ ყველაფერს მოგიტანთ ახალი წელი! ფინანსები განსაკუთრებით გაგეზრდებათ მაისიდან. ასევე, აგიმაღლდებათ თვითშეფასების მაჩვენებელი.

 

ტყუპები

2024 წლის მაისში, წარმატებისა და გამართლების პლანეტა იუპიტერი შევა ტყუპებში და დაიწყება თქვენი წინსვლის პერიოდი. იუპიტერი არის შემოსავლის ზრდის, სიყვარულის, ქორწინების და შობადობის სიმბოლო.

 

კირჩხიბი

2024 წელს დაბნელების პერიოდები შედგება კირჩხიბების ჰოროსკოპის მე-4 და მე-10 კარდინალურ სახლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ცვლილებები გელით კარიერის, საქმიანობის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მხრივ.

 

ლომი

2024 წელს დგება მოსავლის აღების წელი, შემოსავლის მიღების დრო იმ დახარჯული ძალისხმევისა, რაც მანამდე გაწიეთ. შესაძლებელია ურთიერთობების ტრანსფორმაცია, ახალი სასიყვარულო თავგადასავალი, ქორწინება და დაშორებაც, თუ ეს საკითხი აქტუალურ ფაზაშია.

 

ქალწული

შესანიშნავი წელია მიზნების მიღწევის, კარიერული ზრდის და სოციალური სტატუსის შეცვლისთვის. წლის დაბნელებების ციკლი მიუთითებს იმას, რომ მთავარი ფოკუსი მთელი წლის მანძილზე, ფინანსურ საკითხებზე უნდა გქონდეთ.

 

სასწორი

ეს წელი, ბევრი სასწორისთვის იქნება ცვლილებების და პროგრესის. შეიცვლება და განახლდება თქვენი გარემოცვა. შესაძლებელია, დიდი ხნის უნახავ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, ქორწინება და ურთიერთობების გადაფასება ყველა მიმართულებით.

 

მორიელი

წელი კარგი იქნება საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად. ასევე, მოსალოდნელია ცვლილებები ოჯახური მდგომარეობის მხრივ. წლის მეორე ნახევარში, მორიელებს ელით ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მშვილდოსანი

ამ წელს, ბევრი მშვილდოსანი შეიძენს უძრავ ქონებას, გამოიცვლის ან საბოლოოდ შეარჩევს საცხოვრებელ ადგილს. წლის მეორე ნახევარი ბევრ ახალ ნაცნობობას, ქორწინებას, ნაყოფიერ თანამშრომლობას და ახალი გარემოცვის შექმნის შესაძლებლობას მოგიტანთ.

 

თხის რქა

ახალი 2024 წელი მოგიტანთ ცვლილებებს სამსახურში, ბიზნესსა და კარიერულ წინსვლაში. ასევე, მოხდება ფინანსური სფეროს ტრანსფორმაცია. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის ცვლილება და სასიამოვნო სიახლეები ოჯახში.

 

მერწყული

2024 წელი ბევრ ცხოვრებისეულ სფეროში ტრანსფორმაციული იქნება, რამდენადაც 22 იანვარს, პლანეტა პლუტონი შევა მერწყულის ნიშანში 20 წლით... მოსალოდნელია გარემოცვის შეცვლა/განახლება, გარდატეხები პირად ურთიერთობებსა და ბიზნეს-პარტნიორობაში, ასევე, საკუთარი თავის აღმოჩენის მხრვი გექნებათ მნიშვნელოვანი სიახლეები.

 

თევზები

ეს წელი თევზებისთვის იქნება ფინასნური შესაძლებლობებით სავსე. ასევე, მოსალოდნელია შემოსავლის წყაროს შეცვლა, ინვესტიციების განხორციელებისას გამართლება და ა.შ. ბევრი თევზები აიღებს დიდ პასუხისმგებლობას და თავსაც გაართმევს ყველა საკIთხს. მოსალოდნელია საცხოვრებელი ადგილის ცვლილებაც.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
5 რჩევა მარტოხელებისთვის
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ცხოვრების ცხრა გაკვეთილი კონფუცისგან
10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის კიბო საუკეთესო საყვარელი, ცოლი და ქმარი
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
2025 წლის პროგნოზი - რას გვიმზადებს ახალი წელი თითოეულ ჩვენგანს!