ბლოგი

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც გულს უტეხენ

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როდესაც გულს უტეხენ

ფეისბუქზე გაზიარება

არავინ კამათობს იმაზე, რომ გატეხილი გული ძალიან მტკივნეულია....

 

ვერძი

როდესაც ვერძების გული გატეხილია, ისინი ხელთათმანებივით ცვლიან პარტნიორებს. ისინი ცდილობენ, თავის თავს დაუმტკიცონ, რომ ფასეულ ჯილდოს წარმოადგენენ, რომელსაც დამსახურება სჭირდება. და არ დამშვიდდებიან, სანამ ვინმეს არ ნახავენ, ვინც მათ მოეპყრობა ისე, როგორც უნდათ.

 

კურო

ისინი ყველა კონტაქტს წყვეტენ და მხედველობის ველიდან შლიან ყველაფერს, რაც რამენაირად მაინც მათ ყოფილი პარტნიორის შესახებ აგონებს. ისინი იცავენ პრინციპს „ თვალიდან და გულიდან შორს“.

 

ტყუპები

ისინი ცდილობენ, მეგობრები დარჩნენ ყოფილ პარტნიორებთან, მათი გული რომც გატეხილი იყოს. ისინი თვლიან, რომ კომუნიკაციის და მეგობრული ურთიერთობების წყალობით, დაშორებას უფრო მარტივად გადაიტანენ .

 

კირჩხიბი

ისინი სერიოზულად განიცდიან და იტანჯებიან, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. და ამის შემდეგ განაგრძობენ ცხოვრებას ისე, როგორც ურთიერთობამდე ცხოვრობდნენ, რომელმაც მათ გული გაუტეხა.

 

ლომი

სინი ახალი თავგადასავლების საძიებლად გაემგზავრებიან. ლომები ყველაფრით დაკავდებიან, ოღონდაც მრისხანებისა და ტკივილისგან განთავისუფლდნენ. ამ პერიოდში ისინი ცხოვრობენ ისე, თითქოს მათი ცხოვრების ყოველი დღე- უკანასკნელია.

 

ქალწული

ქალწულები სამუშაოზე კონცენტრირდებიან და საუკეთესოები ხდებიან თავის საქმეში. ისინი დაუღალავად მუშაობენ, კურსებსა და ტრენინგებზე იწყებენ სიარულს და დაუოკებელი სურვილით ახალ ცოდნას იძენენ. ქალწულები მუდმივად მუშაობენ, რადგან ყოფილ პარტნიორზე აზრებს ვერ უმკლავდებიან.

 

სასწორი

რაღაც დროის განმავლობაში ადამიანებს თავს არიდებენ, რადგან არ უნდათ, რომ ვინმემ ჰკითხოთ ყოფილი პარტნიორის ან იმის შესახებ, თუ რას გრძნობენ. ისინი ასეთ მდგომარეობაში რჩებიან მანამ, სანამ ძალას არ მოიკრეფენ, რომ მეგობრებს მოუყვნენ თავისი გრძნობების შესახებ.

 

მორიელი

მორიელი უახლოეს ბარში მიდის. ის ძალიან ექსტრემალურია, ამიტომაც, როდესაც მას ტკივილს აყენებენ, ის დესტრუქციულად იწყებს მოქცევას. ჩვეულებრივ ის ძალიან ემოციურად რეაგირებს, როდესაც მას გულს უტეხენ, და მსგავსი ქცევა- ამ ტკივილის გადატანის ერთადერთი ხერხია.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მოზგაურობს. ინდოეთი, ტაილანდი, ბალი- ნებისმიერი წყნარი ადგილი, სადაც მშვიდად შეიძლება ფიქრი,პარტნიორის გაშვება და გონებრივ და ემოციურ განვითარებაზე კონცენტრირება. მათ ქვეყნის დატოვება, ტელეფონის გამორთვა და განკურნებაზე კონცენტრირება სჭირდებათ.

 

თხის რქა

ისინი თავის ოჯახთან ბევრ დროს ატარებენ, რათა სიყვარულის სხვა სახეობით შეავსონ სიცარიელე. თხის რქები ოჯახზე არიან ორიენტირებული, და ახლო ადამიანები მათზე დამამშვიდებლად მოქმედებენ.

 

მერწყული

ისინი მთელ თავის შემოქმედებით პოტენციალს იყენებენ, რომ წინ წავიდნენ. ისინი კრეატიულები არიან და მათ იციან, როგორ გარდაქმნან ტკივილი ხელოვნებად. ისინი სიყვარულის თავის დრამატულ ისტორიებს სხვებს უზიარებენ.

 

თევზები

თევზები ფსიქოლოგებს მიმართავენ დახმარებისთვის. ისინი ძალიან ემოციური და სენტიმენალური არიან, მაგრამ ყველაზე ახლო ადამიანებსაც ამას იშვიათად აჩვენებენ. იმისთვის რომ უდაბნოში გადარჩნენ და წინ წავიდნენ, მათ ვინმესთან დალაპარაკება სჭირდებათ, ვინც მათ არ იცნობს და არ განსჯის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ჰოროსკოპის ოთხი ქალი რომლებსაც კაცები გაურბიან
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
ყველაზე არასანდო ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ორი, ყველაზე გამჭრიახი ნიშანი
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
2025 წლის ყველაზე წარმატებული თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
წუნია ზოდიაქოს ნიშნები
ლომის ქვები
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ