ბლოგი

რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

არასდროს არ გააჩუმოთ ტყუპები და არ უთხრათ ქალწულებს, რომ არ არიან მართალი...

 

არ აქვს მნიშვნელობა, რაზეა საუბარი- რომანტიულ ურთიერთობებზე თუ მეგობრობაზე. ნამდვილად არ უნდა უთხრათ ასეთი სიტყვები იმ მამაკაცს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

 

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს:

 

ვერძი - არასდროს არ დაიწყოთ მათთან სიტყვიერი ბრძოლა

ვერძს ფიცხი ხასიათი აქვს, ის აგრესიული და იმპულსურია. ამას გარდა, ამ ადამიანებს კარგი აღნაგობა აქვთ, ისინი ძლიერები არიან და შეიძლება სასტიკიც იყვნენ.

 

კურო - არასდროს წაართვათ მათ საჭმელი

ისინი სიამოვნებით გაგიყოფენ საჭმელს, თუ თვითონ მოამზადებენ მას.  მაგრამ თუ ტაქტის გრძნობის შესახებ დაგავიწყდებათ, ისინი პატივს აღარ გცემთ.

 

ტყუპები - არასდროს გააჩუმოთ ისინი

ტყუპების აზრით, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ მამაკაცის გაჩუმება იგივეა, რაც მისთვის ხელის მოჭრა.

 

კირჩხიბი - არასდროს გააკრიტიკოთ ისინი.

კირჩხიბი ოდნავ თავდაუჯერებელია, ამიტომაც მცირე კრიტიკა,  კეთილი ზრახვებით რომც იყოს ნაკარნახევი, მუცელში დარტყმას უტოლდება. მას ნაკლებადაც ეტკინებოდა, მართლაც რომ დაგერტყათ მისთვის.

 

ლომი - არ სცადოთ მათი დათრგუნვა

ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, და თუ ამ პრივილეგიის წართმევას ეცდებით, მათ სამუდამოდ შესძულდებით.

 

ქალწული - არასდროს არ უთხრათ მათ, რომ არ არიან მართალი

ქალწულები მთელ თავის ენერგიას მიმართავენ იმაზე, რომ აჩვენონ, რომ მართალი არიან, და თქვენ- არა. და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დასჭირდებათ, თუნდაც ეს მთელი ცხოვრება იყოს.

 

სასწორი - არასდროს შეეკამათოთ მათ

სასწორს კონფლიქტი და ზემოქმედება არ უყვარს, როდესაც რამე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. თუ მათ დაჩქარებას გაბედავთ, სრული მარცხი გელოდებათ, და ეს არასასიამოვნო დასანახი იქნება.

 

მორიელი - არასდროს მოატყუოთ ისინი

ისინი ვნებიანი კაცები არიან, რომლებიც ტყულს არ პატიობენ. თუ ტყულში გამოგიჭერთ, გაიქეცით!

 

მშვილდოსანი - ნუ ეცდებით მათ საკუთარ თავთან მიჯაჭვას

მშვილდოსანს თავისუფლება სჭირდება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გაგებით. თუ ზედმეტად მომთხოვნი ხართ და სადმე წასვლის საშუალებას არ აძლევთ, ის უბრალოდ აფეთქდება.

 

თხის რქა - თავს ნუ მოაჩვენებთ იმ ადამიანად, ვინც არ ხართ

თხის რქები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები არიან, და თუ ვინმე თავს მოაჩვენებს იმად, ვინც სინამდვილეში არ არის, მათ ის ადამიანი მაშინვე შესძულდებათ.

 

მერწყული - არ სცადოთ მათი შეცვლა

ისინი უნიკალურები არიან და თავისი წესების მიხედვით ცხოვრობენ. თუ ეცდებით, გახადოთ ისინი იმ ადამიანებად, ვინც არ არიან, ისინი შეგიძულებთ.

 

თევზები - არ სცადოთ  მათი მოტყუება

თევზები შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე იყვნენ. თუ მათ გათამაშებას ან მოტყუებას ეცდებით, მზად იყავით ემოციური სერიალისთვის, რომელიც შეიძლება რამდენიმე სეზონი გაგრძელდეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
სხეულის ენით გამოვლენლი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები 2020 წლის ბოლოს
ყველა ადამიანს აქვს თავისი ციფრული კოდი, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე განვითარებული ინტიუციის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს