ძალიან პატივმოყვარე არსებები არიან მშვილდოსანი ცხოველები. პატრონი მათ მიმართ ძალიან სამართლიანი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთო ენას ვერასოდეს გამონახავენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ცხოველები ძალიან ფრთხილები არიან პატარა ბავშვებთან ურთიერთობაში და ძალიან უყვართ ისინი. ხალისიანები და ენერგიულობით გამორჩეულები არიან, შესაბამისად ხელში ჭერა, დაბმა და თავისუფლად მოძრაობის შეზღუდვა არ უყვართ. თუმცა, წვრთნას და აღზრდას ადვილად ექვემდებარებიან. ცხოველი მშვილდოსნებისთვის იდეალური იქნება პატრონი, რომელიც დაბადებულია ვერძის, ტყუპების, სასწორის, თხის რქის, მერწყულისა და თევზების ნიშნის ქვეშ. ვერ ეწყობიან კუროსა და ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პატრონს.