კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

მშვილდოსანი

ზოგადი
საერთო აღწერა

მშვილდოსნები მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩევიან როგორც გონების, ისე სხეულის აქტივობით, ამიტომ საკმაოდ ჰარმონიულად განვითარებულნი და კარგ ხასიათზე არიან. ისინი აფასებენ გახსნილობას და თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერ შეზღუდვას მტკივნეულად იღებენ.

მშვილდოსნების გულკეთილობა და გულახდილობა სამწუხაროდ გაწონასწორებულია იმპულსურობით, ზოგჯერ ზემდეტითაც კი. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები ადვილად ვარდებიან უკიდურესობაში, იძენენ მტრებს ხან ზედმეტი გულახდილობის და ხანაც სამართლიანობის გამო. საინტერესოა, რომ მშვილდოსნები ხშირად სხვის უფლებებს იცავენ, ვიდრე საკუთარს; ისინი მუდმივად გრძნობენ პასუხისმგებლობას სხვებზე, მაგრამ იშვიათად აბეზრებენ თავს მზრუნველობით.

მშვილდოსნებს შორის გვხვდება ორი ტიპის ადამიანები - ყველას გასაბედნიერებად მზრუნველი კეთილშობილი იდეალისტები და ძუნწი ფინანსისტები, რომელბიც ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ ნებისმიერი გზით. ამ უკანასკნელთ ტყუილად არ თვლიან სნობებად, თუმცა მათ ეს ნაკლებად აღელვებთ.

ყველა მშვილდოსანი დარწმუნებულია საკუთარ უცოდველობაში და ყველაზე სამართლიან კრიტიკასაც კი არ აქცევენ ყურადღებას, ხოლო რჩევებს ყველაზე უხეში ფორმით აიგნორებენ. სამაგიეროდ მათთან, ვინც არ ცდილობს მშვილდოსნების ქცევაზე გავლენა იქონიოს, მშვენიერი დამოკიდებულება აქვთ.

მამაკცი-მშვილდოსნები გამოირჩევიან ბევრი ლაპარაკით და ქალებთან ჭორაობასაც კი არ თაკილობენ. ისინი თითქოს მუდმი მოზარდები არიან, რომელსაც შეუძლია დაუფარავი უტაქტობა ან ხულიგნური ქცევა გამოავლინოს. ბრძოლას როგორც ყოველთვის გამარჯვებულები ასრულებენ, მაგრამ ამასთანავე არ იშურებენ ძალებს, რომ დმარცხებული დაამშვიდონ. ერთ სიტყვით, მშვილდოსნები ყოველთვის კეთილშობილები არიან.

ქალი-მშვილდოსნებიდან კარგი დედები დგებიან, რომელბიც გამოირჩევიან კეთილშობილებით და მზაობით, გაიღონ ყველაფერი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ისინი არ ღალატობენ მამაკაცებს და არ ატყუებენ ახლობლებს. ერთად-ერთი, რაც ქალ-მშვილდოსანს არ უყვარს საოჯახო საქმიანობაა. მას შეუძლია მთელი ძალები ჩადოს ოჯახური სიმყუდროვის შესაქმნელად, მაგრამ შედეგით თავადაც არ იქნება კმაყოფილი. ასეთი სისუსტეების მიმართ მშვიდად მიდგომაში ქალ-მშვილდოსნებს ეხმარება უცვლელი ოპტიმიზმი.

ცნობილი ადამიანები

ბენედიქტ სპინოზა, მიშელ ნოსტრადამუსი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ჰენრი ჰაინე, ფრიდრიხ ენგელსი, ჯონათან სვიფტი, ალექსანდრე ეიფელი, შტეფან ცვეიგი, გუსტავ ფლობერი, ჰექტორ ბერლიოზი, ლოპე დე ვეგა, მარკ ტვენი, უინსტონ ჩერჩილი, ჯანი ვერსაჩე, მარია ტიუსო, უოლტ დისნეი და სხვები.

სტიქია

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია. მისი ცეცხლი მყარი და ძლიერია, ხოლო ქარის დაბერვის შემდეგ კიდევ უფრო მკვეთრი ხდება, თუმცა გარშემო ნაპერწკლებს არ ყრის და დიდ ტერიტორიას არ მოიცავს. როგორც ცეცხლის ნიშნის სხვა ადამიანებს, მშვილდოსნებს უყვართ თავგადასავლები, მაგრამ თავით არ ეშვებიან მასში, მაგალითად ვერძებისგან განსხვავებით და მოქმედების ნაცვლად ოცნებებში არ იჭრებიან ლომების მსგავსად.

ცეცხლი ნიშნებიდან მშვილდოსანი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია - მისი ცეცხლი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ამასთანავე ადვილად კონტროლირებადი. მშვილდოსნები არ იწვიან საკუთარი ცეცხლის ალში როგორც ვერძები, მაგრამ არც კმაყოფილებას იღებენ უმოქმედობით - როგორც ლომები. მათი ცეცხლი იწვის თანაბრად და ნათლად და წინსვლისთვის საჭირო ენერგიას აძლევთ.

კარიერა და პროფესია

მშვილდოსნების კარიერა ჩვეულებრივ არათანაბრად ვითარდება და თითქოს ეწინააღმდეგება მათ ნატურას: ერთი და იგივე საქმეზე კონცენტრირებულები ასევე ცდილობენ არ შემოიფარგლონ ერთი სპეციალობით, ყოველთვის იწყებენ ცხოვრებას ნულიდან.

შრომისმოყვარეობა და მობილიზებულობა ეხმარებათ მიაღწიონ წარმატებას პრაქტიკულად ნებისმიერ წამოწყებაში, მაგრამ რაც უფრო ახლოს არის მწვერვალი, მით უფრო დიდია მშვილდოსნების სურვილი დაკავდნენ რაიმე ახლით და გამოუცდელით. შედარებით უფრო აქტიურ და უშიშ მშვილდოსნებს შეეფერება პროფესიები, რომლებიც აშინებს მშვიდ ადამიანებს; პოლიციელი, მეხანძრე, მაშველი, სამხედრო ჟურნალისტები, ჯარისკაცები, მფრინავები ან მყვინთავები - აი რა პროფესიის გამოდიან ამ ნიშნის ადამიანები საბოლოოდ, თუ მათ არჩევანს ვინმე არ ზღუდავს.

ბევრი მშვილდოსანი მიდრეკილია მუსიკისადმი, ამიტომ ისინი ხდებიან კომპოზიტორები, შემსრულებლები ან მუსიკალური ინსტრუმენტების ხელოსნები. მშვილდოსნები ნატურით მოთამაშეები არიან და ისინი, ვინც არ ახდენს ამ მიდრეკილების ბიზნესში რეალიზებას, ხდებიან კაზინიოების ან საფონდო ბირჟების ხშირი სტუმრები. სამწუხაროდ აზარტულ თამაშებში მშვილდოსნებს არ უმართლებთ, ამასთან, მარტივად გამომუშავებული ფული ხელიდან უქრებათ. უსაქმურობას მშვილდოსნები ძალიან განიცდიან, ამიტომ სამუშაო მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რასაც ახმარენ მთელ თავისუფალ დროს და ოჯახურ ინტერესებსაც კი.

ქორწინება და თავსებადობა

 

მნიშვნელოვანი საქციელის ჩადენისკენ მიდრეკილება, ყველაზე დრამატული კუთხით აისახება ბევრი მშვილდოსანის ოჯახურ ცხოვრებაზე: ისინი ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, არ თივალისწინებენ არავის რჩევას, შემდეგ კი იმედგაცრუების დროსაც კი არ ჩქარობენ ოჯახური კავშირის გაწყვეტას. საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ამაყები არიან და ურჩევნიათ ტანჯონ საკუთარი თავიც და სხვაც, ვიდრე აღიარონ შეცდომა.

მშვილდოსნებს ახასიათებთ თავიანთი ოჯახის ქება, მაშინაც კი, როცა საქმე ცუდად არის და ოჯახური კერის ცეცხლი დიდი ხანია ჩაქრა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არც ქალების და არც კაცების მიზანი ქორწინება არ არის. ბედნიერებისთვის მათთვის მთავარია თავისუფლება, ამიტომ მათ რჩეულებს ვურჩევთ არ დააპირონ მათი "დაპყრობა" სრულად. ამ ნიშნის ადამიანები პარტნიორში აფასებენ ერუდიციას და ნიჭს, და არა გარეგნულ მომხიბვლელობას ან ვნებას.

მშვილდოსანის ოჯახური ცხვორება ძალიან არათანაბარია: რომანტიკულ, ვნებიან პერიოდებს მოსდევს სკანდალები, რომელთა მიზეზებია ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიულობა და ბრაზის უეცარი გამოვლინება. ამასთან, მშვილდოსნებს არ შეუძლიათ დანაშაულის გამოსწორება, თუმცა დროთა განმავლობაში ცდილობენ როგორმე შეარბილონ სიტუაცია. მშვილდოსნებს უყვართ სხვებზე უფროსობა, მაგრამ ასეთ რამეს საკუთარი თავის მიმართ არ დაუშვებენ. პირდაპირი კრიტიკა მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მათ შეუძლიათ უმნიშვნელო რამ დიდ პრობლემად აქციონ და გაწყვიტონ ურთიერთობები.

ქორწინებაში მშვილდოსნები შეიძლება იყვნენ არაპროგნოზირებადი და ნებისმიერი წვრილმანის გამო დაძაბონ ურთიერთობა. საქმე იმაშია, რომ ისინი მიეჩვივნენ თავიანთი სისუსტეებისა და პრობლემების საყვარელი ადამიანისგან დამალვასაც კი და გრძნობებს მხოლოდ მაშინ ავლენენ, როცა შეცდომის გამოსწორება უკვე გვიანია.

მშვილდოსნების კავშირი საინტერესო და წარმატებული, თავგადასავლებით და ვნებებით სავსე იქნება. მშვენიერი წყვილი გამოვა მშვილდოსანისა და ვერძისგან. მშვილდოსანი იპოვის ლომის გულის გასაღებს, ამასთან დამუხტავს მას საკუთარი ენერგიით და ცხოვრების ჟინით. თევზებთან კავშირი საეჭვოა რომ შედგეს. საქმე იმაშია, რომ ის სიმხურვალე, რაც მშვილდოსანს ახასიათებს, აშინებს მგრძნობიარე თევზებს.

სიყვარულში წარმატების გასაღები

მშვილდოსანი არ ეძებს ბედნიერებისკენ მიმავალ მარტივ გზებს და ეს აისახება მის პირად ცხოვრებაზე. საბედნიეროდ, ამ ნიშნის წარმომადგენლები დაჯილდოვებულნი არიან თვითგაფრთხილების განვითარებული გრძნობით, ამიტომ თავს არიდებენ ისეთ კავშირებს, რომელბიც მათ ავნებთ. მაგრამ წარუმატებლობები პირად ცხოვრებაში მაინც ბევრი აქვთ, რისი მიზეზიც არის მათი ავანტიურისტული ხასიათი და ის, რომ საჭირო მომენტში არ შეუძლიათ გაჩერება.

ბედნიერების მოპოვებაში მშვილდოსნებს შეიძლება ხელი შეუშალოს მათმა სიჯიუტემ და იმ ადამიანების დასჯის სურილმა, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ. სწორედ ამ მიზეზის გამო, მშვილდოსნების მიერ გაჩაღებულ და მშვიდობიანად დაწყებულ რომანებში ყველაფერი მთავრდება ცუდად. ასეთ დროს წყვილს მუდმივად აქვს პრეტენზიებისთვის, გაკიცხვისთვის, გაღიზიანებისა და კრიტიკისთვის საბაბი. ამის მიუხედავად მშვილდოსნები არ ცდილობენ პარტნიორთან დაშორებას და ელიან, რომ ურთიერთობა დალაგდება. წყვილმა შეიძლება დიდხანს იარსებოს ჰარმონიის მოლოდინში, მაგრამ ვერასოდეს მიაღწიონ მას.

იმისათვის, რომ პირად ცხოვრებაში უფრო ბედნიერი იყვნენ, მშვილდოსნებმა უნდა აღიარონ, რომ მათთვის დამახასიათებელი ენერგიულობის, აქტივობის და სულიერი ძალის მიუხედავად, საჭიროებენ დაცულობის გრძნობასაც. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მშვილდოსნები ავანტიურის და სახიფათო თავგადასავლების მოყვარულნი არიან, ძალიან აფასებენ პარტნიორში სტაბილურობას, ერთგულებას და სიმართლეს.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე ვერ ვირჩევ შესაფერის პარტნიორს

ჩვეულებრივ, ასეთი პრეტენზიები აქვთ იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება გააჩნიათ და უკან მოიტოვეს რამოდენიმე წარუმატებელი კავშირი. ზოგჯერ მსგავსი პრობლემა ექმნებათ ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენლებსაც, რომლებიც ინსტინქტურად ხვდებიან, რომ რჩეული ადამიანი ვერ აკმაყოფილებს მათ სულიერ მოთხოვნებს.

რომანტიულ ურთიერთობებში მშვილდოსნები ენდობიან მხოლოდ თავიანთ ინტუიციას და განსჯის უნარს. მათ არ აშინებთ უთანასწორო ქორწინებები ან კავშირები, რომლებიც გარშემომყოფებს ექსტრავაგანტურად მიაჩნიათ. სხვაობა ასაკში, მსოფლმხედველობაში, რელიგიურ შეხედულებებში, მათ არანაირ დაბრკოლებად არ მიაჩნიათ, როცა შეყვარებულები არიან. საკუთარი ფანტაზიებით მოხიბვლისა და მათი რწმენისკენ მიდრეკილება ამ ნიშნის ადამიანებში ძალიან მაღალია. თუმცა, ადრე თუ გვიან, ისევე როგორც ყველა სხვა ნიშნის ადამიანებს, თქვენც მოგიწევთ მიწაზე დაშვება; სწორედ აქ ირკვევა, რომ თქვენ ვერ უგებთ და საერთო ენას ვერ ნახულობთ თქვენს მეორე ნახევართან ინტუიტიურ, ქვეცნობიერ დონეზე.

მაშ ასე, მშვილდოსნებო, თქვენი ცხოვრება გახდება გაცილებით მარტივი, თუ რომანტიკულ ურთიერთობებში იხელმძღვანელებთ არამარტო ემოციებით, არამედ საღი გონებითაც. ზოგჯერ იმ ადამიანების რჩევები და რეკომენდაციებიც უნდა გაითვალისწინოთ, ვინც კარგად გიცნობთ. ექსტავაგანტული და უცნაური ადამიანების მოზიდვის შანსი დიდია, თუმცა მათთან ურთიერთობის ქონა - რთული. გაითვალისწინეთ ეს იმ მომენტისთვის, როცა იგრძნობთ, რომ თავს კარგავთ.

2. მე ის მიყვარს, მაგრამ მასთან მოწყენილი ვარ

მშვილდოსნები ძალიან თავისუფლების მოყვარენი არიან და ვერ ეგუებიან შეზღუდვებს. შეგრძნებების ცვლა და ახალი ემოციები მათთვის აუცილებელია. თუ თქვენი რჩეული არის ადამიანი, რომელიც სტაბილურობის და პროგნოზირებადი სიტუაციის მოყვარულია, შესაძლოა სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. ძირითადი პრობლემა იმაშია, რომ ურთიერთობების საწყის ეტაპზე თქვენ კონცენტრაციას აკეთებთ პარტნიორზე და არაფრის დანახვა არ გსურთ გარშემო; გარკვეული დროის შემდეგ, პირიქით, თქვენ აღარ აქცევთ ამ ადამიანს იმდენ ყურადღებას, რამდენსაც იმსახურებს. არ უნდა მიიღოთ რომანტიკული ურთიერთობები როგორც შეზღუდვის სისტემა და თვითრეალიზაციის ან დასახული მიზნების მიღწევის ხელის შემშლელი ფაქტორი.

კარგი იქნება, თუ პირად სივრცეს დაიტოვებთ და იგივეს საშუალებას მისცემთ თქვენს პარტნიორს - ასე ორივე თქვენგანს მოგეცემათ პიროვნულად ზრდის საშუალება და ეს სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ არ დაკარგოთ ერთმანეთისადმი ინტერესი. თუ თქვენ გიყვართ და აფასებთ თქვენს პარტნიორს, ნუ მისცემთ მსუბუქ გასართობებს იმის საშუალებას, რომ თქვენი ურთიერთობა გააფუჭონ. პრანჭვამ და ფლირტმა შეიძლება წაგახალისოთ - სამწუხაროდ, ცოტახნით და ასეთ შეცდომის შედეგების მომკა დიდი ხნის მანძილზე მოგიწევთ.

3. ის ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვს

მამაცი და თავშეუკავებელი მშვილდოსნები გამბედაობას კარგავენ, როცა საქმე გრძელვადიან ვალდებულებებს ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენლები მიისწრაფვიან თავისუფლების მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნებისკენ. ისინი ცდილობენ უკან დასახევი დაიტოვონ იმ შემთხვევაშიც კი, როცა პარტნიორთან გულახდილი გრძობა აკავშირებთ. სირთულეები იმ მომენტში ჩნდება, როცა მარტივი, უდარდელი ურთიერთობის გასერიოზულებაა საჭირო; სწორედ ამ დროს მშვილდოსნებს უჩნდებათ შეგრძნება, რომ პარტნიორი მათგან ძალიან ბევრს ელის.

თუ თქვენთვის პარტნიორი ძვირფასია, შეეცადეთ ობიექტურად შეაფასოთ ის მოთხოვნები, რომლებსაც ის გიყენებთ - სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი სულაც არ არის გადაჭარბებული. თუმცა ასევე საჭიროა ჯანსაღი მიდგომა საკუთარი სურვილების მიმართ; ზედმეტს ხომ არ ელით რჩეულისგან, როცა მისგან მოითხოვთ უპირობოდ შეეგუოს თქვენს დამოუკიდებელ, თანაც ეგოიუსტურ და ზედმეტად ექსტრავაგანტულ ხასიათს. იმის მოლოდინში, რომ პარტნიორი მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ, თქვენ მხედველობაში არ იღებთ საკუთარ არასტაბილურობას;

ფაქტობრივად, ადამიანს, რომელზეც გაჩერდა თქვენი არჩევანი, მუდმივად უწევს თქვენს ხასიათს მოერგოს. მთავარია რას ელიან თქვენგან - ეს არის ქცევის შედეგი და განჭვრეტა; თუ თქვენ სამკაოდ გახსნილი იქნებით და ისწავლით საკუთარი ქცევის მიზეზების ახსნას, ურთიერთობებში ჰარმონიის მიღწევა გაგიადვილდებათ.

4. სასიყვარულო ურთიერთობები ცვლიან ჩემს ხასიათს

თავისუფლების მოყვარე, მხიარული მშვილდოსანი, შეყვარებულობისას სულ სხვანაირი ხდება. მის ხასითში ჩნდება ეჭვიანობა, ხოლო საღი აზრი მეორეხარისხოვანი ხდება.

თქვენ დაჯილდოვებული ხართ ძლიერი ნებით და შეგიძლიათ ის გამოხატოთ ნებისმიერ სიტუაციაში, თან ისე, რომ არ მოექცეთ თქვენი პარტნიორის ემოციიური დამოკიდებულების ქვეშ. არ დაკარგოთ დამოუკიდებლობა, დაიცავით საკუთარი ინტერესები; ზოგჯერ აუცილებელია «პირადი ტერიტორიის» შენარჩუნება, ყველაზე სანდო და ახლო ურთიერთობების დროსაც კი, რადგან მისი არსებობა განსაზღვრავს თქვენს სულიერ კომფორტს.

თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებისა და პირადი განვითარებისთვის ყველაზე დიდი საშიშროება შეიძლება იყოს თქვენი ინდივიდუალობის დაკარგვა. გახსოვდეთ, რამდენად მჭიდრო კავშირიც არ უდნა გქონდეთ რჩეულთან, საჭიროა დარჩეთ ის, ვინც ხართ და ბრმად არ მიიღოთ ქცევის ტიპი, რომელიც შეიძლება ტაქტიკურად იყოს შემოთავაზებული, რომ თავს მოგახვიონ.

საჭიროა ვაღიაროთ, რომ მშვილდოსნები იშვიათად ირჩევენ ტირან-პარტნიორებს, ინტუიტიურად ხვდებიან მათ საშიშროებას, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გახდნენ მანიპულატორის, ფსიქოლოგიური ხაფანგების და ინტრიგების მსხვერპლნი.

5. ის არ მიყურებს სერიოზულად

მშვილდოსნები ხშირად ახდნენ მხირული, ოპტიმისტი ადამიანების შთაბეჭდილებას, მაგრამ სრულიად სულელების და ამ ნიშნის წარმომადგნელების დიდ ნაწილს, მათი პარტნიორები არ ენდობიან. რთულია იმის წარმოდგენა, რომ მშვილდოსნების ასეთი ხასიათის უკან იმალება სიბრძნე და ცხოვრების ღრმა ინტუიტიური გაგება.

მშვილდოსნებთან იშვიათად ამჟღავნებენ სისუსტეებს, უფრო უზიარებენ წარუმატებლობებისა და შიშების შესახებ განწყობებს. სწორედ ამიტომ, ისინიც კი, ვისაც მათთან მუდმივი კავშირი აქვთ, თვლიან, რომ ამ ნიშნის ადამიანებს სერიოზულად არაფერი არ აინტერესებთ. მნიშვნელოვანია მშვილდოსნებმა ისწავლონ თავიანთ პარტნიორთან გრძნობების გაზიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ნაკლებად შეძლებს გაიგოს რამდენად ღრმა შეიძლება იყოს თქვენი განცდები და ემოციები, შესაბამისად დამოკიდებულებაც არასერიოზული ექნება.

ბევრი მშვილდოსანი იმდენად ხშირად ატარებს მხირაულების და ოპტიმიზმის ნიღაბს, რომ მთლიანად იჭრება ამ როლში და უარს აცხადებს სერიოზული თემების მოსმენაზე, მომავლის განხილვაზე და ა.შ. თუ თქვენ რთულ სიტუაციაში ამჟღავნებთ მსუბუქ დამოკიდებულებას და იუმორით გამოხატავთ ამას, მაშინ ნუღარ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი პარტნიორი ამას ღებულობს როგორც სასიამოვნოს, მაგარამ არასერიოზულს და თქვენში განწყობის ადამიანს ხედავს, რომელთან ურთიერთობა რამდენადაც საინტერესოა, იმდენად დამთრგუნველიც.

6. რომანტიკული ურთიერთობები არასოდეს გრძელდება დიდხანს

მშვილდოსნებს უჭირთ სასიყვარულო ხასიათის ურთიერთობების დიდი ხნით შენარჩუნება, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ განქორწინებების მაჩვენებელი მათში უფრო დიდია, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებში. ბევრი მშვილდოსანისთვის ქორწინება, ბედნიერიც კი, მძიმე შრომაა, რამდენადაც მათი დამოუკიდებელი ნატურა ეწინააღმდეგება ნებისმიერ კავშირებს, ხოლო მუდმივად ახალი გამოცდილების შეძენის სურვილი ცუდად აისახება ერთგულებასა და სტაბილურობაზე. გარდა ამისა, მშვილდოსნებს საკუთარი ფასეულობების სისტემა აქვთ, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რაც საზოგადოებაშია მიღებული; ზოგჯერ მათთვის რთულია პარტნიორის ნახვა, რომელიც მზად არის იცხოვროს «სხვებისგან განსხვავებულად» და ძალიან მალე, ამის გამო, ჰარმონიის შემცვლელი ხდება საკუთარი იდეალების დაცვისათვის ბრძოლა.

იმისათვის, რომ რომანტიკული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ოფლისღვრა არ დაგჭირდეთ, ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ თქვენი გრძელვადიანი ემოციური მოთხოვნების მიმართ. თქვენი დაბნევა რთულია, მაგრამ შეყვრებულობის დროს, თქვენ ანაცვლებთ საკუთარ სურვილებს და მიზნებს იმით, რაც თქვენს პარტნიორს ახასიათებს. ეს პირდაპირი გზაა დისჰარმონიისკენ, რომლის შედეგია ღია კონფლიქტი ან ურთერთობების გაციება, რაც საბოლოოდ მათი შეწყვეტისკენ მიდის. გახსოვდეთ, რომ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც სრულყოფილად ფლობს საკუთარ ენას და ნუ დათანხმდებით კომპრომისებს მანამ, სანამ არ გაიგებთ რას იძენთ ან კარგავთ ამით პირადად თქვენ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მშვილდოსნები არიან არამარტო მგრძნობიარენი და ემოციურიები, არამედ ინტელექტუალურებიც. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებლები მხოლოდ მოგებულნი დარჩებიან, თუ არ მიენდობიან ბრმად სიყვარულს - ცოტა გათვლა და ცივსისხლიანობა სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს სერიოზული შეცდომების თავიდან აცილება.

7. ჩვენ სულ ვჩხუბობთ

იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ ემოციების გამოხატვა და არიან მშვიდები, მშვილდოსნებთან ურთიერთობა ურთულდებათ: ამ ნიშნის ადამიანები მკვეთრი და უკომპრომისოები არიან, ყოველთვის არ აქვთ მზაობა მოუსმინონ სხვას, თუმცა მძაფრად იცავენ საკუთარ ინტერესებს მაშინაც კი, როცა არავისგან მათი დაცვა საჭირო არ არის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სწორედ მშვილდოსანი არის კონფლიქტების ინიციატორი წყვილში, მაგრამ ეს ასე არ არის: უბრალოდ მისი გრძნობების «საშუალო ტემპერატურა» შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე პარტნიორის.

მაშ ასე, თუ თქვენი რჩეული არ ახდენს თქვენს პროვოცირებას მიზანმიმართულად, მზად იყავით საკუთარ თავზე იმუშაოთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წყვილს სერიოზული პრობლემები აქვს, რომელთა გადაწყვეტა მოითხოვს ორივე მხარის ძალისხმევას - ეს მაშინ, თუ მათ ნამდვილად სურთ ურთიერთობების შენარჩუნება. თუ კამათი წვრილმანების გამო ხდება, მათი აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებაა ტაქტიკური და დიპლომატიური მეთოდების გამოყენება. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან მოითხოვენ კოლოსალურ დათმობებს, მაგრამ მალე შეამჩნევთ, რომ ძალისხმევა ტყუილად არ იკარგება და ურთიერთობა უმჯობესდება. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს პარტნიორის მოსმენის და მისი აზრის მიღების რჩევა, თქვენს შემთხვევაში ეს ძალიან სასარგებლო იქნება. ბევრი მშვილდოსანის პრობლემა არის - «ყველგან მტერია»-ს პრინციპით აზროვნება, გამძაფრებული თავდაცვის გრძნობა და ზედმეტი ემოციური რეაქცია ნებისმიერ კრიტიკაზე, კონსტრუქციულზეც კი.

იყავით უფრო რბილი, ბუნებამ გასაოცარი ინტუიციით და ადამიანების «გრძნობით», მათი მიზნებისა და სურვილების გაგების შესაძლებლობით დაგაჯილდოვათ. საკუთარი განცდებით და პიროვნებით ზედმეტად გართული ხართ, რითაც პარტნიორს თქვენი ვნებების სათამაშოდ ხდით, არადა მასში უნდა ხედავდეთ მომხიბვლელ პიროვნებას, რადგან თქვენი არჩევანი არ ყოფილა შემთხვევითი.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

მშვილდოსანი მიეკუთვნება აქტიურ (მამაკაცურ) ნიშნას და შეუძლებელია ეს ვერ შეამჩნიოთ. მშვილდოსანი, იქნება ის სტრატეგი თუ თავმდაბალი შემსრულებელი, ყოველთვის მოღვაწეა, ამასთან, მისთვის ადვილია სასოწარკვეთილი საქციელის ჩადენა, თუნდაც თანდაყოლილი უშიშობის გამო.

ცხოვრებაში მშვილდოსნებს აქვთ მხოლოდ ერთი სუსტი მხარე - მათ შეუძლიათ აკეთონ მხოლოდ ერთი საქმე, სამაგიეროდ, მასზე კონცენტრირდებიან თავიდან-ბოლომდე. ერთდროულად რამოდენიმე ამოცანის გადაჭრა მათ არა თუ არ სურთ, უბრალოდ არ შეუძლიათ. უნდა დავამატოთ, რომ მშვილდოსნები ზოგჯერ მოქმედებენ ძალიან სწრაფად, ვერ აანალიზებენ საკუთარ საქციელს და ვერ ახდენენ შედეგების შეფასებას, რომლებამდეც შეიძლება ამ საქციელმა მიიყვანოთ. ამის გარდა, მშვილდოსნებს აუცილებლად უნდა სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ. ისინი არ ხელმძღვანელობენ ზოგადად მიღებული სტანდარტებით ან მომხიბვლელი პერსპექტივებით, ამიტომ უპირატესობას ანიჭბენ იმოქმედონ საკუთარი წარმოდგენებისა და მიდრეკილებების მიხედვით.

მშვილდოსნები არასტაბილურები არიან: მათ შეუძლიათ მოულოდნელად მიიღონ გადაწყვეტილება ან საკუთარი აზრი საპირისპიროთი შეცვალონ. სიფრთხილე, რომელიც ბევრ მათგანს ახასიათებს არ უნდა ავურიოთ სიმხდალეში: სწორედ ამ ნიშნის ადამიანებს შორის არის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საშიში პროფესიის მქონე და სპორტის ექსტრემალური სახეობის მიმდევრები.

მშვილდოსნებს ბუნებისგან აქვთ მინიჭებული თავმდაბლობა, რომელიც ეხმარება მათ სარისკო სიტუაციებში ტრავმების მიღების თავიდან აცილებაში. მოწყენილობის შიშით, მშვილდოსნებს არ ეშინიათ ცხოვრების შეცვლა და საკმაოდ ხშირადაც შეუძლიათ ამის გაკეთება ხელს რომ არ უშლიდნენ ბედნიერ მომავალსა და საერთაშორისო სამართლიანობაზე ოცნებაში.

ჯანმრთელობა

მშვილდოსნების ყველაზე დიდი მტერია - სიცივე და ნესტი. ისინი ადვილად ცივდებიან და საქმე არ მთავრდება გრიპით ან ხველებით, ავადმყოფობა გადადის ფილტვების და ყელის ანთების სერიოზულ ფორმებში. განსაკუთრებით უჭირთ მწეველ მშვილდოსნებს, რადგან ისინი ავადმყოფობის დროსაც ვერ ამბობენ უარს სიგარეტზე. მშვილდოსნები ასევე იტანჯებიან რევმატიზმისგან, რომელიც ხშირად იმის შედეგია, რომ თხლად ჩაცმა უყვართ და დიდ დროს ატარებენ გარეთ. ასევე გართულებები აქვთ მათ, ვინც მჯდომიარე საქმიანობას ეწევა - მათ აწუხებთ ზურგისა და მხრების ტკივილი. საერთოდ, იმისათვის, რომ ჯანმრთელები იყვნენ, მშვილდოსნები საჭიროებენ მოაზროვნე, მშვიდი ადამიანის რჩევებს, რომელიც ყურადღებას მიაქცევთ და შეკვეცავს მათ ენერგიას.

მშვილდოსნების ფორიაქი აისახება მათ სულიერ ჯანმრთელობაზეც - ცხოვრების ბოლოსკენ მათ უჩნდებათ ნერვული დაავადებები, რომლებიც იშვიათად ექვემდებარებიან მკურნალობას. ძალიან ხშირად მშვილდოსნებს ემართებათ უბედური შემთხვევები და მათი შედეგბი, როგორც წესი, აისახება ჯანმრთელობაზე დიდი ხნის განმავლობაში.

საბედნიეროდ, მშვილდოსნები დაჯილდოვებულნი არიან ოპტიმიზმით, რომელიც ეხმარება მათ სულიერ სიმხნევეში რთული ავადმყოფობის დროსაც კი. მშვილდოსნებს არც თუ ისეთი კარგი კანი აქვთ და ბევრი მათგანი იტანჯება დერმატოლოგიური დაავადებებით.

სექსუალობა

პირველი სიყვარული მშვილდოსნებს ბავშვობაში აქვთ და ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებენ მომენტალური გატაცების ჩვევას, ყოველ ახალ რომანს მთელი გულით უდგებიან. მშვილდოსნები რომანტიკოსები არიან და ადვილად ხიბლავენ საპირისპირო სქესს, მაგრამ სტაბილურობით არ გამოირჩევიან.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მშვილდოსანი უბრალოდ კოლექციონირებას ახდენს საკუთარი სასიყვარულო გამარჯვებების, მაგრამ ეს ასე არ არის - ის ყოველ ჯერზე გულახდილად შეყვარებულია და სერიოზულად განიცდის დაშორებას.

მშვილდოსნების დადანაშაულება ერთგულების არ ქონაში არ ღირს: უბრალოდ ისინი ძალიან აქტიურები არიან იმისათვის, რომ ერთგულები იყვნენ. თუ მშვილდოსანი შეძლებს იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც შეძლებს მასთან ერთად ცვლილებას, ან ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას, ასეთი რომანი შეიძლება იმაზე მეტად ხანგრძლივი იყოს, რამდენადაც ვნებიანი. მშვილდოსნები მიდრეკილნი არიან ახალი ეროტიკული შთაბეჭდილებების მიღებისკენ პარტნიორის შეცვლით და არა უკვე არსებულთან ურთიერთობის სრულყოფით.

მშვილდოსნების სექსუალური პარტნიორების რაოდენობა ჩვეულებრვი ბევრია და საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნის ადამიანებს ყოველთვის უმართლებთ სიყვარულში. მშვილდოსნებს ყოველთვის ეშინიათ მესაკუთრის ინსტინქტების გამოვლენის და ხშირად სასურველ ადამიანთან ურთიერთობისას შემოიფარგლებიან მხოლოდ სექსით. ამ მიზეზითვე მშვილდოსნებს შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნონ ურთიერთობა ისეთ პარტნიორთან, რომელიც არის თავისუფალი, რამდენადაც ასეთი ურთიერთობა არ ემუქრება მას უღელის დადგმით.

მოწყენილობის შიში მშვილდოსნების ერთ-ერთი მახასიათბელია და ვლინდება მათ სექსუალურ ცხოვრებაშიც. ამასთან, მშვილდოსნები დავად იშვიათად სთავაზობენ პარტნიორს რაიმე ახალი ელემენტის შეტანას ურთიერთობაში, თუმცა მის იდეებს იღებენ ენთუზიაზმით. მშვილდოსნები გულუხვად უზიარებენ საკუთარ ცოდნას და სექსუალური ცხოვრების ხელოვნებას ხელახლა წვრთვნიან უკვე სხვა პარტნიორთან.

კულინარიული მიდრეკილება

მშვილდოსნებმა ჭამაში ზომიერება უნდა დაიცვან, მაგრამ ამასთან, გააკონტროლონ ისიც, რომ კვება იყოს მრავალფეროვანი. ჩვეულებრივ ისინი ზედმეტად ეტანებიან ცხიმიან და ცხარე საკვებს, ივიწყებენ ხილს, ბოსტნეულს, წვენებს და ჩაის. ირჩევენ ალკოჰოლს, რომელიც უმჯობესია საერთოდ გამორიცხონ. მშვილდოსნები ძალიან აკურატულები უნდა იყვნენ ზღვის პროდუქტების, იაპონური სამზარეულოს გამოყენებისას.

მშვილდოსნებისთვის თევზი მისაღებია მოხარშული ან გამომცხვარი სახით, სუნელების, მკვეთრი გემოსა და ცხიმიანი საწებლების გარეშე. ასევე სასარგებლოა რაციონში ლობიოს, ყვავილოვანი კომბოსტოს, სტაფილოს და პომიდვრის არსებობა.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვი მშვილდოსნები მიეკუთვნებიან მომხიბვლელი და საყვარელი ბავშვების კატეგორიას, რომლებიც ყველგან ყურადღების ცენტრში არიან. ისინი ადვილად იძენენ ახალ მეგობრებს და უამრავი მფარველი ჰყავთ უფროსებში. მათთან ადვილია ურთიერთობა. 

მშვილდოსნებს ადრეული ასაკიდანვე ახასიათებთ სამყაროსადმი ის განსაკუთრებული გახსნილობა, რომელიც გამოარჩევს მათ მთელ ცხოვრების მანძილზე. როცა ბავშვი-მშვილდოსნები იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ - უფროსები აღნიშნავენ, რომ სიმართლე ბავშვის პირით ითქმევა. ხოლო იგივე საქციელის გამო უკვე ზრდასრულ ასაკში მათ კიცხავენ და უთვლიან უტაქტობასა და დელიკატობის არქონაში.

მშვილდოსნები თანაბარ მოთხოვნებს უყენებენ საკუთარ თავს და უფროსებს. ასეთი ბავშვი მოთმინებით არ მოისმენს გაკიცხვას და უხეშ საუაბრს ადამიანისგან, რომელიც თავადაც ვერ დაიკვეხნის შრომისმოყვარეობით და აკურატულობით. ბავშვ-მშვილდოსნებს არ უჭირთ აზრის ჩამოყალიბება, საუბრისას ადვილად ალაგებენ აზრს და გარკვევით გადმოსცემენ სათქმელს. ბავშვი-მშვილდოსანის პატივისცემის მოპოვება და შემდეგ მისი შენარჩუნება ადვილი ნამდვილად არ არის. ამისათვის საჭიროა არამარტო გამორჩეული ნიჭი და შესაძლებლობები, არამედ თვითკრიტიკაც, საკუთარი შეცდომების აღიარებაც და პატიების თხოვნაც, ასევე სამართლიანობის გრძნობა. მშვილდოსნები ცნობისმოყვარეები არიან იმდენად, რომ ეს დახმარების ნაცვლად ხელს უშლით წარმატებების მიღწევაში. ასეთი მოსწავლის დაუსრულებელ შეკითხვებს მასწავლებლები ხშირად ჩიხში შეჰყავს. მთავარი პრობლემა იმაშია,
რომ მშვილდოსანს უყვარს ახალი ინფორმაციის მიღება, მაგრამ არ იხარჯება იმისთვის, რომ ის დაიტოვოს თავში. საუკეთესო შემთხვევაში ის დაიმახსოვრებს სად შეიძლება საჭირო ინფორმაციის მოძიება ან ვის უნდა მიმართოს შესაბამისი შეკითხვით.

ბავშვი-მშვილდოსნები ძალიან ნეგატიურად იღებენ მათი თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვას. მშობლებს უჭირთ ასეთი ბავშვის სახლში დაკავება თუ მას სეირნობა სურს. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მშვილდოსანი საერთოდ არ უსმენს თქვენს რჩევებს და შენიშვნებს: ის ზედმიწევნით აანალიზებს, რომ საკუთარი დაკვნები გამოიტანოს.

მშვილდოსნები ძალიან მოსიყვარულეები არიან, ამის შემჩნევა ადრეულ ასაკშივე შეიძლება. პრაქტიკულად ნებისმიერ კამპანიაში, რომელშიც აბვშვი-მშვილდოსანი ხვდება, მალევე უჩნდება «განსაკუთრებული მეგობარი». ამასთან, ნებისმიერი რომანტიკული ხასიათის იმედგაცრუება ასეთი ბავშვებს ადვილად გადააქვთ. არავის შეუძლია მათ ოპტიმიზმი და საკუთარი თავის რწმენა
დააკარგვინოს.