ერთი შეხედვით ქალწულები ბევრს ეჩვენება პრობლემებში და საყოფაცხოვრებო წვრილმანებში ჩაფლულად, მაგრამ ეს წარმოდგენა მცდარია. ეს ადამიანები ძალიან ყურადღებიანი არიან და უშიშრად აღნიშნავენ ამ სამყაროს არასრულყოფილებას, განსაკუთრებით იმ სფეროებში, სადაც საქმის გამოსწორება შეუძლიათ. სწორედ ამიტომ საშუალოსტატისტიკური ქალწული პატარა პრინცივით ცდილობს მოაწესრიგოს თავისი პლანეტა და თუ ეს შეუძლებელია, მისი კუთვნილი კუთხის მოწყობას მაინც ახერხებს.
ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც, მაგრამ ხშირად კრიტიკულად არიან განწყობილი სამყაროსა და გარშემო მყოფების მიმართ და საკუთარ თავს უფლებას აძლევენ მკვეთრი შენიშვნები მისცენ, რომლის გამო ხშირად კარგავენ მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს.
ქალწულებს აქვთ საკუთარი აზრი ბევრ საკითხზე, მაგრამ მის დაცვას ცდილობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტი ღირსეული და საინტერესოა; სულელი, უჭკუო ოპონენტისთვის რაიმეს მტკიცებას ისინი არ დაიწყებენ. ქალწულების უმრავლესობა შინგანად მომხიბვლელები არიან და თუ მოინდომებენ შეუდარებელნი იქნებიან.
ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ჩრდილში ყოფნა. მათ არ უყვართ ყურადღების მიქცევა, ამიტომ მათ ხშირად ბოლომდე ვერ აფასებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც მათ ცუდად იცნობს. ჩვეულებრივ ქალწულები ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები არიან, მაგრამ ამ მდგომარეობიდან ისინი ადვილად გამოჰყავს ვულგარობას, უხეშობას და სისულელეებს. ამ ყველაფერთან შეჯახებისას ქალწულები თითქოს კარგავენ კოორდინატების ჩვეულ სისტემას; გაცილებით თავშეკავებულები ცდილობენ ამ დროს გაერიდონ გამაღიზიანებელ ობიექტს, ზოგი ხელჩართულ ჩხუბში ერთვება და არ ზოგავენ ძალებს. ქალწულები ძალიან ჭკვინაურად ხარჯავენ ფულს და ცდილობენ არავის მევალე არ იყვნენ.
მამაკაც-ქალწულებს დიდი შინაგანი ძალა აქვთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ბედის მორჩილად თვლიან და იშვიათად სჩადიან სასოწარკვეთილ საქციელს. მათ კარგი მეხსიერება აქვთ და სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით ძალიან ყურადღებიანი არიან წვრილმანების მიმართ.
ქალი-ქალწულები ჩვეულებრივ მორიდებულები და მორცხვები არიან. თუმცა ეს არ არის მათი მთავარი ღირსება. ქალწულებში გვხვდება ქალბატონები, რომელბსაც მძიმე ხასიათი აქვთ, სამაგიეროდ ნათელი გონებით, კარგი გემოვნებით და ვნებიანი სულით გამოირჩევიან.
არმან რიშელიე, იასირ არაფატი, ფარადეი, დედა ტერეზა, ო’ჰენრი, ჰეგელი, გოეთე, აგატა კრისტი, სოფი ლორენი, გრეტა გარბო, დევიდ კოპერფილდი, შონ კონერი, ფრედი მერკური, კიანუ რივზი, რიჩარდ გირი, მიკი რურკი, კლაუდია შიფერი, მაიკლ ჯექსონი და სხვა.
ქალწულები მიწის ნიშანს მიეკუთვნებიან, ისევე როგორც კურო და თხის რქა, და როგორც ამ ნიშნის ადამიანები, გამოირჩევიან პრაქტიკულობით, რაციონალური მიდგომით ცხოვრების მიმართ და ხვალინდელ დღეზე ზრუნვით. თუმცა ქალწულები გამოირჩევიან კვლევითი მიდგომით - ისინი შეისწავლიან ნიადგს, მაგრამ არ ჩქარობენ მის დამუშავებას. მიწა და მის მიერ მოცემული დოვლათი ქალწულებს უფრო მეტად სამეცნიერო-თეორეტიკული კუთხით აინტერესებთ, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანებისთვის პოტენციალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაქტიკული განხორციელება.
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები გამოირჩევიან მუდმივობით, ოღონდ ეს გულისხმობს თანაბარ მოძრაობას, ვიდრე მათი ნატურის სტატიკურობას. გარდა ამისა, მიწიერი კეთილდღეობისკენ სწრაფვის სურვილის უკან, ქალწულებში იმალება სულიერი სრულყოფილების დიდი მოთხოვნილება.
ჭკვიანი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ქალწულები მიზნებს აღწევენ ნებისმიერ სფეროში. მათი საზრიანობა და ზუსტი ანალიზის უნარი შეუცვლელია ბიზნესში, თუმცა სხვა სფეროებშიც გამოდგება.
ქალწულების სწრაფვა ჰარმონიისკენ და სრულყოფილებისკენ მათ საუკეთესო კრიტიკოსებად ხდის, ასევე ამ თვისებამ შეიძლება წარმატება მოუტანოთ იქ, სადაც საჭიროა სხვების მიერ გაკეთებულის გამოსწორება ან გაუმჯობესება, იქნება ეს სარედაქტორო სამუშაო, სამშენებლო პროექტების შეფასება თუ კონსალტინგური საქმიანობა.
ქალწულები კარგი ექიმები ხდებიან და აქვთ არამარტო ფართო და ღრმა ცოდნა, არამედ გულახდილი თანაგრძნობა პაციენტის მიმართ, ასევე მისი მდგომარეობის შემსუბუქების დიდი სრუვილი. ქალწულებში ბევრია ისეთი, რომელსაც შეუძლია პაციენტების არატრადიციული მეთოდებით მკურნალობა ან დაავადების დიაგნოსტირება სპეციალური გამოკვლევის გარეშე.
ყველაზე ყურადღებიან და მზურნველ ქალწულებს ბადალი არ ჰყავთ აუდიტორულ, საბუღალტრო და იურიდიულ საქმიანობაში, პოლიტიკაში წარმატებისთვის კი მათ არ ჰყოფნით აგრესიულობა და მიმწოლი ხასიათი. გარდა ამისა, ქალწულები შეუდარებელნი არიან არსებული კანონების დაცვაში, მაგრამ აბსოლიტურად არ ეხერხებათ კანონმდებლობაზე მუშაობა.
ქალწულები ყველაფერში ერკვევიან, მათ შორის ახლობელი ადამიანების არჩევაში განსაკუთრებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ნიშნის ადამიანების უმრავლესობა რჩება მარტოხელა ცოხვრების ბოლომდე. მათი ნაწილი არ ანგრევს წარუმატებელ კავშირს მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორის მიმართ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა გააჩნია. ამას გარდა, ქალწული ერთგულია ოჯახის მიმართ, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს მისი უღელი, ბოლომდე ეწევა და თავის მეორე ნახევარსაც კი არ აგრძნობინებს, რომ თავისუფლებას და მარტოობას არჩევდა წარსულის დაბრუნება რომ შეეძლოს.
ქალწულებს არ ახასითებთ კომპრომისი სიყვარულში - მათ წყვილს გამორჩეული ღირსებების უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენადაც ძლიერი გრძნობა არ უნდა იყოს, ურთიერთობა შეწყდება სწრაფად და საბოლოოდ. აღსანიშნავია, რომ ქალწულები გამოირჩევიან ერთგულებით: ისინი რჩეულში ეძებენ პირველ რიგში მეგობარს და არა სექსუალურ პარტნიორს. ნებისმიერ ღალატს აფასებენ როგორც გამყიდველობას. ქალწულის სიყვარულმა შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს ვნების და მკვეთრი გამოხატვის არ არსებობის გამო, მაგრამ ქალწულის გრძნობა არის თანაბარი და გაუბედავი, ამასთან იმდენად ძლიერია, რომ დაგიცავთ ნებისმიერი ცხოვრებისეული სირთულისგან. ქალწულების კავშირი დიდი ალბათობით რომანტიკული არ იქნება, სამაგიეროდ მეგობრობა იქნება მყარი, ხოლო ერთობლივი მუშაობა პროდუქტიული.
ქალწულს სწრაფად დაღლის აბსტრაქტული აზროვნების მიდრეკილების არ მქონე კირჩხიბი, ხოლო მერწყულთან ურთიერთბა საკმაოდ მაცდური შეიძება იყოს. შესაძლოა კარგი აღმოჩნდეს კავშირი ლომთან, რომელიც მოხერხებულ ქალწულთან დამჯერე ფისო გახდება. ქალწულს ურთიერთგაგებით სავსე ურთიერთბა აქვს მშვილდოსანთან, ხოლო თევზები მალე დაღლის ფუჭი ოცნებებით და უმოქმედობით.
ქალწულს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ზოდიაქოს ყველაზე ბრძენ ნიშანს. სწორედ ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან ადამიანები, რომლებსაც სხვებზე მეტად შეუძლიათ ანალიტიკური სამუშაოს შესრულება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა და ცხოვრებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი. სამწუხაროდ ქალწულების კრიტიკულობა ხშირად მათ წინააღმდეგ მუშაობს. სწორედ ამ ნიშნის ადამიანები არიან ცნობილი იმით, რომ თითქოს საშუალებას არ აძლევენ საკუთარ თავს იყვნენ ბედნიერნი, ეძებენ რჩეულში და მათ ურთიერთობებში რაიმე ნაკლს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ასე გადაიქცევა სიყვარული სამუშაოდ, რომლის შესრულება სულ უფრო ნაკლებ სიამოვნებას ანიჭებს მათ.
ქალწულებისთვის აუცილებელია ისწავლონ დროულად მოდუნება და დასვენება. მთელი სამყაროს წარმატებაზე ზრუნვა - დამქანცველი და უმადური საქმეა. ზოგჯერ პირადი პრობლემების გადაჭრითაც უნდა დაკავდეთ ქალწულებო, დაივიწყოთ სირთულეები და ისიამოვნოთ ცხოვრებით, მაგალითად როგორც ამას ლომები აკეთებენ.
შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:
1. მე არ შემიძლია შესაფერისი პარტნიორის ნახვა
ქალწულს უჭირს მეორე ნახევრის მოძებნა არა იმიტომ, რომ მოთხოვნები, რომლებსაც ის თავის რჩეულს უყენებს, ძალიან მაღალია, არამედ იმიტომ, რომ ქალწულები კარგად ხედავენ საკუთარ ნაკლოვანებებს და ხშირად საკუთარ თავს სიყვარულისა და ყურადღების ღირსად არ თვლიან. სწორედ ქალწულები იტანჯებიან ყელაზე ხშირად არასრულყოფილების კომპლექსით და ამ მხრივ მუდმივად ასხამენ „ცეცხლზე ნავთს“.
ქალწულებო, შეცვალეთ პოლიტიკა, შეაქეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ საკუთარი თავი, ნუ დააკნინებთ თქვენს ღირსებას და ნაკლები იფიქრეთ წვრილმანებზე. გარდა ამისა, თქვენ უნდა იყოთ გულახდილი საკუთარ თავთან: მნიშვნელოვანია სწორად გაიგოთ სინამდვილეში რა გინდათ ცხოვრებისგან. ზოგჯერ შეიძლება მეგობრის დახმარება დაგჭირდეთ იმისათვის, რომ ამაში გაერკვეთ, მაგრამ ჩადებული ძალისხმევა უშედეგო არ იქნება - შედეგად თქვენ მიხვდებით, რისკენ მიისწრაფვით და თქვენი შესაფერისი პარტნიორის პოვნაც გაგიადვილდებათ.
2. მას ჩემი არ ესმის
ქალწულები კარგად მალავენ მათთვის დამახასიათებელ რომანტიზმს და ამიტომ ისინი ხშირად ცრუ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ნუ ცდილობთ ცივსისხლიანებად გამოჩნდეთ, თუ ძლიერ გრძობას განიცდით, ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავს მისცეთ ამის გამოხატვის თავისუფლება.
ხშირად ქალწულის პარტნიორი ვერც კი ამჩნევს მის გრძნობებს და ამიტომ ტკივილს აყენებს მას ისე, რომ ვერც კი ხვდება. სწორედ ამ მიზეზის გამო ქალწულები არიან ძალიან უბედურები, თუმცა გარედან მათი კავშირი სტაბილური და ჰარმონიული ჩანს. თუ ქალწულები მოდუნდებიან, მოიხსნიან ცივსისხლიანობისა და თავშეკავებულობის ნიღაბს, გაცილებით ბედნიერები იქნებიან.
3. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ხშირად ვჩხუბობთ
შესაძლოა ამის მიზეზი თქვენი და თქვენი პარტნიორის ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება იყოს. ქალწულის ხასიათი არ გამოირჩევა მოქნილობით და მათ, ვისაც ამ ნიშნის ადამიანებთან აქვთ შეხება, ჩვეულებირვ დათმობებზე წასვლა და შეგუება უწევს. ქალწულებმა კარგად იციან რა უნდათ და იშვიათად არიან დაბნეულები. პარტნიორი შეიძლება მათში ძლიერ ლიდერს ხედავდეს, ვინც გასცემს ბრძანებებს, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება.
ქალწულებო, არის ორი თვისება, რომელთა გაკონტროლებაც გმართებთ - მესაკუთრის ინსტინქტი და თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის სურვილის არ ქონა. სწორედ მათ გამო თქვენ გიჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ოდნავ დამოუკიდებლობას ავლენენ და ცვლილებებისკენ ილტვიან - ასეთები კი ბევრნი არიან.
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია არა კამათში დათმობა, არამედ იმ ფაქტის აღიარება, რომ სხვა აზრი არსებობს ამა თუ იმ საკითხზე. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით მალე წავა საქმეები კარგად.
4. მე მარტოსული ვარ
ქალწულები სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებზე მეტად ცხოვრებას ატარებენ მარტოობაში და ამის გამო სულაც არ განიცდიან დისკომფორტს. თუ თქვენ გსურთ სიტუაციის შეცვლა, საჭიროა გადალახოთ წარუმატებლობის შიში სასიყვარულო ურთიერთობებში, ასევე უნდა აღიაროთ, რომ სიყვარული გჭირდებათ არანაკლებად, ვიდრე სხვა ნიშნის ადამიანებს.
ქალწულებისთვის ძალიან ადვილია ახალი ურთიერთობების დაწყება და მეგობრების ნახვა; სირთულეები იწყება იმ მომენტში, როცა ურთიერთობა გადადის რომანტიკულ ფაზაში. ზოგჯერ საკუთარ თავს ძალა უდნა დაატანოთ, რომ გადალახოთ მერყეობა და იმასთან ახლოს დადგეთ, ვინც მნიშვნელოვანია თქვენთივს - გააკეთეთ ეს და გადადგით პირველი ნაბიჯი; ქალწულები, რომელთა აზრები მიუღწეველ მიზნებს უკავშირდება, თავს წყვილშიც მარტოსულად გრძნობენ, თუ პარტნიორი ვერ არჩევს მათ მისწრაფებას და ინტერესებს.
თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ გაუზიაროთ სხვებს რაც გულში გაქვთ და თქვენს რჩეულსაც არ შეუძლია ყოველთვის გაგიგოთ; თუმცა ხანგრძლივი ემოციური კავშირი, ნამდვილი, ღრმა გრძნობა გაუმკლავდება ამ პრობლემასაც, მაგრამ ყველა პრობლემისგან ვერ გაგათავისუფლებთ.
5. ის არ აფასებს ჩემს ძალისხმევას
ზოდიაქოს ბევრი ნიშანი რომანტიკულ ურთიერთობებს ღებულობს როგორც რაიმე რეალურს, რაც შინაგან დაძაბულობას არ საჭიროებს. მაგრამ ქალწულები ასე არ ფიქრობენ: მათთვის ეს შრომაა, რომელსაც ჯილდო უნდა მოჰყვეს. რომანტიკულ ურთიერთობებში ქალწულები ბევრს გასცემენ და ბევრსაც მოითხოვენ, მათი პრიორიტეტების რიცხვშია ერთგულება, ზრუნვა და პატივისცემა. თუმცა იცის კი თქვენმა პარტნიორმა, რას ელით მისგან? სავსებით შესაძლებელია, რომ არა: თქვენ ზედმეტად ხშირად გამოხატავთ უკმაყოფილებას ისეთი ფორმით, რომელიც ხუმრობის არც თუ ისე წარმატებული ფორმაა.
გამოავლინეთ საზრიანობა და მოძებნეთ მეთოდი, რითაც თქვენს რჩეულს საშუალებას მისცემთ გაიგოს, რას ელით მისგან - სრულიად შესაძლებელია, რომ ის შეასრულებს თქვენს სურვილებს.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი მოთხოვნები ძალიან მაღალია და ბევრი შეიძლება არასასიამოვნოდ გააოცოს. თუ თქვენ მზად ხართ პრობლემურ ურთიერთობებზე იმუშაოთ, პირველი, რაც უნდა ისწავლოთ, ეს არის პარტნიორის მიმართ თავშეკავებულობა, რომელსაც აქვს თავმოყვარეობაც და გარკვეული სისუსტეებიც. კავშირი მით უფრო მყარი და ჰარმონიული იქნება, რაც უფრო მეტად დააფასებთ თქვენს რჩეულში ადამიანს, მთელი თავისი უნიკალური თვისებებით და არ გადააყოლებთ ურთიერთობას მის ნაკლს, რომლის გამოც ის შეიძლება არ იყოს იდეალური.
6. მე ეჭვი მეპარება ჩემი პარტნიორის გულახდილობაში
ყველაფერში ეჭვის შეტანა და მხოლოდ სანდო წყაროების ნდობა ქალწულებს ხშირად უმსუბუქებს ცხოვრებას, მაგრამ პირად ცხოვრებაში, სამწუხაროდ, სერიოზულად უშლით ხელს. მათაც კი, ვისაც თითქოს მიზეზიც არ აქვს ეჭვი შეიტანოს პარტნიორში ან მის მიერ ინტრიგების ხლართვაში, მოსვენება არ აქვთ და გამუდმებით ამოწმებენ რეალობას. რა თქმა უნდა არავის სიამოვნებს იყოს მოტყუებულის პოზიციაში, მაგრამ ყველგან და ყოველთვის მახის დაგების მოლოდინი, მოდუნების საშუალების არქონა - კარგი ნამდვილად არ არის.
რომანტიკულ ურთიერთობებში განსაკუთრებით უჭირთ იმ ქალწულებს, რომლებიც უკვე ნეგატიური გამოცდილებით არიან, ეს ცუდი განცდა დიდხანს მიჰყვებათ და ბევრ სიხარულს იკლებენ ამის გამო ცხოვრებაში. იმისათვის, რომ პრობლემა გადალახონ და უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი რომანტიკულ ურთიერთობებში, ქალწულებმა უნდა ისწავლონ დაძაბულობისა და ზედმეტი სიფრთხილისთვის თავის არიდება, ეჭვების საფუძველი ნაკლებად უნდა გაიჩინონ.
ქალწულებო, გახსოვდეთ, რომ ბუნებამ დაგასაჩუქრათ განსაკუთრებით სასარგებლო ნიშნით - კარგი ინტუიციით და თითქმის შეუცდომელი ლოგიკით. თუმცა, თუ მეორე ნიშნით თქვენ ხშირად სარგებლობთ, მაშინ თვლით, რომ პირველს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ამას ამაოდ აკეთბთ - შინაგანი ხმა ნაკლებად მოგატყუებთ.
ხშირად ქალწულები ბოლომდე არ ენდობიან ადამიანს, რომელიც თავად აირჩიეს, ათასგვარ შემოწმებას უწყობენ მას. ეს არაფერ კარგს არ მოგიტანთ - ურთიერთობას არ დაათობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივ სულიერ კომფორტზე მხოლოდ ოცნება გრჩებათ.
ისწავლეთ ნდობა და პირველ რიგში საკუთარი თავის, არჩევანისა და გადაწყვეტილების მიმართ, ხოლო შემდეგ უკვე პარტნიორის მიმართ. ეს სასარგებლო იქნება არამარტო რომანტიკული ურთიერთობებისთვის, არამედ დაგეხმარებათ ზოგადად ცხოვრებაში, რომ ენერგია ეჭვებსა და შიშებზე კი არ ხარჯოთ, არამედ ისიამოვნოთ იმ საჩუქრებით, რომელსაც ბედი გჩუქნით.
7. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ურთიერთობა ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა
სიმართლე რომ ვთქვათ, ქალწულებს არც ისე ძალიან სჭირდებათ ცვლილებები. სტაბილურობა და პროგნოზირებადი მგდომარეობა ძალიან სასიამოვნოა არა? თუმცა ზოგჯერ ქალწულებს ნამდვილად უნდათ მრავალფეროვნება, ახალი შეგრძნებები და სასიამოვნო შთაბეჭდილებები.
ქალწულებიდან ასეთი პრობლემები არ ექმნება მათ, ვისი რჩეულიც არის არამარტო საყვარელი ადამიანი, არამედ თანამოაზრეც, რადგან ამ შემთხვევაში საერთო ინტერესები მსოფლმხედველობის გაფართოვებისა და ერთად წინსვლის საშუალებას იძლევა. თუმცა ასეთი ბედნიერი წყვილისთვისაც კი არ იქნება რამოდენიმე რჩევა ზედმეტი, რომლებიც დანარჩენებისთვის ძალიანაც სასარგებლოა.
იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში სიახლის ელემენტი შეიტანოთ, თქვენ უნდა ისწავლოთ დროებით დაშორება სერიოზულობასა და წინდახედულებასთან. ზოგჯერ სულელი და მხიარული იყავით, იცელქეთ, დაივიწყეთ საზრუნავი - რეალურად ეს საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს მიერ შეზღუდულმა ურთიერთობამ ალმასივით გაიბრწყინოს.
გარდა ამისა, ბევრ ქალწულს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ახასიათებს რომანტიკულ ურთიერთობებში სექსუალური ასპქეტის სათანადოდ შეფასების უნარის არქონა. არაფერს დაკარგავთ, თუ დაკავდებით ცხოვრების მგრძნობიარე სფეროების უფრო ღრმა შესწავლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისი რჩეულიც ბუნებისგან ძლიერი ტემპერამენტით არის დაჯილდოვებული და შეიძლება იტანჯებოდეს კიდეც საკუთარი სექსუალური ენერგიის გამოხატვის საშუალების არქონის გამო.
და ბოლოს, ნუ გაექცევით ელიტურ ცხოვრებას, მაშინაც კი, თუ იქ მიმდინარე მოვლენები თქვენთვის უინტერესოა: უბრალოდ თქვენ არ აძლევთ საკუთარ თავს საშუალებას ამ ცხოვრების დადებითი მხარეების შესაფასებლად. არც ისე ახლობელ, მაგრამ სასიამოვნო მეგობრებთან ერთად დროის გატარებით თქვენ წახალისდებით და მიიღებთ ახალ ემოციებს.
ქალწული პასიური ნიშანია, რომლის წარმომადგენლებისთვის უფრო მისაღებია წყნარი ცხოვრება, ვიდრე ბობოქარი და ცვლილებებით სავსე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალწულები სუსტები არიან, უბრალოდ მათი ძალა არის რეალურ სირთულეებთან გამკლავება და არა ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ქალწულის შინაგანი სიმშვიდის უკან ჩვეულებრივ იმალება ძლიერი შფოთვა; ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად ეჭვი ეპარებათ საკუთარ ქცევის სისწორეში და ელიან სასჯელს დიდი ხნის წინ ჩადენილი, ყველასგან დავიწყებული შეცდომებისთვის.
ზოგადად, მათ ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლბის გრძნობა აქვთ. ისინი მზად არიან მთელი სამყაროს უბედურებაზე პასუხისმგებლობა აიღონ და ვერ ხვდებიან, რომ ზოგჯერ უმნიშვნელო უპასუხისმგებლობამ და სიმარტივემ შეიძლება რეალურად გააბედნიეროთ. ქალწულები ადვილად ურთიერთობენ ადამიანებთან და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან, მაგრამ ნატურით მარტოხელებად რჩებიან, ამასთან, გართობას ამჯობინებენ შრომას, ამიტომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს პოულობენ კოლეგებში ან თანამოაზრეებში.
საინტერესოა, რომ სწორედ ამ ნიშნის ქვეშ იბადებიან კაცობრიობის საუკეთესო და ყველაზე ცუდი წარმომადგენლები, თან ორივე კატეგორიას აერთიანებს სპირტიანი სასმელების და ნარკოტიკების მოხმარებისკენ მიდრეკილება. ყველაზე ძლიერი განცდების დამალვა შეუძლიათ იმ ქალწულებსაც, რომლებიც ყოველთვის გახსნილები არიან ურთიერთობისთვის. ქალწულის სულიერი ტანჯვის მიზეზები შეიძლება იყოს მის ან სხვის მიერ დაშვებული შეცდომა, ხოლო ტანჯვების დავიწყების საუკეთესო საშუალება ვინმე ისეთი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს საკუთარი თავის მიხედვას.
ქალწულის შემფასებლური შესაძლებლობები აქვთ ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სხვების კეთილდღეობას აფასებენ - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ვერ მოატყუებ ვერც ფუფუნებით და ვერც ცრუ სიმდიდრით.
ქალწულები განსაკუთრებით მიდრეკილნი არ არიან დაავადებებისკენ, მაგრამ იპოქონდრიისკენ მიდრეკილება აქვთ. ისინი ზედმეტად ბევრს შრომობენ, თითქმის არ ისვენებენ და ხშირად ეტანებიან ალკოჰოლს, თუმცა არც ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა.
ქალწულების პრობლემაა საკუთარი მგრძნობიარე ნერვული სისტემის მოუფრთხილებლობა, რომელსაც აძლევენ მოსვენებისა და სიმშვიდის საშუალებას. რთულია იმის თქმა რა უფრო ვნებს ქალწულს - ზედმეტი დატვირთვა თუ მუდმივი პესიმიზმი. ქალწულებს ერთი დადებით ჩვევა აქვთ - ისინი დაუზარებლად მიდიან ექიმთან ვიზიტზე და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ მის დანიშნულებას, თუ რა თქმა უნდა ეს ხელს არ უშლის მათ მუშაობაში. რამდენმა ექიმმაც არ უნდა ურჩიოს ქალწულს დასვენება, ისინი მაინც იმუშავებენ მანამ, სანამ ძალები ეყოფათ.
ქალწულების ყველაზე სუსტი წერტილებია - საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ფილტვები, ფეხის სახსრები. გარდა ამისა, ქალწულები ავადდებიან გრიპით, მიდრეკილნი არიან ბრონქიტისა და პლევრიტისადმი.
ახალგაზრდობაში ქალწულები გამოირჩევიან სამყაროზე იდეალისტური შეხედულებით და ეძებენ თავის ერთად-ერთ სიყვარულს, ამიტომ სხვა ნიშნებთან შედარებით დიდხანს რჩებიან ქალიშვილები. მოგვიანებით, როცა აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ, არ ცდილობენ იტრაბახონ მიღწეული გამარჯვებებით და უფრო უმანკოები ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან.
ქალწულის რჩეული შეიძლება ვერც კი ეჭვობდეს, რომ მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რამდენადაც ამ ნიშნის ადამიანები ერთის მხრივ არ ცდილობენ ემოციების აშკარად გამოვლენას, ხოლო მეორეს მხრივ პოტენციურ პარტნიორსაც კი კრიტიკულად და სკეპტიკურად აფასებენ. სწორედ ამიტომ ქალწულის სასიყვარულო არქივში გაცილებით მეტი პლატონური გატაცებაა, ვიდრე ვნებიანი რომანები. თუ ასეთი რამ მაინც ხდება, ქალწული ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ის ღრმა განცდებმა შესაძლოა მიიყვანოს ტრაგიკულ დასასრულამდე.
სასიყვარულო ურთიერთობებში ჩაბმისას, ქალწული ჩვულებრივ არ ზოგავს ძალას იმაზე, რომ მისი რომანი იყოს შეუდარებელი ყველა მხრივ, მათ შორის ეროტიკული კუთხითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მას განსაკუთრებით არ აინტერესებს.
ქალწულები არ ითმენენ ტყუილს, ყოველთვის გულახდილები არიან პარტნიორის მიმართ და იგივეს ელიან საპასუხოდ. უტაქტობისა და უხეშობისკენ მიდრეკილება რომ არ ჰონოდათ, რაც მძიმე დარტყმას აყენებს პარტნიორს, ქალწულები იქნებოდნენ შეუდარებელი სიყვარულის მასწავლებლები - მათ იციან რა არის ნამდვილი ვნება და არასოდეს აურევენ მას შემთხვევით სიამოვნებასთან.
ქალწულებს დახვეწილი გემოვნება აქვთ, თუმცა დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ დაკმაყოფილდნენ უბრალო საკვებით და არ განიცდიდნენ ამით არანაირ დისკომფორტს. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი საკუთარ ორგანიზმს ცდის რომელი საკვების გარეშე შეუძლიათ გაძლება. თუმცა ასეთი ექსპერიმენტების დროსაც ქალწულები გონივრულად იქცევიან, მათ რაციონში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ვიტამინები და საკვები ნივთიერებები. საინტერესოა, რომ ამ ნიშნის ადამიანები დიდ უნდობლობას უცხადებენ საკვებ დანამატებს, კონსერვებს, ნახევარფაბრიკატებს - მათი რაციონი შეიძლება იყოს უბრალო, მაგრამ ნატურალური.
ქალწულები დიდ ყურადღებას უთმობენ სისუფთავეს, მაგიდის სერვირებას და კერძის გარეგნულ სახეს. სწორედ ამიტომ, ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახლში კვებას და არა საზოგადოებრივ კვების ობიექტებში: საკვების მომზადების პროცესი მათი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ქალწულებს უყვართ ხორცი, მაგრამ მათთვის სასარგებლო ვეგეტარიანული კერძებია. კომპრომისის სახით, ამ ნიშნის ადამიანებმა უარი უნდა თქვან შემწვარ ხორცზე მაინც და მიირთვან მოხარშული, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია რკინით და ვიტამინებით. არ შეიძლება რაციონიდან მარცვლეულის გამორიცხვა.
ბავშვი-ქალწულები ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს შესანიშნავი ქმნილებები არიან არამომთხოვნები, საყვარლები, მათთვის დამახასიათებელია ზრდილობა, ტაქტიანობა და იუმორის გრძნობა. ასეთი ბავშვები ხშირად ჯობნიან თანატოლებს განვითარებაში: ადრე სწავლობენ სიარულს, საუბარს, კითხვას, თვლას, სვამენ «დიდების» შეკითხვებს, გააჩნიათ მრავალმხრივი ინტერესი. ლოგიკური აზროვნების შესაძლებლობა ბავშვ-ქალწულებს საშუალებას აძლევს უფროსებთან იქონიონ თანასწორ დონეზე ურთიერთობა.
ავტორიტეტის პატივისცემის საკითხი ხშირად მწვავედ დგება, რადგან ამ ნიშნის ბავშვები მზად არიან იკამათონ ყველასთან, თუ დარწმუნებულები არიან საკუთარ სიმართლეში და მათთვის ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ოპონენტის ასაკს, თანამდებობას და რეგალიებს. ბავშვობიდანვე ქალწულები კრიტიკულად არიან განწყობილნი სამყაროს მიმართ, მათი კმაყოფილების გამოწვევა რთულია. ნამდვილ პრობლემას ეჯახებიან მშობლები როცა ასეთი შვილისთვის საჩუქრის ყიდვის დრო დგება; როგორც წესი, საქმე იმით სრულდება, რომ ქალწულები იღებენ ფულიან კონვერტს, რომელსაც ხარჯავენ საჭიროებისამებრ.
ბავშვი-ქალწულები კრიტიკას ძალიან მტკივნეულად იღებენ; ახლობელი ადამიანის მხრიდან მკაცრი შენიშნვა შეიძლება მათთვის ნამდვილი დარტყმა იყოს. დასაბუთებულ პრეტენზიებს კი ისინი მხედველობაში იღებენ და ცდილობენ აღარ გაიმეორონ შეცდომები. ბავშვი-ქალწულის სასკოლო წარმატებებს განსაზღვრავს არა მარტო მაღალი ინტელექტი და საერთო შესაძლებლობები, ასევე სწავლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება. ქალწულები ძალიან პასუხისმგებლიანები არიან და თუ რაიმე საქმეს კიდებენ ხელს, ის აუცილებლად მიჰყავთ ბოლომდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვ-ქალწულში ოჯახური ფასეულობების ფორმირებას. საქმე იმაშია, რომ ქალწულები სხვა ნიშნებთან შედარებით, მიდრეკილნი არიან მარტოობისკენ. თუ ქალწულის მშობლები ხშირად ჩხუბობენ, დაძაბულად არკვევენ ურთიერთობებს, სკანდალებით შორდებიან, ბავშვი შეიძლება მივიდეს გადაწყვეტილებამდე, რომ არასოდეს დაქორწინდეს. თუმცა იგივე ცხოვრებისეული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს კარგ ოჯახში აღზრდი ბავშვ-ქალწულებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრების მაგალითი.