კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ზოგადი ჰოროსკოპი

სასწორი

ზოგადი
საერთო აღწერა

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მორიდებულები, მომხიბვლელები და მეგობრულები არიან. ისინი არავის აწყენინებენ წვრილმანების გამო და ცდილობენ ტკივილი არ მიაყენონ ახლობელ ადამიანებს, რომელთა მისწრაფებებს და სურვილებს ხვდებიან კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით.

მომავლის წინასწარმეტყველება სასწორებს გამაოგნებლად ზუსტად შეუძლიათ, განსაკუთრებით ხასიათის მიხედვით. ისინი წარმატებულები და მხიარულები ჩანან, ყოველთვის გახსნილები ურთიერთობისთვის, თუმცა სასწორების ნატურა საწინააღმდეგოა და ცხოვრების ზოგიერთ პერიოდში ისინი ნამდვილ ურჩხულს ემსგავსებიან. სასწორების ბნელი მხარე იმდენად მიუღებელია, რამდენადაც მათი ნათელი მხარე. დროდადრო კაპრიზულობის, ნერვოზულობისა და სიავის გამო, ამ ნიშნის ადამიანები რისკავენ მეგობრების დაკარგვით, რომლებიც მიჩვეულნი არიან მათ სრულიად სხვაგვარ ქცევას. არასტაბილურები არიან სასწორები ცხოვრების წესშიც: აქტიურობა და დაუცხრომლობა პერიოდულად იცვლება სრული აპათიით, როცა არავის და არაფერს არ შეუძლია მათი ყურადღების მიქცევა. გამონაკლისს წარმოადგენენ წიგნები: სასწორებს კითხვა უყვართ ყოველთვის და კონცენტრირების კარგი უნარის წყალობით რთულ, უცნობ სფეროებზე არესებულ მასალასაც კარგად ითვისებენ და ამით დიდ სიამოვნებას იღებენ.

სასწორები, რომლებმაც იციან საკუთარი ხასიათის არასტაბილურობის შესახებ, ცდილობენ ცხოვრებას მიუდგნენ რაციონალურად და აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ხშირად, თავადაც ვერ ხვდებიან ისე, ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ისე იქცევიან, როგორც მათგან ელიან. სასწორები არ ენდობიან საკუთარ ინტუიციას - როცა ამას ისწავლიან, ძალიან ბევრ შეცდომას აიცილებენ თავიდან.

მამაკაცი-სასწორები ძალიან გულუხვები არიან, როგორც ფულის საკითხში, ისე სინდისში. ლოგიკასა და ცივ გონებაზე დაყრდნობით, ისინი ადამიანის ფსიქოლოგიას უარყოფენ, როგორც ნაკლებადმნიშვნელოვან ფაქტორს. საკუთარ სურვილებს ისინი ხშირად კრიტიკული ფორმით გამოხატავენ და ავიწყდებათ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანია მეგობრული მხარდაჭერა. სხვების შეცდომების დანახვისას, სასწორები არ ამჩნევენ საკუთარს და ხშირად ამის გამო წარმოჩინდებიან საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილები.

ქალი-სასწორები მთელ თავიანთ მომხიბვლეობასთან ერთად, დაჯილდოვებულნი არიან რიგი მამაკაცური ნიშნებით და მათ ეს კარგად იციან. მომხიბვლელობისა და მსუბუქი ხასიათის უკან საკმაოდ მყარი ზნეობა დგას. ერთი სიტყვით, ამ ნიშნის ქალბატონები არ ავლენენ საკუთარ აღმატებულებას სხვებზე, ამიტომ ურთიერთობებში ისინი სასიამოვნო და კეთილგანწყობილნი არიან.

ცნობილი ადამიანები

მაჰათმა განდი, დენი დიდრო, ფრიდრიჰ ნიცშე, ნილს ბორი, ოსკარ უაილდი, ჯუზეპე ვერდი, მიგელ დე სერვანტესი, ალისტერ კროული, დონა კარანი, სტინგი, ჯონ ლენონი, ლუჩანო პავაროტი, კრის დე ბური, მარგარეტ ტეტჩერი, ჯიმი კარტერი, ქეით უინსლეთი, ჟან კლოდ ვან-დამი, მაიკლ დუგლასი.

სტიქია

სასწორების სტიქია არის ჰაერი, რაც მათ ხასიათს ხდის არასტაბილურს და ხელმოუხელთებელს. სასწორებს არ უყვართ ბრმად ნდობა ან რაიმეს მინდობა. მათ ურჩევნიათ შეუმჩნევლად არსეობდნენ ყველაგან და ნებისმიერ მომენტში გაქრნენ გაურკვეველი მიმართულებით. ახლობელ და ნათესავ ადამიანებს სასწორები თბილად ექცევიან, თუმცა ეს ნეგატივში გადადის, როცა სასწორები ცუდ ხასითაზე არიან. ამ ნიშნის ადამიანები ცოდნას თითქოს ჰაერიდან იღებენ.

სწავლა და სიახლის მიღწევა მათთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც სუნთქვა. მიღებული ინფორმაცია სრულიად არ ართულებს სასწორების ცხოვრებას: ყველაფერი ნეგატიური და შემაწუხებელი მათ გაონებაში ადვილად იფანტება, როგორც დილის ნისლი.

კარიერა და პროფესია

ნებისმიერი ფიზიკური შრომა სასწორებისთვის უკუჩვენებითია: ეს ნიშანი ბადებს მოაზროვნეებს და არა მომუშავეებს. ზედმეტი დატვირთვა მათ ჯანმრთელობას უფრო შეარყევს, ვიდრე ცხოვრებისუნარიანობას გაზრდის. ყველაზე კარგად მათ გამოსდით კომერციული საქმიანობა, მაგრამ წარმატებული ბიზნესმენები ვერ ხდებიან იმის გამო, რომ არ აქვთ საქმის გონივრულად წარმართვის უნარი და ფულისადმი ძალიან მოკრძალებული დამოკიდებულება გააჩნიათ. ამასთან, ბაზარი მოითხოვს სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღება სასწორებისთვის ძალიან რთულია. სამაგიეროდ რაციონალურად განსჯის და სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან შეფასების შესაძლებლობა სასწორებს მეტად სასარგებლო ადამიანებად ხდის საკანონმდებლო და საზოგადოებრივი აქტივობის სფეროებში.

ზოგადად მომავლის სიყვარულით და გააზრებულად განჭვრეტის გამო, ისინი შეიძლება გახდნენ კარგი პროექტანტები, ფანტასტიკის ჟანრის მწერლები ან მეცნიერ-ფუტუროლოგები. სასწორებისთვის კარგი იქნება ვიწრო სპეციალობის არჩევა, რადგან ფართო პროფილი უარყოფითად აისახება მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

მედიცინისკენ მიდრეკილების გამო, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები კარგი სპეციალისტები გამოვლენ თავიანთ სფეროში, ამ ყველაფრის გარეშე კი საკუთარ თავში დარწმუნებული ვერ იქნებიან. სასწორების კარიერა არასწორად ეწყობა, რასაც თან ახლავს აღმაფრენისა და დაცემის მომენტები, თუმცა დაბალი ამპლიტუდით და გლუვი გადასვლებით. სასწორები დაჯილდოვებულნი არიან შემოქმედებითი პოტენციალით, მაგრამ ხელოვნების სფეროს არჩევა მათ ხშირად ხელს უშლის, მაგალითად იმ მხატვრებზე მოგონებები, რომელთა გენიალობა სამყარომ ძალიან გვიან შენიშნა. სიღარიბის შიშით სასწორები ხშირად ირჩევენ უფრო პრაქტიკულ სფეროებს და საგნის ღრმად შესწავლის და ცოდნის აკუმულიერების წყალობით წარმატებას აღწევენ.

ქორწინება და თავსებადობა

სასწორებს შეუძლიათ სიყვარული, მაგრამ ქორწინებაში ბედნიერები იშვიათად არიან: ისინი ზედმეტად დიდხანს ფიქრობენ ნებისმიერ საქციელზე და აანალიზებენ რჩეულის თითოეულ სიტყვას და პოულობენ აზრს, რომელიც მიუღებელია მათთვის. სასიყვაუულო ურთიერთობებში სასწორების კიდევ ერთი მტერია მათი მომთხოვნი ხასიათი. მათ სრული ბედნიერბა სწყურიათ, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ახერხებენ ურთიერთობებში წყენის და იმედგაცრუების საბაბს.

საერთოდ სასწორებს ფართე სამეგობრო წრე ჰყავთ და სასიყვარულო ურთიერთობებსაც აგებენ მეგობრულის პრინციპებით, ირჩევენ რა პარტნიორულ- ინტელექტუალურ თანამგზავრს. სასწორებს შორის გვხვდებიან ძალიან ცუდი ხასიათის ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ დამცირება, შეურაცხყოფა - საყვარელი ადამიანისაც კი; არიან მათ შორის ისეთებიც, რომლებიც პარტნიორს სითბოს და ყურადღებას არ აკლებენ, მაგრამ არ ივიწყებენ საკუთარ ინტერესებს და ცდილობენ ერთობლივ ცხოვრებაში იმაზე მეტი ძალა და სახსრები არ ჩადონ, ვიდრე უკან იღებენ. მსხვერპლის გაღება სასწორებს არ ახასიათებთ, რაც არ უნდა ძლიერ შეყვარებულები იყვნენ.

ყველაზე მძიმე სასწორისთვის ქორწინების პირველი წლებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი გული დაიპყრო მიზანდასახულმა და მტკიცე ხასიათის ადამიანმა. დროთა განმავლობაში ხასიათის სხვაობა ლაგდება, მაგრამ სასწორი ძველებურად აგრძელებს სირთულეების ლოდინს და ამით თრგუნავს საკუთარ თავსაც და რჩეულსაც. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების კავშირი არათუ ცუდი, უბრალოდ ნაკლებწარმოსადგენია: ორივე ძალიან დიდხანს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და სავარაუდოდ არცერთი არ გადადგამს პირველ ნაბიჯს. წარუმატებელია კავშირი ტყუპებთან: ერთი პარტნიორის მუდმივი ცვალებადობა და მეორეს მერყეობა სულიერ ჰარმონიას ვერ მოიტანს. სასწორს შეუძლია გააწონასწოროს მორიელის ენერგია და კონკრეტულ შემთხვევებში გაალამაზოს ჩაკეტილი კირჩხიბის მარტოხელა ცხოვრება.

სიყვარულში წარმატების გასაღები

სასწორები ცხოვრებაში კატასტროფულად უბედურები იშვიათად არიან - სინამდვილეში ეს მათზეა დამოკიდებული. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან წინდახედულები არიან და გამოუსწორებელ შეცდომებსაც იშვიათად უშვებენ. თუმცა ზოგჯერ ეს ზედმეტი წინდახედულობა იწვევს გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურებას და ამაზე დიდი დრო ეხარჯებათ.

რომანტიკულ ურთიერთობებში ყველაფერზე დიდ ხანს დაფიქრებამ შეიძლება არაერთმნიშვნელოვანი შედეგბი მოიტანოს. ერთის მხრივ ეს სასწორს საშუალებას აძლევს არ გაანაწყენოს პარტნიორი წვრილმანების გამო, არ ინანოს რაღაც წვრილმანების გამო და მეორეს მხრივ, ხშირად არ აძლევს საშუალებას გამოიჩინოს აქტიურობა და დროულად მოახდინოს მოვლენების სწორი მიმართულებით დალაგება. უარეს შემთხვევაში სასწორები დგებიან არასასიამოვნო არჩევანის წინაშე - ჩუმად მიიღონ და გაამართლოთ რჩეულის ქმედება, რასაც ხელს ვერ უშლიან, ან დაშორდნენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს.

სასწორებო, უნდა ისწავლოთ ლიდერის და «პირველი პირის» როლში ხშირად გამოსვლა. როცა პარტნიორს თქვენი ქმედებების ხელმძღვანელობას ანდობთ, გავიწყდებათ, რომ შეგიძლიათ საკუთარ თავზეც აიღოთ პასუხისმგებლობის ნაწილი ურთიერთობების განვითარებაზე, რომელიც თქვენთვის ძვირფასია.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე მარტოობით ვიტანჯები


სასწორი - ზოდიაქოს ერთ-ერთი ის ნიშანია, რომელსაც ახასიათბს «თავისი ნახევრის» პოვნის დიდი სურვილი. სასწორები ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდიან, თუ საჭიროა, რომ პარტნიორს დაშორდნენ ცოტა ხნით მაინც;

ბევრი სასწორის შეცდომა იმაშია, რომ ურთიერთობების დასაწყებად აქვთ თეორიულად დიდი სწრაფვა, პრაქტიკაში კი არჩევენ მოთმინებით დაელოდონ ხელსაყრელ სიტუაციას ისე, რომ არაფერი გააკეთონ მასთან მიახლოვებისთვის. თუ ვინმეს გაუმართლა და თქვენი დაინტერესება შეძლო, ალბათ მოძებნით ურიცხვ მიზეზს იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ნაცნობობას ან დაახლოვებას უარს მიღების ან ურთიერთობის არასასურველი მიმართულებით განვითარების შიშით. ფაქტობრივად, უმეტეს შემთხვევებში, ურთიერთობების განვითარება შესაძლებელი არის მაშინ, როცა ინიციატივას იჩენს ის ადამიანი, რომელზეც შეჩერდა თქვენი არჩევანი. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და არ შეგეშინდეთ პირველი ნაბიჯის გადადგმის; გახსოვდეთ, სამყარო არ დაინგრევა მაშინაც კი, თუ უარს მიიღებთ.
თქვენ ხშირად გატყუებთ ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება იმ ურთიერთობების მიმართ, რომელბიც არ არსებობს; ასე საინტერესო ადამიანთა შეხვედრაზე წასვლის სურვილის არქონა შეიძლება გამოწვეული იყოს იმაზე ნერვიულობით, თუ როგორ იცხოვრებთ ერთად ან როგორ გამონახავთ საერთო ენას, როცა მატერიალური პრობელმები იქნება გადასაჭრელი. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო ასე შორს გახედვა; სასიამოვნო პერსონასთან ერთად დასვენება სულაც არ გხდით ვალდებულს დაქორწინდეთ ან ერთობლივი ცხოვრება იქონიოთ მასთან.

ისწავლეთ ბედის ნდობა და მოვლენებს უფლება მიეცით თავის რიგობითობით განვითარდეს - ასეთი მიდგომის დადებითი რეზულტატი არ დააყოვნებს.

2. მე ვერ ვპოულობ შესაფერის პარტნიორს

გარკვეული დროის მარტოობაში გატარების შემდეგ, საინტერესო ადამიანის ძიებაში გადავარდნილი სასწორები ხშირად ებმევიან სრულიად უპერსპექტივო, მტკივნეულ და დამღუპველ კავშირებში. არ ამჟღავნებენ რა სურვილს, დაუახლოვდნენ ღირსეულ ადამიანს, სასწორები იმ მახეში ებმებიან, რომლებსაც აგებენ ისინი, ვისაც სიყვარული და ხელმძღვანელობა შეუძლია. პირველ ჯერზე არაფერი საშიში არ ხდება - პირიქით, თქვენ შეიძლება დატკბეთ იმით, რომ გვერდით ძლიერი და პრინციპული ადამიანი გყავთ, რომელიც მზად არის გმართოთ. მაგრამ იმედგაცრუება დიდხანს არ გალოდინებთ; იმის გარკვევის შემდეგ, რომ არჩევანი არასწორად იქნა გაკეთებული, სასწორები არ ჩქარობენ ურთიერთობების შეწყვეტას - ურჩევნიათ მოთმენა და ტანჯვა. როცა უკვე სიტუაცია აუტანელი ხდება, სასწორი დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს და ისევ იტანჯებიან - ამჯერად მარტოობით.

იმისათვის, რომ მოჯადოებული წრე გაარღვიოთ, თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებში. საკუთარი თავის შეყვარების ბანალური რჩევა არც თუ ისე ცუდია, როგორც ეს ერთი დანახვით შეიძლება ჩანდეს, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გაიცნოთ საკუთარი თავი, გაერკვეთ საკუთარ ღრმა, ემოციურ მოთხოვნებში. ამ რთულ საქმეში დახმარება შეიძლება გაგიწიოთ იმან, რომ თქვენ, ორივე სქესის სასწორები, დაჯილდოვებული ხართ ბუნებისგან როგორც ქალური ინტუიციით, ისე კაცური ლოგიკით. თქვენი მხრიდან საჭიროა ამ იარაღის თქვენს სასარგებლოდ გამოყენება.

თუ თქვენ მიისწრაფვით ჰარმონიული ურთიერთობებისკენ, რომელიც ეფუძნება არამარტო სიყვარულს, არამედ ურთიერთპატივისცემასაც, მაშინ ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა უნდა ისწავლოთ და გამოიყენოთ ის ძალები, რომლებითაც ბუნებამ დაგაჯილდოვათ. არ არსებობს საჭიროება, რომ პირველივე ემოციურ შემთხვევაზე წამოეგოთ, თუ თქვენ საკმარისი ენერგია და სიმტკიცე გაქვთ გახსოვდეთ ეს და შეეწინააღმდეგეთ ცდუნებას დაიწყოთ ურთიერთბა, რომელიც არაფერს მოგიტანთ გარდა წუთიერი დაკმაყოფილებისა იმ კუთხით, რომ მარტო არ ხართ.

3. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ მე თავს ბედნიერად ვერ ვგრძნობ

სასწორებისთვის დამახასიათბელია გარკვეული ემოციური უმწიფრობა, რომელიც ხელს უშლით ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მაშინაც კი, თუ პარტნიორებს გულახდილად უყვართ ერთმანეთი. ამ ნიშნის ადამიანებს არ ასვენებს იმის განცდა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა გულისხმობს ორივე მხარის პასუხისმგებლობას; იმის შიშს, რომ ადრე თუ გვიან მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომლის შედეგების წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია - შეუძლია დაჩრდილოს ნებისმიერი რომანი.

თუ ახალგაზრდა ხართ ნუ იჩქარებთ ჩაეფლოთ რომანტიულ ურთიერთობებში მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი და თავისუფალი ხართ გადაწყვეტილების მიღებაში; ზრდასრულმა სასწორებმა სჯობს დაივიწყონ რომ მათ შეუძლიათ ნეგატიურ ტენდენციებს ებრძოლონ და არ შეურიგდნენ სიტუაციას, რომელიც სულიერ დისკომფორტს უქმნით. ზოგ შემთხვევაში სასწორები როცა ამ სიტუაციაში ხვდებიან, ისე ღრმად ვარდებიან თვითანალიზში და ყველა პრობლემის ფესვის ძიებაში, რომ პარტნიორისთვის სრულიად მიუწვდომლები ხდებიან. ამის გამო მათ შორის ჩნდება გამყოფი კედელი. ამიტომ სასწორებმა უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა არ გყოფნით სულიერი კომფორტისთვის, ვიდრე ინერვიულოთ დისკომფორტის მიზეზებზე - ეს შეიძლება სულ სხვადასხვა რამ იყოს.

წყვილის ბედნიერების მთავარი პირობა შინაგანი ჰარმონიის შეგრძნებაა თითოეულ მათგანში, თუმცა ამის მიღწევა ცალ-ცალკე არ ღირს. თუ საბაბი არ გაქვთ ეჭვი შეგეპაროთ იმაში, რომ პარტნიორი სწორად არჩეულია და თქვენ მისი მანიპულაციის მსხვერპლი ხართ, ღიად ესაუბრეთ რა გაწუხებთ, მაგრამ არ შეწყვიტოთ საკუთარ თავზე მუშაობა. გარდა ამისა, გამოიყენეთ ყველა მოცემული შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელოთ თქვენი იდეები, მოახდინოთ ჩანაფიქრის რეალიზება და მიუახლოვდეთ ოცნებების განხორციელების შესაძლებლობას.

4. ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის

ამ პრობლემას ეჯახება ყველა სასწორი, რომელიც ენდობა თავის პარტნიორს სრულად, ღიად უყვება ყველაფერს რაც მის სულში ტრიალებს და გულახდილია თავის სურვილებშიც. წყენა ჩნდება იმის გამო, რომ თქვენი სიტყვები თითქოს გასაგებია, მაგრამ არ მოქმედებენ; ისე ჩანს, თითქოს პარტნიორმა ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გაუშვა.

საქმე იმაშია, რომ სასწორები ცივსისხლიანი და ანგარებიანი ადამიანების შთაბეჭდილებას ახდენენ, ასევე არ ეტყობათ, რომ ვნებიანები არიან. ყურადღება მიაქციეთ როგორ გადმოსცემთ თქვენს გრძნობებს - ზედმეტად სამეცნიერო მოხსენებასავით ხომ არ არის, საინტერესო, მაგრამ მშრალი და მოუმზადებელი მომენტების გათვალისწიების გარეშე. ბევრი ადამიანის საუბარი ემოციურად მორთულია, თუმცა ეს სასწორებს ნაკლებად ახასიათებთ. თქვენი სიმშვიდე კი პარტნიორს შეიძლება ეგონოს საკითხისადმი გულგრილობა, ან განხილვის სურვილის არქონა. ნუ შეგეშინდებათ აქცენტების დასმა, ნუ მოერიდებთი კამათს და დისკუსიას, რამდენადაც მოსაწყენი არ უნდა იყოს - ეს ერთად-ერთი საშუალებაა რჩეულს გააგებინოთ, რომ თქენს ურთიერთობაში არის მომენტები, რომლებიც უნაკლო არ არის.

მშვიდობისმყოფელობა სასწორების ძლიერი მხარეა, მაგრამ ამის გვერდით ჩვენებას წარმოადგენს ამ ნიშნის ადამიანების თავგანწირვა. შედეგად თქვენ ისევ და ისევ უთმობთ პარტნიორს, ქვეცნობიერად კი მისგან საპასუხო ნაბიჯებს ელით - მას კი წარმოდგენაც არ აქვს რა ძვირი გიჯდებათ მშვიდობა და ურთიერთგაგება!

5. მე თავს ვთვლი ჩემი პარტნიორის მსხვერპლად

სასწორებს საკმარისი სულიერი ძალა და ემოციური სიმყარე აქვთ, მაგრამ ერთი მიზეზის გამო, ამჯობინებენ ეს დაივიწყონ, როცა საქმე სიყვარულს ეხება. მარტოობის მოშიში და წინააღმდეგობის სურვილის არმქონე სასწორი ხშირად ხდება ყველა სახის მანიპულატორის სასურველი მსხვერპლი. იმის გამო, რომ სასწორის ნიშნის ადამიანები ჭკვიანები და მგრძნობიარენი არიან, მათთან ფსიქოლოგიური თამაშები ძალიან მომხიბვლელია. არ ღირს რჩეულის დადანაშაულება ბოროტ ზრახვებში, თუ შეამჩნევთ, რომ ძალიან ხშირად იქცევით ისე, როგორც ამას თქვენგან ელის და სრულიად დაგავიწყდათ საკუთარი სურვილებისა და მიზნების შესახებ. სავსებით შესაძლებეილია, რომ თქვენი რჩეული ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე ის, როგორც მას ესმის.

აღნიშნული პრობლემა რთულია და მისი გადაწყვეტა დიდ დროს წაიღებს. დაწყება სჯობს სიტუაციის ანალიზით, რომელშიც უნდა დაგეხმაროთ ლოგიკა და ინტუიცია. პარტნიორი შეაფასეთ და არ მოერიდოთ კრიტიკას.

ნუ მისცემთ ემოციებს იმის საშუალებას, რომ გავლენა მოახდინონ თქვენს ფიქრებზე, შეეცადეთ მისი ქცევის მიზეზები გაარკვიოთ და გადაწყვიტეთ ღირს თუ არა სიტუაციის ღიად განხილვა. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან რთული მოგეჩვენოთ - მაშინ სჯობს წვრილმანებით დაიწყოთ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები, თავი არ აარიდოთ კამათს, გამოხატოთ თქვენი ნება და მიზანდასახულობა. ზოგიერთი უსუსური, ემოციურად დაუცველი სასწორი ზოგჯერ ირჩევს საპასუხო მანიპულაციის ტაქტიკას, თუ ამ გზაზე დგახართ, შეეცადეთ შემოტრიალდეთ თუ ამის საშუალება გექნებათ - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ისედაც მძიმე სიტუაციას, კიდევ უფრო გაართულებთ.

6. მე არ შემიძლია დროულად დავუსვა წერტილი ურთიერთობას, რომელიც არ მაწყობს

სასწორებს ადვილად უყვარდებათ და ხშირად შედიან ქორწინებაში, განსაკუთრებით არ უფიქრდებიან იმას, თუ სადამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მიიყვანოთ. დაშორების გადაწყვეტილებას რთულად იღებენ, განსაკუთრებით ჩახლართული ხდება სიტუაცია, თუ პარტნიორის დადანაშაულება შეუძლებელია - გარდა იმისა, რომ ის იდეალური არ არის.

სასწორებო, გახსოვდეთ, რომ რომანტიკული ურთიერთობები მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას და მის დაცვას, ხოლო მისი შეწყვეტა ერთ-ერთი ის მომენტია, როცა შექმნილმა სიმშვიდემ შეიძლება შეგიყვანოთ ჩიხში. თქვენ უფლება გაქვთ იყოთ ბედნიერი, მაშნაც კი, როცა თქვენს ნაბიჯებს ბევრ არ ამართლებს; «მეგობრებად დარჩენის» გადაწყვეტილება, რომელიც შეეფერება სხვა წყვილს. თქვენთვის შესაფერისი ნაკლებად იქნება, რადგან დანაშაულის გრძნობა შეგაწუხებთ მუდამ, ან გაიძულებთ დაუბრუნდეთ ურთიერთობას, რომლის შეწყვეტასაც ცდილობთ. ნუ ელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება; მოცემულ სიტუაციაში თქვენგან მოქმდება მოითხოვება. იყავით ტაქტიკური, არ აწყენინოთ ადამიანს, რომელიც გიყვარდათ, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაადანაშაულებთ ზედმეტად - დიდია იმის ალბათობა თავადაც დაიჯეროთ, რომ ყველა უბედურების მიზეზი ხართ.

და ბოლოს, დაჰპირდით საკუთარ თავს, რომ ახალ ურთიერთობებში არ დაუშვებთ წინა შეცდომებს; იმის რწმენა, რომ მომავალი ბედნიერებისკენ მიმავალ გზას გაჩვენებთ, დაგეხმარებათ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაში.

7. მე არ შემიძლია კონცენტრაცია გავაკეთო ერთ ადამიანთან ურთიერთობაზე

დაქორწინების დროს სასწორებმა იციან, რომ ეს ხანგრძლივად არ გაგრძელდება და უშვებენ ჰორიზონტზე ისეთ ადამიანის გამოჩენას, ვის გამოც პარტნიორს დაშორდებიან. ამ ნიშნის ადამიანებისთვის ურთიერთობების «სერიოზულობა» უფრო დაკავშირებულია სიმშვიდესთან და დროებითი დაცულობის შეგრძნებასთან, ვიდრე მათი დიდი ხნით გაგრძელებაში.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ რომანტიკული ურთიერთობების რთულ დასაწყისთან ერთად, მათთვის უფრო რთულია ის მომენტი, როცა ზედაპირული ურთიერთობა სერიოზულ რომანში გადადის. ყოველდღიური საზრუნავი და პრობლემები - არც ისე შესაფერისი სტიქიაა სასწორებისთვის, მათ უფრო აინტერესებთ ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტები.

იმისათვის, რომ ბედნიერი იყვნენ, სასწორებმა უნდა ისწავლონ პრაქტიკულობა და წვრილმანების გადალახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ პრობლემასთან შეჯახებისას იფიქრებენ, რომ სხვა პარტნიორთან უფრო ბედნიერები იქნებოდნენ და მიიღებენ კიდეც შესაბამის ზომებს. ეს ტაქტიკა შეიძლება მომხიბვლელად მოეჩვენოთ სასწორებს, მაგრამ კარგ რეზულტატებს ნამდვილად ვერ მოუტანთ; ისინი ამით რისკავენ ურთიერთობების ქსელში გაბლანდვას, რომელთაგან არცერთი არ იქნება რეალურად ჰარმონიული.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

სასწორი აქტიური ნიშანია, თუმცა ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ ფლობენ საკმარის ენერგიას, რომ გარემოცვის ზეგავლენა გადალახონ და გაქცევას ამჯობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სურვილების რეალობად ქცევის პოტენციალი აქვთ, სასწორები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ გადაწყვეტილების მიღებას, დაუსრულებლად განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებლობებს და პირობებს, შედეგად კი ხელიდან უშვებენ დროს, რაც ოპტიმალურია ამა თუ იმ ქმედებისთვის. ამ ნიშნის ადამიანის დარწმუნება სწრაფ მოქმედებაში შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში ის სრულიად მოიხსნის პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე და შედეგებზე. სამაგიეროდ, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, სასწორები არ გადადიან არჩევანს და ინტუიტიურად ანაწილებენ ძალისხმევას ისე, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს თანმიმდევრულად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწორები არ გადაიან არჩეული გზიდან, თითქოს გარშემო ვერავის და ვერაფერს ამჩნევენ. აქტიურად მონაწილეობენ კამათებსა და დისპუტებში, რითაც ახდენენ საკუთარი აზრის დაცვასაც და უდიდეს სიამოვნებას იღებენ ინტელექტუალური შეჯიბრისგან; ზოგჯერ ისინი კონფლიქტების პროვოცირებას ახდენენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგის თავდასხმებისგან დაიცვან საკუთარი თავი. ისეთი პერიოდებში, როცა მათი ენერგეტიკა დუნდება, სასწორები ნაკლებადმოსაუბრენი და ჩაკეტილები ხდებიან. ისინი თითქოს ენერგიას აგროვებენ ხალი აქტივობისთვის.

ჯანმრთელობა

სასწორები ნამდვილად ვერ იწუწუნებენ ვერც ფსიქიკური და ვერც ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ, თან ცდილობენ გაუფრთხილდნენ თავს, არ დაიტვირთონ და არ გადაიქანცონ. თუმცა რთულ მომენტებში განმარტოების სურვილს ისინი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს, რომელიც თავის მხრივ "ურტყავს" სასწორებს სუსტ წერტილებში - ღვიძლსა და თირკმელებში.

სასწორებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ვერ ახერხებს ფიზიკური შრომისთვის თავის არიდებას, აწუხებთ ზურგის ტკივილი, ზოგჯერ ძალიან ძლიერი. ზოგს ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც თითქოს მკურნალობას არ ექვემდებარება და დროთა განმავლობაში თავისით ქრება. სასწორებს შორის პრაქტიკულად არ არსებობენ გამხდარი ადამიანები; ბევრი მათგანი სიმსუქნით იტანჯება და არ აქვთ სპროტისადმი ინტერესი; ზოგი კი ჯანმრთელობას კარგავს ალკოჰოლის სიყვარულის გამო.

სექსუალობა

მომხიბვლელი, მომღიმარი და ძალიან ლამაზი სასწორები გარშემომყოფებს ადვილად ხიბლავენ, მაგრამ თავად რთულად იხიბლებიან. ისინი პარტნიორს ძალიან დაკვირვებით არჩევენ. შეყვარებულებიც კი ეგოისტებად რჩებიან გულის სიღრმეში, მაგრამ ეს თითქოს იზიდავს მათკენ ახალ მსხვერპლს.

სასწორების ეროტიკული ცხოვრება - ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია: მათ შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ყველაფრისგან, რასაც სექსუალური ურთიერთობა იძლევა, ამასთან, შეუძლიათ თავდავიწყებით ვნებას არც კი მიეცენ. ზოგჯერ სასწორებს ერთდროულად რამოდენიმე რომანი აქვთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავქარიანები არიან, ისინი ამ გზით საუკეთესო პარტნიორს არჩევენ. ზოგჯერ სასწორები უარს არ ამბობენ სექსუალურ ურთიერთობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები დიდი ხნის წინ გაუქრათ: გასამართლებელ არგუმენტებს ადვილად პოულობენ, რომ ოდესღაც საყვარელ ადამიანთან დაშორება ჯერ ადრეა. გარდა ამისა, სასწორები ბუნებით სასტიკები არ არიან, ამიტომ ცდილობენ ტანჯვა არ მიაყენონ არავის, მათაც კი, ვინც აღარ უყვართ.

სასიყვარულო ურთიერთობებში წარუმატებლობა სასწორების ცხოვრებაში ხშირია, ეს იმის ბრალია, რომ ისინი განსჯას იწყებენ იქ, სადაც საჭიროა მოქმედება. მაგრამ ამ ნიშნის ადამიანები ფლობენ თვისებას სერიოზულად არ აღიქვან რომანტიკულ ურთიერთობაში წარუმატებლობა, თუნდაც იმიტომ, რომ მათ სულ ჰყავთ ისეთი ადამიანი, ვისთანაც დამშვიდებას შეძლებენ.

კულინარიული მიდრეკილება

სასწორები უმეტესწილად გურმანები არიან, უყვართ კარგი ღვინო და ტკბილეული. თუმცა ისინი ხშირად საკვებად არ ირჩევენ იმას, რაც მათთვის სასარგებლოა. მაგალითად, უარს ამბობენ მსხვილად დაფქვილი მარცვლეულის პურზე და მიირთმევენ ტორტებსა და ნამცხვრებს, არომატულ მცენარეულ საკვებს არჩევენ ცხიმიან და ცხარე სოუსებს, ხორცს, შებოლილ ძეხვს.

სასწორებმა უნდა აკონტროლონ, რომ მათ რაციონში აუცილებლად იყოს ზღვის პროდუქტები, მწვანილი, ხორცი და კალიუმითა და ნატრიუმით მდიდარი ალუბლის წვენი.

საბავშვო ჰოროსკოპი

ბავშვ-სასწორებს მშობლებისა და ნათესავებისთვის უდიდესი სიხარული და ყველაზე ნაკლები პრობლემები მოაქვთ. ისინი დამჯერე, აკურატულები და მოწესრიგებულები არიან. ბავშვობიდან კარგი იუმორის გრძნობა და დელიკატურობა ახასიათებთ. ერთად-ერთი პრობლემა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების სურვილის არქონაა.

რეზულტატში, ბავშვი-სასწორი ან სრულიად უჯერებს მშობლებს, ან პოულობს მისაბაძ მაგალითს თანატოლებში - სამწუხაროდ, ყოველთვის კარგ მაგალითს არა. რაც უფრო სწრაფად გაარკვევენ დამოუკიდებელი ხასიათის ნებისმიერ შტრიხებს სასწორის მშობლები, მით უკეთესი. რა თქმა უნდა არ ღირს ცუდი ჩვევების და შტრიხების წახალისება, მაგრამ ბავშვს უნდა მისცეთ ნებისმიერი საქციელის გაანალიზების და სწორ აზრამდე მისვლის საშუალება.

ბავშვი-სასწორები სწრაფად ითვისებენ უფროსების ჩვევებს და სიამოვნებით მონაწილეობენ საქმიანობაში. თუმცა ხშირად ახდენენ საკუთარი ძალების გადაფასებას, ეჭიდებიან საქმეს, რომელიც მათ ძალებს აღემატება და ამის გამო შემდეგ ძალიან იღლებიან, რაც აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზეც. ბავშვი-სასწორები მიდრეკილნი არიან ღრმა ნერვიულობისაკენ, განსჯისა და უსიამოვნო თემებზე ფიქრისაკენ, ძველი წყენის დაუსრულებლად გარჩევაზე. კარგი იქნება, თუ ასეთი ბავშვის მშობლებს შეუძლიათ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება - მაშინ ბავშვისთვისაც დამახასიათებელი იქნება გაცილებით პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

ბავშვობაში სასწორები ხშირად ავადმყოფობენ - ცივდებიან, ალერგია და სხვა ტიპის დაავადებები აწუხებთ. მშობლებმა ისინი უნდა მიაჩვიონ სპროტს და სწორ კვებას. ბავშვი-სასწორების კიდევ ერთი თვისობრივი განსაკუთრებულობა მათი მაღალი მგრძნობელობაა; ასეთი ბავშვები მტკივნეულად რეაგირებენ ხმამაღალ და უხეშ ხმაზე, არ უყვართ მყვირალა ფერები, ძალიან არაკომფორტულად გრძნობენ თავს «მჩხვლეტავი» ქსოვილების სამოსში. ერთგვარი კომპენსაციის სახით, ბუნება ასეთ ბავშვებს აჯილდოვებს მუსიკალური, სამხატვრო და სამსახიობო ნიჭით; მთავარია, რომ ამ ნიჭს მიეცეს ღირსეული გამოყენების საშუალება.